Post
by kotetbeli » 24 დეკ 2007, 20:47
IV
კარავი სამსახურში
როგორც ზემოთ ვთქვი, აქ მოყვანილი ფაქტების 97,1% მართალი იქნებათქო, ჯერ-ჯერობით ჩემი ნაწერი 2,9%-ის რესურსს წარმოადგენს (მართლა კი არა, ვხუმრობ:))
მოგეხსენებათ, ცალკე თემაა სხვადასხვა პროფესიის კარველები და მათი სამსახურებრივი მრავალფეროვნება, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვნდება ნანინანატრი შაბათ-კვირის დადგომისას...
იმის გამო, რომ კარველებთან არალაშქრული ურთიერთობებიც მაქვს, დავასკვენი, რომ ლაშქრული ატმოსფერო თავისთავად სამსახურებშიც მიჰყვებათ და თავიანთ ოფისებში მუშაობის ორიგინალურ (კარვულ) სტილს ნერგავენ...
თბილისის ოფისებში გაფანტული კარველებიდან რომ მოგენახულებინათ ყველა, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ მოგეჩვენებოდათ "ფოტოსამყარო" და "ფოტოსამყაროს" კარველ დიზაინერთან (Pauna) მისული კლიენტი:
კლიენტი: გამარჯობა, ფოტოების დაბეჭდვა მინდა და თქვენი დიზაინერული კონსულტაცია მჭირდება.
pauna: გამარჯობა, კი ბატონო.
კლიენტი: აი, ამ აბსტრაქტული კომპოზიციის დაბეჭდვა მინდა სიგრძეზე.
pauna: სიგრძეზე მგონი არ გამოდგება, ჰორიზონტალურად უფრო ეფექტური იქნება...
კლიენტი: რატომ?
pauna: ეს უბრალოდ ჩემი აზრია... მაგალითად, თქვენ წარმოგიდგენიათ შვეულად დადგმული კარავი? კარავი იდგმება ჰორიზონტალურად, მყარად...
კლიენტი: კი, მაგრამ ეს ნახატია და არა კარავი.
pauna: არასწორი პარამეტრებით დაბეჭდილი კომპოზიცია შეიძლება ისევე აიგდონ მნახველებმა თავიანთი კრიტიკით, როგორც ცუდად დადგმული კარავი -ქარმა...
კლიენტი: და ჩარჩო როგორი შევურჩიო?
pauna: თქვენი ნახატი კედელზე უნდა ეკიდოს უამრავი წლის განმავლობაში, ზაფხულსა და ზამთარში... რა თქმა უნდა, ჩარჩო უნდა იყოს გამძლე, როგორც კარგი კარავი!
კლიენტი: და ამ კომპოზიციებიდან კიდევ რომელი შევარჩიო ოთახისთვის? ცნობისთვის, ოთახის ინტერიერი სულ თეთრია...
pauna: იცით, ისევე, როგორც ლაშქრობას, ოთახს ზედმეტი და უსარგებლო ნივთები არ უხდება... მხოლოდ აუცილებელი და საუკეთესო კომპოზიციები უნდა დაკიდოთ.
კლიენტი: ფოტოების განლაგება როგორ ჯობია: ერთი კედელი დავტვირთო სპეციალურად ფოტოებისთვის თუ?
pauna: ფოტოების ერთ კედელზე თავმოყრა რაღაც არ მომწონს... ერთხელ 7 კაცს გვეძინა ერთ კარავში და... მოკლედ, ოთახში იკიდება იმდენი ფოტო, რამდენსაც ოთახი დაიტევს და აიტანს. ფოტოები უნდა გადაანაწილოთ ყველა კედელზე, თორემ ყველა ფოტოს ერთ კედელზე ჩამოკიდება, იგივეა, 4კაციან კარავში ყველამ ერთ მხარეს რომ დაიძინოს ერთმანეთზე...
კლიენტი: კარგი, დიდი მადლობა. როდისთვის იქნება?
pauna: ხვალ ლაშქრობაში ვარ- ზეგ!
***
როდესაც I კლასიკურ გიმნაზიას ჩაუვლით, შესაძლოა ყური მოკრათ lama-ს ხმამაღალ საუბარს საქართველოს ისტორიის შესახებ...
,,1790 წელს იმერეთის მთავარი ერეკლესთან ჩამოვიდა და შესთავაზა გაერთიანება. ამ ვიზიტისთვის მან რთული გზა გამოიარა...
ბავშვებო, მაშინ არ არსებობდა ისეთი კომფორტული ლაშქრული მოწყობილობები, როგორსაც ვთქვათ, კარველები ვიყენებთ: 40 გრადუსიანი საძილეები, GPS ტექნოლოგია, დიოდის ფანრები...
ვებსაიტებიც არ იყო და რომ ყოფილიყო კიდეც, ასეთი საიდუმლო ვიზიტებისას არაფრით არ შეიძლებოდა "სამომავლო გეგმების" გახმაურება და დაწერა - ,,შაბათს მივდივარ ერეკლესთან, გაერთიანება უნდა შევთავაზო. წავალ ამ მარშრუტით, კიდევ ვინ წამოვა?.."
ცოტა გადავუხვიე, მაპატიეთ, მოკლედ, ერეკლემ შესანიშნავად მიიღო იმერელი დიდგვაროვანი, გაერთიანების იდეაც მოეწონა, მაგრამ სად იყო და სად არა, გამოჩნდა ერეკლეს ცოლი-დარეჯანი... დარეჯანს არ მოეწონა გაერთიანების იდეა... მან არ დააფასა იმერეთიდან ჩამოსული სტუმრის ძალისხმევა, რადგან იგი არ იყო ნამყოფი ლაშქრობაში, მან არ იცოდა, როგორ დადიან ტალახით ფეხდამძიმებული მოლაშქრეები, როგორ უფრთხილდებიან ჯერ ერთმანეთს და მერე ყველაზე ნოყიერ-"ზგუშონს", რა ნელა მიიწევენ მიზნისკენ წვიმასა თუ ქარში და რა ჩქარა ალაგებენ დილით კარვებს, რადგან ვინც ბოლო აალაგებს კარავს, ის ცხელ ჩაის ვერ მიუსწრებს...
-მასწ, ტოტლებენსაც არ უხაროდა ხო გაერთიანება?
-ტოტლებენი საერთოდ ლაშქრობაში წასაყვანი არ იყო!.."
Last edited by
kotetbeli on 25 დეკ 2007, 13:52, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...