კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by nodari » 15 თებ 2008, 00:16

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:16, edited 1 time in total.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 17 თებ 2008, 21:25

დაღამება სევდას მიქსოვს

დაღამება სევდას მიქსოვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და დავწერ ბარათს,
ისევ უმისამართოდ.
ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,
ვერსად დაემალები,
მისამართად ეგულება
შენი გიშრის თვალები.
მას რად უნდა ქუჩის სწავლა,
შენი სახლის ჩვენება,
ვით მერცხალი თავის ბუდეს,
მოვა, მოგეფერება.
გახსნი ბარათს, წაიკითხავ,
წარსულს დაუბრუნდები,
მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს
სინამდვილის ხუნდები.
რა მწარეა მოგონება
დღეთა გარდასულისა,
რა ძნელია დაოკება
ვნებააშლილ სულისა...
და როცა ქალს ვნება ახრჩობს,
გული რითი გაართოს,
ჟინიანად დახევს ბარათს,
მაგრამ... უმისამართოს.
დაეძებ და ვერ იპოვე,
გაგიცრუვდა მიზანი,
მე კი გულის გასართობად
კიდევ გამოგიგზავნი.


პეტრე გრუზინსკი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 17 თებ 2008, 22:37

სამყარო

სამყარო... მერე სამყარო ისევ,
ჰორიზონტია ჰორიზონტს იქით,
შენ ახლა ეძებ ერთადერთ მიზეზს
დარჩენის? არა, წასვლის, პირიქით.

არ არის არსად კიდე, არც ზღვარი
და დედამიწა თურმე მრგვალია,
ყველგან ზღვაა და ტალღები მთვრალი
და ყველგან მხოლოდ ზურგის ქარია.

სიშორეს ასე რატომ უფრთხიან,
თუ ეშინიათ სხვა სინამდვილის...
სიშორემდე ხომ ერთი წუთია,
სიახლოვემდე — დიდი მანძილი.


გაგა ნახუცრიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 18 თებ 2008, 00:12

შენი ნახვის სურნელი კი ძველებურად მკლავს

გადავლახავ ოკეანეს
გადავლახავ ზღვას,
დიდრონ ქედებს ფეხქვეშ გავთელ,
ტრამალსს შევალ კვლავ

შენი ნახვის სურვილი კი
ძველებურად მკლავს.
შენი თვალის ფარფატი და,
შენი სულის შუქ-ჩრდილები
არ მასვენებს კვლავ.

გადავლახავ კლდეს,
დაგრეხილს და ძნელს.
შენი ნაზი ღიმილი
და ტკივილი შორად ყოფნის
გამინათებს გზებს

თოვლი მოსულა, დაუბარდნია
მანძილი შორი და მშვიდი
სითეთრე მოსულა, შფოთი წასულა
ეხლა ზამთრის ვართ შვილნი

გაზაფხულს მოველით
ფერადს და მხიარულს,
რომელიც გაგვიხსნის გზას.
შენ სითბოს ვისურნებ,
და იმედს ვიტოვებ
და მაგის სურვილი მკლავს

მოეფერება გზისგან დაღალულს
შენი თითები თლილი
საღამო იქნება მზერით აღსავსე
ყოფნა იქნება მშვიდი

არ შეგვაშფოთებს, და არას ვავნებ
გზებს, ჩვენს შორის რომ არს.
ერთად ვიქნებით და შევციცინებთ
მზეს, ჩვენი სახლის წინ მდგარს

გადავლახავ ოკეანეს
გადავლახავ მთას,
რომ დავიცხრო ის სურვილი
რომ მაბორგებს კვლავ,
შენი მონატრება რომ ქვია და ...
... უშენობა მკლავს ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 18 თებ 2008, 11:44

უკენახოელი,
პაპა წინაპარი.
ბარში დაბადება,
ბედად წილნაყარი.
გაზრდა სხვათა შორის,
ვიტყვი სხვათაშორის:
სადღაც სიუცხოვეს,
გვარით მიუცხოვეს.
ტვირთი ჩემი ვზიდე,
მაინც გავიტანე,
რაც არ მერგებოდა,
ის არ ავიტანე.
მთების სიყვარული,
ლექსად აგორება,
იყო წარსული და
კლდიდან დაგორება.
ცხოვრებასაც ვრითმავ,
ჯერ ხომ კიდევ არი?!
პოეზიის ეშხით
ვაჟას მიმდევარი.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 18 თებ 2008, 11:46

მხიბლავს გაზაფხული,
თავის იებითა.
მიყვარს `კარაბინა~,
თავის ტყვიებითა.
როგორ მენატრება
ცხენი და ჯირითი.
ჩემ თავს ვერ ვაფერე
რაც დავალ იმითი.
ალბათ უცნაური,
თავი, თვითონ მიკვირს?!
ცუდი არ მითესავს,
მაგრამ მაინც ვიმკი.
დიდი მეგობრობა.
ბევრი გამოვცადე.
იყვნენ ჩაჭრილებიც,
თუმცა გამოვცვალე.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 18 თებ 2008, 11:46

ცხოვრებას არ გავტყდი,
ბალადას ვუმღერი.
ქალას სიყვარული,
ოჯახი, უღელი.
ლაღი მონატრება,
გაჭრილი ნადირი,
ჭიუხი, საჯიხვე,
კლდეები ნატირი.
ქეიფი, ღრეობა
აზარტში შესული.
მაინც არ ვბეჩაობ
ბარელი ხევსური.
/ლადო ჭინჭარაული/
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 18 თებ 2008, 21:06

ნუ იფიცებ

ნუ იფიცებ,
ნუ ამაყობ,
მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ.
და შენს ბაგეს,
გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
ნათლად ვხედავ,
შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა,
ნუღარ მალავ,
აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა
და ჩამქრალა
საბოლოოდ ის იმედი,
დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად.
ნუ იცინი,
ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს,
ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას,
ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას.
ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ,
მე შენს ბაგეს,
ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს


პეტრე გრუზინსკის
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 19 თებ 2008, 14:08

ძვირფასო შენთან შეხვედრა მინდა
და შენს ნაკვალევს ვეძებ მარადის.
ხევსურის შვილი მოსული მთიდან,
ქალამნითა და ჭრელი ხალათით.
ცივი და თანაც ღიმილის მჩენი
რად გამირბიხარ თავის განწირვით,
თუ თანასწორი არა ვარ შენი,
მაჩუქე მაინც გულის ნაწილი.
ჩემს ხევსურობას ნუ დაიწუნებ!
დაფიქრდი კარგო მიხვდე ეგების
მწამს სიყვარულის ძვირფასო მაგრამ
ფეხქვეშ ვერავის ვერ გავეგები!
კვლავ მთებში წავალ უბადლო დენდი,
აქ თუ ვერ ვპოვე გრძნობები სანდო,
რად ამირიე ქალშავავ ბედი?
მე ბედს კი არა სიყვარულს ვდარდობ!
ვდარდობ ჭაბუკი გარდასულ დღეთა
ფიქრები მღლიან შეუბრალებლად.
მე რა ვიცოდი ქართველი ქალი
ქართველი ქალი შურთხის თვალება
თუ ჩამიქრობდი სიყვარულს ადრე
და დამტოვებდი სევდის ამარა.
გადვიხვეწები ჭიუხში სადმე
სადაც არწივი შეკრავს კამარას.
/გიორგი გიგაური/
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lomikata » 19 თებ 2008, 16:41

meore monadire

შენი, იდუკას და ყველა ხევსურის თაყვანისმცემელი ვარ ძამო.

გენაცვალე სიყვარულის და სიკეთის უნარში! :) :) :)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 19 თებ 2008, 16:57

ვისაც, თუნდ ერთხელ,
მთაწმინდიდან სიამით მზირალს
დაბლა
თავისი
უძებნია თვალებით სახლი,
ვისაც, მჯდარს კენტად,
ღელის პირას ანდა ხის ძირას
აღუდგენია სახეები ნაცნობი ხალხის, -
არა მგონია,
არ იპოვნოს ამ ლექსში იმან
რაღაც ნაცნობი,
რაღაც ტკბილი,
რაღაც თავისი,
ვითარცა ნაცნობს წარმოადგენს
ზღვათათვის წვიმა,
ვითარცა სუნთქვა წარმოადგენს
ნაცნობს ქარისთვის!

მუხრან მაჭავარიანი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 19 თებ 2008, 18:12

ჩვენ მივდიოდით არაგვის პირას, მზე ჩადიოდა სხივების პენტვით,
შენ შავ წამწამებს მიშენდი, ტურფავ, მე საქართველო მინდოდა შენთვის!


ან რა მოგიძღვენ ნაცვლად ამისა? მარტოდენ მწუხრით სავსე საღამო,
ვით ჩემი გულისნაზი ნაჩრდილი, საუსაწყისი, დაუსაბამო...

გიორგი ლეონიძე
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 19 თებ 2008, 22:07

არის უხილავი მდინარება
რაღაც უხილავი ძალის,
რაღაც თითებშუა იპარება,
როგორც უდაბნოში წყალი.

რაღაც ფიქრის ფერფლით იფარება,
რაღაც იქსაქსება გზებად,
რაღაც ტკივილებად კრისტალდება,
რაღაც ნიჟარებად რჩება.

ლღვება იდუმალი მყინვარება
ფარსის, ტრაგედიის, დრამის,
ალბათ გულიც ისე იბზარება,
როგორც გარდასახვის ჟამი.

ის რაც უკვდავებად იკმარებდა,
მწუხრის ვერცხლისწყალად წვეთავს, -
ვაი, უხილავო მდინარებავ
დღეთა სიცოცხლეთა ჩვენთა!

მ. ფოცხიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 20 თებ 2008, 11:57

ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა ,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა ,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა ,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა ,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა .

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი ,
ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ .

ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები .
უფლის განაჩენი არ იყო სადაო .

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი ,
რიგი და ქართველი? სადან სადაო

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა ,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა :
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე ?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები ...
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ....
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო ,
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად .
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი ,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

.....ალპებად ,
ანდებად ,
თუ კავკასიონის მთებად ,
აიწიენ წარბები შეკრული...

სად დაგაბინაოთ?- არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი...
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის , სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ...
ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია .
დე, იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი.....
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 20 თებ 2008, 12:10

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიდაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარი: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..


გრუზინსკი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]