Page 3 of 7

სვანეთი

Posted: 02 ნოე 2005, 18:02
by გვალდა
ესეც მესტია, ამ ტყიან გორას რომ გადაივლი და ივლი და ივლი.... უშბის პლატის მიადგები 8)

სვანეთი

Posted: 02 ნოე 2005, 18:51
by Duckling
ეს სვნაეთია, თუ იცით ეს რა ტბაა? უღვირის?? თუ რამე სხვა??

გვალდა
შენ გეცოდინება :wink:

სვანეთი

Posted: 02 ნოე 2005, 20:03
by guruli
lama
კონკრეტულად, სად? თუ არ დაგეზარება, ცოტათი მაინც გაგვიზიარე შთაბეჭდილებები.

სვანეთი

Posted: 03 ნოე 2005, 12:33
by გვალდა
Duckling
თუ იცით ეს რა ტბაა? უღვირის??
კი ეგაა.

ეგეც ეგაა, ამ ზაფხულს ვიყავ :) ცოტა "გვერდხედია" :) მარცხენა მხარეს რაც მოჩანს, შეტიტვლებული კლდეებივით, "ლაგუზალიერის" საძოვრებია, ჯიხვებზე სანადიროდაც მაქეთ დადიან :?

სვანეთი

Posted: 03 ნოე 2005, 22:01
by Duckling
მაგარი ადგილია

სვანეთი

Posted: 07 ნოე 2005, 14:45
by lama
guruli wrote:lama
კონკრეტულად, სად? თუ არ დაგეზარება, ცოტათი მაინც გაგვიზიარე შთაბეჭდილებები.


კონკრეტულად სად და მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში, რომელიც ჩემი სოფელია და რომელიც მდებარეობს მწვერვალ უშბის ძირას ამ სოფელში ჩამოდის მდინარე, რომლის სახელიცაა "დოლრა". არის ძალიან ლამაზი მთელი ჩემი ბავშვობა ამ სოფელში მაქვს გატარებული. თუ მოვახერხებ ფოტოებსაც დავდებ და თქვენც გექნებათ საშუალება დატკბეთ სოფ. "ბეჩოს" სილამაზით.



ჩემი ბავშვობის აჩრდილი
ორთავ ხელს მავლებს ქეჩოში
და თვალში ცრემლებ გაჩრილი,
მთხოვს დაბრუნდიო ბეჩოში.

კ.შ.

სვანეთი

Posted: 07 ნოე 2005, 15:22
by გვალდა
"ეს კლდე როგორ მეცნობა, სადღაც მინახავსო" უშბას მიაშტერდა გაოცებული ტაქსის მძღოლი. მგზავრებმა შეგნებულად წაუყრუეს, არაო, ჩვენ არ ვიცითო, და იქნება გაიხსენოო... ტაქსისტმა უცებ თავში იტაცა ხელი, "დედაა, უშბააა!!!" - "ამიერიდან ვიტრაბახებ მაინც რომ საკუთარი თვალით ქვემოდან ასე ნათლად და აშკარად უშბას შევავლე თვალიო".... :D :D

ეს კი უშბა ილუმინატორიდან:

სვანეთი

Posted: 07 ნოე 2005, 18:27
by guruli
lama
ბეჩოს სილამაზეზე მეც გამიგონია. მართლაც კარგი იქნება, სურათებს თუ გვანახებ.
გვალდა
ეს წუთია, ეს სურათი გავხსენი და, აუ, რა ლამაზია-მეთქი, წამოვიძახე, თანამშრომლებმა კი ლამის გამომიტირეს, გადარევს ამ ბიჭს ეს მთებიო :lol: :lol: :lol:

სვანეთი

Posted: 07 ნოე 2005, 22:47
by Duckling
ლამა ველით შენს სურათებს :)
გვალდამ ძაან ლამაზი სურათები ჩადო
გურული :)

სვანეთი

Posted: 11 ნოე 2005, 14:46
by გვალდა
ერთი სურათი კიდევ, ის რაც ზემოთ ილუმინატორიდან ჩანს, გადავწყვიტეთ ახლოდან გვენახა, შედარებით ახლოდან, ექსპრომტად წავედით, აბა სად გაგონილა 12 საათზე ასეთი ადგილისკენ გაეშურო? ფერხთით მივუცუცქდით, მაგრამ თალხი გადაიკრა უშბამ, ის ორნი სასმელი წყლის ძებნაში კინაღამ დაიკარგნენ :) :)

სვანეთი

Posted: 11 ნოე 2005, 14:53
by lama
გვალდა
მინდა გითხრა, რომ ჩემი სოფლიდან (ბეჩოდან) უფრო ლამაზად ჩანს მწვერვალი უშბა

სვანეთი

Posted: 11 ნოე 2005, 15:16
by გვალდა
lama
(ბეჩოდან) უფრო ლამაზად ჩანს მწვერვალი უშბა
რა თქმა უნდა. ბეჩო და მაზერი ხომ ყველაზე ახლოსაა უშბასთან :)

ეს უშბა სწორედ მანდედანაა. ოღონდ ჩემი გადაღებული არ არის.

სვანეთი

Posted: 11 ნოე 2005, 15:18
by David
აუუუუუუუ :shock: :shock: :shock:

სვანეთი

Posted: 11 ნოე 2005, 15:27
by David
მაწანწალას რანგის აღსანიშნავად ჩემს მესამასე მესიჯს უშბას ვუძღვნი :) ზღაპარია!!!

სვანეთი

Posted: 11 ნოე 2005, 15:30
by lama
გვალდა wrote:
ეს უშბა სწორედ მანდედანაა. ოღონდ ჩემი გადაღებული არ არის.
მინდა გითხრა, რომ ეს სურათი არ არის გადაღებული ბეჩოსა და მაზერის მხრიდან ანუ ეს ფოტო მესტიის მხრიდანაა დადაღებული :lol: :wink: :wink: