ადამიანის ობიექტურ არსებობას გონება განსაზღვრავს....
ის, რაც ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ და მოვიაზროთ, ვერასოდეს ვერ გასცდება ნებისა და რიცხვის მიჯნას.
ღმერთის არსებობას მოწმობს სული.
გონება მის მოწმობას ენდობა, თვითონ კი არც დადასტურება შეუძლია, არც უარყოფა.
ამდენად ეს "არსებობაც" პირობითი ცნებაა.
ჩვენ ნებისა და რიცხვის იქით აღარაფერი ვიცით.
ჩვენ ვამბობთ "ღმერთი", ვამბობთ "ერთი", ვამბობთ "აბსოლუტი",
მაგრამ
ამ ცნებებში სინამდვილეში ვერაფერს ვერ ვდებთ,
რადგან არავითარი "ერთისა" და არავითარი "აბსოლუტის" მოაზრება და ცნობიერებაში მოქცევა არ შეგვიძლია.
ღმერთი ადამიანის გონების შესაძლებლობათა მიღმაა.
ხოლო
სული ისეთი რამ არის, რისი ობიექტაციაც არ ხდება და ამიტომ მისი ცოდნა მთლიანი ადამიანის ცოდნად, ისეთი ადამიანის ცოდნად, რომელიც ობიექტურ დეფინიციას ექვემდებარება, ვერ იქცევა.....”
