1936 წელს კიდევ ერთი სიახლე შემოვიდა ქოლგების ბაზარზე და თქვენ წარმოიდგინეთ და ისევ გერმანიიდან. ეს იყო პირველი ავტომატური (ანუ ღილაკიანი) ჯიბის ქოლგა. ამ ქოლგას სახელად ერქვა "Lord & Lady"

1950-იანი წლების დასაწყისში ჯიბის ქოლგების აღმასვლა დაიწყო. "knirps"-ის ქოლგა ამ დროს ძალიან პოპულარული იყო და ფაქტიურად დაპყრობილი ქონდა ბაზარი მთელი ათწლეულის განმავლობაში. ამ ბრენდმა კიდევ უფრო მეტად გაითქვა სახელი, როცა ნეილონის გამოყენება დაიწყო მასალად, რადგანაც ნეილონი საშუალებას იძლეოდა უამრავი სხვადასხვა ფერის ქოლგა შექმნილიყო.
ამასობაში ქოლგა გახდა უფრო კოხტა, დახვეწილი, თხელი, მსუბუქი და რაც მთავარია გაცილებით უფრო გამძლე. საათისა და ძვირფასეულობის შემდეგ (knirps-ის) ქოლგა გახდა სასიამოვნო საჩუქარი იუბილარისთვის, დედისთვის, შობაზე ნათესავებისა და მეგობრებისთვის.
ნუ, მერე, აღმოსავლეთიდან ძალიან იაფფასიანი ქოლგა შევიდა და ქოლგამ სიმბოლოს სტატუსი დაკარგა.
საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, XX საუკუნის ბოლოს განიცადა ქოლგამ სიახლე. ამჯერად ეს მასალის შეცვლამ გამოიწვია. ქოლგის სხვადასხვა მასალა, ფუნქცია, ფორმა და ზომა შემოვიდა აღმოსავლური კულტურიდან.
და ბოლოს ქოლგას თურმე ნუ იტყვი და საკუთარი მუზეუმიც ჰქონია, მაგრამ მხოლოდ 1 და ისიც იტალიაშია, გაგიკვირდებათ და.. "Museo dell'Ombrello" შეგიძლიათ ნახოთ "ქალაქ" Gignese-ში, რომელიც იტალიის დიდი ქალაქებიდან ქალაქ ტურინთან არის ახლოს (დაახლოებით 100-110 კმ-ის დაშორებით).