Post
by meore monadire » 26 იან 2008, 18:39
ეს ლექსი ხევსურეთის ფორუმზე დავუწერე ერტ ფშაველ გოგოს, შუქიას
ძალიან ბევრი ვეცადე
ძალიან მოვინდომია
შენს საკადრისი რამ მეთქვა
სიტყვებით მექნა ომია
ციტატა
ფშაველის ქალის ნასრევი
პასუხად სავარგისია
მაგრამ რა, თუკი არ ორ
გამრჩევი ავ კარგისია
შუქიავ შენებ ნათქმებსა
ბალღებს ასწავლენ სკოლაში
ბექასად ბრიყვის ძახება
და გახუთების კოლაჟი
აქ არას ვწერდი ცოტა ხან
გულ რასამ მეუბნებოდა
თურმე დაჭრილსა არწივსა
ყორანი ეომებოდა....
იძახე მაგრებ-მაგრები,
ახარე მუზა ნაქადი
მე ბებია მყავს ფშაველი
სისხლი მეც მიდუღს ნაცადი
პასუხებს ხშირად იხილავ
ოთხმ პოეტმ დაიკვეხოსა
ისეთისეთას გესრევთა
ტუჩ სისხლით დაიპოხოსა
მეტს აღარ გეტყვი დაგაცლი
ანაბრი დრო დაგჭირდესა
ერთ შუტკა გამახსნევინა
რითმები განაღილდესა
და პასუმაც არ დააყოვნა:
ვკითხულობ, ვერ გამიგია
სად კუდი, საით იღლია...
ხევსურთა კაფიობისა
რა წესი შემოგიღიათ?..
სიტყვას სხლავთ, აკლებთ ასოებს,
შიგდაშიგ, თავს და ბოლოსა,
მტრისას, ეგ თქვენ ”ნაუბნარი”
ხევსურმა გაიგონოსა...
ვეჭვობ, ამზადებ ლექსიკონს-
ხევსურულ კილო-კავურის,
სირცხვილში ჩაგვიცვივან
არაბულ-ალუდაური...
ვერც სიტყვების სხვლამ გიშველა,
ვერც რა ფშაველმა ბებომა,
თქმა კიოთ* ბევრის გეწადა,
გიმტყუნა აზრის წებომა...
“ანაბრი დრო დაგჭირდება”_
სუ ცოტა ერთ თვის სიგრძისა,
ეგება რამე გავიგო
შენი კაფიის სიბრძნისა...
რა ჩემი ჭკუის საქმეა
“გახუთება” და “კოლაჟი”
არც უმაღლესში მივლავ არც
სახელოვნებო სკოლაში...
ფშავლის ქალი ვარ უხანო,
ათ-ოთხ-მეტისა წლისაო,
თქვენზე ვხალისობ, ფშავლებთან
როგორ გავხსნიდი პირსაო...
ერთ მაინც სწორად დაგიკვლავ*
ჩვევა გაქვთ გასაოგნები,
ხუთნი ერთ გადმამსეოდით*
მართლ ვითა არწივ ყორნები...
შაირ-კაფია სწორედ რომ
საბლატაოა ფშავლისა,
აქამდეც გავარჯიშებდით,
ვერცა რას გამჩნევთ სწავლისას...
თქვენ ისევ ხმალმა გალაღოთ,
ენით ჭრა ფშავლის წესია,
ფშავს წამამყევით, კაფიის
ხვალ-ზეგ იწყება სესია...
გაბრიელის სულს გაფიცებთ,
ცოცხლად მურღვას და გელასა,
ტყუილად წარამარაობთ,
აუტანიხართ წერასა,
ერთი ფშაური კაფია
მთლად აგიწონით ყველასა...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა
