კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 30 აგვ 2008, 11:10

10 15 წელიწადი ძაან ბევრია.
დასავლეთის ანალიტიკოსები უფრო მოკლე დროს ასახელებენ.
და საქარტველოს მოვლენები კატალიზატორია.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 30 აგვ 2008, 11:26

GAMARJOBA SAKARTVELO
თუ საქართველო სერიოზულად მტკიცე არ იქნება, ჩრდილოკავკასილების სათარეშო გახდება.
ძალიან მეეჭვება, რომ მასე იყოს: დამოუკიდებელ ჩრდილოკავკასიურ პაწაწინა სახელმწიფოებს წყალივით დასჭირდებათ საქართველოსთან კარგი ურთიერთობები. და თავიანთ მოთარეშეებს თვითონვე მოთოკავენ...

ლეონტი
რამდენიმე დღეა ჩეჩნეთში ტერორისტები გააქტიურდენ,სამხედროებს კლავენ, ინციდენტი იყო დაღესტანსიც, მსხვერპლით.
ნამდვილად ასეა? რუსული საინფორმაციოები ხომ არ აცხადებენ ამას? :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 30 აგვ 2008, 11:32

Recent satellite images released by the UN program UNOSAT confirm the widespread torching of ethnic Georgian villages inside South Ossetia.

http://hrw.org/english/docs/2008/08/28/georgi19712.htm


Wanderer
რუსები ამბობენ , აბა ჩინეთში რა იციან ჩეჩნეთში რა ხდება?
და თუნდაც ცრუობდენ, ეს მაინც სიმპტომია.

ზემო აჩაბეთი, ქურთა, თამარაშენი , მიწასთანაა გასწორებული.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 30 აგვ 2008, 13:24

ლეონტი
რუსები ამბობენ , აბა ჩინეთში რა იციან ჩეჩნეთში რა ხდება?
და თუნდაც ცრუობდენ, ეს მაინც სიმპტომია.
მაშინ რუსების შეთითხნილს ჰგავს. თუმცა რაში აწყობთ ახლა ეს არ ვიცი. ჩრდილოკავკასიაში დაძაბულობის გავრცელება არა მგონია, რომ აწყობდეთ...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 30 აგვ 2008, 14:36

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რუსეთს საკუთარი ავტონიმიები ააფეთქებენ 10-15 წელიწადში ვაჰაბისტებისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები მეშვეობით.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, რუსეთის ამ მიზნით წაქცევა ჩვენთვისაც სერიოზული პრობლემა იქნება,
რადგან თუ საქართველო სერიოზულად მტკიცე არ იქნება, ჩრდილოკავკასილების სათარეშო გახდება.
ლეკიანობა სხვა კი არაფერი იყო.
მართალი ხარ, ასე თუ ისე ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ჩვენი მისახედია, მიუხედავად იმისა რა მოხდება გარშემო, არ გვაქვს მოშვების და მოდუნების უფლება.
აცხა ღორებო Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 30 აგვ 2008, 21:58

ბუბა კიკაბიძემ რუსებს დაახურა.
ნანი ბრეგვაძემ პეტერბურგის კონცერტზე უარი თქვა.
ნინო ქათამაძე კი :
ближайшая встреча с Нино состоится 25 сентября на сцене МХАТа им. Горького в сопровождении ансамбля солистов «Новая классика», в который входят музыканты из оркестров под управлением Владимира Спивакова, Юрия Башмета, Марка Горенштейна, Владимира Федосеева, Александра Рудина.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 30 აგვ 2008, 23:14

აქ დევს ფილმი ცხინვალის ომზე.
რომელიც გავიდა რუსეტის 1 არხზე.
ფილმი პროპაგანდისტულია და მთელი რიგი ფაქტებისა გაყალბებულია ან გამოტოვებული. მაგალითად 58 ე არმიის ბრზოლა ქარტულ არმიასთან საერთოდ არაა ნახსენები.
ფილმი შეიცავს ბევრ საინტერესო დეტალს, თუმცა მძიმე საყურებელია თავისთავად ომის საშინელების გამო.

The Wounds of Tskinvali , სულ 3 ნაწილია.

http://www.youtube.com/watch?v=6i2ltNdeWnw

http://www.youtube.com/watch?v=6EjRrTze ... re=related

http://www.youtube.com/watch?v=4z_KEY_N ... re=related

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by popins » 30 აგვ 2008, 23:17

ლეონტი


და ნინო ქათამაძეზე საქართველოში კაი ხნის წინ თქვეს უარი..

ეგ ის დონე არაა რომელიც ქართველ მსმენელს აკმაყოფილებს..ეგ გოგო კაი ხნის გაგდებულია აქედან და..
lenchiamal

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by MIRANDA » 31 აგვ 2008, 04:28

The West seems unable to speak with one voice against Russian aggression.

Apparently the Russian prime minister knew exactly what he was doing but assumed no one in the West did. And he was right.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 აგვ 2008, 10:09

რუსული გამოცემები:
ევროკავშირმა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების დაჟინებული მოთხოვნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების 1ლ სექტემბერის საგანგებო შეკრებაზე მიხეილ სააკაშვილიც დასწრებულიყო, არ დააკმაყოფილა.

ქართული გამოცემები:
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების 1ლი სექტემბრის საგანგებო შეკრებას არ დაესრება,
რადგან არის რისკი, რუსეთის ავიაციამ მისი თვითმფრინავი საქართველოში აღარ დააბრუნოს. მის ნაცვლად სხდომას პრემიერი გურგებიძე და საგ. საქმ. მინისტრი ტყეშელაშვილი დაესწრებიან.

ახლა მითხარით, ვის დავუჯერო?
მგონი, საქმე სულ სხვა რამეშია.

მკდ, თუ სააკაშვილს სხოდმაზე დასწრებაზე უარი უთხრეს, მაშინ აღარც გურგენიძე-ტყეშელაშვილი წავიდოდნენ.
თუ რუსები საქართველოში სააკაშვილს აღარ შემუშვებდნენ, რა, მსოფლიოს სძინავს თუ საქართველოში სხვა
შემოსავლელი არ არის (ტრაბზონის, ერევნის, ბაქოს აპორტების გამოყენებაც ჰო შეიძლება?)?

რა ვიცი.
ურთი1გამომრიცხავი ცნობები მუდამ იბეჭდება და ამის მიუხედავად, სიმართლის დადგენა მაინც შეიძლება.
უსინდისო პუტინი რომ იტყვის სი-ენ-ენის ეთერში აფხაზეთი და სოსეთი რუსეთის იყო და სტალინმა მისცა
ქართველებსო, სინამდვილეში კი ბელადმა ავტონომიების შექმნით ესეც წაგვართვა, საინგილოც, სოჭიც
და სა1ოდაც, გაგვასაბჭოა, კი გაიგებ, რომ დეზინფოა, მაგრამ სხვა ცნობების გადმოცემის შემთხვევაში?

რა ვიცი...

ნახეთ ხოლმე ვებ-გვერდი www.sosgeorgia.org და აგზავნეთ უცხოეთში
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 აგვ 2008, 10:11

ქართველი ჟურნალისტებიც ბევრ სცოდავენ რუს ვაიჟურნალისტებს ემსგავსებიან.
მაგალითად, ნახეთ სათაურები:
"რუსეთი საკუთარ ცოდვებში ამოიბუგება"
"რუსეთს ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს და ბოლოს ისე მოუღებს.
"პუტინი - ქონდრის კაცი და ქოსამატყუარა"
"რუსული სამხედრო მანქანა დანგრევის პირასა"
"საქართველო წინ მიდის, რუსეთი - უკან"
"შანხაომ დუშანბეში მოსკოვს ყური აუწია"

და ა.შ.
რა ავამყოფური სათაურებია და მასალები კიდევ უარესი.
არაა სერიოზული მსჯელობა და შემოწმებული ცნობები ჩვენს მედიაშია.
სასურველის სინადვილედ გასაღების მცდელობაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 31 აგვ 2008, 11:25

GAMARJOBA SAKARTVELO
რა ავამყოფური სათაურებია და მასალები კიდევ უარესი.
არაა სერიოზული მსჯელობა და შემოწმებული ცნობები ჩვენს მედიაშია.
სასურველის სინადვილედ გასაღების მცდელობაა
ნამდვილად. ეხლა ქართველი ხალხის გულის მოოხებაზე არიან გადასული. "ნახე როგორ ერხევა რუსეთს" და ა.შ.

დარხევის მე ჯერ ვერაფერი შევამჩნიე და მომავალში რა მოხდება კაცმა არ იცი...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by popins » 31 აგვ 2008, 11:25

2008-08-30 16:00
სოსო ცისკარიშვილი – პუტინი რომ თავდაყირა დაკიდო, თავის გადაწყვეტილებებს არ შეცვლის




იმის შესახებ, თუ რა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ ბერკეტებს აამოქმდებს ევროკავშირი რუსეთის მიმართ, "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკური საკითხების ექსპერტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა

- ბატონო სოსო, ქართული პოლიტიკური წრეები დიდ იმედებს ამყარებენ პირველი სექტემბრის ევროკავშირის სამიტზე, რომელზეც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ მოსკოვისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება იგეგმება. თქვენი აზრით, რა სახის ბერკეტებზე შეიძლება იყოს საუბარი და აღმოჩნდება კი ეს საკმარისი, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, საქართველოს საკითხში ცივილიზებულ სამყაროს ანგარიში გაუწიოს?
- ჩვენი საზოგადოებისთვის სახიფათოა გადაჭარბებული მოლოდინების ტყვეობაში ყოფნა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირმა რუსეთს რა სახის სანქციაც უნდა დაუწესოს, ეს საქართველოსთვის რამე კონკრეტული შედეგის მომტანი არ იქნება. რუსეთს აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ ხანგრძლივი დროით გაუძლოს არასასურველ ეკონომიკურ სანქციებს.
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთის სახელმწიფოებისა და ევროკავშირისაგან როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მხარდაჭერა. მოდით, ჩვენ საკუთარ ბოსტანს მივხედოთ; ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ, როგორ მოვიყვანოთ მოსავალი ამ ქვეყანაში, როგორ გავუსწოროთ თვალი იმ მწარე სიმართლეს, რომლის მიჩქმალვის მცდელობაც დღეს აშკარად არის.
XVIII საუკუნეში ბრძანებდა დიდი ინგლისელი მოაზროვნე გოლდსმიტი - "თუ გსურს, დასძლიო რამე ნაკლი, უპირველეს ყოვლისა, მისი არსებობის შესახებ ხმამაღლა უნდა განაცხადო". ჩვენ კი, რატომღაც ვცდილობთ, რუსულ ფსიქოლოგიას დავეყრდნოთ, რომელიც გვკარნახობს - Сор из избы не выносят და ვივიწყებთ ქართულ სიბრძნეს - ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა. ამ მოგონების სიზარმაცე და უუნარობა ზოგჯერ გვაიძულებს, ვიმოქმედოთ რუსული მენტალიტეტით და რუსული ფსიქოლოგიით, რაც, ზოგადად, დამანგრეველია.
რაც შეეხება უშუალოდ სანქციებს, რასაკვირველია, ყველაზე მწვავე ზემოქმედების ეფექტი ექნებოდა გარკვეულ ქვეყნებში სტრატეგიული ნავთობის საბადოების გახსნასა და, შესაბამისად, ერთი ბარელ ნედლ ნავთობზე ფასის 80 დოლარამდე ჩამოყვანას. ამ შემთხვევაში რუსეთში, დიახაც იქნებოდა კრიზისის მოლოდინი, რაც მას უხერხულობას შეუქმნიდა. ეფექტური იქნებოდა ისიც, რომ აგრესიის ავტორებს დაწესებოდათ ევროპულ სივრცეში გარკვეული შეზღუდვები თავისუფალ გადაადგილებაზე და ევროპულ ბანკებს რუსი ოლიგარქების მილიარდების წარმოშობის გამჭირვალობა მოეთხოვათ.
ვიმეორებ, ჩვენ არ უნდა გაგვიტაცოს იმ ბავშვის ფსიქოლოგიამ, რომელიც ნაცემია და გამლახველის საცემად უფროს ძმას მოიყვანს. საქართველოს ასეთი რეცეპტები არ უშველის. გულის ფხანა და ბოღმის ამოღება შეგვიძლია მხოლოდ საკუთარი გონითა და შრომით. ამის გარეშე, სანქციები დაედება თუ აეხსნება რუსეთს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ ექნება, რადგანაც ჩვენ იმავე ადგილს ვიქნებით. თუ მხოლოდ სხვის მიმართ გატარებული მკაცრი ზომები იქნება ჩვენი წახალისების საფუძველი, წინ წასვლას ვერ შევძლებთ.
- საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებში რუსეთის საფონდო ბირჟის საერთო კაპიტალიზაცია 400 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა, რუსეთიდან 17 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გავიდა, თუ ადრე კაპიტალიზაციის მაჩვენებლით რუსული "გაზპრომი" მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო, ახლა მე-7-ზე გადაინაცვლა, ანუ რუსეთზე ეკონომიკური ზემოქმედების ნიშნები რომ სახეზეა, ფაქტია. ამის გამო მედვედევმა შეშფოთებაც გამოთქვა...
- მედვედევმა შეშფოთებასთან ერთად გამოთქვა ბრალდებები და არა შეგნება მიზეზებისა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. მისგან მოვისმინეთ ბრალდებები სწორედ დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის საფონდო ბირჟაზე აისახა, მაგრამ პუტინი რომ თავდაყირა დაკიდო, თავის გადაწყვეტილებებს არ შეცვლის. იგი უკვე შეტევაზე გადავიდა, იძულებული იყო, გამოსულიყო მედვედევის ჩრდილიდან, რეალურად აეღო თავის ხელში ინიციატივა და წარამარა ატარებს პრესკონფერენციებს. პუტინი სი-ენ-ენისა და გერმანული პრესის საშუალებით ისტერიულად თავს ესხმის დასავლეთს, ცივი ომის ტერმინოლოგია საბოლოოდ გაჩნდა მის მეტყველებაში.
დასავლეთს ეყოფა პრინციპულობა, რომ ასეთ შეძახილებზე გადამეტებული რეაქცია არ მოახდინოს. რასაკვირველია, მოველი, რომ პირველ სექტემბერს ბრიუსელში არ იქნება მარტივი კონსენსუსის მიღწევა. შეფასებებსა და სანქციებისადმი დამოკიდებულებაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელთაც კარგად ახსოვთ რუსული ჩექმის მზაკვრობა, იქნებიან უფრო მომთხოვნი და პრინციპული. მაგრამ, როგორ ჩანს, არსებული პროექტიდანაც გამომდინარე, იტალიურ და რუსულ მაფიებს, მათ შორის პოლიტიკურ მაფიებს, ბევრი რამ აქვთ საერთო და, როგორც ჩანს, ბერლუსკონი არ იქნება მძაფრ კრიტიკოსთა შორის. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გაერო-ს უშიშროების სხდომაზე ნიუ-იორკში იტალიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული იყო რუსეთის პოზიციისა და რუსეთის მიერ ჩადენილი მოქმედებების მიმართ.
- რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის სამიტისთვის მომზადებულია გადაწყვეტილების პოლონური და იტალიური პროექტები. პოლონური ვარიანტი საკმაოდ მკაცრია, იტალიური, რბილად თუ ვიტყვით, თითქმის არაფრის მთქმელია. თქვენი აზრით, ევროკავშირის სამიტი საბოლოოდ რომელ პროექტს მიიღებს საქართველოს მიმართ რუსეთის მოქმედებების გამო?
- მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ იყოს მხოლოდ დაგმობა და არა - სანქციები. ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვმართებს გონიერება და თმენა ჭირისა.
დღეს ნებისმიერი კრიტიკა, მით უმეტეს, ხელისუფლების მხრიდან ევროპის, ანაც ამერიკის მისამართით - მათ ოდესღაც ის არ ქნეს, რაც უნდა ექნათ და ისინი ახლა იმ ტრაგედიის თანამონაწილენი არიან, რომელშიც ჩვენ ვართ - არის გზა არსაით და ქვეყანას მხოლოდ კიდევ უფრო დააზარალებს. ცხადია, არ ვგულისხმობ რუსეთს, რომელმაც რეალურად პლანეტის "შავი ჭირის" სტატუსი დაიმსახურა.

"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი
lenchiamal

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 31 აგვ 2008, 15:22

ამას ვამბობდი ნეტა სხვა დიდი მოვლენა არ მოხდეს სხვაგან მეთქი, და ზუსტად ამერიკას გუსტავმა დასცხო.
ყურადრება მოდუნდება.
რუსები ამ მომენტს ალბათ ხელიდან არ გაუშვებენ.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 31 აგვ 2008, 16:21

ლეონტი
არა მგონია გუსტავმა შეამციროს ჩვენდამი ინტერესი ამერიკის მხრიდან, ერთმა ქარიშხალმა უკვე გადაურა ამერიკას მარა CNN-ის ჰედლაინში მაინც ყოველთვის საქარველო იყო.
ამას გარდა ამერიკაში სახელსუფლებო შტოები საკმაოდ ფართო და სპეციალიზურებულია რაც მათ საშუალებას აძლევთ ყურადღება არცერთი მიმართულებით არ მოადუნონ.
აცხა ღორებო Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]