მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by KINALOKO » 10 თებ 2009, 12:36

ჰო, აბა რა.....

ზღმარტლები მეტად მნიშვნელოვანი გვარია საქართველოს ისტორიაში:)
მეც არა ვთქვი, საიდან მეცნობათქო :roll:
უფლისაგან ხელდასმული ზღმარტლები :idea:
ნწუ
ნწუ
ნწუუუუ
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by დათო » 10 თებ 2009, 12:38

lama
როგორც იცით ბაგრატიონთა დინასტია ყველაზე ხანგრძლივი დინასტიაა მე მგონი მთელს ევროპაში....
კი. და ერთერთი ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიოში. მხოლოდ იაპონელებს ვერ შეედრება ვერავინ :)
კონსტიტუციური მონარქია არ არის წამალი, იმისთვის, რომ ჩვენ გვეშველოს და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა...
კი, ნამდვილად. ტერიტორიულ მთლიანობას ვინც უკავშირებს მონარქიის აღდგენას, უბრალოდ ვერ ხედავს რეალურად მიმდინარე პროცესებს. ქვეყნის გაერთიანება-არგაერთიანების საკითხი დამოკიდებულია სამხედრო-პოლიტიკური და დიპლომატიური ტიპის მოვლენებზე.
ვინმეს თუ სჯერა, რომ კრემლი და კოკოით-ბაღაშფის ნაირი ნაგავი დააფასებენ ბაგრატიონთა ლეგიტიმურობას, ეს ვინმე სხვა სამყაროში ცხოვრობს :) არა ჩვენს ბედკრულ დედამიწაზე.


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 10 თებ 2009, 12:53

დათო
ნამდილად ასეა


მძლივს არ გავიგე კიდევ ერთი კომპეტენტური
აზრი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 10 თებ 2009, 13:03

Naia wrote: პირადად ჩემთვის, სხვისი დაცინვა მიუღებელია.
ჩემთვისაც... მაგრამ... იმედია, ზოგისაგან განსხვავებით, შენ მიხვდები, რომ მე ინსტიტუტს და დამოკიდებულებას ვამათრახებ... ილიაზე რაღას იტყვი, ისეთ დღეში ჩააგდო თავად-აზნაურობის ინსტიტუტი... როგორც იტყვიან, "მკვდარ-ცოცხალი" არ დაუტოვა, ისე სწორედ რომ დასცინა ამ ინხტოტუტს...

ასე, რომ...

გადაავლეთ თვალი ილიას პუბლიცისტიკას და მხატვრულ ნაწარმოებებს მაინც და... მიმიხვდებით აუცილებლად...

:D


მეფე არა - ზღმარტლი !!!
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by popins » 10 თებ 2009, 13:24

სიკვდილი ბოლშევიკებს თქო :roll:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 10 თებ 2009, 13:50

popins wrote:სიკვდილი ბოლშევიკებს თქო :roll:

ბოლშევიკები ვყოფილ;ვართ

ბოდიშით

რთულადაა პოპინს საქმე

:D ;)

თათქარიძეობასა და ..... :)

არ მიწყინო :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Gio-horus » 10 თებ 2009, 13:51

ახალი (დინასტიის) დროა!!!!!
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 თებ 2009, 18:22

lama wrote:
paata_ wrote:მართალია მონარქიის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ რო დაფიქრდეს კაცი, ლამის ყოველი მეორე მეფე წმინდანია, ცუდი მეფე საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი ყავდა, კარგი კი უამრავი.
ბაგრატონთა გვარი ღვთის მიერ კურთხეული გვარია და არ მინდა ცუდი ვიფიქრო, ჯერ არა ყავს მონარქი საქართველოს (ეყოლება თუ არა ისიც საკითხავია) და უკვე დავგმოთ არაა კარგი საქციელი.
საქართველო ძლიერი იყო მაშინ, როდესაც ძლიერი მონარქი ყავდა და მინდა მჯეროდეს, რომ გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს, გამზარდიას, ვარდანაშვილს, ჩანადირს, კუკულავას, პავლიაშვილს და ბევრ სხვა გვარს, მაინც ღვთის მიერ მეფედ კურთხეული ბაგრატიონტა გვარი გაუძღვება წინ, თუნდაც სიმბოლურად
ღვთით კურთხეული იყოოო ამბობ მეგობარო

და მინდა ერთი რამ გითხრა

იცი, რომ სუმბატ დავითისძის დროს დაიწყო ამაზე ფიქრი და მსჯელობა, რომ ბაგრატიონები დავითის შტამომავლები არიან და რომ ისინი ღვთივ კურთხეული გვარია??

ეს სისულელეაო არ ვიტყვი მარა ვიტყვი, რომ ეს აზრი იმ დროს იმ საზოგადოებაში ჭრიდა და ისინი იჯერებდნენ ამას, მაგრამ მე და იმედი მაქვს თქვენც გჯერათ, რომ ეს აზრი ჩვეულებრივი პროპაგანდაა იმისთვის, რომ ბაგრატიონების დინასტია გაძლიერებულიყო და ემეფათ მათ დიდი ხნის მანძილზე...

ეს გამოვიდა კიდეც, რადგან
თუ ძმა ხარ, გამოტყდი, თავად შენ ვისი პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექეცი, ამას რომ წერ?
ისე, შეგახსენებ, რომ აღთქმის მიხედვით, 1ლი ადამიანები ადამი და ევა არიან, რომლებიც
დედამიწას უფლის ნებით მოევლინენ.
შესაბამისად, ჩვენც და ბაგრატიონებიც მათი შთამომავლები ვართ.
ეძახე ამას პროპაგანდა...
რა ითქვა 1000 წლის წინათ სხვა ისეთი განსაკუთრებული, ახლა რომ ეჭვი შეგიტანია?
ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლები იყვნენ ბაგრატიონებიო, თუ იტყვი, მაინც ადამ და ევასთან მივალთ.

კონსტიტუციური მონარქია არ არის წამალი, იმისთვის, რომ ჩვენ გვეშველოს და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა...

საინტერესოა, გეორგიევსკის ტრაქტატის საკითხი, მაშინ, როდესაც აღდგება კონსტიტუციური მონარქია :lol: :lol: :lol: :lol:
სა1ოდ, არც კონსტიტუციური, არს საპარლამენტო, არს საპრეზიდენტო მმართველობა ტერიტორიების დაბრუნების წამალი არ არის.
წამალი ჩვენს ქცევაში უნდა ვეძებოთ და არა მუცელღმერთობაში, ან არხეინობაში.

კონსტიტუციური და თუ გინდ, აბსოლუტური მონარქიის აღდგენა გეორგიევსკის ტრაქტატის
გაუქმება-არ გაუქმებასთან არაფერ შუაშია.
სახელმწიფოს მმართველობის ინსტიტუთა ცვლილებები, კი იცი, რომ ხელშეკრულებებს არ აუქმებს ან აღადგენს.
სად??? სად და სადაც მისწვდება ჩემი კომპეტენცია ანუ ჩემს სტუდენტებსა და მოსწავლეებს ვეტყვი, რომ : ძირს გაზულუქებული მეფე
თავს ნუ მოვიტყუებთ ეს არ იყო ჩვეულებრივი ქორწილი აქ რაღაც ბლაგვი აზრი და იდეა იმალება, რომელსაც მე პირველი დავუპირისპირდები...
ძირს გაზულუქებული მეფე კი არა, ძირს ნებისმიერი გაზულუქებული ადამიანი.
ჩემი აზრით, კგ იქნება, თუ ამას ასწავლი ბავშვებს, რომ მართლა მუქთახორები არ გამოგვივიდნენ.
ვფიქრობ, რომ არც რადიკალზმს უნდა ასწავლიდე.
"ბლაგვი აზრებთან" დაპირისპირებაში, წარმატებას გისურვებ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 თებ 2009, 18:24

ამ ფოტოზე, თვით იეტი ვარდანაული ჩანს. ჩვეულ სამუშაო ფორმაში იყო
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Ninukala » 10 თებ 2009, 18:52

აქ კი თავად გამარჯობა საქართველო :)

Image

Photo by Pauna

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Tamusia » 10 თებ 2009, 19:06

ანას დედა იცით ვინ არის? "მე ვხედავ მზეში" ხატია და "ღიმილის ბიჭებში" ნათელა რომ არის: ლეილა ყიფიანი.

მეათე გვერდზე, ლიზას უკან, პროფილში, მარცხნივ გოგო რომ ჩანს, დააკვირდით რა ძალიან გავს ლეილას, ანას უმცროსი დაა. "იავნანამ რა ჰქმნაში" გაზრდილ ქეთოს თამაშობს, თუ გახსოვთ
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by paata_ » 10 თებ 2009, 19:52

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
lama wrote:
თუ ძმა ხარ, გამოტყდი, თავად შენ ვისი პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექეცი, ამას რომ წერ?
ამის თქმას ვაპირებდი მეც :D
1 საათიც არ დამჭირდება ლამას რო ვესაუბრო და სულ სხვანაირად ალაპარაკდება მერე ჩემი პროპაგანდის ქვეშ მოექცევა:D

პ.ს. მე კიდევ ერთხე ვაფისქსრებ რომ არა ვარ მონარქიის აღდგენის მომხრე, მაგრამ ასეთი გალანძღვა ადანიამებისა, რომლებსაც არ იცნობთ არაა ლამაზი, და მგონი გშურთ კიდეც ბაგრატიონების გვარის
Last edited by paata_ on 10 თებ 2009, 23:06, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ლეონტი » 10 თებ 2009, 20:36

paata_ wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:და მგონი გშურთ კიდეც ბაგრატიონების გვარის
ეგ 100% იანია, ყველა ქართველი შინაგანად მეფეა.
და ქართველებს რომ მეფეს დაუსვამ ამხელა უმეფობის მერე, მაშინ როცა მეფე-ბატონი,
მეფე პატრონი თავის ნებით ჩადის ისტორიის სცენიდან და არა ხვრეტენ ბოლშევიკები, ისე როგორც დიდ ჩრდილოეთში, მაშინ ლოგიკურია ყველა ქართველმა თქვას, რატომ ბაგრატიონი?
მერე რა რომ ეს ტრადიციაა?
განა ჩვენი არსებობა დღეს მხოლოდ ტრადიციების ნგრევაზე არაა შესაძლებელი?
მე ვარ მეფე და და არვის წინაშე არ დავიჩოქებ გარდა 1 მეფისა, რომელიც არს ცათა შინა.
მეფე მოკვდა.
გაუმარჯოს მეფეს!!!
:P მოვიდა ქვევრი.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 10 თებ 2009, 22:00

ადამიანებს, რომელთა სრულ უმრავლესობას პირადად არანაირი დამსახურება არ აქვთ არც ქვეყნისა და არც ხალხის წინაშე და ახლა "პატივს" ითხოვენ, ხოლო ქვეყანას შუა საუკუნეების იდეოლოგიისაკენ მიაქანებენ, იმათი ურცხვობა და ნაგლობა კი შეგშურდება, ღმერთმანი...

:lol: :lol: :lol:

ეგ ის კატეგორიაა, ილია რომ "გვამებს" უწოდებდა და მათ "გაგრძელების" (უშვილოდ დარჩენილი ლუარსაბი და დარეჯანი) გარეშე ტოვებდა... ახლა კი საქართველო თათქარიძეებს საფლავიდან ადგომასა და გამრავლებას თხოვს...

თათქარიძეები-ღა დარჩნენ ძველი საპატიო გვარებიდან... ახლა დარეჯანები და ლუარსაბების პრეზენტაციაა წითელ ხალიჩაზე და ბრბოს თვალს უხარებენ...

ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ მუმიებად ქცეულან და მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი გერბებითა და წარმომავლობით ნარცისულად ტკბებოდნენ...

მათი საუბრის ერთაგერთი საგანი საკუთარი განდიდებაა და ამ "მასხარაობაზე" კაცი მხოლოდ როგორც ჯამბაზების სკეტჩზე, ისე იცინებდა, მაგრამ... ამ პრომოუეშენის იქით ის ჯამბაზები მხოლოდ განდიდების მანიის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ...

სად იყვნენ ნიუბაგრატიონები კომუნისტების დროს, 1989 წლამდე?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1989-ში ?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1991-ში?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები სამაჩაბლოს ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები აფხაზეთის ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები მთელი ამ წლებია მანძილზე?

და ა.შ. რამდენის ჩამოთვლა შეიძლება...

იმ დროს, როდესაც ათასობით ქართველი საკუთარ თავს დებდა ქვეყნისათვის, როცა აქ შიმშილს, ომს, სიკვდილს და უბედურებას ებრძოდა, სად იყვნენ?

ცალკეულ, ორიოდე ადამიანს, როგორც კერძო ადამიანებს არ ვგულისხმობ, არა ზოგიერთს - მხოლოდ გვარით ბაგრატიონს, არამედ, მათ, როგორც ე.წ. "დინასტიას", მათ, როგორც ე.წ. "სამეფო ოჯახს" ...

???

სად იყვნენ?

და ახლა უნდათ მოვიდნენ, "ფერადი ბუშტებით შეიმოსონ", მინიატურული ჰოლივუდი მოიწყონ და მოგვთხოვონ, მხოლოდ არსებობაშიც კი პატივი გვეცით და ფული გვიხადეთო?

მხოლოდ ამ ამბიციის გამოც კი ისინი უსირცხვილოები არიან, ვინც გაბედა და საკუთარ თავს ამ ამბიციის უფლება მისცა...

ესაა და მეტი არაფერი...

აქ, ქართველი ხალხი, წლების განმავლობაში ქვეყნის აშენებას ცდილობდა ავად თუ კარგად და თავს სწირავდა, ბრმად თუ ცხადად, ჭკვიანურად თუ სულელურად და ესენი კი ისხდნენ და თვითტკბობით იყვნენ დაკავებულნი...

სირცხვილი ეგაა და არა ილიას ხედვა და ამ ხედვის გამოტანა, თუნდაც უხეში ფორმით...

შეურაცხყოფა მათი ამპარტავნებაა და არა ჩვენი სიტყვები...

ასე, რომ კარგად გამოვფხიზლდეთ, სანამ მივცემთ მათ განდიდების მანიის ჩვენით დაკმაყოფილების უფლებას და სანამ კიდევ ერთი პარტია მუქთამჭამელების რჩენას გადავწვეტთ...

ეგაა სულ და მეტი არაფერი!!!

:!:
Image

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]