maikomaiko wrote:აქ მარტო შეყვარებულები წერენ?
კაი მაშინ გავედი

არა მაიკო, არ წერენ აქ მარტო შეყვარებულები...
ახლა მთლად ბუნბუნლანდიაც არაა, მარა, ეჰ...
იყოო რომ ვთქვა უფრო სწორი იქნება, არადა, ახალგაზრდობის წლები ამ თემასთან ერთად გავლიე...
ბატონ არჩილს სიტყვის მჯობინობას ვეშურვოდი, მეორეობას ვსწავლობდი...
მერე ყველაფერში ახალი დრო მოვიდა, განვითარება და... ეს თემაც ისე დაჰყვა ისტორიის ციფრებს კარავზე, როგორც რაინდთა რომანტიული პერგამენტები ჩაყვნენ ძველი სამყაროს სასახლეებს უკუნში...
აღარც არჩილი არის უსაქმოდ, აქ რომ ცდილობდეს კლასის არ დაკარგვას, აღარც მე ვარ მეორე...
მოუცლელობის და დიდობის დრო დადგა და სანამ სიკვდილამდე დღეების დათვლის დრო არ დადგება, არ დაგვნანდება წასული ცხოვრება...
რომანტიული თემის გაკეთების მცდელობა იყო ეს თემა და, ქართველებმა ის მაინც ვიცით სულაც არაა საჭირო გიყვარდეს, რომანტიკას გრძნობდე...
ასე რომ, დაწერეთ ვისაც რა გაგიხარდებათ, ლამამ სონეტები, შენ ნაწყვეტები ბუნბუნლანდიდან
პოსტსკრიპტუმ: ერთხელ გურამ რჩეულიშვილი ნოემბერში მთელი ზაფხულს ნაგროვი ორასი მანეთით პალტოს საყიდლად მიდიოდა, როცა გზაში ორი მათხოვარი შეხვდა, შაოსანი დედა და პატარა ბიჭი...
სრულად მიუთვალა ორასი მანეთი ...