
პოეტივარ პოეტი ავტობუსიტ მოვედი

ჯალალედინ რუმი
ერთხელ გარეულს უამრავში ბაზართან ხალხში
ქალაქელს ცხვარი დასაკლავად მიყავდა სახლში
იგრძნო ამჩატდა მიბრუნდა და მიიღო შოკი
როდესაც ხელში გადაჭრილი შემორჩა თოკი
ჯიბეში ფულიც აღარ ჰქონდა გარდა ხურდების
და მიხვდა ცხვარი ნადავლი რომ გახდა ქურდების
დანაკარგისგან აერია საწყალს გონება
ტყავიც და ცხვარიც ქურდებს დარჩათ მთელი ქონება
ქურდი კი იქვე ჭის მახლობლად ვაჭარს რომ ჰგავდა
განწირული ხმით „მიშველეთო ხალხო” მოსთქვამდა
თან გაქურდულმა როცა კითხა საქმე რაშია
ასე მიუგო „ქისა ფულით ჩემი ჭაშია”
რაც კი მებადა შიგნით იყო ასი დინარი
ოცს მივცემ თუ კი ამომტანი ვნახე ვინ არი
და მყისვე თავში დაებადა ფიქრები საწყალს
ამ ფასად მე ხომ ვიყიდიდი ბაზარში ათ ცხვარს
დანაკარგმა რომ შემაძრწუნა საწყალი ერთმა
სამაგიეროდ მე ეს ძღვენი მომართვა ღმერთმა
თან ტანსაცმელი გაიხადა ხმაც კი არ დაძრა
უფლის ხსენებით საცოდავი იმ ჭაში ჩაძვრა
ქურდიც ტანსაცმელს მიტოვებულს მყისვე მივარდა
ხელი დასტაცა და ბაზრიდან გაუჩინარდა
შენც მეგობარო მიმავალო ჯერ უცნობ გზაზე
იცოდე, ნაბიჯს როდესაც დგამ იყავი აზრზე
და შეევედრე ერთადერთი სიფრთხილე უფალს
თორემ ვისაც ის ეკარგება სიხარბე ღუპავს.