Page 14 of 22

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 03 სექ 2008, 12:27
by uma
GAMARJOBA SAKARTVELO

გამარჯობა გოგა, როგორ ხარ?

როგორ გეტყობა კუბაში რომ ხარ ან იყავი :lol: :lol: :lol:

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 03 სექ 2008, 18:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
uma wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

გამარჯობა გოგა, როგორ ხარ?

როგორ გეტყობა კუბაში რომ ხარ ან იყავი :lol: :lol: :lol:
გაგიამრჯოს ჩემო კარგო.
უი, აბა, რა მეტყობა?

კუბაში მაგდაგავრი შეზღუდვები, მგონი, არ არის, მაგრამ ჩვენთან მინდა, რომ იყოს. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს რაღაც
მე2ედ დაბადებაა, არაჯანსაღი წესი, სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკები - ოჰ, რა ბედნიერი ვარ, 2ვესგან შორს ვარ და
დიდი სურვილი მაქვს, ამ ჯოჯოხეთისგან საზოგადოება თავისუფალი იყოს.

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 29 სექ 2008, 03:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
რა იქნება, საქართველოს აკადემიურ, დრამატულ, ოპერისა და ბალეტის თეატრებში, კლასიკური მუსიკის
კონცერტებზე მაყურებელი უწინდელივით ელეგანტურად, აკადემიურად ჩაცმული დადიოდეს და არა ჯინსებით,
თავსაბურავებით, აჩაჩულ-დაჩაჩული სამოსით?

ამით ხომ თეატრების მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ?
ამასთან, საღამოს კოსტიუმები სა20რად ამშვენებს ადამიანს.
ქალი საღამოს კაბაში განსაკუთრებულად ლამაზი და მიმზიდველია, მამაკაცი კი კოსტიუმით, ფრაკით ნამდვილი დენდია.

ამ საქმის მოსაგვარებლად კონტროლი უნდა დაწესდეს. ამასთან, ვფიქრობ, გარკვეული ხნით მაყურებელს
ჩაცმულობის სტილს ბილეთებსა თუ მოსაწვევებზე დატანებული წარწერაც უნდა ახსენებდეს

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 29 სექ 2008, 03:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
აქვე ვიტყვი, რომ სრულ უტაქტობად მიმაჩნია სპეკტაკლებზე, კინოში, დარბაზის კონცერტებზე მობილური ტელეფონით სარგებლობა.
შე დალოცვილო, საყურებლად მიდიხარ? გამორთე რა. შემსრულებელს და მაყურებელსაც არ შეეშლებათ ხელი.
ვისაც საქმე აქვს, ის 2 სთში ისედაც დაგირეკავს.

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 26 ოქტ 2008, 04:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამას წინათ ასეთი კითხვა დამებადა:
თუ რუსეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოკავკასილები დაიქირაოს,
ჩვენ რატომ არ შეგვიძლია მათი დაქირავება?
მაგალითად, კაზაკები რომ დავიქირაოთ, ამით ჩვენს გენოფონდსაც მოვუფრთხილდებოდით და ომის გამე2ების შემთხვევაში,
მომგებიან პოზიციაში ჩავდგებოდით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩრდილოკავკასიელები საქართველოს წინააღმდეგ აღარ წამოვიდოდნენ.
შევქმნათ ე.წ უცხოური ლეგიონი, როგორიც, ვთქვათ, საფრანგეთშია და ჩავწეროთ კაზაკები, ყაბარდოელები, ჩეჩნებიც, დაღესტნელებიც.
მათი ვინაობაც, ალბათ, ანონიმური უნდა იყოს, რომ კრემლმა ოჯახის წევრებს პრობლემები არ შეუქმნას.

რუსები ჩრდილოკავკასიელებს 800-1000 დოლარს უხდიან თვეში და ამის საშუალება და კიდევ უფრო მეტის გადახდისაც,
ჩვენს ბიუჯეტსაც აქვს.
ერაყში 2000 კაცის შენახვა უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ჩრდილოკავკასიელთა 1 ბატალიონის შენახვა დაჯდება.
განა, დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა სამხედრო რეფორმა და რეგულარული ჯარის შექმნა ყივჩაღებით არ დაიწყო?

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 20 ნოე 2008, 00:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
"კარავი" ის გარემოა, რომელსაც ოჯახს უფრო ვუწოდებთ და სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა,
ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია.
ოჯახში კი, როდესაც ტკივილია, იქ რაღაცეებზე თავშეკავება გვმართებს...

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 25 ნოე 2008, 01:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
მორჩა, გადავწყვიტე:
ვიდრე წუწურაქი "პოპული" საფირმო ცელოფნების გაყიდვას თავს არ დაანებებს, მის ქსელში აღარაფერს ვიყიდი.
განა 20 თეთრიან პარკებშია საქმე?
დამოკიდებულებაშია.
ადექი და ის 20 თეთრი საქონლის ფასებში გადაანაწილე და ჩვენ იმ პარკებს ნუ მოგვყიდი, რომლითაც შემდეგ ქუჩაში უნდა
გამოვიდეთ და რეკლამა გავუწიოთ.
ხელში მაღაზიის დასახელებიანი პარკი რომ გიჭირავს, რეკლამაა, მაშ რა ჯანდაბაა და ამისთვის
თითოელ ჩვენთაგანს ფულს აქეთ უნდა გვიხდიდნენ და არა ჩვენ ვუხდიდეთ.
ისედაც თვალში აღარ მომდის ეს ქსელი თავისი ეგვიპტური კარტოფილითა და თურქული ვაშლით.
თუ მაინც და მაინც ფასიანი პარკები უნდა ჰქონდეთ, მაშინ ალტერნატივად ის პარკებიც ჰქონდეთ, რომელზეც მაღაზიის რეკლამა არ იქნება დატანებული

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 27 ნოე 2008, 23:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
აწლის მოახლოებასთან 1ად სულ უფრო აქტუალური იქნება ნაძვის ხის თემა.
დიდი იმედი მაქვს, ნაძვების მოჭრაზე ჩვენი საზოგადოება უარს იტყვის.
ჩემს მხრივ კი, ამ აწელს ვერაფრიტ ვესტუმრები იმ ოჯახს, სადაც მოჭრილი ნაძვი ედგმებათ

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 27 ნოე 2008, 23:47
by ARCHILI
რამდენი ხანია ეს თემა არ მინახავს ...


ვახ

ვახ

ვახ


იდეები...

იდეები...

იდეები...

სპეციალური საახალწლო ფასდაკლება :wink:

გამარჯობა გამარჯობა...

და რა მაინტერესებს, ახალ წელს ვინმე რომ დაგპატიჟებს, ჯერ იმას ჰკითხავ როგორი ნაძვის ხე გიდგათო? და ისე გადაწყვეტ წახვიდე თუ არა?

:roll:


:wink:

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 27 ნოე 2008, 23:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHIL_i wrote:რამდენი ხანია ეს თემა არ მინახავს ...


ვახ

ვახ

ვახ


იდეები...

იდეები...

იდეები...

სპეციალური საახალწლო ფასდაკლება :wink:

გამარჯობა გამარჯობა...

და რა მაინტერესებს, ახალ წელს ვინმე რომ დაგპატიჟებს, ჯერ იმას ჰკითხავ როგორი ნაძვის ხე გიდგათო? და ისე გადაწყვეტ წახვიდე თუ არა?

:roll:


:wink:
გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს.
აუცილებლად ვკითხავ.
მთელი "სტრატეგია" შევიმუშავე.
ჯერ ვკითავ, აბა, რომ მეპატიჟები, ნაძვის ხე გააქვს?
თუ მიპასუხებს კიო, ვკითხავ:
როგორი ნაძვის ხეა, ბუნებრივი?
პასუხის მიხედვით ვიმოქმედებ

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 27 ნოე 2008, 23:56
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO

მე მაინც მგონია, რომ სპეციალური კომისიის შექმნა ჯობია, აბა, ამხელა გამარჯობა კაცი თვითონ ხომ არ შეწუხდები...

ჰოოდა...

ეს კომისია სპეციალურ კვლევებს ჩაატარებს, თუ სად არის პოტენციური შენი მასპინძელი ოჯახები და მათ მონაცემთა ბაზას შექმნის...

შემდეგ უკვე უნდა შევკრათ მეორე ჯგუფი, რომელიც მათი სახლების წინ სპეციალურ აქციებს გამართავენ, ლოზუნგით:

"შემოუშვი გოგა შენს სახლში - ნუ მოჭრი ნაძვის ხეს, გოგა მორთეთ ბავშვებისათვის"

:wink:

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 28 ნოე 2008, 00:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHIL_i wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

მე მაინც მგონია, რომ სპეციალური კომისიის შექმნა ჯობია, აბა, ამხელა გამარჯობა კაცი თვითონ ხომ არ შეწუხდები...

ჰოოდა...

ეს კომისია სპეციალურ კვლევებს ჩაატარებს, თუ სად არის პოტენციური შენი მასპინძელი ოჯახები და მათ მონაცემთა ბაზას შექმნის...

შემდეგ უკვე უნდა შევკრათ მეორე ჯგუფი, რომელიც მათი სახლების წინ სპეციალურ აქციებს გამართავენ, ლოზუნგით:

"შემოუშვი გოგა შენს სახლში - ნუ მოჭრი ნაძვის ხეს, გოგა მორთეთ ბავშვებისათვის"

:wink:
მომწონს შენი იდეა.
უფრო მეტიც, სათამაშოებითაც კი წავალთ

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 28 ნოე 2008, 00:40
by MIRANDA
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჩემს მხრივ კი, ამ აწელს ვერაფრიტ ვესტუმრები იმ ოჯახს, სადაც მოჭრილი ნაძვი ედგმებათ
მე შეგიძლია მესტუმრო.. უფრო მეტიც... ახალ წელს სად ვიქნები არ ვიცი, მაგრამ მოდი თარიღს ჯერ ნუ დავთქვამთ და ე.წ. "ახალი წლის დღეებში" ერთი ლამაზი კარავული შეკრება ჩემთან სახლში მოვაწყოთ.. :D

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 29 ნოე 2008, 00:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
MIRANDA wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჩემს მხრივ კი, ამ აწელს ვერაფრიტ ვესტუმრები იმ ოჯახს, სადაც მოჭრილი ნაძვი ედგმებათ
მე შეგიძლია მესტუმრო.. უფრო მეტიც... ახალ წელს სად ვიქნები არ ვიცი, მაგრამ მოდი თარიღს ჯერ ნუ დავთქვამთ და ე.წ. "ახალი წლის დღეებში" ერთი ლამაზი კარავული შეკრება ჩემთან სახლში მოვაწყოთ.. :D
თუ მოჭრილი ნაძვის ხე არ გედგმება, სიამოვნებით გესტუმრები

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 29 ნოე 2008, 00:55
by MIRANDA
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: თუ მოჭრილი ნაძვის ხე არ გედგმება, სიამოვნებით გესტუმრები
ჩემს წინა წერილში სწორედ ეგ ვიგულისხმე... ჩემთან მოჭრილი ნაძვის ხე არ დაგხვდება.. სილამაზეზე შეიძლება თავი ვერ დადოს, მაგრამ ჩემი ნაყიდია და მიხარია ხოლმე ახალი წლის მოსვლა იმიტომ, რომ ყუთიდან ამოვიღო ჩემი ნაძვის ხე და მოვრთო..