GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ბუნებასთან მოპყრობის ზომიერების მომხრე ვარ.
არ შეიძლება, ას ეუკუნტროლოდ ჩეხო შეშა ან შვეულმფრენით ინადირო ან ყოველდღე ლოგინის თეთრეულს
ცვლიდე და რეცხავდე ან უსარგებლოდ ენთოს მთელი ღამე სადარბაზოს შუქი თუ ფასადის გარე
განათება ან წარამარა უცვლიდე კალაპოტს მდინარეეებს ან ყოველი ახალი წვრილმანის შეძენისას ცელოფნის
პარკს იყენედე ან ყოველ გასვლაში 1ჯერად ჭურჭელს ხმარობდე და ა.შ...
სადარბაზოს განათება 24 საათი უნდა იყოს ჩართული. არა?
ჩემ სადარბაზოში განათება საერთო მრიცხველზე "იჯდა". ზოგზს 25W-იანი ნათურა ქონდა დაყენებული, ზოგზს - 60W-იანი, ზოგზს - 100W-იანი. ზოგზს 24 საათი ენთო, ზოგზს - არა. თვის ბოლოს გადასახადი ბინაზე საშუალოდ 2.3 ლარი გამოდიოდა. თანაც უნდა გევლო სართულიდან სართულზე და ფული გეგროვებინა. ზოგი არ იხდიდა იმ მოტივით, რომ ქალაქში არ იმყოფებოდა.
მე მომბეზრდა ეს მარაზმი. გავედი ბაზრობაზე, ვიყიდე 5W-იანი (25W ექვივალენტი) ნათურა, დავაყენე ჩემ სართულზე, მეზობლებს არ შევუთანხმდი და საერთო მრიცხველიდანაც მოვიკვეთე (საკუთარ მრიცხველზე შევაერთე). ეს არცთუ ისე ადვილი განსახორციელებელი იყო: საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც კი შემხვდა წინააღმდეგობა.
თუ 5W-იანი ნათურა 24 საათის განმავლობაში იქნება ჩართული, თვეში დაწვავს 3.6 კილოვატს (0.6 ლარი, ანუ 0.2 ლარი ბინაზე).
ეს რომ სხვებმა დაინახეს, ჭკუაში დაუჯდათ, მოვიდნენ და დახმარება მთხოვეს. მეც დავუანგარიშე, ფული ავაგროვებინე, ვიყიდე და ყველა სართულზე დავამონტაჟე.
ეს წლის დასაწყისში მოხდა. ჯერ არცერთი ნათურა არ გადამწვარა (ნათურა 5 ლარი ღირს).
აი, რამდენი კილოვატი დავუზოგე სახელმწიფოს, ხოლო მეზობლებს - ფული. სადარბაზოც გავანათე 24 საათი და ფულის აგროვების საშინელ პროცესსაც ბოლო მოვუღე.
ასეთი ნათურები სახლშიც დავაყენე (24W=120W). ჯერ არცერთი არ გადამწვარა. დაახლოებით 70 ლარის ინვესტიცია განვახორციელე. ის თანხა უკვე ამოვიღე და მოგებაზეც გავედი + სახელმწიფოსათვის დაზოგილი კილოვატები!
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.