თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
ეს დაკოპებული იყო გადმოტანილი ამირან არაბულის არქივიდან. წავიკითხე ეგ ანდრეზი და მაგიტომ განვათავსე შესადარებლად. ეხლა შენ მიხედე მაგ საქმეს ბექა ძმიავ. 

Last edited by iduka on 27 ნოე 2007, 19:43, edited 1 time in total.
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
.....
Last edited by lama on 03 დეკ 2007, 13:49, edited 1 time in total.
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
ხოოო
ჩემს ბავშვობაშიც, სოფელში ( ქვემო სავანეთის ერთ-ერთი) მახსოვს მსგავსი რაღაცეები ხდებოდა _ დასავლეთისა და აღმოსავლეთი ცის უსხეულო ძალები მაზიანზე, კერძოდ ჟიგულევსკის "პივაზე", პარა-პარაზე თმაშობდნენ ბამბიქტონს .
მერე იქვე, მაღაზიაში ჩვენ, ბავშვები ვეგზავნებოდით "პივის" და ტარანის ამოსატანად.... უფროსებს მაინც პატიცვს ვცემდით მაშინდელი ბავშვები.
ეეეჰ რა დრო მოვიდა?! აღარც "პივაა" სადმე ისეთი კაი და ახალი თაობაც რაღაც სხვანაირია. ალბათ მაგიტომ აღარ "თამაშობენ" ამ დროში ისე ხშირად.

"დანოში,წინავ,ერთ ბებერ დიაც ცხოვრობდ,ძალიან მარხე დიაც,ერთ ბიჭა ჰყვენდ,დღეში ორ-სამჯერ სტკეცდ,სუ "ერეკლე-ერეკლევ" ძახილით დადიოდის,რვა წლის ბიჭამ გარეთ ათენის.ერთხელ,ცხენ დეკარგ ღამე,შინ ვეღარ მიიყვანეს,შენავ რად დღისივ არ მიიყვანე ცხენივ,ღამე იყვ.მეშინოდავ.ჩვენ ცხენის კვლევადავ წყაროგორისაკ წავედივ,წყაროგორის ახლოს რომ წავედივ,წყაროგორითივ რაღაცა გრიალ გამეგონავ,დამეშინაოდ უკან მოვბრუნდი.წყაროგორითივ ორ ჩეცხლის ბურთვ გამოფრინდა ჩემკისკე,ახლოს რომ მოიდესავ,პატარა თეთრ ძაღლებად იქცნესავ,ერთ მარჯვენა მხარეზედ დამიდგაოდ,ერთ მაერცხენაზიავ,იმ ლეკვაებსავ,რაღაცა რქებსავით ჰქონდესავ,ყურებ რო დააცმაცუნიანავ,აღარ მეშინოდა,შიშ მავიწყდებოდისა.ბებერა გორამდის მომაცილესაო-დ მემრ დიკარგნესავ."
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
კარავი აფრინდა 10 მეტრზე ტანას ხეობაში....
ჩვენ კი საქართველოს, დიდებული ბუნების, სადღეგრძელოს ვსვამდით
ეს მართლაც საოცარი იყო

- droebiti50
- ასფალტზე მოარული
- Posts: 10
- Joined: 22 აპრ 2011, 13:52
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
შემთხვევით წავაწყდი უცნობი ადამიანის მონათხრობს. მართალია მე არ გადამხდენია, თუმცა ამ განყოფილებისთვის შესაფერისი უნდა იყოს.
გაგაცნობთ ერთი ბიჭის ისტორიას …
წინა ზაფხულს მე და ჩემი მეგობარი წასულები ვიყავით იმერეთში ლაშქრობაზე იქ ორი დღე მშვიდად ვიყავით მარა მესამე დღიდან დაიწყო ყველაფერი. ღამით გავშალეთ კარვები და დავაპირეთ დაძინება.შუაღამისას ჩემი მეგობარი რომელიც ჩემთან ერთად იყო კარავში გავიდა მოსასაქმებლად,მე კი გავაგრძელე ძილი უცბად ეს ბიჭი მაღვიძებს და მეუბნება გარეთ გამოდი რაღაც უნდა განახოო.მისგან ასეთ რაღაცეებს მიჩვეული ვიყავი და აგდებულად ვუთხარი ეხლა რაღა მოიფიქრე მეთქი და გავყევი.რამოდენიმე ხეს რომ გავცდი დავინახე ერთი ქალი რომელსაც თავზე შავი თავსაფარი ეფარა და რაგაცას თავისთვის ბუტბუტებდა, მე დავუძახე ამ ქალს და ვკითხე ვინაობა.გამომხედა და გაიქცა მე ვუთხარი საით მეთქი მაგრამ არ ჩერდებოდა ჩვენ უკან მივსდევდით უცბათ როცა დავეწიეთ ეს ქალი გაჩერდა და არა ადამიანური ხმით დაგვიყვირა რა გინდათ რას გადაეკიდეთ ამ ტყესო მე თქვენ არ გეძებთ და ამიტომ მომეხსენითო.თითქოს ძველ ქართულად საუბრობდა. მე და ჩემი მეგობარი შეშინებულები ვიყავით.ამ ქალმა ხელები მაღლა აწია და თქვა (ეგოი ნაუ ესტ) ეს სიტყვები კარგად დამამახსოვრდა მარა არ ვიცი რას ნიშნავს. ეს ქალი სამ წუთში იქ აღარ იყო და ვერც ვერანაირი კვალი ვიპოვეთ მისი.წავედით დასაძინებლად და მეორე დღეს ვაპირებდით უკან წამოსვლას თბილისში შიშისგან ვერ ვიძინებდით.ყველას გეკითხებით მითხარით რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები? ვიცი რომ არ დაიჯერებთ მარა მე ჩემი მოგიყევით სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ის ქალი ადამიანი არ ყოფილა.

ამას ბურთისებრი ელვა ქვია, არა?ლეონტი wrote:სწორედ კოცონთან სასაუბრო თემაა, მაგრამ შეციება-გაჟრიალება იცის.
და უსიამოვნო ემოციები ხანდახან, განსაკუთრებით ღამით თუ ყვები.
აბა ვის არ გქონიათ შეგრძნება როცა ბნელი ღამით ბუნებაში გახვალ , რომ თითქოს აქ ვიღაც არის, და გითვალთვალებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
ჯერ ერთ უიშვიათეს მოვლენაზე, ბურთაობაზე მოგიყვებით, რომელიც ვაჟა ფშაველას დედამ იხილა ღამით ხატობაზე.ასევე მე ვნახე ხევისბერი, რომელსაც ეს უხილავს.
მოკლედ ასე მოხდა: მე წლობით ვატარებდი სრულ ზაფხულს თიანეთის რაიონის ერთ განაპირა სოფელში, სადაც სიმყუდროვე და როგორც იტყვიან სიყუმე სუფევს. მხოლოდ ჟიპიტაურზე დამოკიდებული ადგილობრივის ყივილი თუ შეძრავს არემარეს.
შემოდგომის წნარი , თბილი და მზიანი საღამო იყო. მე ნაკვეთში ვმუშაობდი, არ მახსოვს, ალბათ კარტოფილს თუ ვიღებდი. მცირე მდინარის გაღმა მთიდან
ზარის 3 დინჯი, თანაბარი რეკვა მომესმა, გამიკვირდა და ძალზე უცნაური მეჩვენა, რადგან არასოდეს გამიგია იმ მხრიდან რეკვა, და ყველამ იცის რომ ზარის ჩამოკვრა ტყუილად არ შეიძლება, კარგის მომტანი არაა.
ვიფიქრე ვინმე ონავარი ბავშვი აძვრა და ერთობა მეთქი.თუმცა ვიგრძენი საოცარი მისტიური განწყობა.
დაღამდა, დენი არ იყო, შინ ლამFა ენთო.
საათი 11 ს რომ გადაცდა ეზოში გამოვედი და სახლის მოშორებით მწვანე მოლზე დავდექი. ღამე იყო უმთვარო, ვარსკვლავებით მოჭედილი.
და ამ დროს შევნიშნე რომ ბალახები განათდა, თეთრად, ზევიდან. სწრაფად ავიხედე და გავშეშდი.
ვეებერთელა სინათლის ბურთი, თეთრი, მანათობელი, ცაზე მოცურავს სწორ ხაზზე. უხმაუროდ, თანაბარი სიჩქარით და უკან რჩება თეთრი ნაკვალევი, ისე როგორც დღისით თვითმფრინავებს.
მხოლოდ ეს ნაკვალევიც ანათებდა სიბნელეში.
გვერდებზე თანაბარი მანძილით, ისე როგორც წეროების გადაფრენა, მოყვებოდა ზომის მიხედვით ჩამწკრივებული პატარა ბურთები ასეთი სახით:
< ,ბოლოებში ყველაზე პატარები იყვნენ და ყველა მათგანი მანათობელ კვალს ტოვებდა.
აგრეთვე თითოეულ მათგანს ცენტრი ჰქონდა უფრო განათებული ვიდრე პერიფერიე და პერიფერიაზე წვრილი მოწითალო რკალი ადგა.
აბსოლუტური არამატერიალურობის შეგრძნება, შიშნარევი შოკი იყო ამის ხილვა და ძლიერი ემოცია, მეუღლეს დავუძახე, ცრემლები გადმოსცვივდა და ძლიერ შეეშინდა.
მიწიდან ალბათ ესე 100 მეტრზე მიფრინავდნენ, ჰორიზონტზე გადავიდნენ.
მეზობლებისგან აღტაცების ყვირილი ისმოდა :ბიჭო ნახე ნახეო,
მერე რომ დაველაპარაკე მეზობელს , კონკრეტულად ვერ მიპასუხა მაგრამ თქვა ალბათ ბურთაობა იყოო, ანგელოზთა გადაფრენა.
იგივე ხევისბერმა დამიდასტურა თუმცა ამ თემაზე საუბარს გაურბოდა,როგორც საიდუმლოზე რომლის დეტალიც ჩემთვის ცნობილი გახდა.
მე ვიცოდი რომ ანომალურ მოვლენებთან პირისპირ შეჯახება , უმეტესად ცუდად მთავრდება ხოლმე, ხოლო ყველა ვინც მიღმიერ სამყაროს იკვლევს და კონტაქტში შედის,მეტ ნაკლებად ფსიქიურად , ასევე მძიმე სნეულებებით ავადდება და მალე კვდება.
დიდება ღმერთს კაი 15 წელზე მეტი გავიდა, გადავურჩით.
აი მეზობელი ახალგაზრდა კაცი კი , ჯან ღონით აღსავსე და საღ სალამათი მეორე წელს ხატობაზე წავიდა მთაში და უეცრად გზაში გარდაიცვალა.
ვერ გაიგეს რატო , არაფერი აწუხებდა.

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
droebiti50 რომელ ტყეზე იყო საუბარი??? ჯრუანტელმა დამკრა და მომინდა იქ ღამის გატარება... როცა მეშინია ადრენალინს გამოვყოფ და ეს უფრო მაგიჟებს : )))) მართალია იშვიათად მეშინია : )))
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
მეც მოვყვები მაშინ ერთ რამეს... ჩემ სოფელში მოხდა და მე ვარ შემსწრე : ) მაგრამ საკმაოდ ცუდი ისტორიაა..
წარმოშობით ვარ კახელი და სოფელი მაქვს შილდაში.. ყვარლის რაიონია. ერთხელაც ბავშობაში როდესაც არც კომპიუტერი არ იყო და არც სხვა გასართობი ჩვენი ყოველდღიური საქმე დილით მდინარეზე სიარული, შუა დღეს ბურთის გორება, საღამოს ბირჟაზე დგომა და ღამე ან კლუბში ინდური ფილმების ყურება იყო ანდაც სასაფლაოზე შიშნარევი სიარული..
სწორედ ერთი ასეთი აგვისტოს დღე იდგა.. მე სავარაუდოდ 10-11 წლის ვიყავი რადგან ყველაფერი კარგად მახსოვს.. ერთ ერთმა ჩვენმა ამხანაგმა მოიფიქრა ასეთი რამ რომ ვინც ყველაზე უშიშარი იყო უნდა შესულიყო ძველ სასაფლაოზე (მართალია ძველი და ახალი სასაფლაო გვერდი გვერდ იდგნენ ერთმანეთთან მაგრამ განსხვავება ის იყო ძველი სასაფლაო მთლიანად შემოღობილი იყო და ერთი გასასვლელი და შესასვლელი ქონდა და იქ ადგილი ფიზიკურად აღარ იყო და არავის მარხავდნენ.. ) და მაროს საფლავიდან უნდა წამოეღო დანა რომელიც დილით დაუტოვიათ. (ეს მარო გეტყვით ვინც იყო.. სიყვარული ყველას უნდა ყველას გექნებათ ნანახი და მანდ რომ დედაკაცია ვედროთი რომ დადის მწარე ენა რომ ააქვს და სულ ილანძღება.... სხვათაშორის მაგ ფილმში ყველა დაქირავებული მსახიობი იყო მაგ ქალის გარდა და რამის შილდის სიამაყე გახდა მაგ ფილმის შემდეგ მაშასადამე მაგ ქალის საფლავი ყველამ იცოდა.) ერთ ერთმა ჩვენმა მეგობარმა რომელსაც ზაზა ერქვა გადაწყვიტა წასულიყო ჩვენ კი სასაფლაოს გარეთ ველოდებოდით.. სადღაც 15 წუთის შესული იყო როდესაც საზარელი ყვირილი გავიგეთ და აჩქარებული ფეხის ნაბიჯი .. უფრო ფოთლებზე სირბილის ხმა. ჩვენც რასაკვირველია აღარ დაველოდეთ და გამოვიქეცით ჩამოვირბინეთ ბირჟაზე და ვზროს ხალხს მოუყევიტ ეს ამბავი.. მშობლებმა სოფლელი ბიჭები სულ ცემა ტყეპით წაიყვაეს სახლში ნუ მე თბილისელი ვიყავი და ხელი არ მომხვედრია ... მეორე დღეს შევიტყვეთ რომ ზაზა მომკვდარა.. სირბილის დროს გამოქცეულზე ერთ ერთ რკინის კონსტრუქციას შეასკდა ყელით.. რამოდენიმე აზრი გაჩნდა ზოგი ამბობდა შეიძლება საფლავიდან ფოსფორი ამოვიდაო ზოგი ამბობდა ერთ ერთი მიცვალებულის ქანდაკებამ ხოარ შეაშინაო (იქვე ახლოს ფეხზე დგას გარდაცვლილის ძეგლი რომელსაც მთვარის შუქზე ალბათ შოკისმომგვრელი იერი ექნება) ზოგი კი ამას რაღაც არაამქვეყნიურ ძალებს აბრალებდა.....

მე ვიხილე როგორ უყურებდა ერთი ახალგაზრდა მეორეს "ღვთიური თვალებით"

- droebiti50
- ასფალტზე მოარული
- Posts: 10
- Joined: 22 აპრ 2011, 13:52
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
წარმოდგენა არ მაქვს, რომელი ტყეა. მეც დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი იმ ტყეშიWenTTo wrote:droebiti50 რომელ ტყეზე იყო საუბარი??? ჯრუანტელმა დამკრა და მომინდა იქ ღამის გატარება... როცა მეშინია ადრენალინს გამოვყოფ და ეს უფრო მაგიჟებს : )))) მართალია იშვიათად მეშინია : )))

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
არ მომაყოლოთ ახლა ურაველის ამბავი 

საქართველოსთვის!
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
droebiti50 შეიძლება ლათინური ენაა ძაან გავს ეგ სიტყვები....
თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.
ლათინურიაWenTTo wrote:droebiti50 შეიძლება ლათინური ენაა ძაან გავს ეგ სიტყვები....