კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 10 ივლ 2007, 08:20
გავიღვიძე და...მზე მომეფერა და მზეს მოვეფერე და ეს წავიკითხე და...
zviorgatori wrote:abaldui
კაი კი არა და კარგი კაცი ხარ შენა - არადა გუშინ და გუშინ წინა მეც ვიკარავე - უფრო სწორედ ვიპარალონე (თავზე მუხურა ისე წვიმდა და პატარ სახლს ვგავდი ანდა წახნაგიან ლოკოკინას, მაგრამ მერე კუროსავას ერთ გმის შემადარეს და მაგრად მესიამოვნა, მიყვარს კუროსავა და მისი ფილმები და გმირებიდა....) - ხოდა ეტყობა სენა მართლა მარტო და რჩი და სხვადროს შევეცდებით (ყველას სახელით და გულწრფელად - ეს ფორიმი დააქ შენი სახელი ამის ძალას იძლევა) არ დაგტოვოთ და ერთობაში ტქვა და იგძნო ნაგრძნობიერები გემრიელობა!
გაიხარე!

მივხვდი რომ ტორტი მომინდა ვირტუალური მეგობრისათვის,აბალდენნი კაცი როა,აბალდენიი ჩახუტება რომ იცის და..ჯიბეში რო არ მალავს მზეს და ...
ზვიოს ხელში ვნახე ის მზე და მომინდა ...ლოკოკინა,ფიცხელაური და ჩემს მაგიდასთან 4 სკამია...და მეხუთე ამ კომპთან დევს და ...12 ში მარხვა მთავრდება

lenchiamal
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 10 ივლ 2007, 11:34
არ ვმალავ მზეს!
ჩემი ჩამავალი საღამოა, ჩემი სატრფოს მორიდებისაგან შეწითლებულ ლოყებს დამსგავსებული.. ჩემი მორიგი ხვეწნით გაცილებული: "დარჩი ჩემთან"... მაინც წასული და მაინც დამალული.. ათამაშებული.. გაქცეული.. მაინც წასული.. ვერ ვიხუტებ მის ჟღალ თმას, ვერ ვეფერები საყვარელი ქალის თმის თითოეული ღერისავით, ვერ მივდევ და ვერ ვეწევი.. და მაინც, ჩემი საღამო ჩემთანაა.. ჩემი დამორცხვებული ჰორიზონტებიც- ჩემთან.. არ ვმალავ მზეებს და დავეძებ სხვისას, საკუთარი რომ მოვიპოვო.. სხვათა მზე მათბობს დაუმსახურებელი სიყვარულივით... დაუმსახურებელი სთბოსავით... არ მიმალავენ მზეს... ოთახში მიხმობენ მეგობრებთან ერთად.. მეპატიჟებიან.. ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ სიყვარულსა და სიკეთეს ჩემთვის, რომლებიც ქუჩაში შემხვედრსაც კი ვერ მიცნობენ.. შემიპირებენ ჩემს უსასოო სიტყვების ბრძოლაში, უეჭვოდ და უანგაროდ.. არ მიწოდებენ მატყუარასა და ცრუს.. და არ დამიმალავენ მზეს... აქვე ახლოს ჩამომისხდებიან და ორიოდე სიტყვას შემაწევენ, გამამხნევებენ.. იცის უფალმა, რომ ალბათ ასეთი მოკლე მაქვს სული და მასაჩუქრებს გულწრფელი ადამიანებით, რომ ჩემს თავს ვეურჩო, არ დავინდო, არ შევიცოდო და გამოვითხოვო საკუთარ მესაგან ის, რაც უფლისაა და არა ჩემი.. ის, რაც მზისაა.. რომ ბოლოსდაბოლოს მეც შევიწირო, მეც გავიმარჯვო საკუთარ თავზე, მეც გავნათდე და გავმზევდე.. რომ მეც მოვიპოვო ჩემი მზე და არ დავმალო.. რომ მერე არ მოვისმინო დაუმსახურებელი შექებასავით ჩემს მიმართ ნათქვამი სიტყვები: "...არ მალავს მზეს"...
-- ეძღვნება პოპინს და კარაველებს..
Last edited by
ARCHILI on 26 აგვ 2008, 01:20, edited 1 time in total.
-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 10 ივლ 2007, 11:46
რუსული ზღაპარი თუ ლექსი გამახსენდა საბავშვო, მოიდადირი ვინც დაწერა, ნიანგმა რომ მზე გადაყლაპა და მერე დათვმა მზე რომ განთავისუფლა - ეჰ კაი იყო ბავშვობა და საბჭოტა მულტიპლიკაცია, რომელსაც მე ცოტა უხერხულ სახელს ვეძახდი............
abaldui
შეანა მგონი მზეობა კი არა დაფერფლილობა უფრო შეგშვენის, ნამეტნავი გრძნობებში ყოფილხარ
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 10 ივლ 2007, 11:50
zviorgatori wrote:abaldui
შეანა მგონი მზეობა კი არა დაფერფლილობა უფრო შეგშვენის, ნამეტნავი გრძნობებში ყოფილხარ
-- ეგ სიტყვების კოლაჟია, თორემ მე უგრძნობი კაცი ვარ

-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 10 ივლ 2007, 11:53
abaldui
ნუ ხო ვიცით უკვე, უგრძნობი, უგულო, ცუდი და მისთანები... და მოვუწოდებდი რომ გაქონ ა გადიდონ აქაურებმა მაგრამ მეზარება, ცივი წყალი დავლიე და ხმაც არ მიწყობს ხელს (ჰა სიცუდეში გეჯიბრები რეა გინდა, მარტო არ გტოვებ - რა კარგი ტიპი ვარ - და რა ცუდი, რომ კარგობას ..................... ეჰ)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 10 ივლ 2007, 12:36
ისე.. ნამეტანი მართალი ხარ ხომ იცი.. რაღაც ნამეტნავად გავსენტიმენტალდი
მგონი ჯობია ისევ ილფი და პეტროვის პონტებში გავეძრო ხოლმე... რაღაც მუზებზე მოვედი ბოლო ხანებში, არა და კარგა ხანია, არაფერი მიწერია...
რა დროს ესენი და ისინია...
21 საუკუნეა...
ნამდვილ ქართულ თანამედროვე ჟარგონ-კაიფს გაუმარჯოს..
ისე ლირიული გადახვევები მშვენიერი იყო.. ვერაფერს იტყვის კაცი...

-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 10 ივლ 2007, 12:44
მე მაინც მგონია რომ შორისდებულებში გაგდებული სიტყვები უფრო ზეაღმატებული ზეთსართავებით იზმანებიან -ვსმისლე ზმნობენ
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 10 ივლ 2007, 12:53
zviorgatori wrote:მე მაინც მგონია რომ შორისდებულებში გაგდებული სიტყვები უფრო ზეაღმატებული ზეთსართავებით იზმანებიან -ვსმისლე ზმნობენ
ვოტ იმენნო... არის ზედსართავებში რაღაც განსაზღვრებისეული.. თუმცა, შორისდებულებთან დაკავშირებით, ჩემი მეცნიერულ-პრაქტიკული ხედვით, მაინც ვამჯობინებ მათ ამოღებას, რადგან დღეს ასე აღარ საუბრობენ.. მით უმეტეს, რომ შორისდებულები პირველყოფილური პერიოდიდან მოდის, მაშინ, როდესაც არ იყო ჯერ კიდევ სიტყვები ჩამოყალიბებული...
ზმნობასთან დაკავშირებითაც გეთანხმები, თანაც მაინც ისე გამოდის, რომ ზედსართავებს ვუბრინდებით ზმნობის პროცესში..
აუ.. ზვიო.. გავუბერეთ მგონი... თან თემასაც გავცდით და ოფტო----მოკლედ ეგ სიტყვა ვერარ დავიმახსოვრე, მაგაში გადავედით...

-
KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
Post
by KINALOKO » 10 ივლ 2007, 13:59
თოვს, მწარეა თოვა,
სული თოვლთან კამათობს,
დამოძახე, მოვალ,
ხელს მოგხვევ და გაგათბობ.
დამიძახე, მოვალ,
თოვლი ყველას დაგვიტევს,
წლობით დანაგროვარს,
ფიქრს ცეცხლივით დაგინთებ.
დამიძახე, მოვალ,
მოგონებით გაგათბობ,
თოვს, მწარეა თოვა,
სული თოვლთან კამათობს.
პ.ს. აბალდუი

არააა, თამაზ ჭილაძე

თან ამ ივლისის დღეებში სულ თოვლიან ლაშქრობებში იყავით

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
-
KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
Post
by KINALOKO » 10 ივლ 2007, 14:07
და კიდევ, ისა... ქართულით უნდა დავწერო და თუ გინდათ არ შეიმჩნიოთ

პრიროდა ნე ზანაეტ სუშესტვიტელნიხ, ონა, არა, ანა პრიზნაიოტ ტოლკო (:))გლაგოლოვ
ვოოტ!

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 10 ივლ 2007, 14:11
abaldui
არადა ზედსართავი და შორისდებილი რას ნიშნავს არ მახსოვს, ნუ ზმნა კიდევ კარგი ვიცი რაც არის............
LOKOKINA
ახალი ავატარი............ მწვანე ლიმნის ფერი აკლია, იმ ლიმნის ბაქოში კასპიის ზღვის პირას ჩაიში რომ ჩამიგდებენ........ ისევ ეს ახალთახალი სურვილები........
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!

-
KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
Post
by KINALOKO » 10 ივლ 2007, 14:15
მეტი პასტა, არაა, საწერი კაკლამი არ იყო...
Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 10 ივლ 2007, 14:23
LOKOKINA
ტუშები უნდა იყიდო (ლურჯი, შავი, ყვითელი, წითელი, მწვანე..... მერე არევა აღევაც შეიძლება) და კალამი, მეტი სიამოვბება იქნება ან ახალი მუღამი, ან არივე ერტად -დამინჯერე, მენდე, დიდი გამოცდილება მათქმევინებს
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 11 ივლ 2007, 10:49
კარავს ბევრთან ერთად ერთი გამორჩეული კაციც ჰყავთ, იმედი მაქვს, ახალი ძმა კაი ქართველობასაც მასწავლის.. როგორიც თავად არის..
============================================
. . .
ფიცხელაური დამთვრალაო..
ფიცხელაური დამთვრალაო???
იკითხეს სიტყვებმა, იკითხეს მთებმა, ხეებმა, ხავსებმა, ქვებმა...
დამთვრალა მეთქი..
არ დამიჯერეს...
კიდევ გავუმეორე...
ფიცხელაური დამთვრალა მეთქი!!! და ხმაში სულ მცირედი, მაგრამ მაინც სიმკაცრე შევიმჩნიე.. ისეთი, მთიანი სიმკაცრე, თითქმის გაუღიმებელი, სულში ჩაძირული სიმკაცრე..
წარბი შეიკრეს მთებმა.. ღრუბლებმა დამიღრუბლეს.. წვიმებმა დამაწვიმეს.. ქარებმა დამაქროლეს..
-- როგორ უბედავო.. ფიცხელაურის სიმთვრალე ვის გაუგონიაო.. შენ მანდ ეტყობა მტერმა გადმოგაგზავნა, რომ ვერშემჩნეულსა და უნახავზე ცილი დაგვწამოო..
-- როგორ თუ.. ცილი მეთქი.. აბა, უსმინეთ-თქო და მოვუყევი: "ისევ მომესმა კლდეზე გადმოგორებული ლოდის ჯახანი (ჯიხვს გაუცდა ალბათ ფეხი და ...)... ისევ გადამიარა არწივის ჩრდილმა ..." ანდაც.. " ისევ ვიგრძენი ჩემი სიბეჩავე ..." და ანდაც სულაც ეს მეთქი.. "მერე შემომათენდა ფიქრებში ...
მთებზე ...
ლამაზ თვალებზე ...
სიყვარულზე ...
ადამიანობაზე ..."
და თქვენ კიდევ მიმტკიცებთ ფიცხელაური არ დამთვრალაო... დამთვრალა ფიცხელაური.. უღვინოდ.. უბალალაიკოთ.. ურყოდ.. აბუდელაურებით დამთვრალა ფიცხელაური, ხევსურეთებით, თუშებით, შატილელებით, მთებით, მთის წყლებით, სიმკაცრით, სიხარულითა , სიყვარულით დამთვრალა ფიცხელაური მეთქი და ადამიანების ტკივილით...
.... ფიცხელაური დამთვრალაო...
ფიცხელაური დამთვრალაო???
ჰო.. ჰო.. ფიცხელაური დამთვრალაო. ადამიანებითა და ქართველობით დამთვრალაო.. სიყვარულითა და სიკეთით დამთვრალაო.. ჰოო.. ჰოო..
დამთვრალაო..
Last edited by
ARCHILI on 26 აგვ 2008, 01:22, edited 1 time in total.
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 11 ივლ 2007, 16:46
...
ახლა უკვე საფრანგეთსაც მივაშურებ..
ეიფელი გამიღიმებს მაღლიდან..
და ნოტრ-დამის სხვენის ყველაზე ბნელი ნაწილიდან ყრუ ქვითინიც ჩამესმება..
ძველი ლუვრი გადმომხედავს დახავსებით, და მონმარტრზე შემომხვდება პაბლოს ხედი, როლინგში და როგორც წესი, გვერდული გამოხედვით.. ალბათ მალე ის კაფეებიც გამოჩნდება, იმპრესიონისტებს რომ უყვარდათ მათში ტილოების გამოფენა.. და ვინ მოსთვლის, რამდენის კადრი გაახსენდება ამ ფოტოების დანახვაზე ჩემს მიმობნეულ გონებას, ამომტვერილი წიგნის მოგონებებს გამახსენებს...
რა მოითვლის, რამდენია.. რა მოითვლის, როდინდელია.. ლამაზია და გრანდიოზული, დიდებული და ამაყი.. ცივი და უკარება, ზედმეტად სუფთა და ზედმეტად მოწესრიგებული..
განსაკუთრებულია და საოცნებო, იშვიათი და სასურველი.. ხიბლში მტოვებს და თავს მანდომებს, აღმაფრთოვანებს და შურსაც მიღვიძებს...
.. მაგრამ..
.. მაგრამ...
.. მაგრამ მე მაინც ჩემი უსწორმასწორო და ტალახიანი გზები მიხარია... ჩემი დაულაგებელი ქუჩები, მიმობნეული ლოდები მთის ფერდობებზე.. ჩემი საღებავფერმიხდილი და ჩამოცვენილი ტაძრები მიხარია, ჩემი მიუსვლელი და ძნელად მისაღწევი სოფლები მთაში... ჩემი ნახევრადმიწაშეჭმული წინაპრების საფლავები მიხარია, ჩემი ქართული სი-ნაღდ-ე...
ყოველდღე ჩემს მიერვე გალანძღული და გაბუტული კუთხეები მიხარია, ჩემი თბილი და პატარა შენობები, ჩემი მოსიყვარულე სამრეკლოები, მოუვლელი და პატრონისმიერმივიწყებული ციხეები მიხარია..
ეს ფოტოები დიდებულია.. განსაკუთრებული.. საოცარიც კი.. მაგრამ.. მე მაინც ჩემი პატარ-პატარა სახლის სახურავები, ადგილ-ადგილ ჟანგშემოჭმულიც კი მიყვარს..
რა ვქნა.. მიყვარს და..
რა ვქნა?
რას ვიზამ?...
არც არაფერს.. ანდაც.. ავდგები და რომელიმე შაბათ-კვირას რომელიმე ქართულ კუთხეს ვნახავ.. მაგალითად ხევსურეთს.. ანდაც.. რაღა რომელიმე.. ახლავე.. ამ შაბათ-კვირასვე გავეშურები.. დავჯდები ჩემს მადლიან მიწაზე.. გავიხარებ ჩემს სულს, გავიმზეურებ და მერე თუნდაც გავიხსენებ ამ ფოტოებს.. ყველას თუ არა, ნაწილს მაინც.. გავიხსენებ და.. ევროპული სუფთა ძეგლებით აღფრთოვანებული ისევ ჩემს ჭუჭყიან და მადლიან მიწას მოვეფერები...
აი, ეს არის სულ..
აბალდუი
ჩემი კარავი აქ არის, აქ..
Last edited by
ARCHILI on 26 აგვ 2008, 01:24, edited 1 time in total.