Naia - სამინისტროს ნომერი იცი?
ხალხნო, გუშინ კარავი საღამოს არ მუშაობდა და ამიტომ ვერ დავწერე, რომ მე და კახა ვიყავით გოგებაშვილზე... პირველ მისვლაზე ლამის შუაღამე იყო, გუშინ კი უფრო გავარჩიე იქაურობა. ესაა კერძო ეზო, სადაც ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ იმასაც დაკეტილი აქვს იქაურობა და სადღაც კორპუსშია გადასული. ესენი არიან 11-ნი, მათ შორის - 2 ბავშვი, და ცხოვრობენ არა იმ სახლში, არამედ იქვე მიტოვებულ ოთახში, რომელიც იმ მეპატრონეს სათავსოდ ჰქონია გამოყენებული. იქ მთელი კედლის სიგრძეზეა ნაგებობები - ჩამპალ-ჩაოხრებული, საქონლის ნადგომს რომ ჰგავს, და ოდესრაც მეორე სართულიც ჰქონია, რომელიც ახლა ჩამონგრეულია. ის ერთადერთი სათავსო ოტახი, სადაც ეგენი სევიდნენ, სედარებით უკეთესია - ფანჯრები აქვს, მაგრამ 11 სული 1 ოტახში წარმოუდგენელია და ის ქალი, ვისზეც ადრე ვწერდი, ეზოში ათევს ღამეს თავის რძალ-შვილიშვილებით. მეზობლებს ლეჟანკა უთხოვებიათ და ბავშვებს იმაზე სძინავთ, ხოლო რძალ-დედამთილს იქვე უბრალო ადიალა გაუშლიათ მიწაზე და იმაზე წვანან. მეზობლებს გაზქურა, ტაფა და ქვაბიც უთხოვებიათ. თეFშებიც, ოღონდ, როგორც მახსოვს, 6-იო, ასე თქვა და ვინმე ცოტა ჭურჭლეულს კიდევ თუ მიაწვდენს, კარგი იქნება. სასურველია ბავშვების ტანსაცმელიც - გოგო 6 წლისაა, ბიჭი - 14-ის. გუშინ იქაურები თელასსაც მიუგნია და დენი უკვე გაუყვანიათ. გუშინ კახამაც დაუტოვა ფული და ეს ორი დღე საჭმელი ექნებათ. დახმარებით ამ ქალს კონკრეტული არაფერი უთხოვია - საჭმელის მეტი არც მინდა და ისიც ბავშვებისთვის, თორემ მე ყავაზეც გადავალ, და რაკი საჭმელი ჯერ გვაქვს, არაფერზე ვწუწუნებო. წამოსვლისას სარეცხი საშუალებები ვკითხე და აი, ეგენი კი გვინდაო. მერე უცებ კახას ფული გაახსენდა და ამით ვიყიდიო, მაგრამ მე ვუთხარი, ეგ საჭმელისთვის შეინახე და მოგაწვდით-მეთქი. აი, ასეთია მათი მდგომარეობა. იმ მინიმალურ რამეებს თუ მიაწვდით ვინმე, კარგი იქნება. მათი მიგნება ცოტა ძნელია, მაგრამ უნდა აუხვიოთ გოგებაშვილის 40 და 38 ნომრებს შორის, აჰყვებით იმ ჩიხს ასე 60-ოდე მეტრზე და მარცხნივ დაინახავთ ლურჯად თუ მწვანედ (ზუსტად აღარ მახსოვს

) ჭიშკარს, N8.