კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა.
ჯავრი შავაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა.
Last edited by ლეონტი on 02 თებ 2008, 13:28, edited 1 time in total.
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
*******
ქარო იზუზუნე...
ქარო იგრიალე..
ქარო დამანახე ფოთლების შრიალი
იგი შორს წასულა,
იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა,
საღამოს და მაშინ...
ნისლო აიშალე,
ზღვაზე იქრიალე,
ფრთები გაიშალე,
სახე გაიმშრალე,
გულის საბუდარი
დამიფიქრიანე.
ქარო გამიტაცე,
არ მინდა მიწაზე
ქარო წამიყვანე
აშარ ნისლიანად.
ქარო თუ გიყვარდე
მასთან მიმიყვანე,
ვინც გულის პერანგი
დამისისხლიანა.
გაფრინდი და მალე
ხელები დამალე,
უცხო კარნავალთან
არა ხარ ნავალი,
მთვარისკენ მიმავალ
ბილიკებს რა მოშლის,
თეთრ ქულებს ჩამოშლის
ღრუბლის ქარავანი
და შენც ,
მეგობარო ,
უნდა მოგებარო
ახელებს მნახველებს
ლექსის აგონია,
ო,სხვა სიხარული,
ო...სხვა აღმაფრენა
ლექსის სიყვარულთან
გამონაგონია.
ე...საით მიდიხარ?
თუ ღრუბლის ბინდი ხარ,
ვარამის ხიდი ხარ,
არარად მინდიხარ,
რატომ მიმატოვე?
მომკლავს სიმარტოვე,
რატომ მიმატოვე
ღრუბლის გავა-ტანო?
ზეცის სიფართოვე
და მის შვეშ მარტო მე...
ახლა სიმღერები ვისღა გავატანო.
ქარო იზუზუნე,
ქარო იგრიალე,
ქარო დამანახე ფოთლების თამაში.
იგი შორს წასულა,
იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა
საღამოს და მაშინ....
ლადო ასათიანი

ქარო იზუზუნე...
ქარო იგრიალე..
ქარო დამანახე ფოთლების შრიალი
იგი შორს წასულა,
იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა,
საღამოს და მაშინ...
ნისლო აიშალე,
ზღვაზე იქრიალე,
ფრთები გაიშალე,
სახე გაიმშრალე,
გულის საბუდარი
დამიფიქრიანე.
ქარო გამიტაცე,
არ მინდა მიწაზე
ქარო წამიყვანე
აშარ ნისლიანად.
ქარო თუ გიყვარდე
მასთან მიმიყვანე,
ვინც გულის პერანგი
დამისისხლიანა.
გაფრინდი და მალე
ხელები დამალე,
უცხო კარნავალთან
არა ხარ ნავალი,
მთვარისკენ მიმავალ
ბილიკებს რა მოშლის,
თეთრ ქულებს ჩამოშლის
ღრუბლის ქარავანი
და შენც ,
მეგობარო ,
უნდა მოგებარო
ახელებს მნახველებს
ლექსის აგონია,
ო,სხვა სიხარული,
ო...სხვა აღმაფრენა
ლექსის სიყვარულთან
გამონაგონია.
ე...საით მიდიხარ?
თუ ღრუბლის ბინდი ხარ,
ვარამის ხიდი ხარ,
არარად მინდიხარ,
რატომ მიმატოვე?
მომკლავს სიმარტოვე,
რატომ მიმატოვე
ღრუბლის გავა-ტანო?
ზეცის სიფართოვე
და მის შვეშ მარტო მე...
ახლა სიმღერები ვისღა გავატანო.
ქარო იზუზუნე,
ქარო იგრიალე,
ქარო დამანახე ფოთლების თამაში.
იგი შორს წასულა,
იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა
საღამოს და მაშინ....
ლადო ასათიანი

წამო, ზღაპარში ...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
სინდისს ვფიცავარ,
კურნავდი იარებს.
მიყვარდი, როგორც ზღვა ალბატროსს.
მე შენთან შორიშორს ვიარე
და ახლოს არ მოველ არასდროს.
შენს ტრფობას მერჩია მარილი მეჭამა,
ან მძევლად ვყოლოდი ტაიგებს,
მე ცუდი არა ვარ, იცოდეს ზეცამაც,
თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს.
ეს გული ხომ შენკენ ქარივით ილტვოდა,
არ მსურდა სიწმინდის შელახვაც.
მე შენი ტრფიალი მინდოდა,
და შენი ბავშვობის შენახვაც.
სიმონ ჩიქოვანი

ააწრიალებს სულს უშენობა
და შემოდგომის ნაზი ფერები,
ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ
და სიზმარშიც ვერ მოგეფერები...
ვიცი,ტკივილად გადამექცევი,
მაგრამ გახედე,ზღვაზე ნისლია...
ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს -
ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია!
უნდა გაიგო,უნდა იწამო,
რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ
ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი
გაუკაწრავი,გაუბზარავი...
თქვი, რომ გიშველა ამ ფოთოლცვენამ.
თქვი, რომ შეიკრა პირი იარამ...
ეს მე ვიყავი - ზღვის მონატრება -
შენს სიზმარში რომ გადაიარა.
ეს მე ვიყავი - შორი ნაპირი,
ცად გაკიდული თეთრი თოლია ...
ხომ ხედავ, შუქი იმ შემოდგომის
როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია.
და აწრიალებს სულს უშენობა
მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები
ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი
ყველა სიზმარში მე მეფერები....
ტერენტი გრანელი
და შემოდგომის ნაზი ფერები,
ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ
და სიზმარშიც ვერ მოგეფერები...
ვიცი,ტკივილად გადამექცევი,
მაგრამ გახედე,ზღვაზე ნისლია...
ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს -
ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია!
უნდა გაიგო,უნდა იწამო,
რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ
ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი
გაუკაწრავი,გაუბზარავი...
თქვი, რომ გიშველა ამ ფოთოლცვენამ.
თქვი, რომ შეიკრა პირი იარამ...
ეს მე ვიყავი - ზღვის მონატრება -
შენს სიზმარში რომ გადაიარა.
ეს მე ვიყავი - შორი ნაპირი,
ცად გაკიდული თეთრი თოლია ...
ხომ ხედავ, შუქი იმ შემოდგომის
როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია.
და აწრიალებს სულს უშენობა
მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები
ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი
ყველა სიზმარში მე მეფერები....
ტერენტი გრანელი
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ხარ ტურფა საკრავი, საზებიანო!
მიჯნურისა მკვლელო, ხაზებიანო,
ალვის ხევ გასულო, ვაზებიანო,
დაუშრელი ზღვა ხარ, მაზებიანო,
ოქროს თვალში ზიხარ, რაზებიანო!
ნადირში ნაქებო რაშო, ჯეირანო!
ვარსკვლავსავით ბრწყინავ ლალო, მარჯანო,
უსანთლოდ ანათებ, ბროლის შამდანო,
ხმალი ხელთ გიჭირავს, ერეკლე-ხანო!
ფეჰლის ფანჯის ოინბაზებიანო!
ანათებ ქვეყანას, მთვარე და მზე ხარ!..
ნეტავი არ დაღამდე, რა კაი დღე ხარ,
შტოები ასული, რა ტურფა ხე ხარ,
ტრიალი მინდორი, რა შავი ტყე ხარ,
შიგ ნადირი სავსე ბაზებიანო!..
გაზაფხულის ია ამოსული ხარ!
ასლი საყვარელი თაიგული ხარ...
ერთგული მოსამსახურე, ყული ხარ,
საიათნოვავ! რა ყარიბ ბულბული ხარ!
დილ-დილით ჭიკჭიკებ, ნაზებიანო!
მიჯნურისა მკვლელო, ხაზებიანო,
ალვის ხევ გასულო, ვაზებიანო,
დაუშრელი ზღვა ხარ, მაზებიანო,
ოქროს თვალში ზიხარ, რაზებიანო!
ნადირში ნაქებო რაშო, ჯეირანო!
ვარსკვლავსავით ბრწყინავ ლალო, მარჯანო,
უსანთლოდ ანათებ, ბროლის შამდანო,
ხმალი ხელთ გიჭირავს, ერეკლე-ხანო!
ფეჰლის ფანჯის ოინბაზებიანო!
ანათებ ქვეყანას, მთვარე და მზე ხარ!..
ნეტავი არ დაღამდე, რა კაი დღე ხარ,
შტოები ასული, რა ტურფა ხე ხარ,
ტრიალი მინდორი, რა შავი ტყე ხარ,
შიგ ნადირი სავსე ბაზებიანო!..
გაზაფხულის ია ამოსული ხარ!
ასლი საყვარელი თაიგული ხარ...
ერთგული მოსამსახურე, ყული ხარ,
საიათნოვავ! რა ყარიბ ბულბული ხარ!
დილ-დილით ჭიკჭიკებ, ნაზებიანო!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
მაინც უკვდავო საქართველო!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
წამები წამებს... წუთს _ წუთები, დღენი მიქრიან,
უსასრულობის აბლაბუდა სულში გამება.
გათენებიდან ბინდებამდე შენზე ფიქრია,
დაღამებიდან ცისკარამდე არის წამება!
დღეები დღეებს... თვეს – თვეები. რა უმწეოა
სათქმელი ყველა, მიტანილი უთქმელობამდე.
შენზე ფიქრიდან არფიქრამდე, დღე უმზეოა,
უმზეობიდან ნაბიჯია თვითმკვლელობამდე!
წამები წამებს... წუთს _ წუთები, დრონი მიქრიან!
გიო საჯაია

უსასრულობის აბლაბუდა სულში გამება.
გათენებიდან ბინდებამდე შენზე ფიქრია,
დაღამებიდან ცისკარამდე არის წამება!
დღეები დღეებს... თვეს – თვეები. რა უმწეოა
სათქმელი ყველა, მიტანილი უთქმელობამდე.
შენზე ფიქრიდან არფიქრამდე, დღე უმზეოა,
უმზეობიდან ნაბიჯია თვითმკვლელობამდე!
წამები წამებს... წუთს _ წუთები, დრონი მიქრიან!
გიო საჯაია

წამო, ზღაპარში ...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ინდიმინდი ფერად შინდი
ინდიმინდი ფერად შინდი ,
ფრთა გაშალე, გამოფრინდი,
გამომყევი, გამობრწყინდი,
განმინათლე თვალთა ბინდი,
შენთვის სიკვდილს არ შევშინდი,
უკვდავების წყაროდ მინდი.
ხალხური
ინდიმინდი ფერად შინდი ,
ფრთა გაშალე, გამოფრინდი,
გამომყევი, გამობრწყინდი,
განმინათლე თვალთა ბინდი,
შენთვის სიკვდილს არ შევშინდი,
უკვდავების წყაროდ მინდი.
ხალხური
Last edited by ნინი_85 on 17 მარ 2008, 21:09, edited 1 time in total.
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
"დღეს წეროები მოფრინდნენო-მეზობლის ბავშვმა-
და მეც უცილოდ უნდა მქონდეს იმედი ხვალის"
და მეც უცილოდ უნდა მქონდეს იმედი ხვალის"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ეძღვნება ყველას, ვისაც უყვარს ღვინო, მოლხენა, მე და თქვენ:))))
რომ არ დაგლიო,
როგორ გავლიო ეს გზა შორეთის...
მზე ხარ ამ დღისა.
მადლობა ღმერთს,
რომ შენით თრობის მადლი მაღირსა.
მზეჩამდგარ მტევნის სიტკბო დაგკრავს
და თავგზას მირევ,
როგორც მყვირლობის ჟამს ქარაფზე გატრუნულ ირემს.
რომ არ დაგლიო,
რა გაივლის ამდენ ხიდს ბეწვის,
უშენობისგან ზოგჯერ გულის ფიცარიც მეწვის.
მადლობა უფალს და იმ კაცის ფიქრიან მაჯას,
შენს ფერებაში არ დაზარდა რომელსაც გარჯა.
დავლევ და გზებიც ჩაეწვნება ერთმანეთს ლხენით,
ამ ყანწის მერე წამთრიონ მე თუნდაც ხელით...
დავლევ და მერე ყველაფერი კარგად იქნება...
დავლიო,თორემ გამაქროლეს ცაში ფიქრებმა.

lomikata
მომეწონა.....
მომეწონა.....

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
დარდ შამეჩვია,
ხანდისხან გამივლის გულში, გამკენწლავს,
ჰოდა ტყუილად შავჩივი ჩემს უბედობას გამჩენსა.
კაცი მისთვის ქმნა უფალმა, ვარამს მედგრადა ხვდებოდეს,
გასტეხოს ჭირი წელშია, თვითონ კი არა ტყდებოდეს.
მე კი, რა მეთქმის უვარგისს, ჭირი რა მოსატანია,
ჩემი ვაების მიზეზი ერთი მოხევის ქალია,
კაცისად ლანდად მაქცია, წყაროს წყალივით დამლია,
ნაწნავ მესროლა ქამანდად, მაჯას ბორკილად დამადო,
თან ახლოს არ მიმიკარა, შორიდან ცქერით დამადნო.
ქალი კი არა, ალია, მინისლულ მზერით დამცოფა,
გადამიარა, გამთელა მისი სხეულის ღვარცოფმა.
ქალი კი არა, შხამია, ტკბილად მკლავს ნაზი მაცდური,
ისეთი რეტდასხმული ვარ, თითქოსდა კლიდადან დავცურდი.
უფალ, შამინდე უბადრუკს, დიაცის ძალას ვემონე,
თუ არ მიშველი, ვეღარ ვძლევ მისგან მოგზავნილ დემონებს.
უფალ, მიწყალე, გამთელა ქალაის თვალთა მზერამა,
ისე შამხედავს, ტანში მცრის, თითქოს დამზვერა ძერამა.
კაცი ვარ ახლა ვითომ, მე, _ დარდ შამეჩვია გულშია.
ის ჩემი ცეცხლის წამკიდე არ მაგდებს აინუშშია.
უფალ, შამინდე ტიალი, ძალა მომეცი ხსნისაო,
გულზე ავიხსნა ბორკილი იმ დალოცვილის თმისაო.
არც მინდა იმას ვემონო, აღარც ტრფობის მაქვს ძალიო,
გული სწუხს, რად შაუქმნია, ღმერთს ასე ტკბილი ქალიო.

- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
\lama wrote:"დღეს წეროები მოფრინდნენო-მეზობლის ბავშვმა-
და მეც უცილოდ უნდა მქონდეს იმედი ხვალის"
"დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები,
ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ეკუშ ოე,ოე აგუგუნდა ,დაინთოოოოო... 

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
lomikata
აუცილებლად უნდა წამოხვიდე კვირას სემინარზე!!!

აუცილებლად უნდა წამოხვიდე კვირას სემინარზე!!!

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
legenda
სამწუხაროდ, ამ კვირას ვერა, მაგრამ მალე შემოგიერთდებით.
გაზაფხულთან ერთად გამოვჩნდები.
ხომ იცით, ჩვენ კატებს როგორ გვჩვევია

სითბო გვიყვარს, სითბო............
[/quote]
სამწუხაროდ, ამ კვირას ვერა, მაგრამ მალე შემოგიერთდებით.
გაზაფხულთან ერთად გამოვჩნდები.
ხომ იცით, ჩვენ კატებს როგორ გვჩვევია

სითბო გვიყვარს, სითბო............
[/quote]