დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 მარ 2009, 14:39

სწავლა სიბერემდეო.
ვინ თქვა, რომ სწავლა საძრახისია?
სამწუხაროდ, ქართულ ენას დაცვა, მართლაც, სჭირდება.
და ბევრს, სწავლაც.
ვისაც ამის აღიარება არ უნდა, მაგის პრობლემა იყოს.
მე, სადაც ხელი მიმიწვდება, ამ საქმეში ჩემსას გავიტან და ვიმოქმედებ.
ვინც ამას შეურაცხყოფად იღებს, ესეც მისი პრობლემაა, მით უფრო, როდესაც ეთიკის ნორმები არ ირღვევა.
ვინც ითვალისწინებს, რომ ენას პრობლემა აქვს, მის გონიერებაზე მეტყველებს.
დაკიდევ, ყველას შევახსენებ, რომ ქართულ ენას ვინმეს კი არ ვასწავლი, არამედ - ვიცავ.
თუ რამე გაუგებრად დავწერე, მაშინ ამ თემის 1ლი წერილი ნახეთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
დავიცვათ ქართული ენა

Post by pauna » 10 მარ 2009, 14:44

ერთ რამ გოგა, ვისაც უნდა იმას შუსწორე და ასწავლე... :D

მე არ მომწონს რომ ჩამ ნაწერს ჩასწორებ ხოლმე....

თუ გინდა ჩამ პოსტს ნუ წაიკითხავ რადგან თვილი რომა რასწორეთ წერია.... :) :)
ImageImage

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 მარ 2009, 15:01

pauna wrote:ერთ რამ გოგა, ვისაც უნდა იმას შუსწორე და ასწავლე... :D

მე არ მომწონს რომ ჩამ ნაწერს ჩასწორებ ხოლმე....

თუ გინდა ჩამ პოსტს ნუ წაიკითხავ რადგან თვილი რომა რასწორეთ წერია.... :) :)
მოდი, აქაც დავწერ, რომ ზოგადად, ყველაფერს არ ვკითხულობ, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც თემაში ყველა წერილს ვეცნობი.
ჰოდა, როგორ ვთქვა, იმისას წავიკითხავ, ამისას - არა-მეთქი?
მით უფრო, შენს წერილებს, როგორც გამ20დილ მოლაშქრეს, გვერდს როგორ ავუქცევ?
რა ვიცი, აბა?
ან როდისმე, მიმიწერია, არასწორად თქვი-მეთქი?
უბრალოდ, ჩემივე წერილში ვამუქებ იმ ქართულ სიტყვას, რომელიც სხვას ბარბარიზმის ნაცვლად უნდა დაეწერა.
თორემ პირდაპირ შეცდომა არავისთვის (ან ძალზედ იშვიატად და ისიც PMში) მიმითითნია.
რა ვიცი, მგონია, რომ ეს იმის პრობლემაა, ვისაც ამის გაცნობიერება არ უნდა.
ასევე, კგდ მესმის, რომ ის, რაც ენისთვის გამიკეთებია (და ვაკეთებ), ნებისმიერი ქართველის საქმეა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 აპრ 2009, 04:04

ქართულო ენავ,
დედა ენის დღეს გილ20ავ.
ვნატრობ, ქართველებმა შენს საკადრისად ვიმეტყველოთ, მოგიფრთხილდეთ, მოგიაროთ,
მოგეალერსოთ, მოგიმადლიეროთ, დაგაფასოთ და ვიფიქროთ, რომ შენ ჩვენი სული ხარ, სხეული,
სარკე, წიგნი, სამშობლო, წინაპრის ხიდი, მარგალიტთა მთა-ველო, დაუსრულებელი სამყარო.
დიდი მადლობა, რომ არსებობ...
დიდი მადლობა, რომ ამ ენაზე ამამეტყველე...
დიდი მადლობა, რომ მოსაფერებლად ახლოს მიმიშვი...
დიდი მადლობა, რომ შენს სიყვარულს მაზიარე...
დიდი მადლობა, ჩემო ქართულოვ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
GEORGIO
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 26 დეკ 2008, 12:25
Location: Tbilisi
დავიცვათ ქართული ენა

Post by GEORGIO » 14 აპრ 2009, 12:19

ქართული ენა

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,

სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!

მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა

შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,

მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,

ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,

გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება

და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!

უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,

მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,

სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს

და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,

ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში

რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,

როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ

და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,

ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!


გილოცავთ დღევანდელ დღეს!
მადლობა უფალს, მადლობა ჩვენ უდიდეს წინაპრებს, რომლებმაც ოფლით, სისხლით, უდიდესი თავგანწირვის ფასად მოგვიტანეს დღემდე ეს საუნჯე, რომელსაც ქართული ენა ჰქვია. დიდება მათ ხსოვნას და მათ ამაგს
ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 აპრ 2009, 02:01

GEORGIO
ჰოდა, ამ გულიანი წერილს შემდეგ ბარბარიზმებით
ლაპარაკის უფლება აღარ გაქვს...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 15 აპრ 2009, 02:09

GAMARJOBA SAKARTVELO
...ისე სიტყვა ბარბარიზმს

ძირი სიტყვა ბარბაროსებთან უნდა ჰქონდეს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ ბერძნული ითვლებოდა კოინე ენად ანუ წმინდა ენად და გამომგინარე იქიდან, რომ ბერძნები არაბერძნებს ბაბრბაროსებს უწოდებდნენ, ამის ანალოგიად - არაბერზნულ სიყვებს ისინი ბარბარიზმებად მოიხსენიებდნენ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Archil » 15 აპრ 2009, 04:22

lama

მაგ ლოგიკით ეხლა ჩვენთვის რუსები არიან ბარბაროსები და რუსიზმი დავარქვათ მაგას, ლოგიკურია ხომ?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 15 აპრ 2009, 12:33

Archil wrote:lama

მაგ ლოგიკით ეხლა ჩვენთვის რუსები არიან ბარბაროსები და რუსიზმი დავარქვათ მაგას, ლოგიკურია ხომ?
ეს არა მხოლოდ ლოგიკაა არამედ ისტორიული რეალობა გახლავთ :D :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Druides » 15 აპრ 2009, 16:29

lama
მართალი ხარ აგერ განმარტებაც მართალია რუსულად არის მაგრამ არა უშავს ხომ გავიგებთ :) http://ru.wiktionary.org/wiki/%D0%B2%D0 ... 0%B0%D1%80
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 აპრ 2009, 20:43

lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
...ისე სიტყვა ბარბარიზმს

ძირი სიტყვა ბარბაროსებთან უნდა ჰქონდეს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ ბერძნული ითვლებოდა კოინე ენად ანუ წმინდა ენად და გამომგინარე იქიდან, რომ ბერძნები არაბერძნებს ბაბრბაროსებს უწოდებდნენ, ამის ანალოგიად - არაბერზნულ სიყვებს ისინი ბარბარიზმებად მოიხსენიებდნენ
უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, არაბერძნებს კი არა, დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე
მცხოვრებ ტომს ერქვა ბარბაროსი, რომელიც სისასტიკით, აოხრებით, დაუნდობლობით იყო ცნობილი.
ამ ტომის სახელი ნებისმიერი რამის ამაოხრებლის, წამბილწველის შესატყვისად იქცა.
უცხო სიტყვებსაც, რომელებიც მშობლიურს აოხრებენ, ავიწროებენ, ასევე, ბარბარიზმები ეწოდათ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 16 აპრ 2009, 20:47

GAMARJOBA SAKARTVELO
რომელ საუკუნეში ცხოვრობდნენ გერმანიაში ეს ტომები?

მათ ბარბაროსები შემდეგ უწოდეს :)

როგორც მახსოვს

მე მგონი ვანდალებში გეშლკება შენ ბარბაროსები

ბარბაროსი ეს არაბერძენს ნიშნავს

ვანდალები კი გერმანული ტომია ნამდვილად ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 06 მაი 2009, 17:54

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამ თემაში ჟარგონებს თუ აკეთილშობილებთ. მე ამისი სურვილი გამიჩნდა, ვინაიდან მსგავს სიტყვებს მეც ვიყენებ. მათი თქმა თან მეხამუშება, თან აზრისა და საკითხთან დამოკიდებულების გამოხატვაში მეხმარება. გადავწყვიტე ვცადო და გავაკეთო ეს (თუ არაფერი გამოვა, გავერთობი მაინც):

ვიკაიფებ ბაზარში--ვიოხუნჯებ მუსაიფში

ასწორებს--საოცარია

გავბლატავდი--გავინავარდე

დავამუღამე--ალღო ავუღე

ცვეტში--ცხადად
:D :D :D

ამწუთას მეტი არ მახსენდება
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მაი 2009, 02:29

lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რომელ საუკუნეში ცხოვრობდნენ გერმანიაში ეს ტომები?

მათ ბარბაროსები შემდეგ უწოდეს :)

როგორც მახსოვს

მე მგონი ვანდალებში გეშლკება შენ ბარბაროსები

ბარბაროსი ეს არაბერძენს ნიშნავს

ვანდალები კი გერმანული ტომია ნამდვილად ;)

უი, მგონი, მართლაც რაღაც ამერია.
თუ ასეა, ვწუხვარ.
თუმცა, ბარბარიზმები რომ მშობლიური ენისთვის
ბარბაროსები არიან, მტკიცება არ სჭირდება.
მტკიცება კი არა, დაცვა-შენახვა-გაფრთხილება სჭირდება ჩვენს ენას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მაი 2009, 02:33

ბოლო დროს "კარავზე" ხშირად იწერება სიტყვა "დავტესტე, დატესტეს, დაიტესტა" და ა.შ.
ყველა ბრუნვასა და პირშია ნაბრუნები ეს სიტყვა.
არადა, მისის მშვენიერი ქართული შესატყვისი გვაქვს - "გამოცდა".
კერძოდ, "გამოვცადე (დავცადე), გამოცადეს, გამოიცადა" და ა.შ.
ძნ მაინტერესებს, რატომ ხდება ასე ადვილად და უხეშად ბარბარიზმების შემოტანა.
ენის მოდაა თუ კოპწიობა სხვის თვალში?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]