Page 2 of 2

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 21 ოქტ 2011, 11:32
by Maiko-adventurous
მც
სტუნდენტობის დროს ერთ-ერთ ორგანიზაციაში როცა ვაპირებდი მუშაობის დაწყებას, გასაუბრებამდე რამოდენიმე დამოუკიდებელი თემა გვაწერინეს კანდიდატებს. ერთ-ერთი იყო: "როგორ შეცვლიდით საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებს, ისე, რომ ახალი გარემო ქვეყნის ეკონომიკითვის ბევრად უფრო მომგებიანი ყოფილიყოო" :) ჰოდა ახლა ვფიქრობ, თქვენც იმ გასაუბრებაზე ხომ არ ბრძანდებოდით? :D :D

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 21 ოქტ 2011, 14:20
by arcivi9
Maiko-adventurous wrote:მც
სტუნდენტობის დროს ერთ-ერთ ორგანიზაციაში როცა ვაპირებდი მუშაობის დაწყებას, გასაუბრებამდე რამოდენიმე დამოუკიდებელი თემა გვაწერინეს კანდიდატებს. ერთ-ერთი იყო: "როგორ შეცვლიდით საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებს, ისე, რომ ახალი გარემო ქვეყნის ეკონომიკითვის ბევრად უფრო მომგებიანი ყოფილიყოო" :) ჰოდა ახლა ვფიქრობ, თქვენც იმ გასაუბრებაზე ხომ არ ბრძანდებოდით? :D :D
ვფიცავ ყველა იმ მთას რომელზეც მე ოდესმე ავსულვარ რომ არა :lol:

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 26 ოქტ 2011, 16:32
by arcivi9
ან წარმოიდგინეთ რომ საქართველოს ტერიტორიაზე უხსოვარ დროში ჩამოვარდა დიდი მეტეორიტი და ჩვენ მის სანახავად წავედით, იგი მდებარეობს გარეკახეთის უდაბნოში და საკმაოდ არის დაცილებული სავალ გზებს მაგრამ ეს დაბრკოლება როდია ჩვენთვის, კარაველებისათვის.
Image
უახლოესი გზიდან გადმოვდივართ სამარშრუტო ტაქსებიდან და ფეხით ვაგრძელებთ გზას რომელიც რამდენიმე კილომეტრს შეადგენს. გზის ბოლო კი ესაა აღმართი რომლის დაქანება და სიგრძე უკვე რაღაცაზე მიგვანიშნებს და როდესაც მის თხემზე მოვექცევით ჩვენს წინაშე დიდებული სანახაობა გადაიშლება..................
Image
ესაა არსებითად უზარმაზარი ქვაბი რომლის მასშტაბები და კიდები ნათლად მიგვანიშნებს ათეული ათასი წლის წინ მომხდარი უზარმაზარ და საშინელ კატასტროფას. წარმოიდგინეთ რომ ზეციდან უცებ მოგესმათ საშინელი გრიალი და ცეცხლოვანი ბურთი საშინელი ძალით დაეცა მიწას. „უცებ ცა ჩრდილოეთით ორად გაიყო თვით მიწამდე და მაღლა გამოჩნდა ცეცხლი რომელმაც მოიცვა ცის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი“.

ან რა შორის ისმოდა ეს საშინელი გრიალი! გახსოვთ?

ჰოდა ჩვენ აი ამ კრატერის ძირში ჩავდივართ და მოკრძალებულად ვდუმვართ რამეთუ დიადი კატასტროფის მემკვიდრეობა გვაიძულებს დუმილს. თავად განსაჯეთ-კრატერის დიამეტრი ორი კილომეტრის ტოლია! გაბედავთ ახლა თქვენ აქ უსაგნო საუბარს? სჯობია დადუმდეთ და შემაძრწუნებელი მოვლენის კვალს დააკვირდეთ რომელზეც თქვენ მიაბიჯებთ ახლა.....
უკვე დაღამდა და ჩვენ კრატერის ძირში ერთადერთ ნებადართულ ადგილას ვშლით კარავს და კოცონს ვაჩაღებთ. ცა სუფთა და კამკამაა, უმთვაროა და საოცრად არიან მოჭედილი ვარსკვლავებით, ისინი სუნთქავენ, ციმციმებენ, ბრწყინავენ და თითქოს გესაუბრებიან კიდეც თქვენ მაგრამ თქვენ მათი გესმით? მე მესმის :) და თუკი თქვენც გაინტერესებთ მათი შორეული ამბავი მაშინ მომისმინეთ მე..............

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 26 ოქტ 2011, 16:52
by Ketevan Guliashvili
არწივი 9

პირველ ფოტოზე მიწა დამსკდარი ჩანს, ნაპრალებია? რამხელა?

ხოდა წაგვიყვანე რა ჩვენც, მაგარი რამეჩანს!

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 26 ოქტ 2011, 17:06
by arcivi9
Ketevan Guliashvili wrote:არწივი 9

პირველ ფოტოზე მიწა დამსკდარი ჩანს, ნაპრალებია? რამხელა?

ხოდა წაგვიყვანე რა ჩვენც, მაგარი რამეჩანს!
ორივე სურათი არიზონის მეტეორიტულ კრატერს ეკუთვნის :)
http://en.wikipedia.org/wiki/Arizona_crater

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 26 ოქტ 2011, 17:10
by Ketevan Guliashvili
მანდ მართლა წარმოსახვით თუ მოვხვდებით....

ლამაზია ეს ოხერი არიზონა.

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 26 ოქტ 2011, 17:18
by arcivi9
Ketevan Guliashvili wrote:მანდ მართლა წარმოსახვით თუ მოვხვდებით....
რატომ, სხვა პლანეტაზე კი არის არიზონა :)

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 26 ოქტ 2011, 18:11
by Ketevan Guliashvili
ჩავები აბა მეც თამაშში...

მამონტის მღვიმე რომ იყოს იმერეთში. წარმოიდგინეთ 5 იარუსი, 200 გროტი, გალერეა და გასასვლელი. 500 კმ. სიამოვნება!


http://images.nationalgeographic.com/wp ... 00x450.jpg

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 26 ოქტ 2011, 20:37
by arcivi9
Ketevan Guliashvili wrote:ჩავები აბა მეც თამაშში...

მამონტის მღვიმე რომ იყოს იმერეთში. წარმოიდგინეთ 5 იარუსი, 200 გროტი, გალერეა და გასასვლელი. 500 კმ. სიამოვნება!
მშვენიერია :)
კიდევ უკეთესი იქნებოდა რომ ცოცხალი მამონტები გვეხილა მანდ, ესე იგი კლონირებულები :wink:

საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Posted: 28 ოქტ 2011, 22:51
by arcivi9
ან წარმოიდგინეთ რომ საქართველოში იყოს რამდენიმე მოქმედი ვულკანი, მაგალითად სადმე ჯავახეთში (ანუ იქ სადაც მართლა იყო კაი ხნის წინ) და ჩვენ მას ვსტუმრობთ :)
უკვე შორიდან ჩანს მაღალი მთა რომელიც სულაც არ არის დაფარული თოვლით და ყინულით არამედ მუქი ფერისაა რასაც ალაგ-ალაგ წითელი დაღარული ზოლები ჩამოჰყვება ძირს-ეს ცომივით სქელი ლავაა რომელიც დაბლა ჩამოედინება და გზად ყველაფერს წვავს. იგი გვეუბნება: ფრთხილად მოდით ჩემთან თორემ მე დაუდევარი ხალხი დანდობა როდი მჩვევიაო!
კარავს ვშლით ვულკანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ეს უსაფრთხო მანძილია ჩვენთვის მაგრამ ვულკანის გუგუნი ძილის საშუალებას როდი გვაძლევს, თუმცა სხვისი არ ვიცი და მე ეს ხმა ძალიან ტკბილად ჩამესმის ღამით რამეთუ ეს ჩვენი მშობლიური პლანეტის ხმაა რომელიც თავის ძალას გვაგრძნობინებს............
ღამით როცა გამოვდივარ კარვიდან ჩუმად ვუყურებ ვულკანს და მის მრისხანე ძალას:
Image
ჰა, როგორია? იგრძენით რამე? :) ცეცხლის მფრქვეველი ვულკანი ლავას ისვრის მაღლა და მისი ენები წითლად ლოკავენ ცის კაბადონს. ცოტა ხნით ყველაფერი გაყუჩდება და მერე ისევ თავიდან იწყება........გსურთ უფრო ახლოს გავეცნოთ ამ სტიქიას?
მეორე დღეს ჩვენ ვულკანისკენ მივდივართ, გზადაგზა ნიადაგი სულ უფრო და უფრო უდაბური ხდება, მცენარეები კლებულობს, მიწა ხურდება და ჩექმების ტარების მიუხედავად ფეხისგულებს გვიწვავს, ალაგ-ალაგ გეიზერებიც გვხვდება და მათგან მომდინარე ცხელი ოხშივარი სახეს გვიწვავს მაგრამ რაკი ამტკიცებენ რომ ორთქლის აბაზანები სასარგებლოაო ჩვენ მაინც წარბშეუხრელად მივიწევთ წინ.
ესეც ვულკანის კრატერი, ესეც მისი კიდე. აქ ცეცხლის სამფლობელოს შესასვლელია და ჯოჯოხეთის სცენები თამაშდება, მაგრამ თურმე აწი რამდენიმე დღის განმავლობაში ამოფრქვევა აღარ იქნებაო და აბა რომელი თქვენგანი გაბედავს კრატერის კიდეზე ღამის გათევას? მე ვბედავ, თქვენ გამომყვებით? ;)
დილით რამდენიმე ძლიერი გულის და გრილი თვალის მქონე კარაველი ვიღვიძებთ კრატერის პირზე გაშლილ კარავში, მაგრამ გამოტყდით ახლა-ვის გეძინათ მშვიდად? ვინც ასეთები იყავით მაშ გამომყევით კრატერის საფუძვლიანად დასათვალიერებლად.
და აი, ჩვენ უკვე კრატერს ვუვლით გარს რომლის გარშემოწერილობა ერთ კილომეტრს უდრის და მისი დალაშქვრა იოლი საქმე როდია თუ გავითვალისწინებთ უთვალავ გეიზერებს, ორთქლის შადრევნებს და კრატერის სიღრმეში ავად მობუყუბუყე ლავას წითელი თვალებით რომ შემოგყურებთ.........მუხლები მაინც არ გიკანკალებთ?
ჰოდა, როცა ჯერ მზის სხივები არ მისდგომია კრატერს თქვენ უეცრად თვალს მოჰკრავთ კრატერის საწინააღმდეგო მხარეს ორთქლის პერანგში გამოსახულ ჩვენს გადიდებულ გამოსახულებებს ორთქლის მოძრაობის გამო ერთიანად რომ თრთიან, ესაა მთაში გავრცელებული მირაჟი-ბროკენის მოჩვენება, მაგრამ იგი აქამდე არასოდეს არ გვინახავს ვულკანთან, ამ მოვლენის გამო ერთიანად ვმუნჯდებით და ბუნების დიად მოვლენას ჩუმად შევყურებთ, ასე გვგონია რომ ვულკანის კრატერიდან ამოსულ ორთქლის ენებს ჩვენც მაღლა მივყავართ და ნელ-ნელა ფრენას ვიწყებთ, თითქოს სიცხიდან მაღლა სიგრილეში ავდივართ, თითქოს ღრუბლებზე სიარული შეგვიძლია და ნეტარების ბურუსში ვეხვევით (ორთქლის ბურუსში ისედაც გახვეულები ვართ)........
საღამოს კი მე თქვენ გიყვებით კრიოვულკანიზმის შესახებ, იცით ეს რას ნიშნავს? გაგიგიათ რო ოდესმე ვულკანს ცხელი და გავარვარებული ლავის მაგივრად ყინული ამოეფრქვიოს? თუ არა-მე მომისმინეთ :)