კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 18 ივნ 2011, 23:50
პორტუგალიაში ყოფნის დროს, ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ქართველი ადამიანი გვიხსნიდა გზაზე მოძრაობის წესებს, ჩემდა გასაოცრად მძღოლი რომელიც მართავდა ავტომობილს ამუხრუჭებდა და გზას უთმობდა ფეხითმოსიარულეს ქუჩის ნებისმიერი მონაკვეთის გადაჭრის დროს.
ვაღიარებ რომ არც ერთი მანქანა არ გავატარე იმ გზაზე დავბრბოდით ქუჩიდან ქუჩაზე, საოცარი შეგრძნებაა საქართველოდან წასული, იქ სადაც არავინ არ გითმობს გზას, აქ კიდევ ყველა მანქანა შენს ნებაზე დადის.
თბილისში გზაჯვარედინებზე შუქნიშანი აწესრიგებს ნამქანების მოძრაობას და არა ფეხითმოსიარულეების. უნდა მოასწრო და მოახერხო რომ გადახვიდე გზის მეორე მხარეს.
რაღაც ბევრი ვიწუწუნე ხომ

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 19 ივნ 2011, 00:05
legenda
ჩემდა გასაოცრად მძღოლი რომელიც მართავდა ავტომობილს ამუხრუჭებდა და გზას უთმობდა ფეხითმოსიარულეს ქუჩის ნებისმიერი მონაკვეთის გადაჭრის დროს.
ნებისმიერ მონაკვეთსი ნამდვილად არ ვჭრი გზას, მხოლოდ შუქნიშანზე, მაგრამ პირველ ევროპულ გასვლაზე, პარიზში მძროლმა მანქანა რომ გააჩერა, გამიკვირდა, ასეთ მოქცევას მიუჩვეველი დავიბენი და ვერ მივხვდი, რატომ დაამუხრუჭა.

არადა, წითელი ენთო და მწვანეს ველოდებოდი, თუმცა მაინც გავხედე შუქნიშანს, ხომ არ მეშლება-მეტქი.

ბოლოს მძღოლმა ხელით მანიშნა, გადადიო.
ნუ, მერე აღარ მეუცხოებოდა უკვე.

-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 19 ივნ 2011, 00:50
guruli
ალბათ მოვა დრო და ჩვენს ქალაქშიც აყვავდება ნუში,
აი თუნდაც მე რომ საჭესთან დავჯდები დავუთმობ გზას ფეხითმოსიარულეს
(იმედია უკან მომავალი მანქანის რისხვას არ დავიმსახურებ)

-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 19 ივნ 2011, 00:54
legenda
თბილისში გზაჯვარედინებზე შუქნიშანი აწესრიგებს ნამქანების მოძრაობას და არა ფეხითმოსიარულეების.
რას ამბობ.

უამრავი ქვეითების შუქნიშანია.
მაგრამ აქ ლაპარაკი სხვა რამეზეა: როცა არ არის ქვეითების შუქნიშანი და არის ზებრა, რომელზეც ქვეითი გადადის მძღოლი უნდა გაჩერდეს და დაუთმოს გზა.
თუ არ არის ზებრა მძღოლი არაა ვალდებული რომ გზა დაუთმოს ქვეითს. თუმცა რა თქმა უნდა შეუძლია კეთილი ნება გამოიჩინოს და დაუთმოს მაინც.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 19 ივნ 2011, 14:34
ჩემდა გასაოცრად მძღოლი რომელიც მართავდა ავტომობილს ამუხრუჭებდა და გზას უთმობდა ფეხითმოსიარულეს ქუჩის ნებისმიერი მონაკვეთის გადაჭრის დროს.
ნამდვილად საოცარია და არცაა საჭირო როცა მანქანა მიდის თავის გზაზე და ამ დროს ქვეითი რომ გზას გადაუჭრის ამ დროს მანქანამ დაუთმოს გზა. ელემენტარულად, ქვეითისათვის უფრო იოლია ან არ გადავიდეს გზაზე ან თავის დროს დაელოდოს ვიდრე მანქანისათვის-უცებ დაამუხრუჭოს

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
-
perwkli
- იეტი
- Posts: 1088
- Joined: 09 მარ 2007, 04:18
- Location: ბუნბუნლანდია
Post
by perwkli » 19 ივნ 2011, 18:40
arcivi9 wrote:ჩემდა გასაოცრად მძღოლი რომელიც მართავდა ავტომობილს ამუხრუჭებდა და გზას უთმობდა ფეხითმოსიარულეს ქუჩის ნებისმიერი მონაკვეთის გადაჭრის დროს.
ნამდვილად საოცარია და არცაა საჭირო როცა მანქანა მიდის თავის გზაზე და ამ დროს ქვეითი რომ გზას გადაუჭრის ამ დროს მანქანამ დაუთმოს გზა. ელემენტარულად, ქვეითისათვის უფრო იოლია ან არ გადავიდეს გზაზე ან თავის დროს დაელოდოს ვიდრე მანქანისათვის-უცებ დაამუხრუჭოს

ქვეითად მოსიარულეების გადასასვლელები იგულისხმება მანდ, ანუ "ზებრები", უშუქნიშნო.
აქ ზებრაზე კისრისტეხით უნდა გადაირბინო და მადლიერი დარჩე რომ არ გაგიტანეს და მხოლოდ გაგინეს

-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 19 ივნ 2011, 21:01
Wanderer
მე პირადად მიწისქვეშა გადასასვლელის და ხიდების დიდი მოყვარული ვარ, ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნოს თავს.
ერთხელ გადავდიოდი წერეთელზე ზებრაზე და ისე "გიჟი"-ვით გამოვარდა მანქანა ლამის დამეჯახა....
arcivi9
რატომღაც ჩვენს ქვეყანაში მანქანით სიარული უპირატესია ვიდრე ფეხით სიარული, ყოველშემთხვევაში მე ყოველთვის ვუთმობ მანქანას გზას...
maikomaiko
გეთანხმები

-
CheLo
- დომცი+
- Posts: 2521
- Joined: 14 თებ 2011, 18:25
- Location: ზონაზე... : (
Post
by CheLo » 19 ივნ 2011, 21:14
მიწისქვეშა გადასასვლელებით ვსარგებლობ და განსაკუთრებით მაშინ მეზარება სარგებლობა თუ თავისუფლების მოედანზე ვარ და კინოთეატრ რუსთაველში მივდივარ... : )) გზაზე გადასვლა ცოტა საშიშია და მიწევს პარლამენტამდე მისვლა რომ მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლო.. აი ხიდებზე კი თუ ძმა ხარ ნუ ამიყვანთ : )))) უაზრობაა იმდენი კიბე აქვს 9 სართულიან კორპუს ეყოფა.. მანდ მაინც შესაბამის მომენტს ველოდები ხოლმე ; ))
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 20 ივნ 2011, 01:49
legenda wrote:arcivi9
რატომღაც ჩვენს ქვეყანაში მანქანით სიარული უპირატესია ვიდრე ფეხით სიარული, ყოველშემთხვევაში მე ყოველთვის ვუთმობ მანქანას გზას...
ჯობია დაუთმო, რადგან ავარიის შემთხვევაში ქვეითი ან დასახიჩრდება ან ღმერთმა დაიფაროს და მოკვდება, ხოლო მძღოლს ციხეში ჩასვამენ

ან შეიძლება არც ჩასვან.....
მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ჩვენთან ძალიან ხშირად უკიდურესაც დაუდევრად იქცევიან თვითონ ქვეითები, მე ამის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ და ამაზე თემაც გავხსენი ადრე:
http://forum.ge/?showtopic=34081650&hl=
განა ასეთ შემთხვევებში მძღოლია დამნაშავე?

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 20 ივნ 2011, 10:04
legenda
მე პირადად მიწისქვეშა გადასასვლელის და ხიდების დიდი მოყვარული ვარ, ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნოს თავს.
ერთხელ გადავდიოდი წერეთელზე ზებრაზე და ისე "გიჟი"-ვით გამოვარდა მანქანა ლამის დამეჯახა....
აქოთებულ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლა დიდად მსიამოვნებს მეთქი რომ გითხრა მოგატყუებ...
აი ხიდებს რაც შეეხება მეც ჩამწერე მოყვარულთა სიაში.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
CheLo
- დომცი+
- Posts: 2521
- Joined: 14 თებ 2011, 18:25
- Location: ზონაზე... : (
Post
by CheLo » 20 ივნ 2011, 12:15
ერთი პერიოდი მიწისქვეშა გადასასვლელებში გოგირდი დაყარეს რომ შარდის სუნი აღარ ყოფილიყო და ახლა ისევ იგივე სიტოაციაა?? ყველაზე ცუდი სიტოაცია როგორც მახსოვს ვაკის პარკის მიწისქვეშეთში იყო

ხოლო ერთი 5 წლის წინ როდესაც პირველ კურსზე ვიყავი მახსოვს ვაჟა-ფშაველას ერთ ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში გავჩითე ხალათიანი ბაბუ.. ხოდა დრო ბევრი მქონდა ლექციას ვაცდენდი და ზემოთ ცამოვჯექი და ვერთობოდი, როგორც კი ქალი ან ახალგაზრდა მანდილოსანი ჩავიდოდა შემდეგ უცებ ან ლანძღვის ხმა ან კივილი მომესმოდა და აჩქარებული ნაბიჯი : )) ეგ კაცი შემდეგ როგორც ვიცი ასათიანზე წაიყვანეს... კიდე ერთი მახსენდება ეს მიწისქვეშას არ ეხება.. მე ნუცუბიძეზე ვცხოვრობ და ხშირად გადავდიოდი ლისის ტბაზე ხოდა ონკოლოგიურის გზაზეა და ერთხელ 4 სართულიდან სულ შიშველი კიბოიანი ავანტყოფი იღიმებოდა და პოზებს ქმნიდა : )
-
perwkli
- იეტი
- Posts: 1088
- Joined: 09 მარ 2007, 04:18
- Location: ბუნბუნლანდია
Post
by perwkli » 21 ივნ 2011, 18:56
ერთი მხრივ, მძღოლების უმეტესობა თვითკმაყოფილი იდიოტებივით დაქრის და წესების აზრზე არ არის
მეორე მხრივ, ფეხითმოსიარულეები დახტიან კალიებივით უადგილო ადგილას უადგილო დროს
ხოდა ისა
ორივე ღირსია

-
LEVANIKO
- ზარმაცი
- Posts: 1483
- Joined: 01 ივნ 2009, 02:15
-
Contact:
Post
by LEVANIKO » 21 ივნ 2011, 19:59

ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 21 ივნ 2011, 21:02
Wanderer
თითქოს ამ ბოლო დროს მოწესრიგდა სისუფთავის მხრივ მიწისქვეშა გადასასვლელები, თითქოს!
LEVANIKO
შენ არსად გადამეყარო!

-
LEVANIKO
- ზარმაცი
- Posts: 1483
- Joined: 01 ივნ 2009, 02:15
-
Contact:
Post
by LEVANIKO » 22 ივნ 2011, 00:23

ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.