სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 26 იან 2010, 02:47

KSOVRELI
კაკლოვანი და თესლოვანი კულტურების გამოყენება საკვებში ძალიან სასარგებლოა, ისინი ძალიან მდიდარია ორგანიზმისათვის საჭირო სხვადასხვა ნივთიერებებით.
ძალიან ბევრის ერთად მიღება არ არის რეკომენდებული რადგან შეიძლება ალერგიები გამოიწვიოს.
მათგან გამოწურული ზეთები განსაკუთრებიტ სასარგებლოა, მაგ:
გოგრის თესლის ზეთი - საუკეთესოა სისხლძარღვებისა და შარდსასქესო ორგანოებისათვის.
სელის თესლი - ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანტიკანცეროგენული მოქმედება ახასიათებს. დამწვრობის სამკურნალოდ იყენებდა ოდიტგანვე ცვენი წინაპარი.
ნესვისა და საზამთროს თესლის ზეთი - სისხლძარღვებისთვის არის ძალზედ სასარგებლო.
ნუშის ზეთი - საერტო გასამაგრებელი საშუალებაა, კანის სამკურნალოდ გამოიყენება.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by guruli » 26 იან 2010, 02:56

კაცო, თქვენ რა გინდათ ახლა, არაფერი ვჭამოთ?! თქვენს ჯინაზე კიდეც ვჭამ, კიდეც ვსვამ, კიდეც მოვწევ, ქალებშიც ვივლი და ლაშქრობებშიც. :P :P :P

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 26 იან 2010, 03:05

guruli
შენს გვერდით ვარ :lol: :lol: :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by guruli » 26 იან 2010, 03:09

Makena wrote:guruli
შენს გვერდით ვარ :lol: :lol: :lol:
ისევ ჩემებური, თორემ სხვა ვინ გამოგეხმაურება. :D
მაგრამ ობეხემ არ ნახოს ეს პოსტი. :lol: :lol: :lol:

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 26 იან 2010, 11:30

guruli
ეგ ამ თემაში არ უნდა დაგეწერა :D
ეგ არ არის კარგი სიტყვა!

მოვიყვან ნაკვესს პლატონის სახელმწიფოდან:

- მაშასადამე, გონიერებასა და სიქველეში გამოუცდელი კაცი, მთელ თავის დღეს და მოსწრებას ლხინსა და ღრეობაში რომ ატარებს, თანდათან დაბლა ეშვება, რათა შემდეგ კვლავ შუა ნიშნულამდე ამაღლდეს, და ასე წრიალებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის ვერასოდეს გასცდება ამ ზღვარს, რადგანაც არასოდეს უხილავს ჭეშმარიტად ამაღლებული და არც არასოდეს ამაღლებულა მის მწვერვალებამდე, არც ნამდვილად ავსებულა ნამდვილით და არ უგემია წმინდა და სანუკვარი სიამოვნება. არა, ის და მისი მსგავსნი პირუტყვებივით თავდახრილნი დასჩერებიან მიწას და სუფრას, პირუტყვებივით ძოვენ, მუცელს აღორებენ ქონმორეულნი, ერთმანეთს თანაეყოფიან, სიხარბით გაშმაგებულნი წიხლებს უშენენ, რკინის რქებით რქენენ და ჩლიქებით სასიკვდილოდ ქელავენ ერთიმეორეს, რათა დაიცხრონ თავიანთი უძღები ჟინი, რადგან ვერც ნამდვილ საზრდოს სთავაზობენ თავიანთ ნამდვილ საწყისს ვერც თავიან ამოუყორავ ფაშვებს ავსებენ.

- დიდებულია, სოკრატე, - თქვა გლავკონმა, - ნამდვილი მისანივით გვისურათხატებ უმრავლესობის ყოფას.

- განა მათში სიამოვნებას გარდუვალად არ ერწყმის ტანჯვა? მაგრამ ყველა ეს სიამოვნება მხოლოდ ფერმკთალი ლანდი და უღიმღამო მონახაზია ჭეშმარიტი სიამოვნებისა, თუმცა მისი მეოხებით იძენენ საიმისო ძალას, რომ სიყვარულის სამხილით აღაგზნონ უგუნურთა გულები, ვნებით აბორგებულნი რომ ერკინებიან ერთმანეთს, რათა დაეუფლონ თავიანთ სურვიელი ლტოლვის საგანს, როგორც, სტესიქორეს მიხედვით, ტროას გალავანთან მშვენიერი ელენეს ლანდისათვის იბრძოდნენ გმირები, რომლებისთვისაც დაფარული რჩებოდა ჭეშმარიტება.


ეს კარგი სიტყვა არის!

ვცხოვრობ არა იმისთვის, რომ ვჭამო, არამედ ვჭამ იმისთვის, რომ ვიცხოვრო! (ავტორი არ მახსოვს)
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ARCHILI » 26 იან 2010, 11:51

KSOVRELI

შენს პარამეტრებს თუ გავითვალისწინებთ, შენ ბოლოს როდის ჭამე, აღარც უნდა გახსოვდეს...


:wink:


:lol: :lol: :lol:

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Nephros » 26 იან 2010, 12:01

KSOVRELI wrote: ვცხოვრობ არა იმისთვის, რომ ვჭამო, არამედ ვჭამ იმისთვის, რომ ვიცხოვრო! (ავტორი არ მახსოვს)
პლატონის ნამოწაფარი, არისტოტელე
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by guruli » 26 იან 2010, 12:05

KSOVRELI
guruli
ეგ ამ თემაში არ უნდა დაგეწერა
ეგ არ არის კარგი სიტყვა!
რომ არ უნდა დამეწერა, იმიტომ დავწერე. :D :D

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 26 იან 2010, 12:19

guruli
:D
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by namcecuna » 26 იან 2010, 13:10

რძის პროდუქტების ყველაზე ნორმალური მწარმოებელი კომპანია არსებობს საქართველოში? არც ხაჭოს, არც არაჟანს,ა რც მაწონს არაფერი არ სცხია ნატურალურის. ვინმე თუ ერკვევით ამ საკითხში ძალიან გამახარებთ. ყველაზე მეტად ეს პროდუქტები მიყვარს და ძალიან მაწუხებს მათი უხარისხობა. :oops:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 26 იან 2010, 14:19

namcecuna
შენ სადმე გინახავს მულტფილმის გარდა ცისტერნას რძე რო ეწეროს?
სადმე იცი სერიოზული ფერმა რომ რძეს აწარმოებდნენ და ტბილისში რომელიმე ქარხანაში შემოჰქონდეთ?
არა ხომ?
მაშინ რჩევა, სოფლიდან დააქვთ ინდივიდუალებს , შეუთანხმდი და ჩამოგიტანენ ხოლმე.მე ეგრე დავზარდე ბალღები.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by GT.ge » 26 იან 2010, 15:20

Makena wrote:Nephros
ARCHILI
ვისაც რა გნებავთ ის მიირთვით :)
მე არ ვიცი ვიღაც პეტრე რა ღვინოს აკეთებს კახეთსა თუ იმერეთში, აი ჩვენი წევრები რას აკეთებენ ვიცი რადგან ამ პროცესებს ვაკონტროლებთ, ამიტომ შემიძლია გირჩიოთ, ნახევარი კახეთი ისეთ სისტემურ პრეპარატებს იყენებს იმ ღვინის დალევა კიარა ხელის დაბანა არ შეიძლება :lol:
გინდათ ასეთი ღვინის დალევა?....
ისე ინფორმაციისათვის, სნიკერსი გენურ შაქარს, ასევე სოიას იყენებს :wink:
ე.ი. ამ საღამოს აბაზანაში გადავუძახო საფერავს? :lol:
ისეთი მოვლილი ვაზი (თვალებით შესჭამდი მტევნებსა) ჰქონდა მანაველ შოთასა, ხსენებული პრეპარატების ნაკლებობა არ იქნებოდა... :(

რა უნდა ქნა კაცმა... :?
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 27 იან 2010, 14:49

namcecuna
ლეონტი
რძის არჩევისას რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი.
ქარხნული რძე - გაფილტრულია, პასტერიზებულია, ჩამოსხმულია ასეპტიურად ანუ გამორიცხულია ამ რძემ გაწყინოთ, რაიმე დაავადება ასეთი რძით არ გადაგედებათ. ქართული ქარხნული რძე მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა, საერთოდ რძე ჯობია იმ ქვეყანაში წარმოებული შეიძინოთ სადაც რძის წარმოების ინდუსტრია კარგად არის განვითარებული. გუდვილში იყიდება რამდენიმე უცხოური წარმოების რძე,საკმაოდ ცნობილი სახელით მაგ: პარმალატი ასევე ,,ედეკას" ბიორძე.
სოფლის რძე - თუ საკუთარი ძროხა გყავთ კარგია, თუ არადა არ გირჩევთ შემთხვევითი პირებისგან რძის შეძენას, რადგან არ ვიცით არის თუ არა მათი ძროხა აცრილი, ასევე არ ვიცით როგორ სანიტარულ პირობებში ჰყავთ ძროხები, დიდი რისკი არსებობს იმისა რომ ასეთმა რძემ რაიმე დაავადება დაგმართოთ.
ასევე ძალზედ საშიშია იმერული ყველი რომელიც შეიძლება ბრუცელიოზით ან ტუბერკულოზით დაავადების მიზეზი გახდეს. იმერული ყველის დასამზადებლად რძეს არ ადუღებენ ამიტომ ბაქტერიულად რძე არ სტერილდება.
სულგუნის შემთხვევაში 99% დაზღვეული ხართ, რადგან სულგუნის დამზადების პროცესში რძეს ადუღებენ.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 27 იან 2010, 14:53

GT.ge
საფერავს ნუ გადაღვრი, შეიძლება ის კაცი კონტაქტურ პრეპარატებს იყენებს და არა სისტემურს, დანამდვილებით ხომ არ იცი.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Nephros » 27 იან 2010, 21:30

Makena
თუ არსებობს საქართველოში ამ საჭირბოროტო კვების პროდუქტების მომხმარებელთა სტატისტიკა, ვინ როგორ პროდუქტს მოიხმარს, როგორაა გადანაწილებული ეს ქალაქისა და სოფლის, მაღალ და დაბალშემოსავლიანი ოჯახების მიხედვით? სტატისტიკა თუ არა ამის დაახლოებითი სურათი მაინც თუ არსებობს ?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]