კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 27 იან 2008, 13:37

***
იქნებ არც არასდროს დამდგარა. და იქნებ
მხოლოდ თვალისმიღმა სიზმრებში მოთოვა.
ვერცხლის ეჟვნებიან ზამთარს გავიფიქრებ:
ხეებს ეყინებათ სითეთრე ფოთოლთა.

ენკენის-, ღვინობის- ოქროსფერს ჩამოშლის
შროშანის შრიალში თეთრად არომანსებს.
მქრობი დეკემბერი - ქათქათა საშლელი.
თოვლში შეპარული გირჩი - დისონანსი.

იქნებ გვიანია. იქნებ არც არასდროს
ყოფილა. ამასთან, გვიანიც არ არის.
მაგრამ აცივდა და უნდა გავამართლო
სიფითრით თოვლი და ლოდინით ზამთარი.

დ. სუმბაძე "ანასტასია"

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by GOGONA » 27 იან 2008, 21:25

meore monadire

ამ ლექსზე მეუბნებოდი ხო?
გაიხარე :)
"ანაბრი..." მაგრად მომეწონა :wink: :)
Who is John Galt?

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by GOGONA » 28 იან 2008, 00:10

Пусть день твой будет солнечным,
прекрасным, И розами твой будет устлан путь,
И каждый вечер звездным, чистым, ясным.
О, Женщина! Всегда счастливой будь!
В тебе порыв грозы, зари сиянье,
Великолепье гор и норов рек
Отрада глаз, души очарованье,
Тобою вечны мир и человек.
В тебе природа всё своё искусство
Запечатлела, чтоб сказать – Хвала!
И для тебя, потом, в порыве чувства
Влюблённого мужчину создала!
Who is John Galt?

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by gio giorgi » 28 იან 2008, 00:29

შენ სხეული იმ ღამით დნებოდა.
გარეთ ბუნკერთან ჯუმბერი თბებოდა
კვდებოდა მაყვალა.
ტიროდა პატარა
ჯუმბერის პატარა
პატარა ,ჯუმბერის რატომღაც არ გაყვა
და იმ ბუნკერთან არაფრით არ გათბა.
ეხლა კი იმ ღამის ამბავი:
შენი სხეული ჩემში რომ, დნებოდა
დნებოდა იმ პონტში, რა პონტშიც ჯუმბერი
იმ ღამით ბუნკერთან თბებოდა.
მე სიყვარულის მორევში ვკვდებოდი
შენში ვიგრძენი პირველათ დემონი
დემონი ვნების,დემონი ეროსის
თავდავიწყების ნაზი ჰენოსის..
და იმ ღამეს კი მაყვალა კვდებოდა
და ჯუმბერი კი ბუნკერთან თბებოდა....


P.ს გაგრძელება იქნება :lol: :lol: :lol:

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 28 იან 2008, 11:55

ცარცისგან სული გაცრეცილი
სისულელისგან სულ გალეული
არაყ და ღვინო დალეული
თვალებში სისიხლი მაქვს ........
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 28 იან 2008, 12:24

"...მე მინდა შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა,
უბრალოდ ვუთხრა როგორც სუფრაზე.
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.
ეცემა თოვლი-თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა....
და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი,
ეცემა თოვლი-რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა-მიფრინავს ჩიტი..."

ო.ჭილაძე

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 28 იან 2008, 13:11

namcecuna
რა უცნაური სიზმარი ვნახე,
დააბოტებდნენ ბრმებივით მთები...
ვიღაცას მგლისთვის დაეგო მახე...
შიგ ბავშვი იყო გაბმული ფრთებით...

ო. ჭილაძე

:roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 28 იან 2008, 14:42

საერო ვეფხისტყაოსნის ნაწყვეტი:

"დილით იძახა თინამა,
ავთანდილ გაიპარაო,
სამოცი ჯუფთის ისარი
კაპარჭში ჩაითვალაო

თეთრი ვარი აქ დაკლა,
შავი თან წაიტანაო"
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 28 იან 2008, 21:18

ეს რა კაი თემა გამიხსნია :)

ერთი ლექსი მაქვს დასაწერი, ერთი გოგო მერჩის დამიწერეო და... მომიწევს შევსება აქაურობის... მარა ძალად ლექსი არ მოდის და...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 29 იან 2008, 11:25

ANIKOKOL

"სიმღერა ძველი, ბოროტი, ავი,
სიზმრები შავი, უნდო, საზარი,
დღეს ერთად უნდა დავასამარო,
მომეცით კუბო უზარმაზარი..."

ჰაინრიჰ ჰაინე

;)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 29 იან 2008, 14:40

აუ

ერთი ლექსი გამახსენდა

მაგრამ ბოლომდე ვერა და თამა დამეხმარება ალბათ....


"
შატილს გადიდდა ხოხობი,
გულდინჯად დაჯდა ჯარზედა,
შვიდი გაზარდა წიწილი
არწივის ნაბუდარზედა

შვიდსავ უყიდა სიათა,
შვიდსავ დაჰკიდა მხარზედა,
შვიდსავ უყიდა ფრანგული
შვიდსავ დაჰკიდა წელზედა

ახადსი გამოისტუმრა
"ქალ მამიგვარეთ ჯარზედა"
.
.
.


ახადს, გოდერძის ციხეო,
ქვაც ნუ გდებია ქვაზედა

(ციხე გატეხეს და ქალი წამოიყვანეს
გზად ფშაველ მწყემს გადაეყარნენ
ის გამოელაპარაკა:)

ან ეს ქალ საით მოგყავისთ
რომ მოატირებთ გზაზედა

ეს ქალ ახადით მაგვყავის
შატილს უნდ დავსვათ ჯარზედა
.
.
.
(მერე წყნარად თხოვს რომ ქალი დატოვონ ხოხობის შვილები კი დასდცინიან და ამბობენ ჩვენი შიშიტ შატილზე ვერავის გაუვლია შენ რაის ქალს დაგიტოვებთო)
.
.
.
თქვენ ტუ ქალ წაგაყვანინათ,
წვერიმც ნუ მსხიან ყბაზედა
თხის ტყავან გადაიძვრინა
ხელი გაისვა ხმალზედა / ჯაჭვი გამოჩნდა მკერდზედ

(ყველას თავები დააჭრა ქალს მისცა ოიარაღები და სოფელსი გამოისტუმნრა თან:)

ქალავ ნუ იტყვი ჩემს სახელს,
ჩვენ ვიყვნეთ დაძმობაზედა
არ ვიტყვი სენსა სახელსა
ჩვენ ვიყვნეთ ცოლქმრობაზედა
"
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 29 იან 2008, 15:03

ეს ერთიც და დღეს მეტს აღარ ვიზამ...

"ჯერ კიდევ გუშინ ცეცხლივით ენთო
რაც დავიწყების უკუნეთს ერთვის
და უკვე აღარ არსებობს ჩემთვის
აღარც ის სახე
აღარც ის წუთი
და ახლა როგორც პანდორას ყუთი-ცარიელი ვარ-
ჩემს ფსკერზე მხოლოდ განმეორების იმედი ცოცხლობს..."

ჭილაძე ისევ :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 31 იან 2008, 23:31

ტრფობა ძლიერი და გაბედული,
რომ ქვეყნად მეტი არა რა მსურდეს.
ტოროლასავით აფრინდეს გული
და სამუდამოდ დასტოვოს ბუდე.
რომ აღარ დარჩეს გოჯიც კი ცამდე,
შევიძლო მზესთან თვალის სწორება,
რომ მთიდან მომსკდარ ლილეოს ჰგავდეს
ადუღებული ჩემი ცხოვრება.

ა. სულაკაური

ისეთი ლექსია, მოვარდნასავით და მიყვარს დიდი ხანია :roll:

პ.ს ლოკო სად ხარ???????
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 01 თებ 2008, 12:40

თენდება, ჩქარა, მერიქიფევ, აღავსე ჯამი,
არ დაყოვნდება ჟამთა სრბოლა არც ერთი წამით.

სანამ დამდგარა დრო საწუთროს ყოფნა–არყოფნის,
შენ მაგ სასმისით დაგვიყენე არყოფნის ჟამი.

ეს ღვინო მზეა, აღმომხდარი თასის მაშრიყით,
თუ ლხინს ეძიებ, ძილს ერიდე დღისით თუ ღამით.

სანამ სადოქედ აზელილა ჩვენი ტალახი,
ღვინით ამივსე თავის ქალა ისე, ვით ჯამი.

ჩვენთვის უცხოა მწირობა და განდეგილობა,
კამკამა ღვინით დაგვლოცე და გვაამე ამით.

ჰაფეზ, სწორია, ვინც ამ ქვეყნად ღვინო იწამა,
ამ გზას დაადექ, არ დაფიქრდე, არც ერთი წამით.


ჰაფეზი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 01 თებ 2008, 13:17

რაც არ ვიცხოვრე, იმით გიჯერებ,
იმით მწამხარ და იმით მიყვარხარ
და შენც იქ ყოფნას უფრო იფერებ,
შესაყვარები უფრო იქა ხარ.

ვიდრე მპატრონობს თვალი შენდობის,
ვიდრე ოცნების უფალი დამთმობს,
იქ, მომავალში უფრო გენდობი,
უფრო მოგელი და უფრო გნატრობ.

ამ რწმენად მიღირს ქარის წყალობა,
თოვლის ვნება და ცდუნება ღამის,
რომ ამ სიყალბეს და წარმავლობას
გადახრის ხვალის მარადი წამი.

აქ, ენკენიის სივრცე - იოდად
ჩამოჰქცევია ნასხვისარ სითბოს.
ვითომ მტკიოდა, თუკი მტკიოდა,
თუკი მიყვარდა, მიყვარდა ვითომ.

ვაწარსულებდი დღეებს სიხარბით,
ჯვარზე გაკრული კაცის ქადილით...
სულ ყალბი იყო, რაც აქ გითხარი,
არც ეს სიცოცხლე იყო ნამდვილი...

ვერ ამოუვალ მომავალს ვალში,
ამაოდ გიძღვნი ძღვნად და გულისკვლად:
ამ ვარდს - ქაღალდის ფურცლებად გაშლილს,
ამ ცას - ხვალინდელ ზეცის დუბლიკატს.

რაც აქ გითხარი, იქ უნდა მეთქვა,
ეს სივრცე - იმ ცის ასლია მხოლოდ.
აქ ნაწილ-ნაწილ გაგროვებ ერთად,
რომ იქ სრულქმნილი გიხილო ბოლოს.

აქ ვერ აგივსე ზაფხულით უბე
და საკადრისად ვერ შეგიყვარე.
შენს მღვრიე ქარებს იქ წავჰყრი ღრუბელს
და ვარსკვლავეთსაც იქ აგიყვავებ.

თუ სიზმარ-ცხადი ღამის კანკელით
სვეგაწბილებულ მზერას გისწორებს -
შენს ლაღ ოცნებას რაც დავაკელი,
იქ გაგიცისებ და გაგიშორებ.

ამ ლაჟვარდების ზანტი სიცხოვლე
ვალმოუხდელი დარჩება შენთან,
რადგან რაც ნახე და რაც იცხოვრე
იყო მზადება მომავლის დღეთა.

ეს ცაც ცრემლიან თვალებს მოიწმენდს,
ხსოვნაც გარდასულს ჩაუვლის რიდით...
მე აქ ვერ მნახავ, აქ ვერ მომისწრებ,
იქ მომავალში ვდგავარ და გიცდი...
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]