ჯუმბერი ლეჟავა.
დაბადების ადგილი: საქართველო, ქ თბილისი.
დაბადების თარიღი: 23.07.1939წ.
განათლება: უმაღლესი, სასწავლებელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962-1966წწ., სპეციალობა: ინჟინერ_ელექტრიკოსი.
ფიზიკური დახასიათება: სიმაღლე 170 სმ. წონა 70კგ.
ორიგინალობის დომინანტი: 10 ცნება + მოძრაობა, მოძრაობა, მოძრაობა
ჰობი:
სპორტი, ხატვა, ხის მხატვრული დამუშავება, მოტო და ავტოსპორტი.
წოდებები: 1987 წელს მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია.
1993 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაეცა რწმუნების სიგელი, რომლითაც მიენიჭა ,,მოგზაური დიპლომატის~ სტატუსი.
1999 წელს იუნესკომ გადასცა ,,მსოფლიო სპორტსმენის” დიპლომი.
არის მრავალი ასოციაციის და აკადემიის საპატიო წევრი, დაჯილდოვებულია ორდენებით და მედლებით.
სპორტი
1986 წელს 46 წლის ასაკში ჯუმბერ ლეჟავა დაავადდა ნაწლავების განგრენით
1986_1987 წლეებში ორი ოპერაციის შედეგად ამოაჭრეს 4,25 მეტრი სიგრძის ნაწლავები. 1987_1990 წლეებში საკუთარი ვარჯიშების მეთოდით დაამარცხა გარდაუვალი სიკვდილი. 1990_1992 წლეებში ამყარებს მსოფლიო და გინესის რეკორდებს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში.
1 საათი-5 011 აზიდვა.
6 საათი-19 378 აზიდვა.
12 საათი-34 955 აზიდვა.
24 საათი-44 144 აზიდვა.
100 დღის გან-ში-1 730000 აზიდვა.
1 წლის გან-ში-4 800000 აზიდვა.
1 საათი-2 806 მუცლის პრესის ვარჯიში უწყვეტ რეჟიმში.
ყველა ეს რეკორდი დაფიქსირებულია მსოფლიოსა და გინესის რეკორდების რუსული გამოცემის წიგნებში.
დევიზი:
,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”
შოთა რუსთაველი.
მოგზაურობის პროგრამა:
საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა მსოფლიოსათვის.
ადამიანის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გამოცდა ექსტრემალურ პირობებში.
მსოფლიოსა და გინესის სხვადასხვა ახალი რეკორდების დამყარება. გავლილი სახელმწიფოების რაოდენობის, ველოსიპედით გავლილი კილომეტრაჟისა და მათი უმოკლეს დროში გავლის მიხედვით.
მსოფლიოში ადამიანთა მასობრივი გაჯანსაღების და ჰარმონიული განვითარების სამკურნალო უმარტივესი ვარჯიშის დანერგვა (მკლავებზე აზიდვა).
მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის, ველოსიპედის მასიური
დამკვიდრება და პოპულარიზაცია.
მოგზაურობის ინფორმაციული, ფოტო, ვიდეო და სხვა მასალების შეგროვება.
მსოფლიოს ხალხთა შორის მეგობრობისა და კეთილი ურთიერთობების
განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა.
მოგზაურობა მსოფლიოში ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით დაიწყო მარტოდმარტომ და ასევე გაიარა ბოლომდე.
მოგზაურობის დასაწყისი 13. 08. 93წ.
გაიარა კონტინენტები: აზია, ავსტრალია_ოკეანეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, იყო ანტარქტიდაზე (2-ჯერ).
ქვეყნები და დამოკიდებული ტერიტორიები: _234.
მოგზაურობის დასასრული _ 3. 11. 2003წ.
მოგზაურობის პერიოდში დამყარებული მსოფლიოს რეკორდები:
უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი _ 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე;
გავლილი ქვეყნების და დამოკიდებული ტერიტორიების რაოდენობა 234.
გავლილი დისტანცია ველოსიპედით 270 ათას კმ_მდე.
12 საათის განმავლობაში სამთო ველოსიპედით გაიარა 353 კმ. ქ. სანტიაგო (ჩილე), _ 1997წ.
4 ჯერ გააუმჯობესა ერთ წუთში პორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში მსოფლიოსა და გინესის რეკორდი, ბოლო რეკორდი აზიდვა _ 2001 წლის 28 დეკემბერი. შვედეთი.
ველოსიპედები:
სულ ისარგებლა 9 ველოსიპედით.
უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” - მოგზაურობისათვის მოსამზადებელ პერიოდში.
უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” - გაიარა 5 სახელმწიფო საქართველოდან ისრაელამდე _ 9 000 კმ-მდე.
უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” - გაიარა 7 სახელმწიფო თურქეთიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებამდე _ 10 000 კმ-მდე.
იტალია, ,,ბენოტო” - გაიარა 37 სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტაივანამდე _ 75 000 კმ-მდე.
ფილიპინები, ,,ბენოტო” - გაიარა 1 სახელმწიფო, ლუსონის კუნძული-500 კმ-მდე.
ტაივანი, ,,ჯაიენტი” - გაიარა 16 სახელმწიფო, ტაივანიდან მექსიკამდე-30 000 კმ-მდე.
მექსიკა, ,,ბენოტო” - გაიარა 16 სახელმწიფო, მექსიკიდან არგენტინამდე 20 000 კმ-მდე.
არგენტინა, ,,ბენოტო” - გაიარა 25 სახელმწიფო, არგენტინიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე-25 000 კმ-მდე.
ამერიკა, ,,ქენონდეილი” - გაიარა 127 სახელმწიფო და დამოკიდებული ტერიტორია, აფრიკა, ევროპა და აზიის ნაწილი-100 000 კმ-მდე.
მოგზაურმა სულ გადაიღო 50 000_ზე მეტი ფოტო_კადრი და 200 საათზე მეტი ვიდეო ფირი. მოგზაურობის განმავლობაში სისტემატიურად წერდა დღიურს, რომელიც 7 000 გვერდს შეადგენს.
მოგზაურს ვიზა არ მისცა 6 სახელმწიფომ: საუდის არაბეთი, ერაყი, ავღანეთი, ბრუნეი, ჩრდილოეთ კორეა და ლიბია.
მოგზაურობა გააშუქა მსოფლიოს რამდენიმე ათასმა გაზეთმა, ტელე და რადიო კომპანიამ.
