Page 3 of 6

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 15:48
by gobe
:)

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 16:15
by kotetbeli
V
დაკვირვება(ნი) ახალ კარველებზე

ახალი კარველები იმ ახალშემატებული წევრებივით არიან, ოჯახში რომ ჟრიამულს შეიტანენ ხოლმე... ჰოდა, მერე მიდის მათი გაცნობა ლაშქრობაში, თბილისურ შეხვედრებზე ან ჩემ შემთხვევაში-პოსტების გამოკვლევა-ანალიზით :D (მოგეხსენებათ, არასტაბილური რეჟიმის გამო ლაშქრობების სიას წინა დღეებში ვაკლდები ხოლმე)

მოკლედ, ძალიან საინტერესო მასალა დაგროვდა ახლებთან დაკავშირებით...
ნიკების დაწერას არ ვაპირებ, უბრალოდ ლაით-ტიპაჟებად შეიძლება მათი დაყოფა და მგონი ასეც აჯობებს :)))

I კატეგორია ახალი კარველებისა წააგავს ახლადგახსნილ კარავს: ულაშქრობის ნაკეცები ეტყობა, ქარხნული სურნელი დაჰკრავს, მაგრამ როგორც კი ლაშქრობაში გაიხსნება, გარედან დასველდება, შიგნიდან კი სითბოს იგრძნობს, გარედან ქარი დაუბერავს, შიგნაგანი სითბო კიდევ უფრო მატულობს და გაუთოების კანონის თანახმად ნაკეცები უქრება, სწორდება და ლამაზდება...

II კატეგორია წააგავს სუსტი ელემენტების ფანარს: სად დაგიჯდება კაცმა არ იცის...

III კატეგორია შეგვიძლია შევადაროთ ე.წ. "ზალატოი ზაპასს"-"ზგუშონს": ატარებ, ატარებ, მძიმეა, მაინც ატარებ, რაღაც მომენტში კიდეც ნანობ მის წამოღებას, მაგრამ ბოლოს ისე გასიამოვნებს, ყველანაირი დაღლა გავიწყდება...

IV კატეგორია უბრალოდ... ნუ, პრინციპში, ხანდახან რადიოც საჭიროა... მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ აქვს ყველა რადიოს მხოლოდ დინამიკი და არ გააჩნია მიკროფონი?.. :wink:
სხვათაშორის, რადიოზე ერთი საინტერესო დაკვირვება ვაწარმოე: როგორც კი წვიმა-ტალახიან ლაშქრობაში აღმოჩნდება, წყალი ჩასდის და ჩუმდება... :roll:

V კატეგორიაა ,,ავტობუსის მძღოლი": ფაქტიურად ლაშქრობაშია, მაგრამ სულით და გულით-სამსახურში!..

VI კატეგორიაა "შამპანური": შიგნით პოტენციური მხიარულებაა და ამ დროს თავისთვის დევს... სანამ არ შეანჯღრევ...

VII კატეგორია შესანიშნავია და ყველაზე მრავალრიცხოვანი: კარგები ლაშქრობაშიც, ქალაქშიც და მონიტორებს იქითაც... :roll:

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 16:29
by Mta Mkvarebia
kotetbeli

:lol: :lol: :lol:

ნეტა, მე რომელ კატეგორიაში მოვხვდი? :wink:

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 17:25
by saskva
Mta Mkvarebia wrote:kotetbeli

:lol: :lol: :lol:

ნეტა, მე რომელ კატეგორიაში მოვხვდი? :wink:
აი სწორედ მაგ კითხვამ შემაწუხა მეც :D :D :D

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 17:27
by kotetbeli
Mta Mkvarebia

saskva

ორივე ყველაზე კარგ კატეგორიაში ხართ :roll:

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 17:29
by Naia
მე I კატეგორიაში ვიცანი ჩემი თავი :D დასაწყისში ისეთი ქარხნული ვიყავიიიი :)

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 17:30
by saskva
kotetbeli wrote:
Mta Mkvarebia wrote:kotetbeli

:lol: :lol: :lol:

ნეტა, მე რომელ კატეგორიაში მოვხვდი? :wink:
saskva

ორივე ყველაზე კარგში :roll:
:oops: :oops: :oops:
მადლობთ მადლობთ :)

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 17:33
by meore monadire
Naia wrote:მე I კატეგორიაში ვიცანი ჩემი თავი :D დასაწყისში ისეთი ქარხნული ვიყავიიიი :)
ზავაცკოი :D

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 17:50
by Mta Mkvarebia
შეიძლება მეც I კატეგორიის მოლაშქრეს ვგავდი თავიდან, და ქარხნის სურნელი ჯერ არ გამსვლია... ან სხვანაირი ინტერპრეტაციით სუნამოს სურნელი იმათთვის, ვისაც COSMO GIRL-ი ვეგონე :wink: :)
იმედი მაქვს,II კატეგორიაში არ მოვხვდი, არ მინდა ასე ნაკლებსაიმედო ვიყო :(
III კატეგორიაც არ მხიბლავს იმით, რომ "თურმე "მძიმე" ხარ და თან ვიღაცის "სატარებელი", მაგრამ აი "ტკბილი" თუ გამოდიხარ და საბოლოო ჯამში "სასიამოვნო", თითქოსდა არაუშავს :wink:
IV კატეგორიაში თუ აღმოვჩნდი ჩემდა უნებურად, ძალიან გთხოვთ, ფანტის ან ბორჯომის თავსახური მომამაგროთ სადმე და ზედ დააწეროთ UP და DOWN, მაგრამ UP-ის გამოყენება არ გაბედოთ! :wink:
V კატეგორიაში არა მგონია აღმოვჩნდე, სამსახური სამსახურშიც მეყოფა, თუმცა, შეიძლება პირიქით მოხდეს, და ფაუნასავითIV დღიურის გმირად ვიგრძნო თავი :D
VI ამ კატეგორიაში მეეჭვება ვიყო, მე თუ კიდევ "თავისთვის ვდევარ" და "შენჯღრევა მჭირდება", არ ვიცი :roll:
VII აქ მოხვედრა კი გამიხარდებოდა თუ აქ "ყველაზე კარგები არიან ლაშქრობაშიც, ქალაქშიც და მონიტორებს იქითაც" :wink:

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 19:28
by kotetbeli
Mta Mkvarebia
შენ გაიხარე!! :D :D

ერთ-ერთი იმ უიშვიათესთაგანი ხარ, ვისაც შემიძლია "gobe-style"-ში უსმაილიკოდ ვეხუმრო და ვინც სწორად გამიგებს ყველაფერს :P :roll:

კარავის დღიურები

Posted: 26 დეკ 2007, 20:18
by Mta Mkvarebia
kotetbeli

:oops: :D :D

კარავის დღიურები

Posted: 27 დეკ 2007, 15:45
by gobe
kotetbeli,
ერთი წუთით გარეთ გამოდი.

კარავის დღიურები

Posted: 27 დეკ 2007, 15:48
by kotetbeli
gobe wrote:kotetbeli,
ერთი წუთით გარეთ გამოდი.
ტექნიკური მიზეზების გამო (პროცესორის ქულერი გადახურდა), დროებით ვწყვეტ აქ შემოსვლას... არ ვიცი რა უნდა გთხოვოთ, დროებით!

კარავის დღიურები

Posted: 27 დეკ 2007, 15:49
by Mta Mkvarebia
gobe wrote:kotetbeli,
ერთი წუთით გარეთ გამოდი.
:lol: :lol: :lol:

იმედია, მანდილი არ დაგჭირდებათ :roll: :wink: :D

კარავის დღიურები

Posted: 28 დეკ 2007, 00:25
by Gvalva
kotetbeli

შაბაშები შეიძლებაა??? :)

VI გობე და კოტეტბელი გარეთ გავიდნენ