Post
by kotetbeli » 04 სექ 2009, 03:02
თუშური ზღაპარი
დააგემოვნეთ ტკბილი თუშური კილო!
(ეძღვნება ყველას, ვისაც ჩემსავით უყვარს თუშეთი)
,,-ერთ მელაც ყოფილიყო, მოალის თურ მოალისადაც ერთ ქერის თავთავ მეცხელ, წავიდ სოფლის ახლოასადაც ერთ სახლის კართან დეცყუდა მემრ უძახ:
- ოჯახის შვილებო, სახლში არ დამაყენებთაავ?
- მოდიღავ, მელო, მოდი, რად არ დაგაყენებთავ!
შესულიყო დაც ეთქვა:
- ესეღ ქერის თავთავი, სიაც მამალაც გიჯდებითავ, იქ შემინახეთავ. წასრულიყვნეს დაც, სიაც მამალაც ჯდებ, იქ დაცდვ ქერის თავთავი.
მეორე დილა ეთქვ მელოს:
- ეგეღ ქერის თავთავ გამომიტანეთავ!
შესულიყვნეს, რაც, ქერის თავთავ მამალაცს შეცჭამ. მემრ მელოს ეთქვ:
- მომცემთ ემაგ მამალაცსავ, არაო-დ, სახლ-სამყოფს დაგილევთავ!
ამდგარიყვნეს დაც მიეც მამალაცი. წავალის თურ მელო, წავალისა დაც მეორე სოფელში წასულიყო, წასულიყო დაც ეძახა:
- ოჯახის შვილებო, სტუმარ არ გინდათაავ?
- გვინდავ, მელო, გვინდა, შემოდიღა!
- მაშიღავ, ეს მამალაცი, სიაც ყოჩ გიბიათავ, იქ დაცბითავ. წასრულიყვნენ დაც დეცბ ის მამალაცი, ღამ იქ დამდგარიყვ მელოი. მეორე დილა ეთქვ: ისიღ მამალაცი გამომგვარეთავ!
შესრულიყვნეს და ენახვ, ყოჩს ამეცჯლიხაგ დაც მეხკლ ის მამალაეცი. მელოი ეთქვ:
- მომცემთ, მომცემთ ემაგ ყოჩს, არაოდდ' სახლსა-დ' სამყოფს დაგილევთავ.
მეტი რაც დრო ხქონდა, დაეცყვანა დაც მიეც ყოჩი. წავალის თურ წავალის მელაცი დაც ახლა სოფელში წავალის. წავიდა დაუცძახა:
- სახლის პატრონებო, დღეს ღამეღ შემინახეთავ!
- მოდი, მელო, მოდი, შეგინახავთავ.
- მაშიღ ესეღ ყოჩი ბაშტეს (,,ბაშტე"კოშკის პირველი სართულია) დაცბითავ.
წასულიყვნეს, ბაშტეს შეცყვან დაც დეცბ ეს ყოჩი. იმ სახლის პატრონებს თურ სამ ქალებ ხყვანან: ცუტუნაც ქალ თურ მეტაც ლამაზი. დაწვნეს, ყველაცთ დეცძინა. ადგა ეს მელიო-დ თურ იმ ცუტუნაც ქალს დანა მოხპარა, ყელი გამოშჭრა თავის ყოჩს, სისხლიან დანაი თურ იმ ცუტუნაც ქალს ჩუდვ ჯიბეში. მეორეს დილა თურ უთხრ:
- იეგეღ ჩემ ყოჩ გამომგვარეთავ!
- უი, მელო, შენ ყოჩისად ყელი ვისამ გამოუცჭრია!
- არავინაცარ გამოსჭრიდა ყელს და არავინაც არა, თქვენ მოგიკლავთავ ის ყოჩიო.
- არავ, მელო, არავ, ჩვენ არ მოგვიკლავავ!
- აბა, მაშ დანებ მანახვიეთავ, ვისიც დანა სისხლიანიავ, იმის მოკლულ იქნებავ ჩემ ყოჩი.
ნახეს დაც ცუტუნაც ქალის დანა იყავ სისხლიანი.
- ამას მუცკლავ ჩემ ყოჩივ. მომცემთ, მომცემთ ამ ქალსავ, თუ არავ, სახლსა-დ სამყოფს დაგილევთავ.
ციცყვანეს დაც მისცეს ის ქალ მელოს. ჩასვ გუდაში, ციცკიდ ზურგთ დაც წავალის თურ მელო, მღერის:
- ვიცინცულე, ვიკუნკულე, ერთ ქერის თავთავ მოვხელე, ქერის თავთავ მამლაცდ გავყიდე, მამალაც ყოჩად გავყიდე, ყოჩი ლამაზ ქალად გავყიდე.
იქ ახლოს თურ ყანას ახნევენ, მოხნავმ უძახ მალოს: მელო, აქაღ მოდი!
წავიდა მელოი დაც დაჯდ იმ მოხნავთან, გუდაიც გვერდ დაიდვ, მემრე მოხნავმა უთხრა:
- მელო, ამ საცრით წყალ მომიტანიდივ!
წავიდ მელოი და წყალს ვერ აყენებს საცერში, მემრ უძახ მოხნავს: - მე ამ საცერში წყალს ვერ ვაყენებავ.
მოხნავმ დუცძახ: - მიწით გოზევ!
ეგოზ ამ მელაცს. იმისობაში იმ მოხნავს ის ქალი ამეცსვ გუდითა, ძაღლის ლეკვაც ჰყვანიყუ დაც ის ჩეცსვ გუდაში. ქალ კიდე დეცმალ ურნატში. მოსულიყუ მელაცი, წყალი მეყღუ, ცეცკიდ გუდაი-დ' წავალის. წუწკუნებს თურ ის ლეკვავ გუდაში, წუწკუნებს თურ, მელაც ეტყვის:
- ნუ სტირი, ქალო, ნუ სტირი, სუროს კარ წაგიყვანავ, ჯვალ-მალიანაცს განახვევავ.
წასულიყვნეს სუროს კარ, გეცხსნ გუდაი დაც შიგითა თურ ძაღლ ამოფრენილიყუ დაც გაქცეულიყუ. დამჯდარიყუ მელაც, ეტირ, ეტირ, ეტირ, ეტირ. ბოლოს ეთქვ, რომევ ჩემის ჭკვისასამც ყველაცს ეს მუცავ."
სიდო მაქოს ასული მოზაიძე, სოფ. დიკლო, 1932 წ.
ჩაიწერა სერგი მაკალათიამ
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...