სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by meleksa » 07 მარ 2010, 19:13

მიხარია უმეტესად სოფლის ნობათით რომ ვიკვებები :) თითქმის არ ვიყენებ ნახევრად მზა და მსგავს, ზარმაცებისათვის გამოგონილ საკვებს :D
იშვიათად ვსვამ ასევე ე.წ. გამაგრილებელ სასმელებს, რომელსაც ვერ გაიგებ რისგან ამზადებენ :)

ძალიან მომეწონა ელკანას მიერ შემოთავაზებული ძველი ქართული კერძები, ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ნატურალურია...
დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი ჩემს ბაღში(კახეთში) მსგავს საკვებ პროდუქტებს (ამასთან დაკავშირებით თვითონ მაკენას შეწუხება დამჭირდება ალბათ :) )

დღეს მეყოფა ლაპარაკი :D

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 07 მარ 2010, 21:30

ეგ ინფორმაციები ხორცზე მასაი11 ს ექნება, რამდენი შემოწიკეს.
ისე ნიკორას ქარხნის ახლოს ცხოვრობს ახლობელი და ხანდახან ისეტი სუნი მოდოს სად გავიქცეთ არ ვიცითო.
Makena wrote:რომელია უსაფრთხო, ნიკორა, მითანა თუ შინჰოფერი :?: თუ ვინმეს სარწმუნო წყაროებიდან.....
არცერთი ,თურატო აი აქ წერია კარგად:

Современные технологии в пищевой промышленности

Никогда не покупайте фарш и изделия из него - сосиски, сардельки, колбасы, пельмени, котлеты и т. п. - особенно для своих детей, а также для беременных и кормящих

http://gv.org.ua/index.php/plain/intere ... shlennosti

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by masai11 » 10 მარ 2010, 12:25

ლეონტი wrote:ეგ ინფორმაციები ხორცზე მასაი11 ს ექნება, რამდენი შემოწიკეს.
ისე ნიკორას ქარხნის ახლოს ცხოვრობს ახლობელი და ხანდახან ისეტი სუნი მოდოს სად გავიქცეთ არ ვიცითო.
Makena wrote:რომელია უსაფრთხო, ნიკორა, მითანა თუ შინჰოფერი :?: თუ ვინმეს სარწმუნო წყაროებიდან.....
კი, ნამდვილად მაქვს. მგრამ მოც. მომენტში ინფორმაცია დამუშავების პროცესშია. ასე რომ как только .... так сразу :roll:

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by masai11 » 10 მარ 2010, 12:39

masai11 wrote:და ისევ საინტერსო იფორმაციები. :D

გასული 2009 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობამ.... აი როგორა ვთქვა ... მოიხმარა, მიირთვა, უკაცრავად და უბრალოდ შეჭამა? არც ერთი ამათგან არ მიესადაგება მასშტაბებეს ამიტომ ასე ვიტყვი _

2009 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობამ შთანთქა, შეთანთლა, შეძგვირა, ჩაიმხო 99 023.9 ტონა კარტოფილი :lol:

შემოწიკულობის სტატისტიკა კი ბანალურია და ასე გამოიყურება:

1. თურქეთიდან _ 51 217.9 ტონა _ 51.72%;

2. სომხეთიდან _ 41 163 ტონა _ 41.57 %;

3 ირანიდან _ 4 730 ტონა _ 4.78%

ნუ დანარჩენი რა ეხლა, 645 და 615 ტონა შესაბამისად ჰოლანდიიდან და გერმანიიდან არის შემოტაილი სათესლედ. ამავე დანიშნულებით ბელორისიიდანაც შემოუტანია ვიღაცას 2 ტონა.
ხო, და კიდე 50 ტონა ჩასაძგვირი კარტოფილი რუსეთიდანაც მოუტანია ვინცხას :)

ნუ რა ამბავია რა, შეაიძლება კაცო ასე?! თითქმის 100 000 ტონა კარტოფილი .... ეს რა გამოდის ახლა :?: :roll:
3 მლნ 700 ათას არსებაზე გადაანგარიშებით 1 საქართველოში მოსახლე არსება დაახლოებით 27 კგ, უცხოეთიდან შემოწიკულ კარტოფილს ნთქავს?
არ გრცხვენიათ და იგი საქართველოს მოსახლეობავ :?: :!: :evil:
"ვერ იზ იორ ნეიმუს", პატრიოტიზმ ენდ სახელმწიფოებრივი აზროვნება? :lol:

"ვსიო"! ვინც პატრიოტი იმან კარტოფილის ჭამაზე უარი უნდა თქვას! :lol:
ეს კი ინფორმაცია განსჯისათვის თავად სტატისტიკის ეროვნული სამსახურისაგან :roll:

საქართველოში მოწეული კარტოფილის ოდენობა წლების მიხედვით:

2002 წელი _ 415 300 ტონა

2003 წელი _ 425 200 ტონა

2004 წელი _ 419 500 ტონა

2005 წელი _ 432 200 ტონა

2006 წელი _ 168 700 ტონა

2007 წელი _ 229 200 ტონა

2008 წელი _ 193 400 ტონა.

მე ხელთ არა მაქვს მაჩვენებლები, მაგრამ ვარაუდს გამოვთქვამ , რომ უცხოეთიდან კარტოფილის შემოწიკვის დინამიკა აბსოლიტურად უკუპროპორციულია ზემო თმოყვანილი მაჩვენებლებისა.


User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by masai11 » 18 მარ 2010, 14:13

ქართული ხინკლის კოსმოპოლიტური არსი თანამედროვე გლობალისტურ საზოგადოებაში

================================================


ხინკალი,
ჩვენი სუფრის ბანალურობად ქცეული ბრწყინვალე ტრადიცია, კუჭთა ჩვენთა შვება და ლხენა, ბაქტერიებივით მომრავლებული სახინკლეების შოვნა და მათი კლიენტების ყვლეფა. საქართველოს გასტრონომიული სიამაყე და კდემამოსილება.
განა არის ვინმე სხვა მისებრ საყვარელი , სულით სანიავებელი, თითებზედ ფრთხილად საგოგმანებელი, საყვარლის ბაგეებივით ნაზად ამბორ-საყოფელი (ოღონ “ფრანცუზსკი პაცელუებს” არა ვართ ახლა :lol: )? რათქმაუნდა არა. არადა დღეისათვის “ფართოდ გავრცელებული ხინკალი “ მთლად ისეთიც ვეღარაა წინაპრებმა, რომ დაგვიტოვეს და დაგვიბრეს, მაგრამ ჩვენ ის ასეთიც გვიყვარს, ვაფასებთ და ვუფრთხილდებით.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხინკისადმი დამოკიდებულება ჩვენი ეროვნული ინდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი (გასტრონომიული) მსაზღვრელია _ შეუძლებლია ნამდვილმა ქართველმა ხინკალს მოჰკრას თვალი და სტომაქის საამო კრთომა არ იგრძნოს, შეუძლებელია ნამდვილმა ქართველმა როდესმე ცუდი თვალით შეხედოს ხინკალს და ცუდი გაივლოს მასზე გულში. :lol:
მაგრამ თვად ხინკალმა რაო?! რამდენად მართლა ქართულია ჩვენი ნაოჭიანი სიამაყე (ხინკლის ნაოჭებზე მოგახსენებთ, უხერხულ ადგილებზე ნუ გადაგაქთ ყურადღება :lol: ). ეჰჰ, ვაი რომ ქართული თითქმის არაფერია თანამედროვე, “პოპულარულ” ხინკალში (ისე როგორც თნამდეროვე ქართულ ენაში) იდეის გარდა. მისი ინგრედიენტები კი
…. ჩამოვთვალოთ: ფქვილი; ხავახი; ღორისა და საქონლის ხორცის ნაზავი _ ზოგი საიდან და ზოგიც კიდევ იმის იქეთ სადიდანღაცაა საქართველოში შემოწიკული. აი თუნდახ ცომი ხინკლისათვის, გგონიათ ქართული ხორბლის ფქვილისაგან იქნება?! :roll: ნურას უკაცრავად, ყველაზე რეალურია რომ ცომი რუსული ხრბლისაგან იქნება, თუ არადა ყაზახური ... ან უკრაინული. მოკლედ #1 ცხრილში იხილეთ მონაცემები და თავად შეგექმნებათ წარმოდგენა.
Image

შემდეგი, უმთავრესი ინგრედიენტი ურომლისოდაც ხინკალი ვერ იხინკლებს ესაა პიკანტური და სურნელ-მძლავრი ხახვი. სამწუხაროდ ვერც აქ დავიკვენხნით ბარაქიანობით. თურმე ისე დავჩაჩანაკდით ქართველები, რომ საკუთარი საყოფი ხახვიც კი ვეღარ მოგვყავს ამ დალოცვილ მიწაზე. ჰოდა ვისაც არ ეზარება ყველა ეწიკება საქართველოში ხახვს თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან.... რათქმაუნდა სომხეთიდან და კიდევ არაერთი ქვეყნიდან. აგერ ამ, #2 ცხრილს გადაავლეთ თვალი და თავად მიხვდებით რითი ”იკაზმება” ჩვენი კერძების 90%.
Image

და სულ ბოლოს ყველაზე მთავარი _ ხორცი. მართალია ნამდვილი ხინკალი ცხვრის ხორცისაგან მზადდება, მაგრამ ცხვარი , ძირა და კაი ლუდი.... ეს ის კლასიკაა რომლისაგანაც ჩვენი ყოველდღიური რეალობა და შესაბამისად ”პოპულარული” ხინკალი მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამიტომაც, ნება მიბოძეთ იმ ხინკლის ინგრედიენტად, რომლის შესახებაც მაქვს საუბარი ამ პოსტში, ღორისა და საქონლის ხროცთა მრავლისმეტყველი ალიანსი განვვიხილო და არა ცხორი. :)
აქაც ნუ, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! :roll: ჯერ კიდევ აყვავებული სოციალიზმის ხანაშიც კი ჩვენი, ქართული მესაქონლეობა, ხორცზე ადგილობრივი მოთხოვნილების 10%-ს თუ აკმაყოფილებდა რის ვაი ვაგლახით და მას შედგე რაც ქვეყანა დაიქცა, სოფლის მეურნეობის სისტემა კი სრულად მოიშალა, დამეთანხმებით, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეიცვლებოდა. რათქმაუნდა შექმნილი ვითარება, მასობრივად გავრცელებული ხინკლის ყველაზე ხორციან შემადგენელზეც აისახა. ასე რომ იცოდეთ _ როცა ქართული ხინკლის რუსული (ან უკრაინული, ან ყაზახური) ცომის ”ბარიერს” გაარღვევთ კბილებით და ცხელი შიგთავსის სასიამოვნო ”ნექტარი” ჩაგეღვრებათ მოლოდინით (იგულისხმე დორბლით) აღსავსე პირში _ ”სკარეე ვსეგო” ეს მადლიანი ბრაზილიის, კანადის, არგენტინისა და არაინდუისტური ინდოეთის ერთობლივი ”პრეზენტია” ქართველი გურმანისთვის. მა ხინკალი (ასევე ქაბაბი, ოსტრი და სხვა მისთანები) ხო არ უნდა მოაკლდეს ჩვენს მრავლის დამტევ სტომაქებს. ასე რომ მადლობის მეტი რა გვეთქვის საერთაშორის საზოგადოებისთვის?!
აგე ეს ცხრილები ნახეთ და შესაბამისად ”დააკალიბრეთ” ქვეყნების მიხედვით ვის რამხელა უნდა გაუ ... იმასქნათ, ... გაუკეთოთ კიარადა ... გადაუხადოთ, მადლობა კაცო.

Image

და კიდო ეს

Image

და ბოლოს, რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით. პირველი და მთავრი ის რომ ყველაფერს თავისი ნამდვილის სახელი უნდა დავარქვათ და შესაბამის ”ზავეძენიებში” , ე.წ. ” მოხეური”, ”მთიულური” თუ ქალაქურის ნაცვლად.... ან მათ გვერდით აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს ხინკალი ”კოსმოპოლიტანი”.
ნუ ეს პირველი და მთავირ დასკვნა ჩემი აზრით, დანარჩენი კი თქვენიცით აპა :wink:
Last edited by masai11 on 19 მარ 2010, 15:17, edited 2 times in total.

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by bambina » 18 მარ 2010, 14:20

masai11 wrote:ქართული ხინკლის კოსმოპოლიტური არსი თანამედროვე გლობალისტური საზოგადოებაში

================================================


ხინკალი,
ჩვენი სუფრის ბანალურობად ქცეული ბრწყინვალე ტრადიცია, კუჭთა ჩვენთა შვება და ლხენა, ბაქტერიებივით მომრავლებული სახინკლეების შოვნა და მათი კლიენტების ყვლეფა. საქართველოს გასტრონომიული სიამაყე და კდემამოსილება.
განა არის ვინმე სხვა მისებრ საყვარელი , სულით სანიავებელი, თითებზედ ფრთხილად საგოგმანებელი, საყვარლის ბაგეებივით ნაზად ამბორ-საყოფელი (ოღონ “ფრანცუზსკი პაცელუებს” არა ვართ ახლა :lol: )? რათქმაუნდა არა. არადა დღეისათვის “ფართოდ გავრცელებული ხინკალი “ მთლად ისეთიც ვეღარაა წინაპრებმა, რომ დაგვიტოვეს და დაგვიბრეს, მაგრამ ჩვენ ის ასეთიც გვიყვარს, ვაფასებთ და ვუფრთხილდებით.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხინკისადმი დამოკიდებულება ჩვენი ეროვნული ინდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი (გასტრონომიული) მსაზღვრელია _ შეუძლებლია ნამდვილმა ქართველმა ხინკალს მოჰკრას თვალი და სტომაქის საამო კრთომა არ იგრძნოს, შეუძლებელია ნამდვილმა ქართველმა როდესმე ცუდი თვალით შეხედოს ხინკალს და ცუდი გაივლოს მასზე გულში. :lol:
:shock: ეეე რა მაგარია :mrgreen: არ მეგონა ხინკალივით უინტერესო რამის ასე საინტერესოდ აღწერა თუ შეიძლებოდა, შედევრ!
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 18 მარ 2010, 18:28

masai11
შენი თვალების ჭირიმე დაილოცე კაი ბიძიაა , კაი სვოტკები ჩითავს.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 18 მარ 2010, 18:30

სომხეთიდანაც კი შემოდის ხორბალი.... ახია ჩვენზე, უარესის ღირსები ვართ. ვიძახოთ და ვიყოთ საქართველო პურისა და ღვინის ქვეყანააო.... ტფუიიიი :!:
Last edited by qvevri on 18 მარ 2010, 18:33, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 18 მარ 2010, 18:32

ჩემდათავად მაგის დამძახებლის....

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by meleksa » 18 მარ 2010, 22:51

ხახვიც აღარ არის ქართული? ეს უკვე მეტისმეტია :o :o

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 20 მარ 2010, 21:58

meleksa
რაიყო დათესე ქართული და არაქართული ამოვიდა?
:(

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by meleksa » 20 მარ 2010, 22:17

ლეონტი wrote:meleksa
რაიყო დათესე ქართული და არაქართული ამოვიდა?
:(
საბედნიეროდ რასაც ვთესავ ყოველთვის ამოდის მარა ბაზარში რო ქართული ხახვის დეფიციტია ეგ ცუდია :( :( :(

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 20 მარ 2010, 22:27

მერე რო იცოდეთ რა ხახვი იყო ხოლმე ვანში.... "ვანის ხახვი". წითელი იყო და იმდენ ხანს ინახებოდა, რომ მეტი არ შეიძლება, ამის გარდა საოცრად ყუათიანი იყო და საჭმელში დღევანდელ ხახვთან შედარებით ნახევარი უნდოდა. თუმცა დაკბილვა ახასიათებდა, მაგრამ ეს პრობლებას არ წარმოადგენდა. დღეს დღეისობით, ჭოპორტული პამიდორისა არ იყოს თითქმის მთლიანად გადაშენებულია და ამ ყველაფერს რატომღაც კლიმატს აბრალებენ.


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]