Post
by Nephros » 08 ივნ 2010, 14:54
გაბრაზებულზე ანდაზები თუ გახსენდებათ ხოლმე? მე - კი. ის მაინც თუ გიფიქრიათ, რომ რომელიმე ანდაზა შეგეფერებათ? ან სხვას ხომ არ უთქვამს თქვენთვის, ესა და ეს ანდაზა ძალიან გგავსო? მე კი მეუბნება ხოლმე ერთი ჩემი მეგობარი, მარა ვინ უჯერებს... ერთხელ მითხრა, იცი რომელი ანდაზა ხარო? - თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. უუფ, გაბრაზებული ვარ და არ ვიცი რას ვწერ. (მადლობა pataputina-ს ამ თემის შექმნისთვის, თორემ, გასკდებოდა გული ახლა). ჰოდა რაზე გამახსენდა ეს ანდაზები: უფროსი მყავს. სამუშაოს დაწყების დღიდან მისი ჰოროსკოპის ნიშნით დავინტერესდი. არასდროს დავინტერესებულვარ ასე ძლიერად, გამომეკვლია, რა ნიშნის ქვეშ არის დაბადებული ესა თუ ის ადამიანი, მერე მისი აუხსნელი ქმედებებისთვის სისტემატიზაცია რომ გამეკეთებინა, ან უბრალოდ, ამეხსნა, რატომ იქცევა ეს ადამიანი ამა და ამ დროს ისე, რომ სამომავლოდ მასთან ურთიერთობა დამებალანსებინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმას გეტყვით, რომ მთელი გულით არ გისურვებთ მსგავს ადამიანებთან ურთიერთობას. მოკლედ, სურვილი რომ მქონოდა, არც ერთი თანამშრომლის დაბადების თარიღის დადგენა არ გამიჭირდებოდა. მთელი (ონლაინ)მაკულატურაა, სადაც ეს თარიღებია დატანებული. მაგრამ გაგიკვირდებათ, და, ვერსად ვერ მოვიხელთე სწორედ ეს ჩემთვის სასურველი დაბადების თარიღი. ამან კიდევ უფრო წამაქეზა. ...ბოლოს, ერთ დღეს, შემთხვევით წავაწყდი. ალბათ იმ წელს ისე ბევრი არ მიცინია, იმ დღეს რომ ვიცინე. არ ვიცი, ბედის ირონია იყო ეს თუ ჭკუის სასწავლებელი. ბევრიც რომ იფიქროთ, ვერ მიხვდებით, რატომ ვიცინე იმ დღეს იმდენი. ამის გახსენებაზე ახლაც ისტერიულად მეცინება: ჰოი საოცრებავ, და... ჩემს დაბადების დღეზე ყოფილა დაბადებული.
დღევანდელმა სამსახურეობრივმა შემთხვევამ ისევ ჰოროსკოპის ნიშნები გამახსენა. მერე ანდაზები. მოკლედ ისე გაბრაზებული ვარ, არ ვიცი რას ვწერ. თუ ვერაფერი გაიგეთ, დაივიწყეთ.
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...