აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by tamuna_gudarexi » 18 იან 2010, 11:00

pataputina
ხათო, ჯარიმა გადაიხადე? :roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by nusa » 18 იან 2010, 11:35

თოვლიანი სახურავები..შავ ხეებს შორის კიდევ უფრო შავი საკვამურებიდან ამოსული ბოლის სვეტები ცისკენ მიიხუჭუჭებიან...
თოვს..
ბარდნის..
და ფიფქები ხრაშახრუშით ეცემიან..
სადღაც ძაღლი აყეფდება. მერე ვიღაცა ვიღაცას გადასძახებს და ყველაფერი ისევ ჩუმდება. ზამთრის ჩუმი საღამო ილევა, თოვლი კი - არა... აქაურები ალბათ ყველანი უკვე სახლებში არიან, თბილ ღუმელთან, თეთრ, ქათქათა თოვლგადაფარებულ ჭერქვეშ, თავთავის ოჯახებთან. ვგრძნობ, იქ სიცივე ვერასოდეს შეაღწევს.
არ ვიცი, შეიძლება ეს მახარებს.. შეიძლება ის, შუაგულ ტბაზე უზარმაზარი ასოებით ჩემი სახელი რომ წერია.. რაღაც მიხარია.. პატარა ცეცხლი გულშიც ანთია და ვერც იქ შევა სიცივე..
მეც მათოვს, როგორც ყველაფერს ირგვლივ და ყინვა მივლის გარს, მაგრამ ვერ ველევი ამ საღამოს..
მდუმარე პეიზაჟის შემყურეს, ღობის იქით სახლი მელოდება.
თავისი ჭერით, კედლებით, ბნელი ფანჯრებით..
. . .
იმის მერე ბევრი ისეთივე საღამო იყო. ოღონდ უჩემოდ.
სახლი კი ისევ იქ დგას. ზამთრის არ ეშინია და ერთი სული აქვს, სხვების მსგავსად, როდის ამოუშვებს ამაყად ბოლის ქულებს და ანთებული ფანჯრებით გახედავს წინ მინდორს.

იქ ჩვენ ერთად მივალთ...
ყველანი.




რით ვერ დადგა ეს დრო, ა...?

სად ხარ? :oops: :oops: :oops:
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by lama » 18 იან 2010, 11:57

nusa
:wink: :) :) :) :) :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by pataputina » 18 იან 2010, 12:51

tamuna_gudarexi
:shock:

ვაიჰხთ
ვუიჰხთ

კი არა და

30 დღე

და............ :roll:








:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by bambina » 18 იან 2010, 14:23

http://www.youtube.com/watch?v=wa2nLEhUcZ0&feature=fvst

მერე რა, რომ ჩემზე არ არის


:roll:
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by nusa » 18 იან 2010, 17:50

სამწუხაროა!!!!..... თუ ეს მართლა ასეა :?
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by pataputina » 18 იან 2010, 23:35

აბა თავი გაბერეთ


: |
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by Shanshika » 19 იან 2010, 02:15

დამეწევა და გამისწრებს კიდეც ...

:shock: :shock: :shock:

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by ln_ln » 19 იან 2010, 11:52

ეს ვინ მოსულაოოოოოო ვინო?



თოვს დღეს თბილისში
:) :) :) (zehappy)
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by pataputina » 19 იან 2010, 14:42

გამარჯობა აპოკალიფსო

: |
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by pataputina » 19 იან 2010, 15:34

დაუდგათ თვალები ზოგზოგიერთებს



:გივი:


კი არა და


ჩემში ჩამარხულმა მასპინძლობის ნიჭმა ამოხეთქა




აჰხა რა


ხომ ვამბობდი


შეუძლებელიც შესაძლებელია


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by Shanshika » 19 იან 2010, 22:46

მომბეზრდა ეს მუქი დღეები...

ფერადოვნება მომენატრა ...

...

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by tamuna_gudarexi » 19 იან 2010, 23:03

გოდერძი ჩოხელის გზავნილი მომავალში...
რომელ თემაში დამედო, ვერ განვსაზღვრე... მსურს, წაიკითხოთ... :roll:

18-01-2010
წერილი გაზეთ "კვირის პალიტრას" პროექტისათვის "გზავნილი მომავალში"


წერილი გაზეთ "კვირის პალიტრას" პროექტისათვის "გზავნილი მომავალში" "კვირის პალიტრის" საუკუნის პროექტი "გზავნილი მომავალში" გრძელდება. 2010 წლის ადრესატები მიიღებენ საუკუნის დასაწყისში სიყვარულითა და სასოებით დაწერილ ბარათებს. ამჯერად "პალიტრა-რჩეულიდან" გთავაზობთ 10 წლის წინ საგანგებოდ ამ პროექტისთვის დაწერილ გოდერძი ჩოხელის გზავნილს, რომელიც დღეს ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი ეს გზავნილი მარადიულად დარჩება სრულიად საქართველოს მეხსიერებაში.

აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. - რა იმედით?

- ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან იმედი აღარ იყო, მაშინ მოგვივლენდა დიდ მამულიშვილებს გადასარჩენად. ჯერჯერობით კი სატანა მძლავრობს და ტაშფანდურა აქვთ გამართული ღვთისმშობლის წილკურთხეულ საქართველოში ეშმაკის ტარტაროზებს.

ასე ვხვდებით მესამე ათასწლეულის დადგომას და უფრო უარესად.

კაცი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის და ალბათ დღევანდელი ქართველებიც ბევრ რამეს დაუმალავენ მომავალ თაობებს. დაუმალავენ თუნდაც სირცხვილის გამო - რას იტყვიან ჩვენი შვილები, როცა მომავლიდან გამოგვხედავენ?

განა შეიძლება ადამიანებმა ასეთ დღეში ჩააგდონ თავისი სამშობლო!!!

ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მომავლების "დიდი" წინაპრები, ყველაფერს რომ ვუჭამთ, ყველაფერს რომ ვუყიდით: მიწას, წყალს, ტყეებს, ადათ-წესებს, რწმენას, ეროვნებას, წარსულს, მომავალს...

მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც. რაღაცა მაკრთობს, რაღაცა მაელდებს.

ეს არ არის სიკვდილის შიში. ეს უფრო ჩემი და ჩემნაირი ქართველების უმწეობის, უმაქნისობის შიშია. სიკვდილისა კი ნამდვილად არ მეშინია. თითქოს იმისი ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ჩემს ახლომახლო და ეს ხმა ოდნავადაც არ მაკრთობს, იმედიც კი მაქვს: მოვრჩები ამ სატანჯველს და წავალ იქ, სადაც ჩემი წინაპრები არიან, იმათთან კი რისიღა უნდა მეშინოდეს?!

თან იმედი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ორიათასოცდახუთი წლის გაზაფხულზე მოვა ჩემი შვილიშვილი ჩემს საფლავზე, იების კონას მომიტანს და თვალებგაცისკროვნებული მეტყვის: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ჩემი შვილიშვილი საქართველოს ბედნიერებით იქნება ბედნიერი. არ ექნება უსუსურობის განცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია და ვერ წარმოიდგენს, როგორ მტკიოდა გული, როცა მესამე ათასწლეულის პირველ ახალწელს უსიხარულოდ, ანდა მოჩვენებითი სიხარულით ვხვდებოდით ქართველები. როცა ერთმანეთს ვკლავდით, ვძარცვავდით. მას არ ეცოდინება, როგორ მტკიოდა გული, როცა ერთხელ მამამისმა, სამი-ოთხი წლის რომ იყო, როგორ მთხოვა: - მამიკო, შენთან ერთად წამოვალ რა მეც ქუჩაში!

მე შევყოყმანდი. ის ფიქრს მიმიხვდა და დამაიმედა: - ნუ გეშინია, ჯიხურებთან არ გეწუწუნები, "ჟუვაჩკა" მიყიდე-მეთქი, ოღონდ წამიყვანე, შენთან ერთად მინდა სიარული.

რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილს ის არ ეცოდინება, და ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა მეყიდა მამამისისთვის "ჟუვაჩკა", ანდა რატომ იდგნენ ქუჩაში ჯიხურები. მას არ ეცოდინება, როგორ ვიდექი საათობით, დღედაღამ პურის რიგში და რამდენჯერ ჩემ წინ გათავდა, არ შემხვდა ის ტალახივით პური, სახლში მისულს კი შვილის მომლოდინე თვალები შემომეფეთა და მერე, როცა დასაძინებლად დავწექით, ყურში წამჩურჩულა:

- მე სულაც არ მშია, მამიკო!

ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.

იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს საქართველოს უახლოეს ისტორიას სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები ალბათ ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: - ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.

გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!

ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:

- აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?

ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.

მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს.

მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:

- ეს ქალაქი ვისია?
- ჩემ და ჩემი ძმისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი შვილებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი ძმიშვილისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი მძახლებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი კლანებისია!
- საქართველო ვისია?
- ალაგ-ალაგ სხვისია,

დანარჩენი, ბიძიაჩემ და ჩემი ძმისია მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად!

ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს "ქალაქობანას" თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი "მოქალაქეები" საქართველოში ორიათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს.

ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი. მეშინია.

სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორიათასოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული.

მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემს საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!
გოდერძი ჩოხელი, 2000 წ.

http://www.kvirispalitra.ge
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by Archil » 19 იან 2010, 23:30

tamuna_gudarexi

აქ რომ დადო, კაი იქნება მგონი მაგი

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2586
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...3

Post by Shanshika » 19 იან 2010, 23:45

tamuna_gudarexi

ჩავფიქრდი...

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]