bambina
მხედველობისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ვიტამინი A. თვალის გარკვეულ უჯრედებში ის მხედველობით პიგმენტად (როდოპსინი, მგონი) გარდაიქმნება. როდოპსინი განსაკუთრებით ღამით მხედველობისთვის არის მნიშვნელოვანი. ვიტამინ A-ს ნაკლებობამ შეიძლება ე.წ. ქათმის სიბრმავე გამოიწვიოს - ანუ, როდესაც ადამიანი სიბნელეში ცუდად ან საერთოდ ვერ ხედავს.
ჰოდა, რატომ დავწერე ამდენი -
სტაფილო აწვდის ორგანიზმს ბეტა კაროტინს (პროვიტამინ Aს), რომელიც ორგანიზმში ცხიმთან ურთიერთქმედებით ვიტამინ A-ს ''აწარმოებს''. ამიტომაც სტაფილო ძალიან სასარგებლოა მხედველობისათვის. პროვიტამინ Aს ორგანიზმს აწვდის ასევე სხვა ყვითელ-სტაფილოსფერი და მწვანე ხილ-ბოსტნეული: ბროკოლი, ისპანახი, ატამი, ნესვი, გარგარი და სხვ, ასევე ჭარხალი.
ესეც ჩემი დილეტანტური დაკვირვება
და რა ბედნიერებაა, რომ დღეს სამსახურში ერთი დიდი ულუფა გახეხილი სტაფილო უნდა მივირთვა!

გაუმარჯოს
სტაფილოს!
კიდევ: განსაკუთრებით აზიანებს თვალს
ეკრანიდან გამოსხივება და ასევე მავნებელი ნივთიერებები
თამბაქოს ბოლიდან. გარდა A ვიტამინისა, ასვე ვიტამინი C და E მეტად მნიშვნელოვანია თავისუფალი რადიკალებისაგან თვალის (უჯრედების) დაცვის საქმეში.
ამ ვიტამინებით მდიდარია:
ვიტამინი C - შავი მოცხარი, ოხრახუში, ბროკოლი, კივი, ციტრუსები და.სხვ
ვიტამინი E - მცენარეული ზეთები, ნიგვზეულ-თხილეული, სოიო.
ვიტამინი A - ზემოთ
ასევე დიდი რაოდენობით წყლის მიღება (დღეში 2 ლიტრი მაინც) თავიდან აგვაცილებს თვალის სიმშრალეს.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir