საქველმოქმედო ღონისძიებები....

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 08 სექ 2006, 19:25

კარ(ა)ველებო,
მოკლედ, მოვიბაზრობიანეთ. გვალვას მეგობარმა მანქანა ათხოვა (გაიხაროს იმ კარ(ა)ველმა ადამიანმა, სამწუხაროდ სახელი ვერ დავიმახსოვრე. ერთი ის მახსოვს, რომ პატარა კოხტა მიცუბიშია უკან ბაბაიაგის გამოსახულებით :roll: ). ბაზრობიდან ჩემს სიდედრთან გავიარეთ და ტანსაცმლის ფუთებიც წამოვიღეთ, რომელიც ისევე როგორც ჩვენი ნაბაზრ-ნავაჭრი :) მანქანაში დავტოვეთ. დამავიწყდა მანქანაზე აბრის მიმაგრება "მეორადი ტანსაცმელი ნახალოვკიდან - აბსოლუტურად უფასოდ" :) . მოკლედ მანქანის პატრონი ხვალ დილით სპორტის სასახლესთან მოვა მანქანით და ყველაფერს გადავდებთ მიკროავტობუსში.

შეძენილი რამე-რუმეების ჩამონათვალი:
1. ფქვილი (25 კგ-იანი 4 ტომარა)
2. მაკარონი (10 კგ-იანი 2 ტომარა)
3. შაქარი (1 კგ-იანი 15 პაკეტი)
4. ბრინჯი (5 კგ-იანი 3 შეკვრა)
5. სანთლები და ასანთები (ნავთი იქ ვერ ვიშოვეთ - ესე გვითხრეს ადრე კი იყიდებოდა აქ, მაგრამ რაც დენის ამბები გამოსწორდა, აქეთ ნავთისთვის თვალი აღარ მოგვიკრავსო) ოჰ, ეს საძაგელი გილაური... "სავსემ ხევსუროვ ნე უვაჟაიეტ"
6. კანფეტები (3 კგ)
7. ტანსაცმლის სარეცხი ფხვნილი (1 შეკვრა) ხელის, ანუ არა "აუტომატი", იმიტომ რომ სარეცხის მანქანაზე ფული აღარ გვეყო :)

მოკლედ, ხვალ, დილის 7 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან.

პირადობის მოწმობები თან გვქონდეს.

კარავი მეც მომაქვს.

lashas-ს მეგობარი მოდის ჩვენთან ერთად, მანამდე მთხოვა თუ ადგილი იქნება წამოვალო. მოკლედ, აქვეა განახლებული სია:

1. Gvalva
2. Mrs. Robinson
3. Gobe
4. Zura_N.
5.6. caucasica+1
7. ილია
8. beso2
9. არჩილი
10. Wanderer
11.12 Ira+1 (სოფო )
13. აჩიკო (lashas-ს მეგობარი)

P.S. ისე, გიტარის პირველი (წვრილი) სიმი (ლითონის) თუ აქვს ვინმეს, ხომ ვერ გამოაყოლებს? რა იცით რაში დაგვჭირდეს :wink:
Last edited by gobe on 08 სექ 2006, 19:48, edited 3 times in total.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Mrs. Robinson » 08 სექ 2006, 19:41

ირას და სოფოსაც მოაქვთ თურმე 4-კაციანი კარავი.... ეხლა უკვე მეტიცაა:

1. Gvalva (2-იანი)
2. Gobe (4-იანი)
3. Zura_N. -
4.5. caucasica+1 (3-იანი)
6. ილია (3-იანი)
7. beso2 -
3. არჩილი -
9.10. Mrs. Robinson +Wanderer (2-იანი)
11.12 ირა+1 (სოფო ) (4-იანი)
13. აჩიკო (lashas-ს მეგობარი) -
და ზურა წამყვანი -

Gobe არა, სიმი არა. :(

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 08 სექ 2006, 19:45

Mrs. Robinson,
beso2 რომ არ ჩანს ჰორიზონტზე :?: . შენ ხომ არ დაკავშირებიხარ, ბესოს კოორდინატებს რომ კითხულობდი?

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Mrs. Robinson » 08 სექ 2006, 19:49

gobe
არაფერი ვიცი, ბესოს კოორდინატი შენ გაქვს? მე არავინ გამომხმაურებია. 8)

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 08 სექ 2006, 19:53

Mrs. Robinson,
არა. არც მე მაქვს. მოკლედ, ჯერჯერობით ერთადერთ იმედად ის გვრჩება, რომ ბესო ბოლო პოსტებს წაიკითხავს და შემდეგ ვნახოთ, თუ გადაწყვეტს წამოსვლას, ვსეგდა პაჟალუსტა :)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Wanderer » 08 სექ 2006, 20:10

caucasica
17 კაციან მარშუტკაში 17 კაცი ჩაეტევა.....
საქმეც მაგაშია, რომ ვერ ჩაეტევა. :D ბარგი სადღა უნდა ჩავდოთ მერე ? :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Gvalva » 08 სექ 2006, 20:16

ხალხო,

ყველაფერი კარგად მოგვარდა, chuna თავის მანქანიანად მხსნელად გამოგვეცხადა ეხლა დატვირთული წავიდა სახლში, თავისი წილი თბილი ქურთუკი და რამეებიც მიამატა და თვითონაც მოგემატა :)

ასე რომ სია ასე გამოიყურება:

1. Gvalva
2. Mrs. Robinson
3. Gobe
4. Zura_N.
5.6. caucasica+1
7. ილია
8. beso2
9. არჩილი
10. Wanderer
11.12 Ira+1 (სოფო )
13. აჩიკო (lashas-ს მეგობარი)
14. ჭუნა

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Archil » 08 სექ 2006, 20:17

ხალხო, ორი პარკი ჰუმანიტარული დახმარების რამეები მომაქვს, ერთში ტანსაცმელი, ბურთი, მაისურები, კბილის ჯაგრისები და პასტები, კურტკები და ეგეთი რაღაცეებია, მეორეში კი მითხრეს კურტკებიაო (შეკრული მომიტანეს და არ ვიცი ზუსტად რაა შიგ). ყველაფერი ახალია, უხმარი. ზანდუკელზე დევს და ხვალე დილით გავიაროთ, თორემ იმათი ხელით თრევის თავი ნამდვილად არ მაქვს.

სხვა რა საჭირო მოიწერეთ, გადარბენებზე ვარ ეს დღეები და ისე ვერ ვკითხულობ. ხვალე გნახავთ იმედია.

გვალვა, ბატარეის და მობილის დატენვა არ დაგავიწყდეს, მერე არ თქვა არ შემიხსენებიაო.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Gvalva » 08 სექ 2006, 20:44

აუ, უბრალოდ ნახეთ რაა...

მთავარია ვინმემ რამე მოინდომოს და რამდენი რამე შეიძლება გაკეთდეს... ჯერ მარტო გობემ რამხელა ფუთა ჩამოიტანა...

გაიხარეთ!! მგონი მთაში ხალხს გავახარებთ!!

პატარა ნიჩაბი, ან თუ გინდათ დიდი წამოიღეთ რაა!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by guruli » 08 სექ 2006, 21:02

Gvalva
აუ, უბრალოდ ნახეთ რაა...

მთავარია ვინმემ რამე მოინდომოს და რამდენი რამე შეიძლება გაკეთდეს...
აი, სწორედ ეგ ვუთხარი ამ საღამოს გობესაც. და სწორედ მაგიტომ გთხოვთ, დაზვეროთ ვითარება - იქაურებს რა სჭირდებათ ყველაზე მეტად, რით შეგვიძლია დახმარება... მჯერა, ჩამოთოვლამდე კიდევ ერთი აქცია თავისუფლად მოეწყობა.
აბა, ღმერთი შეგეწიოთ კეთილ საქმეებში!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 08 სექ 2006, 21:16

guruli,
გაიხარე! დიდი მადლობა.
აბა, ღმერთი შეგეწიოთ კეთილ საქმეებში!
ისე ერთი აგური შენც გაქვს დადებული. მადლობა უფალს, რომ არის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია წამოსვლა რაღაც-რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ არაფერს იშურებს იმისთვის, რომ სხვა პირების საშუალებით დახმარების ხელი გაუწოდოს გაჭირვებულ ოჯახებს.
გაიხარე!!! :)
Last edited by gobe on 08 სექ 2006, 22:26, edited 2 times in total.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by mika » 08 სექ 2006, 21:20

Gvalva
უი რა კარგია მე კიდე ირაზე ვნერვიულობდი მეტქი არ დარჩეთ წაუყვანელითქოოო


აბა თქვენ იცით ჩემს მაგივრადაც გადაკარით ერი ორი და ... :( :( :( :cry:
medical student

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Gvalva » 08 სექ 2006, 21:26

ira

ვნახე რომ კარ(ა)ველებმა მშვენივრად მიგიღეს და ადგილიც ფანჯარასთან მოგინახეს მარშუტკაში, ძალიან გამეხარდა რომ ბოლო-ბოლო რომელიმე ლაშქრობაში ჩვენთან ერთად მოდიხარ!

წავედით!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by guruli » 08 სექ 2006, 21:38

gobe
ისე ერთი აგური შენც გაქვს დადებული.
ეგ არაფერი, ჩემო გობე. დღეს არ მეცალა, თორემ კიდევ მინდოდა რაღაცები, მაგრამ არა უშავს, მომავალი წინაა.
Gvalva
ძალიან გამეხარდა რომ ბოლო-ბოლო რომელიმე ლაშქრობაში ჩვენთან ერთად მოდიხარ!
თან, რა მშვენიერ და მადლიან ლაშქრობაში.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Wanderer » 08 სექ 2006, 21:46

ხალხო, საჭმელი წამოიღეთ რომ იქ ვჭამოთ. ტანსაცმელი არ იჭმევა. :lol: :lol: :lol:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]