ხშირად ისმის კითხვა: რატომ ეწევი?
არსებობს უამრავი მიზეზი რისთვისაც ადამიანი მოწევას იწყებს:
1. ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ექცევა გარკვეული წრის ზეგავლენის ქვეშ, ძალაუნებურად იწყებს მოწევას (ამას თავისი ქვემიზეზები გააჩნია:
1) თვითდამკვიდრებისკენ ლტოლვა (სამწუხაროდ ვერ აცნობიერებენ,რომ ეს ამაში ვერ დაეხმარებათ , მერე კი გვიანია);
2) ე.წ. "სვეტობის" მორგება;
3) ნებისყოფის არქონა;
4) ობიექტისთვის თავის მოწონების მიზნით მოწევის დაწყება (ასეთებიც ხდება)
5) გემოს გასინჯვის მიზნით დაწყება და მერე მასზე დამოკიდებულება;
6) ოჯახში აქტიურ მწეველთა შორის გაზრდა ან პირიქით;
ეს ყველაფერი ე.წ. თინეიჯერულ (ყმაწვილურ) ასაკში ხდება ძირითადად...
2. ზრდასრული ადამიანი მოწევას იწყებს, ძირითადად ნერვიულობის ნიადაგზე, როცა იგი ცდილობს გარკვეულწილად გაითიშოს არსებული პრობლემებისაგან და შვება იგრძნოს , თუნდაც ცოტა ხნით...
თუმცა მას შეგნებული აქვს მოწევის ყველა უარყოფითი მხარე,ახალგაზრდისაგან განსხვავებით , ისიც კარგად ესმის რომ პრობლემების გადაწყვეტის ეს ყველაზე ცუდი გზაა, თუმცა ისევ და ისევ სუსტი ნებისყოფა ერთვება საქმეში და...
3.ხანდაზმული ადამიანი თუთუნს აბოლებს, ზოგი ამით ახალგაზრდობას იხსენებს

, ზოგიც კი სიბერეს ებრძვის...
4. არსებობს ადამიანთა კატეგორია, ვისაც მოწევა რიტუალის დინეზე აქვს აყვანილი....
მე მოვიყვანე რამდენიმე მიზეზი, და დამეთანხმებით სერიოზული მუშაობაა საჭირო ამ მიზეზების ამოსაფხვრელად ...
ყველა ადამიანის უფლებას უნდა ვცეთ პატივი ,და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველა ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია...
ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა,როცა მწეველი გაუღიზიანებია მოწევის წინააღმდეგ ჩემს მიერ გამოთქმულ აზრებს და უკუშედეგი მიმიღია..
ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე :რატომ ეწევი, იგი მპასუხობდა, რომ არსებობს უამრავი რამ რაც იწვევს ადამიანის ორგანიზმის დაბინძურებას (მაგალითად გამონაბოლქვი) და მოწევა ეს არც თუ ისე საშიში რამაა, მთავარია როგორ ეწევი და რას...
ამ მაგალითით ის მინდა ვთქვა,რომ თუ ადამიანს არ უნდა თავი დაანებოს მოწევას, ვერაფერი დაარწმუნებს მას ამაში...(მოწევა კლავსო, იმხელა ასობგერებით აწერია კოლოფს,რომ ამაზე მეტი რაღა უნდა უთხრათ...მე მაკანკალებს შიშისაგან

)
თუ თავის დანებება უნდა , ისედაც მოახერხებს ამას, ეს ხომ ისეთი მარტივია...
თუმცა არსებობს მეორე მხარეც,მოწევის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი უნდა შეეგუოს ნიკოტინის გარეშე ცხოვრებას, ეს კი საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის ზოგიერთის ჯანმრთელობას...აკაც საჭიროა ჩაერთოს ნებისყოფა და ალბათ თU ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდება ე სპროცესი მთლად უკეთესი.....
ჰოო, მე რაც შემეხება არ ვეწევი, თუმცა პასიურ მწეველედ ვარ გადაქცეული სამწუხაროდ...
სახლში ეწევიან და იმდენ ბოლს ვყლაპავ რომ თავი მეცოდება ხოლმე...
თუმცა იყო შემთხვევა , როცა საშინლად ვინერვიულე რაღაცაზე და მოვწიე კიდეც, მაგრამ რატომღაც დამოკიდებულება არ გამჩენია...
ალბათ ესაც ინდივიდუალურია...
სამაგიეროდ ჩაიზე ვარ დამოკიდებული ...