Nika wrote:უცხოური სიტყვა მგონი სწორი ტრანსკრიპციით უნდა ითქვას.
შეცდომაა მინიბუსი
სწორია მინიბასი
როგორც ვიცი, წესია, ტრანსკრიპციით ითქვას.
მაგრამ, ეს ლოგიკა ქართულ ენას, ყველა შემთხვევაში, არ გამოუყენებია.
სხვა შემთხვევაში, მოსკოვის ნაცვლად მოსკვა (ან მასკვა), გერმანიის ნაცვლად - დოიჩლანდი, არმენიის ნაცვლად
- სომხეთი, რომის ნაცვლად - რომა და ა.შ, გვექნებოდა.
რაც შეეხება მინიბუსი-მიკტოავტობუსი-მარშრუტკას,
ამაზე 1ხელ "კარავზე" დავწერე კიდეც.
რა სამწუხაროა, რომ ქართულში მისი შესატყვისი არ გვაქვს.
ამასთან, თუ ენაში სიტვა "ავტობუსი" გვაქვს, "მინიბასი" ვეღარაფრით იქნება.
თანაც,
busს ლათინური წარმომავლობა
(ომნიბუსიდან მოდის) აქვს და არა ინგლისური.
ტრანსკრიპციით სწორედ "ბუსი" იკითხება.
მარშრუტკას რაც შეეხება, ის გერმანული "მარშრუტისა" და რუსული კნინობითი ნაწილაკ "უტკას" ნაყოფია.
რასაკვირველია, ბარბარიზმია.
imerkhevli wrote:,,მინიბუსი" და ,,მარშუტკა" მგონი ორივე ბარბარიზმია და ნუ ვეცდებით კიდევ ერთი უცხო სიტყვა დავამკვიდროთ... მაშინ, როცა არსებობს კიდევ ერთი უცხო სიტყვა და უკვე დამკვიდრებული ,,მიკროავტობუსი" (კომპოზიტი-რთული სიტყვა)
"მიკროავტობუსი" კი დამკვიდრდა, მაგრამ, ვფიქრობ, არასწორად დამკვიდრდა:
კერძოდ, თუ "ბუსი" ლათინურია, კგ იქნებოდა, თავის დროზე, ასევე, ლათინური "მინი" (
minimus) დაემატებინათ,
როგორც სხვა ენებში და არა ბერძნული "მიკრო" (
mikros).
მართალია, 2ვე სიტყვა "პატარას", "ძნ პატარას", "პაწაწინას" ნიშნავს, მაგრამ რა უბედურებაა, ქართულში 1 ახალი სიტყვა შემოგაქვს და ისიც 2 უცხო სიტყვისგან შემდგარი.
ამიტომაც, "მიკროავტობუსი" და "მარშრუტკა" ჩემთვის 1ნაირად მიუღებელია.
ვფიქრობ, რომ თუ ახალი სიტყვა შემოგვაქვს და ისიც, იმიტომ, რომ ქართული შესატყვისი არ გვაქვს, სწორად მაინც უნდა შემოვიტანოთ.
მინი და
ბუსი 2ვე ლათინურია, მათი შე1ებით "მინიბუსს" ვიღებთ