Page 3 of 6

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 13 მაი 2012, 23:37
by ლეონტი
გვალდა wrote:პრობლემა მგონი სწორედ ის არის რომ ზუსტი საზღვარი აზერბაიჯანთან არ არის გავლებული. გარეჯის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი ასე ამბობს.
ეგ ფაქტია მარა ის ტურტლიანი მამედები ჩვენზე პატრიოტები და ბეჯითები როგორ უნდა იყვნენ როცა იქ 6 000 ბერის დაკვლის უწმინდესი ადგილია?

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 14 მაი 2012, 11:47
by iko-iko
ფეისბუკზე მომივიდა მოწვავა აქციაზე.

საპროტესტო აქცია: დავიბრუნოთ დავითგარეჯი!

"საპროტესტო აქცია–მსვლელობა დაიწყება ვაკის პარკიდან 20 მაისს 14 საათზე. მსვლელობა გადაინაცვლებს ყიფშიძის ქუჩაზე, აზერბაიჯანის საელჩოს წინ და მალევე გაგრძელდება ჭავჭავაძის გამზირზე. მსვლელობა დასრულდება პარლამენტის შენობასთან. აქციის ძირითადი მოთხოვნაა საქართველოს ხელისუფლებამ და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სატელივიზიო არხებმა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია დავითგარეჯას კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და პრეზიდენტმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დავითგარეჯას მონასტრის დეოკუპაციისთვის!" -

აქციასთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია ფეისბუქზე გაკეთებული ჯგუფიდან ("დავიბრუნოთ დავითგარეჯი") წამოვიღე. ჯგუფის ადმინისტრატორების დაგეგმილი აქციაა. მე უბრალოდ "ივენთი" გავაკეთე.


მე პირადად მივდივარ ამ აქციაზე

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 14 მაი 2012, 12:11
by Nika
სიფათაზე დაიწერა ახლა რომ ხალხი უპრობლემოდ ადის უდაბნოს მონასტერში. 2 დღის წინ იყვნენო.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 14 მაი 2012, 12:35
by aragvispireli
მემგონი ყველანი უნდა წავიდეტ საპროტესტო აქციაზე ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 14 მაი 2012, 12:47
by Tamari-ch.
Nika wrote:სიფათაზე დაიწერა ახლა რომ ხალხი უპრობლემოდ ადის უდაბნოს მონასტერში. 2 დღის წინ იყვნენო.
ეს წუთია დაიწერა ფორუმზე რომ არ უშვებენო

მართლა უნდა წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 14 მაი 2012, 18:13
by Nika
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გვაღიარებს საქართველოს სსრ საზღვრებში და სამწუხაროდ ის გამოქვაბულები ამ საზღვრებში არ შედიოდა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 14 მაი 2012, 18:18
by Nika
http://www.mygeorgia.ge/default.aspx?ma ... ture=ka-GE

აი სადაო ტერიტორია საბჭოთა ტოპორუკაზე
"სარ" რო აწერია ეგაა უდაბნოს მონასტერი.
ასევე კარგად ჩანს რომ ლავრა შორსაა ჩვენ ტერიტორიაზე
ჩიჩხიტური მდებარეობს "რაზვ. კრეპოსტი კეშიშ" აი აქ.
ასევე კარგად ჩანს რომ საზღვარი ზედ ქედის თხემს მიყვვება. ხოლო უდაბნოს გამოქვაბულები კი ქედის იქით არის (ვინც ნამყოფია ეს კარგად უნდა ახსოვდეს).

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 14 მაი 2012, 21:48
by Hereti

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 14 მაი 2012, 23:29
by Nika

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 14 მაი 2012, 23:39
by Ketevan Guliashvili
ქედის იქითაა უდაბნოს გამოქვაბული მაგრამ იქ ხომ იყო რკინის ნიშნულები, ზოგჯერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი დავდიოდით იმ საცალფეხოთი მაგრამ გამოქვაბულები ხომ საქართველოში იყო?

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 00:07
by Hereti
საპროტესტო აქცია–მსვლელობა დაიწყება ვაკის პარკიდან 20 მაისს 14 საათზე. მსვლელობა გადაინაცვლებს ყიფშიძის ქუჩაზე, აზერბაიჯანის საელჩოს წინ და მალევე გაგრძელდება ჭავჭავაძის გამზირზე. მსვლელობა დასრულდება პარლამენტის შენობასთან. აქციის ძირითადი მოთხოვნაა საქართველოს ხელისუფლებამ და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სატელივიზიო არხებმა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია დავითგარეჯას კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და პრეზიდენტმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დავითგარეჯას მონასტრის დეოკუპაციისთვის!

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 01:33
by Tamari-ch.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 10:32
by Nika
Ketevan Guliashvili wrote:ქედის იქითაა უდაბნოს გამოქვაბული მაგრამ იქ ხომ იყო რკინის ნიშნულები, ზოგჯერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი დავდიოდით იმ საცალფეხოთი მაგრამ გამოქვაბულები ხომ საქართველოში იყო?
ეგ მოაჯირის ან ვაგონეტკის ლიანდაგის ნარჩენები იყო. რესპუბლიკებს შორის საზღვარი არსად არ იყო დემარკირებული. გამოქვაბულები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო დიდი ხანია (ორჯონიკიძემ აჩუქა თუ სტალინმა თუ ვინ არ ვიცი მაგრამ სამწუხაროდ ასეა)

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 12:09
by დათო
Nika
კი, ნამდვილად ასეა.
იმ რკინებს საზღვართან არავითარი კავშირი არა აქვთ.

საზღვარი გადის ქედზე, ანუ ფორმალურად ქედის მეორე მხარეს გამოქვაბულების კომპლექსი და ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი ბილიკი, რომელიც გამოქვაბულების პარალელურად მიდის - აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. მადლობა მოსკოვს გადავუხადოთ, რომელმაც საბჭოთა დროს გადასცა ეს ტერიტორია აზერბაიჯანს.

როგორც წესი აზერბაიჯანელები არ უშლიან ხელს ტურისტებს იქ გადაადგილებაში - ყველანი ვყოფილვართ იქ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ თვლიან მაგას თავის ტერიტორიად. უბრალოდ, დროებითი შეთანხმების საფუძველზე არ უშლიან ხელს იქ სიარულში ქართველ და უცხოელ ტურისტებს. მაგრამ რაღაც თავისი მიზეზების გამო პერიოდულად ქმნიან ხოლმე პრობლემებს, როგორც ამჟამად მოხდა კიდევაც.

საქართველო სთავაზობს აზერბაიჯანს ტერიტორიების გაცვლას, რის შედეგად გამოქვაბულთა კომპლექსი საქართველოს ფარგლებში შევიდოდა. მაგრამ აზერბაიჯანელები ჯერჯერობით არ თანხმდებიან. საქართველოს არა აქვს რაიმე ბერკეტი, რომ აზერბაიჯანი აიძულოს წამოვიდეს შეთანხმებაზე. არც ეკონომიკური ბერკეტი, არც სხვაგვარი, და ვერც ომს დავუწყებთ ამის გამო.

შესაბამისად, ყველაფერი არის ისე, როგორც არის.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 12:14
by leo-jafo
ამ ლინკზე დეტალური ინფორმაციაა მაგ ტერიოტორიების გადაცემაზე
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე ქართული სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის სამი უმნიშვნელოვანი ძეგლი: ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და ბერთუბნის მონასტრები მდებარეობს. სამივე მათგანი დავითგარეჯის ერთიანი სამონასტრო კომპლექსის განუყოფელია ნაწილია. ის ტერიტორია, რომლზეც ზემორე მონასტრები მდებარეობენ, ისტორიულად ყოველთვის საქართველოს კუთვნილება იყო. აზერბაიჯანის მფლობელობაში ის de facto მხოლოდ 1921 წლის 8 ნოემბერს, ხოლო de jure – 1924 წლის 20 ნოემბერს გადავიდა.