აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by namcecuna » 16 ოქტ 2009, 16:48

ვახ, რა მოწყენილობაა... :?

სახლში მინდა :(
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by Ninukala » 16 ოქტ 2009, 17:20

namcecuna
+1
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by Tamusia » 16 ოქტ 2009, 22:50

მაგრად მინდა ჩემი ჭკუის ხალხთან ახლობლობა

ძალიან არა ჩემი ჭკუისებთან მიწევს, მაგალითად სამსახურში
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by teo- » 16 ოქტ 2009, 22:51

Tamusia
ეჰჰჰჰჰჰ
:oops:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by GIRA » 16 ოქტ 2009, 23:12

Tamusia
მაგრად მინდა ჩემი ჭკუის ხალხთან ახლობლობა

ძალიან არა ჩემი ჭკუისებთან მიწევს, მაგალითად სამსახურში
ანუ რა გინდა შენ, რომ 10 წლის იყო ისევ? :lol: :lol: :lol:
მაშინ კი იქნებოდი შენი ჭკუისებთან, მაგრამ ახლობლად და არა პედაგოგად :wink: :D

არა?
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by namcecuna » 17 ოქტ 2009, 11:06

ყვითელი ფოთლებიი თან მიიაააქვს ქაარს....

რა ლამაზია შემოდგომა :oops:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by ნიმფა » 17 ოქტ 2009, 11:34

ნახეთ, ამ ბმულს მიყევით, რა ლამაზია!!!! :)


უბრალოდ არ მინდა კომენტარებით გავაზავო ფოტოები და აქ დავწერ, რომ ძალიან საინტერწესო და ლამაზია :)

http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=267828#267828

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by namcecuna » 17 ოქტ 2009, 11:47

ნიმფა


დილით ვნახე და მეც მომეწონა :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by lama » 17 ოქტ 2009, 17:16

ეს იდიოტები, როდემდე უნდა ბოგინობდნენ?
მართლმადიდებლობის სახელით

ეს ტვინნაღრძობები ესენი

აი რა ჩაიდინეს ამ იდიოტებმა

2009 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის (მეცნიერება ღვთისმსახურებაზე) პედაგოგმა დიაკონმა მირიან სხირტლაძემ სტუდენტებს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში ისინი წავიდოდნენ სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების ტაძრებში, რათა უშუალოდ ენახათ არამართლმადიდებლების ღვთისმსახურება. სემინარიის სტუდენტებმა: დავით შალამბერიძემ, ათანასე ხაბეიშვილმა, შალვა გაგნიძემ და სხვებმა, რომლებიც ამავე დროს არიან "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები, ამის შესახებ შეატყობინეს აღნიშნული ორგანიზაციის ლიდერს დეკანოზ დავით ისაკაძეს. 9 ოქტომბერს დეკანოზი დავით ისაკაძე და მისი დამქაშები: დეკანოზი დავით ქვლივიძე, მღვდელი დავით ნოზაძე, მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი, მღვდელი დავით ლასურაშვილი და სხვა სასულიერო პირები ექსტრემისტ ახალგაზრდებთან ერთად მივიდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მათ შეუერთდნენ მმკ-ს წევრი აკადემია-სემინარიის სტუდენტები. ექსტრემისტებმა "საქმე გაურჩიეს" მამა მირიან სხირტლაძეს და განუცხადეს, რომ ის "ჭეშმარიტების გზიდან აცდენდა" სტუდენტებს, რადგან აპირებდა მათ წაყვანას არამართლმადიდებელ ეკლესიებში. დეკანოზმა დავით ისაკაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამა მირიან სხირტლაძეს. შემდეგ მამა მირიანი ექტსტრემისტებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს საპატრიარქო რეზიდენციაში ახლა უკვე კათოლიკოს- პატრიარქთან "საქმის გასარჩევად". უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, დიდმა მეუფემ და მამამ ჩვენმა ილიამ, მმკ-ს მოთხოვნის შესაბამისად დიაკონი მირიან სხირტლაძე გაათავისუფლა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგობიდან. აღსანიშნავია, რომ მამა მირიან სხირტლაძემ თეოლოგიური განათლება საბერძნეთში, თესალონიკის უნივერსიტეტში მიიღო. მსგავსი ფაქტები მრავალჯერ მომხდარა ბოლო პერიოდში, მაგრამ ყოველი მათგანი უცნობი რჩება საზოგადოებისათვის, რადგან ქართული მედია შეგნებულად არ აშუქებს მათ. არც საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულსულოვნება", არც საპატრიარქოს რადიო "ივერია" და არც საეკლესიო პრესა აშუქებენ.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მმკ არის არა რაღაც ცალკეული ექსტრემისტული ორგანიზაცია, არამედ საქართველოს საპატრიარქოს ორგანული ნაწილი, რომელიც ზუსტად ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის მითითებებს. მასში გაწევრიანებულია ოცზე მეტი მღვდელი და სასულიერო აკადემია-სემინარიის მრავალი სტუდენტი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე ისინი ამ ორგანიზაციაში ვერ გაწევრიანდებოდნენ. მმკ-ს რეალური ლიდერი და "სულიერი მამა" არის არქიმანდრიტი ბასილი (ყოფილი დეკანოზი ზურაბ ანთაძე), რომელსაც ცენტრი კიკეთში აქვს. ამგვარი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ იმ ტოტალური ტაბუს მოხსნით, რომელიც ადევს საეკლესიო საკითხებს ქართულ მედიაში.


ვასილ კობახიძე
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by tamuna_gudarexi » 17 ოქტ 2009, 17:20

lama
უკვე კარგა ხანია ვამჩნევ მიზანმიმრთულად ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელის შებღალვის მცდელობას. რატომღაც მგონია, შენ მიერ მოყვანილი სტატიის ავტორსაც იგივე ამოძრავებს...
Last edited by tamuna_gudarexi on 18 ოქტ 2009, 01:44, edited 1 time in total.

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by Ninukala » 17 ოქტ 2009, 18:29

tamuna_gudarexi
მართალი ხარ.... საშინელებაა... მიზანმიმართულად ვრცელდება ასეთი ამბები... ასეთი სტატიებით უნდათ ჩირქი მოსცხონ კათალიკოს... როგორ შეიზლება ეს...
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by Nephros » 17 ოქტ 2009, 22:10

lama
tamuna_gudarexi
Ninukala


საინტერესო ფაქტია. სამწუხაროდ ჩემთვის ყველა ზემოთნახსენები სასულიერო პირი უცნობია. თავად ავტორიც.
ამ ფაქტის გაშუქების ტექნიკას, მავანთა ინტერესებს რომ თავი დავანებოთ. მაინტერესებს როგორ მიიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებელმა სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ღვთისმსახურება არამართლმადიდებლურ ეკლესიებში, ან კიდევ მეჩეთში, სინაგოგაში?

lama

შეიძლება ამ ინფორმაციის წყარო მომწერო?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by lama » 17 ოქტ 2009, 23:04

tamuna_gudarexi
Ninukala
Nephros
მეგობრებო გამოდით ადნაკლასნიკებიდან და წაიკითხეთ ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატიები და სიახლეები ;)

ამისი წყარო მთლიანი რელიგიური ე.წ. მართლმადიდებლური პრესაა და მეტი არაფერი

აი წაიკითხეთ რას წერენ
რა ტვინნაღრძობი სტატიები და გამოგონილი სასწაულებია
სისულელეებს უდებენ ხალხს ამ თავში
და ეს ლენჩი ხალხიც იჯერებს მათ მიწოდებულ ფსევდო სასწაულებს

აი ერთ-ერთი "სასწაულთაგანი"
ცოტა ღიმილის მომგვრელია მარა უფრო დასაფიქრებელი და სატირალი :(

კინაღამ კიბიდან გადმოვვარდი, როცა საბუდარში წითელი კვერცხი დავინახე


2003 წლის 26 აპრილს, ღამეს წნორის ილია მართლის სახელობის ეკლესიაში ვესწრებოდი ჩვენი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისადმი მიძღვნილ ლიტანიობას. სახლში როცა დავბრუნდი იქნებოდა ღამის 12 სთ. უეცრად ცაზე შევნიშნე მრგვალი ნათება, რომელიც რამდენიმე წამში გაქრა, შემდეგ ისევ გამოჩნდა და გაქრა. უცებ სიღნაღის მთებში ჩაიკარგა თითქოს. ეს ისე უეცრად მოხდა, რომ ვერც კი გავიაზრე რა უნდა ყოფილიყო. დედას კი ვუთხარი მგონი უცხოპლანეტელები იყვნენ მეთქი.

მეორე დღეს, 27 აპრილს გათენდა აღდგომა დღე, და მოხდა სასწაული, შუადღის 2-3 საათზე ბიძაჩემის, შოთა ხოხონიშვილის ოჯახში ქათამმა დადო წითელი კვერცხი. ოჯახის დიასახლისი მოყვა: ერთი ჩვეულებრივი ქათამია, რომელიც ჩვეულებრივ თეთრ კვერცხებს დებდა. იმ დღეს, 27 აპრილს, ჩვენი ყურადღება მიიქცია მისმა გაუთავებელმა კაკანმა, საბუდართან დარბოდა, კრიახობდა, მღეროდა, რომ აღარ გაჩერდა, ვთქვი, რა დადო ნეტავ ამისთანაო და წავედი კვერცხის ასაღებად. საბუდარი მოთავსებული იყო საქონლის სადგომის თავზე, სადაც კიბით ავდიოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და კინაღამ კიბიდან გადმოვვარდი, როცა საბუდარში წითელი კვერცხი დავინახე. ავტეხე ყვირილი. ჩქარა მოდით ქათამმა წითელი კვერცხი დადოო. იმავე დღეს კვერცხი ვაჩვენეთ წნორის ეკლესიის წინამძღვარს მამა დავითს, რომელმაც პირჯვარი გადაიწერა და თქვა, რომ ეს იყო ნამდვილი სასწაული. ამის შემდეგ ქათამმა შეწყვიტა კვერცხის დება. გაუცხოვდა, არ ჭამდა. მაისის ერთ საღამოს ოჯახის წევრებს შემოესმათ ქათმის ფრთხიალი, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევიათ. მეორე დღეს ნახეს საშინელი სურათი. სათონის ბეტონის კედელზე, რომელიც წარმოადგენს გზისგან გამომყოფ ეზოს ღობეს, ჩამაგრებული იყო პატარა მოკაუჭებული მავთული, რაზეც კისრით ჩამოკიდებული იყო ქათამი. ქათამმა თავი მოიკლა.

ეს ამბავი ელვასავით მოედო სოფელს. მოდიოდა ხალხი და ნახულობდა როგორ მოიკლა ქათამმა თავი. ყველა პირჯვარს იწერდა და შიშის და უფლის განდიდების გრძნობა ეუფლებოდათ. ღვთისაგან რჩეული ქათამი დაასაფლავეს ეზოში.

ეს მოხდა აღდგომიდან, კვერცხის დადებიდან ოცდამესამე დღეს. ამის შემდეგ ერთი წლის მანძილზე ეს სასწაულებრივი წითელი კვერცხი ესვენა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში (ქერჩის ქ. #22) ახლა კი ისევ იმ ოჯახში ინახება, სადაც ქათამმა დადო წითელი კვერცხი.

მარინე ხოხონიშვილი


საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალი “კრიალოსანი”, #4, მაისი, 2005წ. რედაქტორი მღვდელი გიორგი სამსონიძე, პასუხისმგებელი გამოცემაზე ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი

Image

პატრიარქზე ცუდის თქმა აქ არაფერ შუაშია და მით უმეტეს ქართულ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ და სამოციქულო ეკლესიაზეც არავინ ამბობს ცუდს და არც არავინ არ სცხებს ჩირქს...
უბრალოდ, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ არასერიოზულ დამოკიდებულებას რწმენის მიმართ


ეს არის და ეს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by გვალდა » 17 ოქტ 2009, 23:09

აუცილებლად უყურეთ

http://www.youtube.com/watch?v=yKxUVZP73pE
სვანეთოლოგი

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by namcecuna » 18 ოქტ 2009, 00:02

გვალდა wrote:აუცილებლად უყურეთ

http://www.youtube.com/watch?v=yKxUVZP73pE
:? :cry: :cry: :?

საშინელებაა :cry:
წამო, ზღაპარში ...
Image

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]