კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 09 თებ 2008, 12:10

ხეტიალით ძლიერ დავითვერი,
სასტიკია: სევდას დაღლაც ერთვის,
მიველ, ვნახე ცისკარივით ფერი,
ვიდექი და ვლოცულობდი შენთვის...

ვიტრინაში ჩანდი, როგორც დილა.
როცა სხივი ჰქარგავს ხოლმე ველებს,
გიცქეროდი, მაგრამ ისე ფრთხილად,
როგორც ერთ დროს მოვეფერე ხელებს.

მირზა გელოვანი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 09 თებ 2008, 21:41

შენ გიგროვებდი მთვარის ბულულებს,
ღამე თრთვილავდა გამოწვდილ ხელებს,
ნეტავ, რად ვრგავდი შენს კულულებში
რუზე შუქშემკრთალ ციცინათელებს?!

რად გიყვებოდი მოქარგულ ზღაპარს,
სადაც სიმღერა ჟრუანტელს ერთვის...
შენ ღვთისმშობელმა ხელით გატარა,
მე კი სიზმრები მომქონდა შენთვის.

თეთრკაბა იებს რად წასკდათ ცრემლი,
იქნებ მოსწყინდათ ჩვენი ფერება?
გარეთ ქარი დგას ფეხის ცერებზე,
უკან რად იხევს ბედნიერება?...

რატომღაც მინდა, კიდევ ვემთხვიო,
ოდესღაც ჩემსკენ გამოწვდის ხელებს.
საფლავად მკერდი ამოვუთხარო,
შენს თმებში მოკლულ ციცინათელებს.

ნ. სამადაშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 10 თებ 2008, 01:14

ნამცეცი

გადაღებილი ფრესკების და საგნების კაწვრა,
ყველა სახელით ერთი ჯამის გათამაშება,
სიხარულებით, ტკივილებით, ბევრჯერ რომ გასცდა,
ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ პატარა შრეა
და ღმერთი სუფევს, ჯერ სიბნელე, მერე სინათლე
რომ აიფარა, გაქცეული, ხასხასა ღმერთი,
ქედს რომ არ იხრის არსებობის ხვედრის წინაშე,
თან სულ რომ მოდის, ნამცეც-ნამცეც და ღმერთად ვერ ვთვლით
და ვცდილობთ, უფრო გადავდღაბნოთ, გავაფერადოთ
ყველა საგანი, გამოთვლილი ზომით და წონით
და ტკივილებით ამოვკაწროთ, რადგან ვერასდროს
ვერ გავიხედავთ ყოფნასა და არყოფნას შორის,
სადაც საგნებმა შეინახეს თავისი სახე,
საითაც მოჭრილ ფრთებს და ხელებს მიწვდი, ვაცეცებ,
ვერ დაგვაჯერეს “ყველაფერი ღმერთის შესახებ”,
მთლიანად რომ ვერ მოვიხელთეთ, ვკენკავთ ნამცეცებს,
ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ გამოვედავოთ,
რომ ჩემთვის გინდა, სანამ აქ ვართ, შენთვის მჭირდება
ყველა ის ფერი, რასაც მხოლოდ ბრმები ხედავენ,
ის მხარე, სადაც მიფრინავენ მკვდარი ჩიტები


რ. გეთიაშვილი

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 12 თებ 2008, 11:46

თებერვლის

მე შემიძლია დაგარქვა სახელი
და მერე
დაგბადო თებერვლის მზესავით-
ცივი და მოთეთრო.
თითებით გამხელილ
სიტყვებად გაქციო,
ჩაგკეტო მუჭებში- წამიხვალ ვერსაით,
ან,
ფრანად შეგაბა
ოქროსფერ ნაწნავს და
ცას გადაგაცილო.
მე შემიძლია დაგწერო ქვიშაზე,
თოვლზეც და წყალზეც და
გიკითხო... გიკითხო...
ან,
საქანელებად თეთრ ცაში დაგკიდო,
რომ ხელით მატარო.
და მერე, ხელიდან,
ან ხელის გულიდან
ისე აგიორთქლდე, თვალიც ვერ შემასწრო-
თებერვლის ფიფქივით
თეთრსა და პატარას .

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 13 თებ 2008, 12:51

"...ჩემი ნაპირი
წვიმისა და შენი ხელისგულების ნაპირია,
საიდანაც უფრო შორს და
უფრო უცხო ჩანს
სხვების მიწები და ნაპირები.
შენ იცი,როგორ უნდა დამაბრუნო
სხვისი მიწებიდან შენთან!.."

ნათია ნაცვლიშვილი...

ნუ მიივიწყეთ ეს ოთახი, კარგია აქ :roll:

პ.ს ლოკოკინა სად ხარ...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 13 თებ 2008, 14:41

namcecuna wrote:ტრფობა ძლიერი და გაბედული,
რომ ქვეყნად მეტი არა რა მსურდეს.
ტოროლასავით აფრინდეს გული
და სამუდამოდ დასტოვოს ბუდე.
რომ აღარ დარჩეს გოჯიც კი ცამდე,
შევიძლო მზესთან თვალის სწორება,
რომ მთიდან მომსკდარ ლილეოს ჰგავდეს
ადუღებული ჩემი ცხოვრება.

ა. სულაკაური
au au auuu
es Cemzea xoooo :P

vaa xalxo, raaaaaa aaaaaaaambebia aamdens ver moovaswreb, coota xniT var aqaa :?

hoooda...
moomenatreT :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lomikata » 13 თებ 2008, 14:49

ასე დამიბარა მამაჩემმა...


ღვთისგან ნაჩუქრად მიიღე, რაც მოგეცეს,
ყოველ წამს მადლობა უთხარი გამჩენს,
წვიმაც თუ ზეციდან ცეცხლად გადმოგექცეს,
დაგწვას და მწირივით უქონელი დარჩე,
ეგეც ღვთის წყალობად მიიღე, არ დაეცე
და მადლობა ალალად შესწირე გამჩენს.

ნუ შეიყვარებ ამ სოფელს წამიერს,
ცახცახა ფოთოლივით დროების მგზავრი ხარ,
ყოველ წამს ბეწვის ხიდზე მოქანავე
ათასჯერ გავლილ გზას ამაოდ გადიხარ.
შემწედ და მეგზურად ღმერთი გეყოლება,
თუკი არ ისურვებ ღმერთობას ხანდისხან.

ამ ცას,ამ მიწას ვერ გამოეკერები,
წუთისოფლის მეფედ სხვა ვინ დარჩენილა,
გახსოვდეს მიწა ხარ და მიწად მიიქცევი,
სამყაროს მირაჟების მტვრიანი ნარჩენი ხარ.
- ასე დამიბარა მაშინ მამაჩემმა,
ამ სოფლის ბოლო წუთს ითვლიდა რომელიც,
- არ შეგაშინოსო კაცთა განაჩენმა,
მთავარი სამსჯავრო უფალთან მოგელის.
მისგან ნაჩუქრად მიიღე ყველაფერი,
მოგეცეს ცხოვრების ლხენად თუ სატანჯველად,
გახსოვდეს, გაუძლებს ვინც სოფლის სიავეს,
საუკუნო ცხონებისთვის გადარჩება...
ასე დამიბარა მაშინ მამაჩემმა,
სიკვდილის მოუსწრო როცა განაჩენმა.

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 13 თებ 2008, 14:51

namcecuna
Cemi sayvareli ubania "zogadi saubrebi" da " uusayvarlesi oTaxia" esaaa :D:D:D:D
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 13 თებ 2008, 15:10

ANIKOKOL

:)
ხოდა, დააკლდი და მოგინატრა უბანმაც და ოთახმაც ;)
წამო, ზღაპარში ...
Image

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by nodari » 13 თებ 2008, 15:28

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:12, edited 1 time in total.

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lomikata » 14 თებ 2008, 13:39

მზის ნაწვიმარზე გაშხვართული ფიქრი ნებივრობს,
მოტრფე თითებით ეფერება გატრუნულს სიო,
სიცხით ალოკილ მუხლისთავებს ატყდება ღელვა...
და კივის ფიქრი, _ ალეწილო ტრფიალო მსვიო!
დახეთქილ ტუჩეს ჩამოტყდება ვნების ნაპირი
და ელამ თვალებს გადანისლავს უდაბნოს ხვატი,
ავსილი ჟინით და სურვილით გაწყდება თმენა,
სიცხის რუებში , დახვრეპილში სულს დალევს ხვადი...
ეროტიული ზმანებების მწველი კადრებით
შეშლილი ტვინი გადასცდება სისხლისფერ საზღვარს,
ცხელი სხეული შეისრუტავს მზის წვიმას, ზანტი ,
და უდაბნოში მიაშურებს მაცთურთა ზღაპარს.

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by legenda » 14 თებ 2008, 13:47

nodari

ბოლო ლექსი კარგია... :)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 14 თებ 2008, 20:56

...........................რისთვის მიყავრხარ?.......................

რისთვის მიყვარხარ?მისთვის,რომ ცრემლსა
ჰბადავს ჩემსა თვალში ეს სიყვარული:
მისთვის,რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა
უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული.

რისთვის მიყვარხარ?მისთვის რომ შენს თვალს
ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა;
მისთვის მიყვარხარ რომ მაძლევ ტანჯვას
და იმ ტანჯვაში სრული სიცოცხლესა.


31 დეკემბერი 1858 წ. პეტერბურგი.

ილია ჭავჭავაძე.
მეაც გავთუშდ მეაც!

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by nodari » 14 თებ 2008, 23:50

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:13, edited 1 time in total.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 15 თებ 2008, 00:11

უშენობიდან უშენობამდე
ცხოვრებას მწარე ეკლით ვღობავდე.

გული არ მქონდეს - გული მტკიოდეს,
ცოცხალი ვიყო - მკვდარი მქვიოდეს.

გეძებდე ქვეყნის დასალიერზე -
ქვეყანა ჩემთვის დაცარიელდეს.

დავდიოდე და შენზე ვგლოვობდე,
მაგრამ გავუძლო ტკივილს ბოლომდე.

და იქნებ მისწვდეს გლოვა ნაზარეთს!
და იქნებ აღსდგეს მკვდრეთით ლაზარე!..

მკვდარი ვიყო და ცოცხალს მოვგავდე -
უშენობიდან უშენობამდე.

"ადარნასე"

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]