მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ლეონტი » 10 თებ 2009, 22:29

ARCHILI
არა არა შენ კახელი გირევია, ნაღდად.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 10 თებ 2009, 22:30

ლეონტი wrote:ARCHILI
არა არა შენ კახელი გირევია, ნაღდად.
ბებია მყავდა კახელი

:wink:
Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by დათო » 10 თებ 2009, 22:34

GAMARJOBA SAKARTVELO
სა1ოდ, არც კონსტიტუციური, არს საპარლამენტო, არს საპრეზიდენტო მმართველობა ტერიტორიების დაბრუნების წამალი არ არის.
წამალი ჩვენს ქცევაში უნდა ვეძებოთ და არა მუცელღმერთობაში, ან არხეინობაში.
ჩვენი ქცევა მართლაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი იქნება.
ამავე დროს, ამჟამინდელი ოკუპაციის პირობებში ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა შესაძლებელი არ არის. საჭიროა დალოდება იმ მომენტის, როდესაც რუსეთი კრიზისის შედეგად ვერ შეძლებს საკმარისი რესურსების მიმართვას საქართველოს წინააღმდეგ. გარკვეული მიზეზების გამო, ამ დროის დადგომა არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს.
ამის შემდეგ, სწორედ საქართველოზე იქნება დამოკიდებული, აღადგენს თუ არა იგი წესრიგს და კანონიერებას საკუთარ ტერიტორიაზე. მთავარია, სწორედ განვსაზღროთ ის ღონისძიებები, რაც აუცილებელი იქნება ამ შედეგის მისაღწევად. და კარგად გამოვიყენოთ ის წლები (სავ. 5-15), რაც არის დარჩენილი ასეთი დროის დადგომამდე.


ბოდიში, რომ მონარქიის... მეტად საჭირბოროტო თემას გადავუხვიე :)
Last edited by დათო on 10 თებ 2009, 23:48, edited 1 time in total.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by popins » 10 თებ 2009, 22:34

lama wrote:
popins wrote:სიკვდილი ბოლშევიკებს თქო :roll:

ბოლშევიკები ვყოფილ;ვართ

ბოდიშით

რთულადაა პოპინს საქმე

:D ;)

თათქარიძეობასა და ..... :)

არ მიწყინო :)
ბოდიშით-ასეთი სიტყვა არ არსებობს პატ.მასწ.

არსებობს სიტყვა ბოდიში :roll:

მიწყინე თუ გინდა :roll:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 10 თებ 2009, 22:45

popins
:oops: :oops: :oops: :oops: :oops:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 10 თებ 2009, 22:51

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა მე და შენ ნამდვილად შთამომავლები ვართ

ადამისა და ევასი

ხოლო მე რა პროპაგანდაზეც ვსაუბრობდი ჩემს წერილში მე მგონი გასაგები უნდა იყოს შენთვის???

თუ არ არის გასაგები მაშინ ეს სხვა პრობლემაა

:roll: :roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ლეონტი » 10 თებ 2009, 23:03

მონარქია და ფეოდალიზმი დღეს ანაქრონიზმია.
ბოლშევიზმი და ფუტკრის სკის იდეა დამარცხდა.
გაუმარჯოს საქართველოს და ქვეყნის რესტორნებში დიდება გახრწნილებაა.
როგორც "სალუდ ხეორხიამ" აღნიშნა.
დემოკრატია და მსოფლიო წესრიგში გატხვეფა სწრაფი გადაგვარებაა.
ნუვინ ფიქრობს რომ ეს პრობლემა მარტო ჩვენ გვაქვს და სასაცილო მონარქიობანა გვიშველის.
და დარჩა იდეა, რომელიც ჯერ არ გამოკვეთოლა მაგრამ ღმერთმა ყველა ერს მიანიჭა, მათ შორის ჩვენც, ქართველებსაც.
გინდათ მესიანისტური იდეა უწოდეთ , მაგრამ ეს არის ერთადერთი რომელმაც ებრაელებს 2000 წლის მერე ფერფლიდან აღადგენია ისრაელი.
ისინი მისიას ასრულებენ და ამისთვის ემზადებიან.
ეს კუთვნილი იდეა აღადგენს საქართველოს, რომელიც ერში დევს, გენში, და არა ცალკეულ პიროვნებაში და მის მონურ თაყვანისცემაში.
1 მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.
:wink:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 10 თებ 2009, 23:14

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
თუ ძმა ხარ, გამოტყდი, თავად შენ ვისი პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექეცი, ამას რომ წერ?
ისე, შეგახსენებ, რომ აღთქმის მიხედვით, 1ლი ადამიანები ადამი და ევა არიან, რომლებიც
დედამიწას უფლის ნებით მოევლინენ.
შესაბამისად, ჩვენც და ბაგრატიონებიც მათი შთამომავლები ვართ.
ეძახე ამას პროპაგანდა...
რა ითქვა 1000 წლის წინათ სხვა ისეთი განსაკუთრებული, ახლა რომ ეჭვი შეგიტანია?
ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლები იყვნენ ბაგრატიონებიო, თუ იტყვი, მაინც ადამ და ევასთან მივალთ.

და შენ იცი სუმბატ დავითის ძე ვინ იყო????

თუ იცი მაშინ ამ კითხვას აღარ დასვამდი

წაგიკითხავს მისი ნაწერები???

და რა ვიგულისხმე პროპაგანდაში მაშინ ნათელი გახდება შენთვის

ნუ დემაგოგობ... თუ ძმა ხარ :) :) ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 10 თებ 2009, 23:27

..
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 11 თებ 2009, 01:17

ARCHILI wrote:ადამიანებს, რომელთა სრულ უმრავლესობას პირადად არანაირი დამსახურება არ აქვთ არც ქვეყნისა და არც ხალხის წინაშე და ახლა "პატივს" ითხოვენ, ხოლო ქვეყანას შუა საუკუნეების იდეოლოგიისაკენ მიაქანებენ, იმათი ურცხვობა და ნაგლობა კი შეგშურდება, ღმერთმანი...

:lol: :lol: :lol:

ეგ ის კატეგორიაა, ილია რომ "გვამებს" უწოდებდა და მათ "გაგრძელების" (უშვილოდ დარჩენილი ლუარსაბი და დარეჯანი) გარეშე ტოვებდა... ახლა კი საქართველო თათქარიძეებს საფლავიდან ადგომასა და გამრავლებას თხოვს...

თათქარიძეები-ღა დარჩნენ ძველი საპატიო გვარებიდან... ახლა დარეჯანები და ლუარსაბების პრეზენტაციაა წითელ ხალიჩაზე და ბრბოს თვალს უხარებენ...

ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ მუმიებად ქცეულან და მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი გერბებითა და წარმომავლობით ნარცისულად ტკბებოდნენ...

მათი საუბრის ერთაგერთი საგანი საკუთარი განდიდებაა და ამ "მასხარაობაზე" კაცი მხოლოდ როგორც ჯამბაზების სკეტჩზე, ისე იცინებდა, მაგრამ... ამ პრომოუეშენის იქით ის ჯამბაზები მხოლოდ განდიდების მანიის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ...

სად იყვნენ ნიუბაგრატიონები კომუნისტების დროს, 1989 წლამდე?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1989-ში ?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1991-ში?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები სამაჩაბლოს ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები აფხაზეთის ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები მთელი ამ წლებია მანძილზე?

და ა.შ. რამდენის ჩამოთვლა შეიძლება...

იმ დროს, როდესაც ათასობით ქართველი საკუთარ თავს დებდა ქვეყნისათვის, როცა აქ შიმშილს, ომს, სიკვდილს და უბედურებას ებრძოდა, სად იყვნენ?

ცალკეულ, ორიოდე ადამიანს, როგორც კერძო ადამიანებს არ ვგულისხმობ, არა ზოგიერთს - მხოლოდ გვარით ბაგრატიონს, არამედ, მათ, როგორც ე.წ. "დინასტიას", მათ, როგორც ე.წ. "სამეფო ოჯახს" ...

???

სად იყვნენ?

და ახლა უნდათ მოვიდნენ, "ფერადი ბუშტებით შეიმოსონ", მინიატურული ჰოლივუდი მოიწყონ და მოგვთხოვონ, მხოლოდ არსებობაშიც კი პატივი გვეცით და ფული გვიხადეთო?

მხოლოდ ამ ამბიციის გამოც კი ისინი უსირცხვილოები არიან, ვინც გაბედა და საკუთარ თავს ამ ამბიციის უფლება მისცა...

ესაა და მეტი არაფერი...

აქ, ქართველი ხალხი, წლების განმავლობაში ქვეყნის აშენებას ცდილობდა ავად თუ კარგად და თავს სწირავდა, ბრმად თუ ცხადად, ჭკვიანურად თუ სულელურად და ესენი კი ისხდნენ და თვითტკბობით იყვნენ დაკავებულნი...

სირცხვილი ეგაა და არა ილიას ხედვა და ამ ხედვის გამოტანა, თუნდაც უხეში ფორმით...

შეურაცხყოფა მათი ამპარტავნებაა და არა ჩვენი სიტყვები...

ასე, რომ კარგად გამოვფხიზლდეთ, სანამ მივცემთ მათ განდიდების მანიის ჩვენით დაკმაყოფილების უფლებას და სანამ კიდევ ერთი პარტია მუქთამჭამელების რჩენას გადავწვეტთ...

ეგაა სულ და მეტი არაფერი!!!

:!:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 თებ 2009, 02:40

lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
თუ ძმა ხარ, გამოტყდი, თავად შენ ვისი პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექეცი, ამას რომ წერ?
ისე, შეგახსენებ, რომ აღთქმის მიხედვით, 1ლი ადამიანები ადამი და ევა არიან, რომლებიც
დედამიწას უფლის ნებით მოევლინენ.
შესაბამისად, ჩვენც და ბაგრატიონებიც მათი შთამომავლები ვართ.
ეძახე ამას პროპაგანდა...
რა ითქვა 1000 წლის წინათ სხვა ისეთი განსაკუთრებული, ახლა რომ ეჭვი შეგიტანია?
ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლები იყვნენ ბაგრატიონებიო, თუ იტყვი, მაინც ადამ და ევასთან მივალთ.

და შენ იცი სუმბატ დავითის ძე ვინ იყო????

თუ იცი მაშინ ამ კითხვას აღარ დასვამდი

წაგიკითხავს მისი ნაწერები???

და რა ვიგულისხმე პროპაგანდაში მაშინ ნათელი გახდება შენთვის

ნუ დემაგოგობ... თუ ძმა ხარ :) :) ;)
ლ(ი)ამა, დავიჯერო. ოდნავ მაინც არ შეგრცხვა, იმისა, რაც ახლა დაწერე?
თუ, საქმე სხვა რამის მცდელობასთან გვაქვს?
მოდი, ჯერ ბაგრატიონთა გვარის წარმომავლობის მკ ისტორიას გაეცანი.
აგერ, ბმული

http://children.iatp.ge/istoria/bagrationebi.htm

კგდ დააკვირდი, გრიგოლ ხანძთელის სიტყვებს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 11 თებ 2009, 02:42

ARCHILI wrote:
ARCHILI wrote:ადამიანებს, რომელთა სრულ უმრავლესობას პირადად არანაირი დამსახურება არ აქვთ არც ქვეყნისა და არც ხალხის წინაშე და ახლა "პატივს" ითხოვენ, ხოლო ქვეყანას შუა საუკუნეების იდეოლოგიისაკენ მიაქანებენ, იმათი ურცხვობა და ნაგლობა კი შეგშურდება, ღმერთმანი...

:lol: :lol: :lol:

ეგ ის კატეგორიაა, ილია რომ "გვამებს" უწოდებდა და მათ "გაგრძელების" (უშვილოდ დარჩენილი ლუარსაბი და დარეჯანი) გარეშე ტოვებდა... ახლა კი საქართველო თათქარიძეებს საფლავიდან ადგომასა და გამრავლებას თხოვს...

თათქარიძეები-ღა დარჩნენ ძველი საპატიო გვარებიდან... ახლა დარეჯანები და ლუარსაბების პრეზენტაციაა წითელ ხალიჩაზე და ბრბოს თვალს უხარებენ...

ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ მუმიებად ქცეულან და მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი გერბებითა და წარმომავლობით ნარცისულად ტკბებოდნენ...

მათი საუბრის ერთაგერთი საგანი საკუთარი განდიდებაა და ამ "მასხარაობაზე" კაცი მხოლოდ როგორც ჯამბაზების სკეტჩზე, ისე იცინებდა, მაგრამ... ამ პრომოუეშენის იქით ის ჯამბაზები მხოლოდ განდიდების მანიის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ...

სად იყვნენ ნიუბაგრატიონები კომუნისტების დროს, 1989 წლამდე?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1989-ში ?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1991-ში?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები სამაჩაბლოს ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები აფხაზეთის ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები მთელი ამ წლებია მანძილზე?

და ა.შ. რამდენის ჩამოთვლა შეიძლება...

იმ დროს, როდესაც ათასობით ქართველი საკუთარ თავს დებდა ქვეყნისათვის, როცა აქ შიმშილს, ომს, სიკვდილს და უბედურებას ებრძოდა, სად იყვნენ?

ცალკეულ, ორიოდე ადამიანს, როგორც კერძო ადამიანებს არ ვგულისხმობ, არა ზოგიერთს - მხოლოდ გვარით ბაგრატიონს, არამედ, მათ, როგორც ე.წ. "დინასტიას", მათ, როგორც ე.წ. "სამეფო ოჯახს" ...

???

სად იყვნენ?

და ახლა უნდათ მოვიდნენ, "ფერადი ბუშტებით შეიმოსონ", მინიატურული ჰოლივუდი მოიწყონ და მოგვთხოვონ, მხოლოდ არსებობაშიც კი პატივი გვეცით და ფული გვიხადეთო?

მხოლოდ ამ ამბიციის გამოც კი ისინი უსირცხვილოები არიან, ვინც გაბედა და საკუთარ თავს ამ ამბიციის უფლება მისცა...

ესაა და მეტი არაფერი...

აქ, ქართველი ხალხი, წლების განმავლობაში ქვეყნის აშენებას ცდილობდა ავად თუ კარგად და თავს სწირავდა, ბრმად თუ ცხადად, ჭკვიანურად თუ სულელურად და ესენი კი ისხდნენ და თვითტკბობით იყვნენ დაკავებულნი...

სირცხვილი ეგაა და არა ილიას ხედვა და ამ ხედვის გამოტანა, თუნდაც უხეში ფორმით...

შეურაცხყოფა მათი ამპარტავნებაა და არა ჩვენი სიტყვები...

ასე, რომ კარგად გამოვფხიზლდეთ, სანამ მივცემთ მათ განდიდების მანიის ჩვენით დაკმაყოფილების უფლებას და სანამ კიდევ ერთი პარტია მუქთამჭამელების რჩენას გადავწვეტთ...

ეგაა სულ და მეტი არაფერი!!!

:!:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 თებ 2009, 02:56

lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:და შენ იცი სუმბატ დავითის ძე ვინ იყო????
აბა, ვნახოთ, რა ვიცით ბაგრატიონთა ამ მემატიანეზე:

სუმბატ დავითის ძე (ბაგრატიონი), XI საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ისტორიკოსი. ავტორია ისტორიული ქრონიკისა "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა ჩუენ ქართუელთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანი რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა".

ბიოგრაფიული ცნობები სუმბატ დავითის ძის შესახებ არ მოგვეპოვება. როგორც ე. თაყაიშვილმა გაარკვია, ის უნდა იყოს ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. სუმბატ დავითის ძის ნაშრომი ადამიდან იწყება და მთავრდება 1030/1031 ამბებით. ავტორის მიზანი იყო ეჩვენებინა ბაგრატიონთა წარმომავლობა, მათი საქართველოში მოსვლა, გამეფება და მეფეთა ისტორია.

ნაშრომის დასაწყისი ნაწილი ემყარება ბიბლიას. სუმბატ დავითის ძეს ბაგრატიონები ებრაელთა მეფისა და წინასწარმეტყველის დავითის შთამომავლებად გამოყავს. მისი აზრით, ისინი პალესტინიდან საქართველოში VI საუკუნეში მოვიდნენ და ერთი მათგანი გუარამი - ქართლის ერისმთავარი გახდა. ნაშრომის ის ნაწილი, რომელშიც მოთხრობილია ამბები ამ გუარამიდან აშოტ I-მდე, ემყარება "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ცნობება. აშოტ I-იდან ბაგრატ III-მდე პერიოდის შესახებ სუმბატ დავითის ძეს ხელთ ჰქონის ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულო მატიანეები. ეს ნაწილი შეიცავს უხვ და სარწმუნო ქრონოლოგიურ ცნობებს. ბაგრატ III-ის მეფობის ბოლო წლებიდან სუმბატ დავითის ძე აღწერს თავის თანადროულ მოვლენებს.

სუმბატ დავითის ძე ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების მომხრეა. მისი ქრონიკა ძვირფასი ისტორიული წყაროა განსაკუთრებით VIII-XI საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიისათვის.


მონაცემები "ვიკიპედიიდან" ავიღე.
ეგებ, შენთვის ეს უფრო ავტორიტეული იყოს.
თუ ყურადღებით დააკვირდები, ნახავ, რომ სუმბატ დავითის ძე ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, რომ ბაგრატიონები უკვე მეფობდნენ.
რა შუაშია, მაგრამ შეგახსენებ, რომ კიდევ 1მა ბაგრატიონის, მეფე გიორგის მმართველობისას,
კერძოდ, 1010 წელს სვეტიცხოვლის მშენებლობა დაიწყო (1029 წელს დამთავრდა).
ანუ, "პროპაგანდისტ" სუმბატ დავითის ძემდე ბაგრატიონები უკვე გავლენიანი პირები იყვნენ.

თუ სურვილი გაქვს, კიდევ უფრო მეტ ცნობას მოგაწვდი გინდა ამ მემატიანეზე, გინდა ბაგრატიონებზე.
და ვიდრე იტყვი, "ძირს მეფე და "ზღმარტლებიო", კგდ დაფიქრდი გამოთქმებისა თუ შეფასებების კორექტულობაზე.
გარწმუნებ, რადიკალიზმით შედეგს ვერავინ მიაღწევევს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 11 თებ 2009, 04:59

ადამიანებს, რომელთა სრულ უმრავლესობას პირადად არანაირი დამსახურება არ აქვთ არც ქვეყნისა და არც ხალხის წინაშე და ახლა "პატივს" ითხოვენ, ხოლო ქვეყანას შუა საუკუნეების იდეოლოგიისაკენ მიაქანებენ, იმათი ურცხვობა და ნაგლობა კი შეგშურდება, ღმერთმანი...

:lol: :lol: :lol:

ეგ ის კატეგორიაა, ილია რომ "გვამებს" უწოდებდა და მათ "გაგრძელების" (უშვილოდ დარჩენილი ლუარსაბი და დარეჯანი) გარეშე ტოვებდა... ახლა კი საქართველო თათქარიძეებს საფლავიდან ადგომასა და გამრავლებას თხოვს...

თათქარიძეები-ღა დარჩნენ ძველი საპატიო გვარებიდან... ახლა დარეჯანები და ლუარსაბების პრეზენტაციაა წითელ ხალიჩაზე და ბრბოს თვალს უხარებენ...

ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ მუმიებად ქცეულან და მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი გერბებითა და წარმომავლობით ნარცისულად ტკბებოდნენ...

მათი საუბრის ერთაგერთი საგანი საკუთარი განდიდებაა და ამ "მასხარაობაზე" კაცი მხოლოდ როგორც ჯამბაზების სკეტჩზე, ისე იცინებდა, მაგრამ... ამ პრომოუეშენის იქით ის ჯამბაზები მხოლოდ განდიდების მანიის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ...

სად იყვნენ ნიუბაგრატიონები კომუნისტების დროს, 1989 წლამდე?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1989-ში ?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1991-ში?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები სამაჩაბლოს ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები აფხაზეთის ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები მთელი ამ წლებია მანძილზე?

და ა.შ. რამდენის ჩამოთვლა შეიძლება...

იმ დროს, როდესაც ათასობით ქართველი საკუთარ თავს დებდა ქვეყნისათვის, როცა აქ შიმშილს, ომს, სიკვდილს და უბედურებას ებრძოდა, სად იყვნენ?

ცალკეულ, ორიოდე ადამიანს, როგორც კერძო ადამიანებს არ ვგულისხმობ, არა ზოგიერთს - მხოლოდ გვარით ბაგრატიონს, არამედ, მათ, როგორც ე.წ. "დინასტიას", მათ, როგორც ე.წ. "სამეფო ოჯახს" ...

???

სად იყვნენ?

და ახლა უნდათ მოვიდნენ, "ფერადი ბუშტებით შეიმოსონ", მინიატურული ჰოლივუდი მოიწყონ და მოგვთხოვონ, მხოლოდ არსებობაშიც კი პატივი გვეცით და ფული გვიხადეთო?

მხოლოდ ამ ამბიციის გამოც კი ისინი უსირცხვილოები არიან, ვინც გაბედა და საკუთარ თავს ამ ამბიციის უფლება მისცა...

ესაა და მეტი არაფერი...

აქ, ქართველი ხალხი, წლების განმავლობაში ქვეყნის აშენებას ცდილობდა ავად თუ კარგად და თავს სწირავდა, ბრმად თუ ცხადად, ჭკვიანურად თუ სულელურად და ესენი კი ისხდნენ და თვითტკბობით იყვნენ დაკავებულნი...

სირცხვილი ეგაა და არა ილიას ხედვა და ამ ხედვის გამოტანა, თუნდაც უხეში ფორმით...

შეურაცხყოფა მათი ამპარტავნებაა და არა ჩვენი სიტყვები...

ასე, რომ კარგად გამოვფხიზლდეთ, სანამ მივცემთ მათ განდიდების მანიის ჩვენით დაკმაყოფილების უფლებას და სანამ კიდევ ერთი პარტია მუქთამჭამელების რჩენას გადავწვეტთ...

ეგაა სულ და მეტი არაფერი!!!

:!:
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 11 თებ 2009, 11:13

GAMARJOBA SAKARTVELO
გრიგოლის სიტყვებს დაკვირვებაც არ უნდა

სწორად ვიცი, რომ გრიგოლმა თავის დროზე უდიდესი საქმე გააკეთა საქართველოსთვის და იგი იყო ერთ-ერთი კი არა და მე მგონია ერთადერთი ადამიანი ვინც საფუძველი ჩაუყარა ერთიან, ძლიერ, მონარქიულ საქართველოს...

იგი იყო მომხრე ბაგრატიონებისა რადგანაც მაშინ ის დრო და ის ჟამი იდგა, როდესაც ერთიანი მონარქიული სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბებულიყო....
გრიგოლიც ამ საქმეს ედგა იდეურად სათავეში. მან იდეური საფუძველი მოუმზადა ბაგრატიონებს, რათა მათი მეფობა გამყარებულიყო

ასევე მოიქცა შემდგომ სუმბატ დავითის ძეც... და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის დაიბადა იგი...

სამწუხაროდ ისევ დავრწმუნდი შენს დემაგოგიაში ან იმაში, რომ ვერ იგებ ჩემს ნაწერს

მე მგონი სვანი, მე უნდა ვიყო

თუ ???

რომელია ჩვენში სვანი????




:roll: ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]