Page 12 of 15

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:07
by ლეონტი
მოდი ნაციონალისტობას ნუ დავწამებთ მაგ მონაზონს.
რადგან მარტივზე მარტივია რომ ყველა თავის გარემოზე ზრუნავს.
მაგალითად მამა გაბრიელი სულ საქართველოზე საუბრობდა-წინასწარმეტყველებდა და არა ფილიპინებზე ან ახალი ზელანდიის ბედზე.თუმცა მართლმადიდებლები იქაც არიან. და ეკლესიაც აქვთ.
ესე იყო დედა ნილაც.
რაც შეეხება საქართველსთან ურთიერთობას, აქ ოფიციალურ რუსეთზე, რომელსაც იმპერიული ძალები მართავენ არაა საუბარი , ჩემი აზრით, არამედ სულიერ რუსეთზე ანუ ეკლესიაზე, რომლის წევრები ერთეულები არიან ,და სხვათაშორის მათ შორისაც ერთეულები, ვინც სასულიერო იერარქიას წარმოადგენს. სტატისტიკური გამოკვლევით რუსეთის მოსახლეობის 17 პროცენტი თვლის თავს ტრადიციული მართლმადიდებლობის მიმდევრად.მე კი მჯერა რომ რუსეთის საქართველოზე აგრესიის დროს ისინი ჩვენთვის ლოცულობდნენ და არა ბოროტად უხაროდათ, როგორც დანარჩენებს.
ესეთ ადამიანს შევხვდი კიდეც და მითხრა გაძლიერებულად ვლოცულობდიო.
მაგრამ მრავალია წოდებული და მცირე რჩეული.
რაც შეეხება მაკენას დასმულ კითხვას რა კავშირშია საკვები მეორედ მოსვლის მოახლოებასთან , კლიმატის ცვლილებებთან, რესურსების ამოწურვასთან და ასე შემდეგ, ცოტა არ იყოს გულუბრყვილობაა.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:08
by Nephros
Tamari-ch.
"შენ თქვი!"
რატომ გვიკვირს რუსების? რუსეთი ისევე იყენებს ჭეშმარიტ რელიგიას თავისი გეოპოლიტიკური მიზნების, ევრაზიანიზმის და ქრისტიანული იმპერიის იდეის (გნებავთ როგორც მესამე რომის) ლეგიტიმაციის საფუძვლად, როგორც ჩვენ, ქართველები ვახდენთ ხოლმე ქრისტიანული რელიგიის ჩვენს სურვილებზე მორგებას.
ისე კი როცა ღვთისმშობელს შეიძლება ძალიან უყვარდეს თავისი "წილხვედრი ქვეყანა", რატომ არ შეიძლება ასევე სწყალობდეს უფალი რუსეთს?

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:26
by Tamari-ch.
მე ისიც მაქვს წაკითხული ერთ ერთ რუსულ საეკლესიო ნაწერში (რომელიღაც მამაო წერდა)
რუსეთიო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო.
ასე რომ "იქაც" იწერება ბევრი რბილად რომ ვთქვათ "უზუსტობები"..
:D

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:27
by Tamari-ch.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:31
by ლეონტი
Tamari-ch.
ჩვენ რომ "ზუსტად" ოფიციალურად ვართ , მერე რა, განსაკუთრებულად ვინანიებთ ცოდვებს ან განსაკუთრებული განკრძალული სიწმინდით ვცხოვრობთ?
ღვთისმშობელი მთელი დედამიწის , ყველა კუთხის და კუნჭულის მფარველია,
სადაც მის ძეს სცნობენ და მის სიტყვებს ისმენენ და ასრულებენ ,
და არა ოფიციალური სტატუსი აქვთ წილხვედრილობის, და ამითღა ამაყობენ.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:33
by Nephros
Tamari-ch.
საინტერესოა ეს სკაფანდრებიანი ხალხი. ბოლო ხანს მსგავს რამეებზე მართლა აღარაფერი წამიკითხავს. კიდევ ეს ესპანური ბარელიეფები!

მე კი სულ მაინტერესებდა ძველი აღქმიდან თავი იეზეკიელ წინასწარმეტყველის გამოცხადების შესახებ.
იქნებ თქვენ წაგიკითხავთ სამეცნიერო ლიტერატურაში ამასთან დაკავშირებით რამე?
_________

4. და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი.

5. მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ;

6. თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა;

7. ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით,

8. ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს; ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა.

9. მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა.

13. ეს ცხოველები შესახედაობით გავარვარებულ მუგუზლებს ჰგვანდნენ; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის, ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან.

14. ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან.

15. ვუყურებ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხსავე მხარეს.

16. იაგუნდს ჰგავდნენ შესახედაობით და ნაკეთობით ეს ბორბლები და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული.

17. მოძრაობისას ოთხივე მხრისკენ მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.

18. ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე.

19. ცხოველთა მოძრაობისას ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ცხოველები მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწევდნენ.

22. ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე.

23. ცამყარს ქვემოთ მათი ფრთები უსწორდებოდნენ ერთმანეთს; თითოეულს ორ-ორი ფრთა ჰქონდა, რომელიც უფარავდა მათ სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს.

24. როცა მოძრაობდნენ, მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც დიდი ნიაღვრების ხმა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.

26. ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.

27. ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:42
by Nephros
ლეონტი
Tamari-ch.

ნამდვილად! ქრისტიანობა ჩვენ ეროვნულ რელიგიად გავიხადეთ. და გვავიწყდება, რომ ის უფრო ფართოა, ვიდრე ვთქვათ "ჩვენი სათაყვანო ქვეყანა". და ნაცვლად იმისა, რომ ქრისტიანობამ თავისუფლება და ფართო თვალსაწიერი მოგვანიჭოს, ჩვენივე შექმნილი მარწუხებით ვიზღუდავთ ამ თავისუფლებას და სულ უფრო სწორხაზოვანი აზროვნებით ვიჯაჭვებით.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:44
by ლეონტი
Nephros
შენ ეზეკიას ქერუბიმზე კითხულობ?
ეგ ხომ ცნობილია.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:47
by Nephros
ლეონტი
მაპატიეთ ჩემი უვიცობა წმინდა წერილის განმარტებების შესახებ, მაგრამ ჩემთვის ცნობილი არაა.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 10:51
by ლეონტი
Nephros
ამის განმარტებაზე ბევრი აქვთ ეკლესიის მამებს დაწერილი, აი უფოლოგებისა რა მოგახსენო.
ადვილად მონახავ ინგლისურსდ გუგლში.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 12:45
by Makena
ლეონტი
მე შენთვის არ მიკითხია გულუბრყვილოა თუ არა ჩემი შეკითხვა, მე კონკრეტულად დაგისვი კითხვა და ვერაფრით განმიმარტავ წინასწარმეტყველმა რატომ უნდა ისაუბროს ქათმების მოშენებასა და კიტრის მოყვანაზე, კიტრის მოყვანაა პრობლემის მოგვარების გზა? ფიზიკურ სამყაროში მიწასთან ურთიერთობა როგორ შეიძლება იყოს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული, ეს უმეცრებაა!
არავის არაფერს ვწამებ, მის მიერ დაწერილი მას ნამდვილ ნაციონალისტად აჩენს!
იესო ამბობს არავინ იცის მეორე ჟამის შესახებ...
რატომ უნდა იცოდეს დედა ნილამ?
მართლაც რა გულუბრყვილობაა დაიჯერო რუსეთის სიკეთის! რუსეთის რომელმაც ჩეჩენი ერი პირწმინდად გაწყვიტა და ჩვენ ქართველებს ბომბები დაგვაყარა თავზე და თავი იმით ვინუგეშოთ რომ რუსეთში თურმე კეთილშობილი მართლმადიდებლები ცხოვრობენ და ჩვენთვის ლოცულობენ.
რუსეთის სასულიერო იერარქია პუტინის პოლიტიკის ერთგულია და მისი კვერის დამკვრელი, რუსი მღვდლები აფხაზეთში საკმაოდ ინტენსიურად მუშაობენ, და არ მითხრა ეხლა იქ სოხუმში ჩვენთვის ლოცულობენო.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 17:26
by Tamari-ch.
Makena
ამას დაუმატე ისიც, რომ "ერთმორწმუნე ერმა" "ერთმორწმუნე ძმებს" ავტოკეფალია წაართვა. მისი ეკლესიები გაძარცვა, საეკლესიო ინვენტარი 200 ურმით გაზიდა, ხახულის ხატი დაამსხვრია, ფრესკები გაანადგურა

და ეს დაგვიტოვა ქართველებს -
Image


:evil:

შერბაკოვები აქ ვიყავით და თქვენი ფრესკები პირწმინდად მოვთხარეთო

არ მჯერა მე რუსეთის და რუსების სიკეთის.
შეიძლება ვიღაც ლოცულობს საქართველოზე რუსეთში
მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 17:31
by arcivi9
Tamari-ch. wrote:მე ისიც მაქვს წაკითხული ერთ ერთ რუსულ საეკლესიო ნაწერში (რომელიღაც მამაო წერდა)
რუსეთიო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო. :D
ამ მოვლენას ის სითხე იწვევს რომელსაც ეთილის სპირტი ჰქვია ქიმიაში და რითაც რუსების მოდგმა ისეა გაჟღენთილი როგორც კარგი ღრუბელი წყლით......
შეიძლება ვიღაც ლოცულობს საქართველოზე რუსეთში
მხოლოდ საგიჟეთში
მართლაც რა გულუბრყვილობაა დაიჯერო რუსეთის სიკეთის!

ეგ გულუბრყვილობა არაა, მაგას ფსიქიატრები სხვა რამეს ეძახიან

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 04 მაი 2010, 17:43
by arcivi9
ლეონტი wrote:Image

Image

Image

Image

Image
როგორ მინდა ასეთი იდეებით შეპყრობილ ადამიანს ერთხელ მაინც ცხოვრებაში შევხვდე და ვესაუბრო :lol:

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 05 მაი 2010, 01:44
by perwkli
arcivi9

რუსეთში შეიძლება ვინმე მართლა ლოცულობს--იქაური ქართველი.

აი რუსეთში რუსი რამდენად ლოცულობს, ეგ სხვა საკითხია.

პ.ს. რუსეთში მაცხოვრებელი ქართველების მაგიერ აღვშფოთდი, კარავზე მარტო რჩეულებს აქვთ პოისტვის უფლება და შემთხვევით შემოსული ვერ დაპოსტავდა ვერაფერს... :roll: