Page 3 of 7

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 03 ივნ 2009, 02:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
საინტერესოა.
ამბობენ, რომ სამცხე - სახელი სამი ახლო-ახლოს მდებარე
ციხიდან მოდის - სამციხე-სამცხე.

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 03 ივნ 2009, 02:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
დუშეთის რაიონში არის სოფელი მჭადიჯვარი, სადაც არქიტექტურულად საინტერესო ტაძარიც არის.
ძნ მაინტერესებს, საიდან მოდის ეს სახელი.
სოფელში მთიულები ცხოვრობენ, ისინი, ვის 3ზარეულოშიც მჭადი არც თუ ხშირად არის
და თანაც, არც ქართველი მუსლიმები არიან, რომლებიც, თავიანთ
მამაპაპეულ
სარწმუნოებას მჭადზე ჯვრის დასმით ინახავდნენ

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 03 ივნ 2009, 19:46
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
რა ამის პასუხია და შენც კარგად იცი, რომ აჭარასა და იმერხევში მცხოვრები ქართველები მჭადს რომ აცხობენ მასზე ჯვარს გამოსახავენ ხოლმე

და....

:P

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 04 ივნ 2009, 01:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რა ამის პასუხია და შენც კარგად იცი, რომ აჭარასა და იმერხევში მცხოვრები ქართველები მჭადს რომ აცხობენ მასზე ჯვარს გამოსახავენ ხოლმე

და....

:P
კი, მაგრამ სწორედ მაგას ვამბობ ზედა წერილში და შენ რისი თქმა გინდა, მაგას ვერ მივხვდი.
მე კონკრეტული სახელის განმარტება მაინტერესებს

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 04 ივნ 2009, 20:37
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
ვიცი და მაგიტომ დაგიწერე "რა მაგის პასუხია"- მეთქი :)

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 08 ივნ 2009, 20:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
სოფელი ჭყონი სამეგრელოში (თუ არ ვცდები, წალენჯიხის რაიოშია) - ჭყონი მეგრული სიტყვაა და მუხას ნიშნავს.
შესაბამისად, მუხ(ებ)იდან მოდის.
სამეგრელოშივეა სოფელი დიდი ჭყონი
lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ვიცი და მაგიტომ დაგიწერე "რა მაგის პასუხია"- მეთქი :)
მოდი, შევთანხმდეთ, რომ ოფთოფიქებისთვის ამ თემას ნუ გამოიყენებ.
ძნ მინდა, რომ შინაარსი რამე გამოვიდეს.

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 09 ივნ 2009, 01:47
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
ოFტოპიკი ეგ არ ყოფილა

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 09 ივნ 2009, 02:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩხოროწყუ - მეგრული სიტყვებისგან შედგება ცხრა წყაროს ნიშნვას.
ცხრაწყაროს სახელითაა ცნობილი ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელი უღელტეხილი.
სახელი იმ ადგილებში არსებული მრავალი წყაროს მიხედვით ეწოდა.
ალბათ, ჩხოროწყუსაც ამიტომ.
ყოველ შემთხვევაში, ეს რაიონი მდინარეებითა და სასარგებლო მინერალებით სავსე წყაროებითაა მდიდარი

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 15 ივნ 2009, 15:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჯიხა მეგრული სიტყვაა და ციხეს ნიშნავს.
სოფელი ჯიხაშკარი ციხისკარად ითარგმნება.
თუ კი სადმე სიტყვა "ჯიხა" შეგვხვდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე
ციხესიამგრესთან გვაქვს.
სამეგრელოში ბევრი ციხესიმაგრეა, რომელტაგან მნიშვნელოვანია სენაკთან 3 კმში მდებარე
ციხე, აგრეთვე, 16 კმში მდებარე ნოქალაქევი

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 15 ივნ 2009, 19:13
by Giorgi Bagrationi
დიდი და პატარა ჯიხაიშები :wink:
თუმცა ამჟამაად სამეგრელო არაა მაგრამ მეგრულ-ჭანურ ფუძეებს თითქმის მთელ საქართველოში და არა მარტო (მაგალითად მახსენდება ლაშქრობა წახორის დაღესტანში სადაც რეგიონის მთავარ მთას ადგილობრივები დადიანს უწოდებენ) ვხვდებით.

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 15 ივნ 2009, 20:28
by Tamari-ch.
Giorgi Bagrationi
ჩითახევი ბორჯომთან -
იშიფრება როგორც ჭითა ხევი
ანუ წითელი ხევი - (ჭითა მეგრულად წითელია)
ჭანური ტოპონიმია

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 16 ივნ 2009, 12:38
by lama
საინტერესოა

საჩხერეს
ტოპონიმია?

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 16 ივნ 2009, 12:57
by Naia
უშგული სვანურად თურმე პირუკუს, უკუღმას ნიშნავს

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 16 ივნ 2009, 22:09
by imerkhevli
lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რა ამის პასუხია და შენც კარგად იცი, რომ აჭარასა და იმერხევში მცხოვრები ქართველები მჭადს რომ აცხობენ მასზე ჯვარს გამოსახავენ ხოლმე

და....

:P
ამაზე გამახსენდა:

ბუხართან

წიფლის ცეცხლი ბარბალებს,
და კვარცხალებს კარდალი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს -
მჭადზე ჯვარი რად არი?

დედა ხმამწუხარეა
ზარს და ზეიმს ჩვეული,
- შვილო, მჭადზე ჯვარია
ძველი და კურთხეული.

დაგმანული დუმილი
წარსულს ესმის წყევლებად,
ყვება დედა გარდასულს,
ყვება და იცრემლება.

ჭმუის ცეცხლი წითელი,
ღმუის და იფარფება,
ბიჭს ეშლება ბალანი
და ქოხს უნდა გაფრენა.

ქვაღვენთება ბუხარში
ჩუმად ღვივის ღადარი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს, -
მჭადზე ჯვარი რად არი?
/ზურაბ გორგილაძე/

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 19 ივნ 2009, 00:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
lama wrote:საინტერესოა

საჩხერეს
ტოპონიმია?
საჩხერელებისგან ვიცი, რომ ეს სახელი დასახლებას მისი ჩიხური მდებარეობის გამო დაერქვა.
ანუ, საჩხერე ის ადგილია, სადაც ჩიხში ექცევი, სადაც იჩხირები.
გეოგრაფიულად, თითქოს, ასეც არის.
საჩხერედენ მხოლოდ ჭიათურაში თუ გადახვალ.
თავზე კი მთები ადგას.
ალბათ, საჩხირე-საჩიხე-საჩხერე...