Post
by Archil » 21 სექ 2007, 01:06
ოკეანეც გადმილახავს, კავკასიის ქედებიც,
ზღვები მრავალსახელება, ტბები მრავალფერები
მომივლია მე ქვეყნები, სხვა რჯულის და ენისა
ჩვენზე უფრო დალოცვილის ნახვა მე ვერ მეღირსა
აღარც ბავშვი ვარ აკვანს ჩაკრული, რომ გავიკვირვო რამე ნახული
აღარ მაკვირვებს ტრამალის ყინვა, და არც სიმრავლე მე ჭირნახულის
გამკვირვებია მე სითბო შენი, შენი ძმობა და დამოყვრება
ასჯერ გაწირულს აღარ გბეზრდება, ათასმეერთედ კვლავ დამოყვრება.
სიკეთის ქმნა და მისი მადლი არ დაივიწყე მძიმე წუთებშიც
მუდამჟამს ჩანდა მოყვრის ტკივილში თუ რაოდენი მოგაქვს ნუგეში
დავაგუგუნებთ ძველს საგალობელს, ძველ სალაშქროს და ძველ იავნანას
მოხუცებს ვეტყვით, გვასწავლეთ ბაბა, ”შენ ხარ ვენახი” და განდაგანა
მოდი ბაბუ, დამიჯექი, მომიყევი ამბავი,
ომში როგორ შედიოდა თქვენი ჟამის ამქარი
რას ამბობდით ბრძოლის შემდეგ, დაღლილ-დაქანცულები
თუ გინახავთ ამ ჩვენს დროშიც თქვენებური გულები?
სადღაც რაში მიაგელვებს საყვარლისკენ საყვარელს
ანთებული გულის მსგავსად ვერაფერი ანათებს
გადალახავს ადიდებულ არაგვსა და მტკვარსა
ვერაფერი დააოკებს ლურჯ თვალების წვასა...
ვერაფერი ჩააჩუმებს მისი გულის ხმასა...
ამიტომაც შეახვედრებს თავის სატრფოს ყმასა...
შორით წვა და შორით დაგვა... უსწავლია შოთას...
თვით იერუსალიმს წასულა, და ვის ვუკითხოთ ოდა?
”მოდი გოგო ჩემთან ახლოს”, დღეს ასეა მოდა
ერს ხომ უნდა გამრავლება, მეთანხმები? ჰოდა....
კლდეშიც, მთაშიც და ჭაობშიც აუგია ოდა
ვაზი ყველგან გაახარა, სულ ახსოვდა შობა
ჯვარი ფართოდ დაისახა, არ გაყიდა ღმერთი
ამიტომაც ქართველ კაცის არის სულ სხვა ბედი
ხმალი, თოფი და ნაბადი, იყო მისი საძმო
თოფიანის ნათოხნი კი ღმერთთან სხვაფრად ფასობს
ცალით ხმალი მიკაფავდა, ცალს ეჭირა ჩვილი
მერე ამის შემხედვარე ნუ გახდები გმირი...
ბევრი მხარე მომივლია, ბევრიც მინახია მე ცა
მაგრამ შენ რომ დაგინახე, ეს რა მეხი მეცა....
დავიბენი? არა ვგონებ, არ ვარ მაგის ჩიტი
მაგრამ მინდა ჩემს ბუდეშიც შენისთანა გვრიტი...
დავილოცავ, ღმერთს ვახსენებ, მადლს ვუსურვებ მოყვასს
ყურძნის ნაჟურს ვეწაფები, ასეთი გვაქვს მოდგმა
მძლეთა მძლეთა უფრო მძლეთად მიგვაჩნია თავი
მაგრამ რა გვჭირს უკურნელი, ვერ გავიგეთ მაგი…..
დავიძინო, მგონი დროა, უკვე არვინ მერჩის
წყნარად თუკი დაგტოვებენ, მიქელას ხმაც გესმის
ჩუმად მოდის, უდრტვინველად, ის ერთ დღეში მოვა
გაბრიელს რომ ხელს ჩაკიდებს, ჩემი ჟამიც მოვა…
თუკი ვინმე შემიყვარებს, ის არასდროს მოვა
და თუ ვინმე შევიყვარე, ის არასდროს მოვა…
მაგრამ როდის მოვა?
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
