რასაც ხშირად ვაკეთებთ, ვეჩვევით. ჰოდა, სულაც არ არის გამორიცხული, პირიქით, მოსალოდნელიცაა, რომ ფორუმებზე, სმს-ებსა და მესენჯერებში სიტყვებისა და ფრაზების არასრული ფორმით გამოყენება გავლენას იქონიებს ჩვენს სალიტერატურო ქართულზეც, სასვენი ნიშნების გამოუყენებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ვიცი, რომ სწავლისთვის სკოლა არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფორუმიდანაც შეუძლია ზოგიერთს სწავლა ან გახსენება იმისა, სად რა სასვენი ნიშანი უნდა გამოიყენოს...GAMARJOBA SAKARTVELO wrote:და ბრჭყალებიც ამოვარდება ვირტუალური ტექსტებიდანNaia wrote: ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს ვირტუალურ მართლწერაში ციფრების გამოყენებასა და სიტყვების შემოკლებაში. რაც თავი მახსოვს, ICQ-ში, მესენჯერსა თუ სკაიპში, აგრეთვე სმს-ების გაგზავნის დროს წერის ასეთ სტილს ვიყენებ. იმიტომ, რომ უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.
GAMARJOBA SAKARTVELOარა მარტო ხმოვნები, სასვენი ნიშნებიცმერწმუნე, სულ რამდენიმე წელიწადში ვირტუალურ მართლწერაში (მობილურის შეტყობინება, სკაიპი, ელ-ფოსტა, ინტერნეტ-ფორუმები და ა.შ) ხმოვნებიც კი ამოვარდება.
ამრიგად, სრულებით არ მახარებს ვირტუალური მართლწერის მოსალოდნელი "გამარტივება".