Page 3 of 3

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 29 ოქტ 2010, 18:34
by ლეონტი
Tamari-ch.-ს მიერ თბილისის ფორუმზე ამ ამბის გამოქვეყნების შემდეგ უამრავი ადამიანი გამოჩნდა , ვისაც სურვილი გაუჩნდა ბებოს დახმარებოდა.
ერთმა ღვთისნიერმა ფორუმელმა ბინაც კი უშოვა თავშესაფრად, მიაკითხეს, თბილები და საკვები აგრეთვე ფული მიუტანეს საბუთებიც ნახეს და პოლიციაც ჩარიეს დახმარების მიზნით, ასევე მზად იყო ყველაფერი ბებოს კუთვნილი ბინაში სამართლებრივი ჩარევით დაბრუნებისთვის და დიდი გეგმებიც დაისახა.
მოკლედ ბებოს პატრონი გამოუჩნდა.მაგრამ....
ბებომ ყველაფერზე სასტიკი უარი განაცხადა, ყველაფერს თავი აარიდა, ტყუილები მოიგონა.
მე დღეს მივედი და მეც ასევე მომიშორა, არავისი არაფერი არ მინდაო, არავითარი შველა არ მინდაო.
შემდეგ ყველის ვაჭრებს მივმართე და ამიხსნეს, ეგ სულიერი ავადმყოფია და სახლიდან გამოექცათ, მკურნალობა უნდაო.
ყველას დიდი მადლობა გულთან მიტანისთვის და სამოქმედოდ მზადყოფნისთვის.
ჩვენ შევიგრძნობთ , ჩვენ გვტკივა, ჩვენ ვხედავთ, ესე იგი ჩვენ გვიყვარს.

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 29 ოქტ 2010, 20:58
by Katy
ვაააა..... რა საინტერესოა...
მაგრამ ძალიან მიხარია მეც, რომ ესეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს..

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 20 მარ 2012, 20:19
by KSOVRELI
მიმდინარე წლის დიდი ყინვების დროს ბებო ყოველდღე თავის ადგილზე მხვდებოდა.
ყინვები გადავიდა, ის ისევ იქ ათევდა ღამეს.
მერე რამდენიმე დღე მხოლოდ მის ძველმანებს ვხედავდი.
დღეს მის ადგილას ახალი გადახდის აპარატი დაიდგა.

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 21 მარ 2012, 10:05
by qvevri
KSOVRELI wrote:მიმდინარე წლის დიდი ყინვების დროს ბებო ყოველდღე თავის ადგილზე მხვდებოდა.
ყინვები გადავიდა, ის ისევ იქ ათევდა ღამეს.
მერე რამდენიმე დღე მხოლოდ მის ძველმანებს ვხედავდი.
დღეს მის ადგილას ახალი გადახდის აპარატი დაიდგა.
და ბებოს რა უყვეს, გადასახადებში გაქვითეს?

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 21 მარ 2012, 10:06
by Tamari-ch.
KSOVRELI
მე რომ მივედი დიდუბეში ბოლოს,
მაშინ მითხრეს სხვებმა რომ ახლობლებმა წაიყვანესო სახლში...
შენ როდის ნახე?

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 21 მარ 2012, 10:35
by KSOVRELI
Tamari-ch.

ბოლოს წინა კვირაში ვნახე.

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 21 მარ 2012, 12:18
by Tamari-ch.
KSOVRELI
ეტყობა ისევ გამოიპარა სახლიდან....