KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ნინი_85 » 12 აგვ 2008, 12:48

ახლახანს მივიღე სკაიპით:

ცხვარიჭამიის მოსახლეობამ 500-მდე ლტოლვილი შეიფარა, გუშინ სოფელს გამოუკვებია და დღეისთვის არაფერი აღარ აქვთ! არც ტანსაცმელი არც საჭმელი! ყველას გევედრებით, ვისაც რისი საშუალება გაქვთ, დავეხმაროთ ჩვენ თანამემამულეებს და ნიკოლაძის 16 ნომერში ვისაც რისი საშუალება გაქვთ, სულ მცირეც კი, გავიღოთ იმ ხალხისთვის! ჩემი ნომერია 893 73 15 14 ამ ნომერზე დამირეკეთ! გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია სასწრაფოდ, ზოგი მძიმედაა!!
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Naia » 12 აგვ 2008, 14:53

არა მგონია ჯარს დახმარება სჭირდებოდეს. თან მეეჭვება, ვინმემ ჩვენი მიტანილი საჭმელი აჭამოს ჯარისკაცებს... თავდაცვას საკმაოდ ძლიერი ლოჯისტიკური სამსახური ჰყავს და არც ფინანსები და რესურსები აკლიათ

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 აგვ 2008, 06:57

რუსეთ-საქართველოს ომი ამ ეტაპზე დასრულებულია.
საქართველომ ამ ომის შედეგად დაკარგა ბევრი. დაიღუპა უამრავი ჩვენი სისხლიერი. განადგურდა სამხედრო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი.
დაინგრა უამრავი სახლი, საცხოვრებელი კორპუსი და უბანი.

ქვეყანას საგლოვად აქვს საქმე. თუმცა, გლოვაზე მეტად დღეს დანგრეულის აღდგენა-რეაბილიტაცია უფრო მნიშვნელოვანი მგონია.
ტირილი და ძაძები ვერც ტერიტორიებს დაგვიბრუნებს და ვერც დანგრეულს აღგვიდგენს.

არც იმის დროა, ბევრი ვილაპარაკოთ.
მოდით, რა, ბევრი გავაკეთოთ.
ჰოდა, მინიბუსები დავიქირავოთ და ამ შაბათ-კვირას (16-17 აგვისტო, 2008)
გორის, ქარელის, ან ახალგორის რაიონებში ზოგი1დანგრეული სახლისა თუ კორპუსის გაწმენდა-აღდგენაში მივიღოთ მონაწილეობა.

მისამართების დადგენა ადვილია. ამაში დახმარების გაწევა შეუძლია შიდა ქართლის ადმინისტრაციას, რომელიც გორის ცენტრში, სტალისნი ძეგლის უკან მდებარეობს.

რა გვჭირდება?

სამუშაო ხელთათმანები, 2-3 ძალაყინი, ნიჩბები.
სამუშაო იარაღების შოვნა ადგილზეც შესაძლებელია.

საგზალია წასაღები.

მინიბუსებისთვის დასაქირავებელ თანხებს სრულიად დავფარავ.
(არ მითხრათ, როგორ).
სასწრაფოდ ჩამოიწეროს სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილების მსურველთა სია.
ამ აქციაში ქალებიც და კაცებიც თანაბრად საჭიროა.
ჩავრთოთ ჩვენი მეგობრებიც, ახლობლებიც და სა1ოდ, მგონია, რომ ეს მხოლოდ "კარავის" საზრუნავი არ უნდა იყოს.
საქართველოს თითოეული მოქალაქე ხელებს უნდა იკაპიწებდეს.


ძნ გთხოვთ, ამ თემაში ნაკლები ვილაპარაკოთ და ამავე თემის სარეალიზაციოდ, ბევრი გავაკეთოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Naia » 13 აგვ 2008, 07:07

GAMARJOBA SAKARTVELO
ეგ იდეა მეც მქონდა. მაგრამ მგონი აჯობებს ცოტა ხნით შევიცადოთ, სანამ საბოლოოდ შეწყდება ცეცხლი.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 აგვ 2008, 07:11

თუ ცეცხლის რისკი იქნება, მაშინ ეს გეგმა გადაიწევს. თუმცა, შაბათ-კვირას ამის საფრთხე, წესით აღარ უნდა იყოს.
მთელმა საქართველომ ამ მხრივ მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს.

ჩენი თვალით მაქვს ნანახი, შრი-ლანკაში ცუნამის დროს როგორ შეძლეს მცირე-მცირე ჯგუფებმა მობილიზება
და კონკრეტულ უბნებზე ნებაყოფლობითი მუშაობა..
მკდ, სიას ველი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by navigator » 13 აგვ 2008, 08:57

ძაან კაი და საჭირო იდეაა
ამ შაბათ-კვირას თბილისში არ ვიქნები მარა მომავალში როგორც კი შევძლებ, შემოგიერთდებით.
აცხა ღორებო Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by popins » 13 აგვ 2008, 09:08

ნანგრევების მიხედვას ხალხის მიხედვა სჯობს..
lenchiamal

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ნინი_85 » 13 აგვ 2008, 09:46

GAMARJOBA SAKARTVELO


გოგა, ძალიან მაგარი იდეაა, ვფიქრობდი კიდეც დამეპოსტა, მარა კაია რომ თემა გახსენი, რიტაც შეგვიძლია უნდა დავეხმაროთ მოსახლეობასაც, თუ ჰუმანიტარულ ტვირთს ჩავუტანთ კაი იიქნება და ქალაქის დალაგებაშიც მივიღოთ მონაწილეობა.

მე თქვენს გვერდით მიგულეთ, ჩემი ნათესავებიანად :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Mta Mkvarebia » 13 აგვ 2008, 09:55

Naia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ეგ იდეა მეც მქონდა. მაგრამ მგონი აჯობებს ცოტა ხნით შევიცადოთ, სანამ საბოლოოდ შეწყდება ცეცხლი.
ვეთანხმები ნაიას, ცოტა მოცლა ჯობია, გუშინ საღამომდე გრძელდებოდა მაგ რაიონების დაბომბვა :( და ჯერ რუსის ჯარი არ გასულა და სად ვაპირებთ წასვლას? არა მგონია ჩვენი საფრთხეში ჩაგდებით , რამით დავეხმაროთ იმ ხალხს.
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ნინი_85 » 13 აგვ 2008, 10:25

გორში მდგომარეობა მართლაც ძალიან რთულია, ახლა ვესაუბრეთ იქ დარჩენილებს...

ჯერ ქალაქი გამნაღმველებმა უნდა გაასუფთაონ, სხვა შემთხვევაში ძალიან საშიშია.


მოცდა მოგვიწევს...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Int3lig3nt » 13 აგვ 2008, 11:11

მე მგონი სანამ რუსის ჯარი არ გავა აქედან, არ ღირს.
ყველაფერია მაგათგან მოსალოდნელი.

მოროდიორთა ჯგუფები დაძრწიან (ძირითადად კაზაკები) და არ ინდობენ არავის და არაფერს.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ARCHILI » 13 აგვ 2008, 11:40

ხალხნო, რა რუსეთ-საქართველოს ომი?...

ორ დღიანი ომი გაგიგიათ?


უდღეური მთავრობისა და ქვეშაფსია სამხედრო მეთაურების მოქმედებას ომში მონაწილეობა როგორ უნფა უწოდოთ...

ომი იყო მხოლოდ იქაური მოსახლეებისათვის და რიგითი ჯარისკაცებისათვის მხოლოდ... სახელმწიფოს ომი არ ჰქონია...

ამ პროპაგანდისტებმა დაგაბოლეს ხალხნო?

ამ ტემას რუსეთ-საქართველოს ომი კი არა... ქართველების მიჩმორების სათაური უნდა ქონდეს...


ეს თვითკმაყოფილება და ზომბირება გვღუპავს...

აუცილებლად შეცვალეთ სათაური... სირცხვილია...

ომი - ორდღიანი ომი, არა?...



User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamari-ch. » 13 აგვ 2008, 11:48

ომი ახლა იწყება-

ეს იქნება თვითოეული ჩვენგანის ბრძოლა
როგორც მორალურ, ისე იდეოლოგიურ, დიპლომატიურ დონეზე -

ახლა ვიწყებთ ჩვენ ბრძოლას - რომელიც ალბათ გაგრძელდება რამოდენიმე წელი -

და საბოლოოდ იმით დამთავრდება, რომ რუსეთი დაკარგავს საქართველოს და მთელს კავკასიას.

სამხედრო ომი მოგებულია მაშინაც კი, როცა იდეოლოგიურად
უპირატესობა გაქვს.

აქ დიდხანს ეგ ტანკები ვერ დარჩება -

მოუწევთ მაგათ აქედან წასვლა.

უნდა ვიყოთ მაგრად და ერთად.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamari-ch. » 13 აგვ 2008, 11:50

აქცია ჯერ ნაადრევია -

ისიც არ ვიცი - თუ არის მოძრაობა გორის ტრასაზე.


მაგას ჯობის ჯერ ლტოლვილებს დავეხმაროთ -


არც ტანსაცმელი აქვთ -
არც საჭმელი

არაფერი - რაც ეცვათ იმით გამოვიდნენ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Mta Mkvarebia » 13 აგვ 2008, 11:55

ARCHIL_i

"ომი — სახელმწიფოებს შორის არსებული კონფრონტაციის გადაწყვეტა სამხედრო ძალადობის გზით. ომის წარმოებაში უმთავრეს როლს ასრულებენ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული ფორმირებები. ომის წამოწყების მიზეზი შეიძლება გახდეს გადაუჭრელი საკითხები ეკონომიკურ, იდეოლოგიურ, ტერიტორიულ, რელიგიურ და სხვა სფეროებში. ომი – ეს არის პოლიტიკის გაგრძელება. თავისი მასშტაბებით ომი შეიძლება იყოს ლოკალური, რეგიონული, მსოფლიო. საერთაშორისო კანონების მიხედვით ომის წამოწყება გამოუცხადებლად, ითვლება დანაშაულად".

წყარო:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9D% ... B%E1%83%98

ესაა ომის განმარტება, XXI საუკუნეში როცა ყველა პროცესი დაჩქარებულია და სამყაროს განადგურება ერთ წამშია ტექნიკურად შესაძლებელი, 2დღიანი ომიც არ უნდა გაგიკვირდეს, ჩემო არჩილ. მეორე საკითხია ჩვენი, ბავშვობიდან მოყოლებული წარმოდგენები ომზე, ომის გმირებზე, ომის მთავარსარდლებზე, ვაჟკაცობაზე. და თუ ერთი რამ მაინც არ ემთხვევა ჩვენს ამ წარმოდგენებს (მიხვდი, ალბათ, მთავარსარდლის და ვაჟკაცობის იდენტიფიკაციაზე რომ მიგანიშნებ) ეს სხვა საკითხია. ეს არ უცვლის ომს სახელს :( .
Last edited by Mta Mkvarebia on 13 აგვ 2008, 11:55, edited 1 time in total.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]