ახლა ვნახე ეს თემა, უფრო სწორედ ის წერილი სადაც თარიღია მითითებული 18 მაისი - ის დრო როცა ჩვენ იმერეთის ტაძრების მოსანახულებელი გასვლა დავგეგმეთ.მე უფრო ადრე გამიხსნია თემა, რომ მცოდნოდა, შეიძლება ცოტა იქით გადაგვეწია, მაგრამ რას იზამ, ზაფხული ახლოვდება და რამდენიმე ღონისძიება რომ ერთმანეთს დაემთხვევა და არჩევანის წინაშე დავდგებით, ეს აქსიომაა. არადა გული დამწყდა, მხარდაჭერასაც გპირდებოდით

მაგრამ დაუსწრებლადაც შემიძლია რაღაც გავაკეთო თქვენი აქციისთვის

ბისერის რაღაც-რუღაც სამკაულები ჩემზე იყოს, ერთი წელია (რაც კარავში თავი შევყავი) საშინლად განვიცდი დროის უკმარისობას ვეღარაფერს ვაკეთებ, ვერც ბისერისგან, ვერც ვქსოვ, სულ ლაშქრობებში დავდივარ

ამიტომ ახლა რომ დავჯდე "დონე" რაღაცეების გასაკეთებლად (ექსკლუზიური აქსესუარები ჩემი დიზაინით , რაც შეიძლება შედარებით ძვირად გაიყიდოს), ვერანაირად მოვახერხებ, თან 1 კვირაში კაბადოკიაში მივდივარ. მაგრამ მაქვს ადრინდელი გაკეთებული რაღაც-რაღაცეები, იმ პერიოდის, როცა ჩემით ვსწავლობდი ბისერზე მუშაობას ინტერნეტიდან, თითქმის ერთნაირებია სხვადასხვა ფერებში. ძალიან უბრალოები კი არის და ძვირადაც ვერ გაიყიდება, მაგრამ ახლა სულ ეს არის რაც მაქვს. მაქვს ერთი ტონა ჩემთვის გაკეთებული სამკაულებიც. მაგრამ ბისერს აქვს ერთი ცუდი თვისება კანთან და წყალთან შედის რეაქციაში, საკმარისია ერთი-ორჯერ გაიკეთო ფერს იცვლის და რა გაყიდვაზეა საუბარი, თორემ სულ დავთმოვბდი
ტრაქტატივით წერილი კი გამომივიდა, მგრამ მართლა ძალიან შევწუხდი, ეს გვერდი რომ ვნახე.