კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 20 იან 2008, 18:04
Linda wrote:ოხო, ძალიან საინტერესო კი ჩანს მარა, კომპიუტერში წაკითხვააა....
qvevri
რომელ ჟურნალში დაიბეჭდა ეს სტატია?
გაზეთი ქვევრი, და ბიზნეს მენეჯერი, მარა არა მგონია სადმე რომ იპოვო ეს გაზეთები, შენ თუ ვერ კითხულობ მითხარი და მე მოგიყვები ზეპირად

-
Linda
- იეტი
- Posts: 1451
- Joined: 17 მაი 2007, 20:49
Post
by Linda » 20 იან 2008, 19:02
qvevri

კაი მაშინ ზეპირად მომიყევი
-
ketuna4
- მაწანწალა
- Posts: 804
- Joined: 18 სექ 2007, 12:17
- Location: თბილისი
Post
by ketuna4 » 20 იან 2008, 19:16
qvevri
გეტყობა მთელი გულით რომ წერ.

-
ნიმფა
- იეტი
- Posts: 1352
- Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
- Location: სამშობლო
-
Contact:
Post
by ნიმფა » 16 დეკ 2008, 20:13
qvevri
დიდი ინტერესით წავიკითხე,
ძალიან გულუბრყვილო შეკითხვას დავსვამ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს...
თუ ასეთი კარგია ქვევრი და დარწმუნებული ვარ ეს კახელმა გლეხმა იცის, რა ეშმაკების გამო აყენებს ღვინოს სპირტის კასრებში?
მართლა მაინტერესებს.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 16 დეკ 2008, 22:48
~nimfa~ wrote:qvevri
დიდი ინტერესით წავიკითხე,
ძალიან გულუბრყვილო შეკითხვას დავსვამ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს...
თუ ასეთი კარგია ქვევრი და დარწმუნებული ვარ ეს კახელმა გლეხმა იცის, რა ეშმაკების გამო აყენებს ღვინოს სპირტის კასრებში?
მართლა მაინტერესებს.
ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის და კიდევ იმისათვის, რომ დიდი ინტერესით წაიკითხე ჩემი ნაწერი. ერთი თხოვნა მექნება, სანამ პასუსხ გაგცემ გთხოვ კიდევ გამონახო დრო და თვალი გადაავლო "გარაჟის მეღვინეები და სპირტის ბოჭკების საიდუმლოს". (თუ უკვე წაკითხული არა გაქვს) შენი შეკითხვის პასუხი ნაწილობრივ იქ წერია, მაგრამ შეკითხვაზე პასუხს ნამდვილად არ დაგამადლი და გიპასუხებ, მანამდე კი მეც მინდა გკითხო ერთი რამ, კერძოდ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სოფელში ცხოვრება სასარგებლოც არის და თან საქართველოს ძლიერებისათვის კარგიც, მაშ რატომ იცლება სოფელი და რატომ გამორბის ყველა ვისაც არ ეზარება თბილისში?
-
bela
- მაწანწალა
- Posts: 553
- Joined: 14 ივნ 2008, 20:27
Post
by bela » 17 დეკ 2008, 00:24
qvevri
ამ გაზაფხულზე ნაფარეულში ვიყავი, გამტკიცულაშვილებთან და ქვევრს მოხადეს და ჭაჭაზე ნადგამი ღვინო გაგვასინჯეს.
ჰაუუუ, რა იყოოო...
ეგეთი კრიალა, გემოდაწმინდავებული ღვინო არ გამისინჯავს, იმან სულ გადამრია, მთელი ზამთარი დედაზე იყოო, რომ თქვეს.
მერე კი აგვიხსნეს, ტექნოლოგია...
რა უყვეს კომუნისტებმა კახელ გლეხებს, არა? რა მაგარი ტენოლოგიაა დაკარგული, ამას ჩვენსკენ აღარავინ აკეთებს, არც მამაჩემი...
-
ნიმფა
- იეტი
- Posts: 1352
- Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
- Location: სამშობლო
-
Contact:
Post
by ნიმფა » 17 დეკ 2008, 12:06
qvevri wrote:~nimfa~ wrote:qvevri
დიდი ინტერესით წავიკითხე,
ძალიან გულუბრყვილო შეკითხვას დავსვამ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს...
თუ ასეთი კარგია ქვევრი და დარწმუნებული ვარ ეს კახელმა გლეხმა იცის, რა ეშმაკების გამო აყენებს ღვინოს სპირტის კასრებში?
მართლა მაინტერესებს.
ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის და კიდევ იმისათვის, რომ დიდი ინტერესით წაიკითხე ჩემი ნაწერი. ერთი თხოვნა მექნება, სანამ პასუსხ გაგცემ გთხოვ კიდევ გამონახო დრო და თვალი გადაავლო "გარაჟის მეღვინეები და სპირტის ბოჭკების საიდუმლოს". (თუ უკვე წაკითხული არა გაქვს) შენი შეკითხვის პასუხი ნაწილობრივ იქ წერია, მაგრამ შეკითხვაზე პასუხს ნამდვილად არ დაგამადლი და გიპასუხებ, მანამდე კი მეც მინდა გკითხო ერთი რამ, კერძოდ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სოფელში ცხოვრება სასარგებლოც არის და თან საქართველოს ძლიერებისათვის კარგიც, მაშ რატომ იცლება სოფელი და რატომ გამორბის ყველა ვისაც არ ეზარება თბილისში?
"გარაჟის მეღვინეები და სპირტის ბოჭკების საიდუმლოს"
წავიკითხე კიდევ ერთხელ

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 იან 2009, 02:11
qvevri
მეღვინეობის პროფესორი ხარ.
ისე, შენგან რჩევებს ღვინის დაჭაშნიკებაზეც (ვიცი,
"დეგუსტაციას" არ ახსენებ) მოვისმენდი.
კი ვცნობ ღვინის გემოს, ვაზი რა გარემოშია გახარებული, მასაც გამოვიცნობ, მაგრამ ეს უფრო რეცეპტორებისა და გამ20დილების
დამსახურებაა, ვიდრე ცოდნის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 01 თებ 2009, 23:54
ეს სიტყვები ეკუთვნის ღვინის ცნობილ ფრანგ სპეცილაისტ პიერ ლერუას: “დაე ჩვენც დავკარგულიყავით ყვარლის ლაბირინთებში, დაე, ნუ მოგვძებნიდა ნურავინ.“
იმასაც ამბობენ, როცა ქინძმარაული გასინჯა, ყოვლისმცოდნე ფრანგი მუხლებზე დაეცა, მიწას აკოცა და ითხოვა, როცა მოვკვდები აქ დამმარხეთო.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 თებ 2009, 11:48
ლეონტი
მერე?
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 02 თებ 2009, 11:54
qvevri wrote:ლეონტი
მერე?
მერე ის რო ზოგი კახელი საფრანგეთში დამარხვასაი ცდილობს.
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 06 მარ 2009, 12:50
ამ ბმულზე ღვინოზე იმდენ საინტერესო რამეს შეიტყობთ, ეჭვი მაქვს, მადლიერი დარჩებით

:
http://marani2.blogspot.com/2007_10_01_archive.html
http://marani2.blogspot.com/
ეს ლეგენდა ღვინოზე და მის აკვანზე აქედანაა ამოღებული

:
ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა, სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები. ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა (არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ევრაზიის აფრიკასთან მატერიკულად ერთიანობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლომები მართლაც სახლობდნენ). როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა. როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით საამო მოსასმენია. როდესაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება. უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი, ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.
http://vinoge.com/Rvinis-galerea/qvevris-damRebi


-
mzevinari
- ბოდიალა
- Posts: 227
- Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
Post
by mzevinari » 08 მარ 2009, 21:22
თამუნას კომპიდან სურათები გადმოვქაჩე, იყალთოში აქვს გადაღებული უამრავი ქვევრი, ეს ფოტოები თქვენთვის ნაცნობი თუ არ არის აქ დავდებ
-
Druides
- იეტი
- Posts: 1934
- Joined: 23 აპრ 2004, 13:54
- Location: Galia
-
Contact:
Post
by Druides » 08 მარ 2009, 21:56
კაი ქართული ღვინო მინდა მომბეზრდა ბულგარული უკრაინული უნგრული აფრიკული ავსტრალიური და ა.შ ღვინოს ვსვავ და მარწყევს.............

(((((((((((((((((((((((((((((((((((((
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!