Page 94 of 101

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 05 აგვ 2010, 22:17
by qvevri
guruli wrote:qvevri
ან თუ გინდა ერთად ვილოცოთ
ღმერთო მაპატიე ბოროტება - ქართული ანდაზაა, მეზობელს მუცელი რომ სტკიოდეს, შენც ხელი მოისვიო, მაგრამ რუსეთი რაკი მეზობელზე მეტად მტერია, მზად ვარ, უღვინოდაც ვოლოცო კრემლის და სრულიად მოსკოვის გადასაბუგად. :D
ოღონდ, თქვენის ნებართვით, ლოცვებში იქ მცხოვრები ჩემი ახლობლების და ქართველების უბ=ვნებლად გამოღწევის სურვილსაც ჩავურთავ. :)
пажалуисто :D

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 01:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყურადღებით გავეცანი აქ დაწერილ რეპლიკებს.
ქართველები, კიდევ 1ხელ აღვნიშნავ, ცხოვრების წესით (ამას ზეპირსიტყვიერების ნიმუშებიც მოწმობს) სხვისი უბედურებით არ ცხოვრობდნენ.
ქართველები წარმატებას მიზანმიმართულობით აღწევდნენ და არასოდეს ყოფილან დამპყრობელთა ხანძრებსა თუ წყალდიდობებზე დამოკიდებულნი.
სტიქიები თუ იმპერიების საფუძვლების მორყევის მიზეზები ჩვენთვის მხოლოდ საშუალება იყო, რომ 3შობლო დაგვეხსნა.

რუსეთს ასეთი ხანძარი ვერ დაასუსტებს და ჩვენ მას ვერ მოგვარევინებს.
ჩვენ უნდა დაველოდოთ უკეთეს
დროს, შეიძლება, ეს 30-40-100 წელიც, იყო, მაგრამ მოთმინებით ვიყოთ, რომ ქვეყანა გავა1ანოთ.
რა უნდა გავაკეთოთ?
სახელმწიფო ავაშენოთ, გენოფონდი გავზარდოთ, დემოკრატიულები ვიყოთ, ეკონომიკური წარმატებები
მივაღწიოთ და უბრალოდ, ბევრი, ბევრი, ბევრი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სახელმწიფოზე.

მოდით, მატიანედან ცნობილი ფაქტები მოვიყვანოთ - დავით აღმაშენებელმა გააძლიერა სახელმწიფო,
უამრავი რეფორმა განახორციელა, გაზარდა გენოფონდი, გააძლიერა ჯარი თავდაცვა და 32 წლის
შემდეგ, 1121 წელს 400წლიანი არაბული მმართველობიდან თბილისი გამოიხსნა.
დავით მე4ს თავიდანვე რომ თბილისისთვის შეეტია, ცხადია, ის და ქვეყანა განწირული იქნებოდა.

ჩვენ 2008ში რუსეთთან ბძროლები წავაგეთ არა იმიტომ, რომ ის იყო მრავალრიცხოვნი და ძლიერი, არამედ, ჩვენ
არ ვიყავით მზად, უკეთესად გვემოქმედა ტერიტორიების დასაბრუნებლად.
ჩვენი სახელმწიფო ახლა თოთო
ბავშვივითაა, რომელსაც არ შეუძლია წინაღმდეგობა გაუწიოს მასზე უფროსს, რომელიც ასევე, ვერაფრით
იქნება მოწიფულ ადამიანზე უფრო მიმზიდევლი და წარმატებული.
მოდით, რა, სხვის ხანძრებს კი არა, ჩვენს სახელმწიფოს მივხედოთ რომ თავად ჩვენ არ ვიყოთ ხანძრის საფრთხეში.
შარშან 1 ბეწო ტყე იწვოდა მესტიაში და 21 დღის მანძილზე ვერ ჩავაქრეთ.
რატომ?
ჩვენ მაშინაც არ ვიყავით ძლიერნი.
გავძლიერდეთ...

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 01:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
მართლაც, რუსეთში თუ ატომური სადგურები ხანძრის შედეგად დაზიანდა, დიდად ჩვენც დაგვაზიანებს.

რუსეთის დაშლა-არ დაშლაზე 2დე სიტყვაც - რუსეთის დასუსტება თურქეთის მადას გაუზრდის, კავკასიაში იმპერიად დამკვიდრდეს.
დღეს მსოფლიო სხვანაირია, გაცილებით მოწესრიგებული, მაგრამ ჯერ მზად არ არის, იმპერიების მადის შესაჩერებლად.
ინებეთ მაგალითები - რუსეთი ვერ შეაჩერეს აფხაზეთში, ცხინვალში, დნესტრისპირეთში, თურქეთი კი - კვიპროსში.
სხვაც ბევრი მაგალითია.

რუსეთის დაშლით ღარიბ ჩრდილოკავკასიელებს საქართველოზე მადა გაუღვივდებათ, ეს ცხადია, თუმცა, გამკლავება შეიძლება.
მეფე ერეკლემ ჯარის რეფორმით მშვენივრად მოახერხა ლეკიანობის აღკვეთა.
ამასთან, ჩვენ შეგვიძლია მეგობრობა გავაძლიეროთ კავკასიელებთან და სა1ო ენა გამოვნახოთ.
ეს უფრო ადვილია.

დიახ, თითქოს რუსეთის დაშლა უნდა მაწყობდეს კიდეც, მაგრამ მე უფრო მეტად მინდა, რომ რუსების ფსიქიკა
შეიცვალოს, ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი და მეზობლებს და მეგობრებს თანასწორად ეპყრობოდეს.
ჩემი აზრით, მხოლოდ იმპერიული ამბიციებით დაცლილი, მაგრამ ძლიერი რუსეთია არამხოლოდ საქართველოს, მთელი მსოფლიოს საშველი.
ეს ძნელი, მაგრამ მისაღწევი მიზანია.
ეს გაუჭირდათ ფრანგებს, გერმანელებს, ბრიტანელებს, ესპანელებს, მაგრამ დიდი დოზით გათავისუფლდენ იმპერიული
სულისკვეთებისგან და გახდნენ დემოკრატიულები.
ისინი ძლიერი და მსოფლიოსთვის საჭირო სახელმწიფოები არიან.
ისინი შიშს კი არა, მშვიდობასა და კეთილდღეობის განცდას თესენ.
ასეთი უნდა იყოს რუსეთიც...


კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 08:25
by qvevri
გოგა მესტიაში და ასევე რაჭაში (შარშან პირადად შევესწარი) ხანძარი იმიტომ ვერ ჩავაქრეთ შარშან, რომ შესაბამისი ტექნიკა არა გვყავს. არა გვყავს სახანძრო ვერტმფრენ/შვეულმფრენები და თვითმფრინავები. სამაგიეროდ, ახლა უკვე გვაქვს შუშის ხიდი დედაქალაქში, რომელიც მილიონობით დოლარი თუ ევრო დაჯდა და რომლის გახსნასაც ბევრი დიდი ქართველი ტაშისცემითა და ოვაციებით შეეგება...

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 10:30
by ლეონტი
შენ ძაან აითვალწუნე შუშის ხიდები და მემორიალები.
:P
რაც შეეხება გოგას ოპტიმიზმს რომ ქართველმა კაცმა და ქალმაც დაიწყოს სახელმწიფოებრივი ფსიქოლოგიით გამსჭვალვა და არა" მაია ხატა სკრაიუ", ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, მე გავიქცევი და სხვამ იომოს.
ამას კიდევ დრო უნდა და დიდი გაჭირვება, რაიც მომავალ არს.
ბევრი გაიქცა და ბევრიც გაიქცევა, ვინც დავჩებით, სომხები, აზერები, ქურთები,ჩინელები და სხვები, ავაშენებთ ახალ ქვეყანას.

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 10:48
by gurzi
რუსების ფსიქიკა
შეიცვალოს, ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი და მეზობლებს და მეგობრებს თანასწორად ეპყრობოდეს.
უტოპია კი არა საბჭოური მითოლოოგიის და ტვინის რეცხვის ნაშთი.
მხოლოდ იმპერიული ამბიციებით დაცლილი, მაგრამ ძლიერი რუსეთია არამხოლოდ საქართველოს, მთელი მსოფლიოს საშველი.
ჰომო სოვეტიკუსის სტანდარტული პოზიცია. არ გეწყინოს მაგრამ ასეა...
ჯერ კიდევ დიად საბწოეთსი ვცხოვრობთ ბევრნი და რუსული ჭაობის ყროლი ამბრის სურნელი გვგონია.
ეს გაუჭირდათ ფრანგებს, გერმანელებს, ბრიტანელებს, ესპანელებს, მაგრამ დიდი დოზით გათავისუფლდენ იმპერიული
სულისკვეთებისგან და გახდნენ დემოკრატიულები.
ზღაპარი.
დემოკრატიულები კი არა ჭკვიანები არიან.
ისინი ეხლაც იმპერიებად დარჩნენ, ოღონდ ისეთ სახის იმპერიები არიან, რომლებიც განსაკუთრებით კარგად პასუხობენ მათი მმართველების ინტერესებს და ამავე დროს მცირე დანახარჯებით დიდ მოგებას ნახულობენ...
და ვინმეს გონია რომ ინგლისი ინდოეთიდან წავიდა?
არაფერი შეგეშალოთ. ინგლისმა მხოლოდ ჯარი გამოიყვანა ინდოეთიდან იმისთვის რომ იქ დარჩენილიყო, ჯარი რომ არ გამოეყვანა ვერ დარჩებოდა.
ისინი 21-ეე საუკუნის იმპერიები არიან....
რუსეთი კი 19-ე საუკუნის იმპერიაა.
ისინი შიშს კი არა, მშვიდობასა და კეთილდღეობის განცდას თესენ.
ხოო?
აბა სცადე და რომელი დემოკრატიის შუქურის ფინანსური ან პოლიტიკური მმართველობის ინტერესებს შეეხე.
მერე ნახე შენ მშვიდობა და კეთილდღეობა.
ასეთი უნდა იყოს რუსეთიც...
მნიშვნელობა არ აქვს შენ რა გინდა, მნიშვნელობა აქვს როგორია რუსეთი, როგორი იყო და როგორი იქნება.
თუ რუსეთი გახდა დემოკრატიული, ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთი დაიშლება და დაახლოებით პოლონეთის ან ბელორუსიის დონეზე დადგება. მერე შეძლებს დემოკრატიულად ცხოვრებას...
მანამდე არა.
სანამ რუსული არმია დაპყრობილ ტერიტორიებზე, მაგლითად ჩიტაში ან სტავროპოლში დგას, მანამ რუსეთი იქნება დერჟიმორდა დერჟავა...
გინდა გაქაჩე გინდა გახიე, ასეა.
რუსეთი მომაკვდავი იმპერიაა...
როცა იმპერია მოკვდება, მერე დაიწყება დეომკრატია...
მაგრამ ამისთვის ჯერ იმპერია უნდა მოკვდეს.

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 11:31
by Tamari-ch.
არა რა, მე მაინც მიხარია
დედა რა ბოროტი ვარ...
:P :lol:

აი ეს რას ნიშნავს ვინმეს შეუძლია ახსნას?

Под Москвой проснулся вулкан
Спутник NASA Terra получил изображение пожаров на территории России. С помощью этих снимков специалисты определили, что дым от пожаров достиг стратосферы, а в некоторых местах бушует огонь такой силы, что вызывает образование пирокумулятивных облаков, которые обычно образуются при извержении вулкана или при ядерных испытаниях.
http://gazeta.ru/science/2010/08/06_a_3405087.shtml

ღმერთამ არ ქნას მაგრამ მე მგონი რაღაც დიიდი აუფეთქდათ

:shock:

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 11:45
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO - გეთანხმები, რომ ზიზღი, ბოღმა არაა კარგი საგზალი ცხოვრების გზაზე. ისიც მართალია, რომ სხვისი უბედურება არ უნდა გაგიხარდეს. ისიც მესმის, რომ ამ ხანძრით ეგ იმპერია არ დაიშლება - სტიქიური უბედურებებით დაშლილი იმპერია არც მახსენდება ამ წუტას და თუ არსებობს, შემახსენეთ; მესმის, რომ ამ იმპერიის ნგრევა პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს, რაც დროში გაიწელება; მესმის ისსაფრთხეების, რასაც შენ ამბობ, მაგრამ რუსეთი დღემდე ბოროტებაა, ჩემი ქვეყნის უმთავრესი მტერი და როცა ბუნება სჯის, მომკალი და არ ქნა-მეთქი, ვერ დავიწყებ ვერც ლოცვას და ვერც - ძახილს.
:) რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაიკლას იმპერიული ამბიციები, მეზობლებისადმი მესაკუთრული დამოკიდებულება და ამგვარები, მაგრამ ეგ საზოგადოება არაა მაგის გამკეთებელი, რადგან თვითონაც იმპერიული ამბიციებითაა გაჟღენთილი და დღემდე მაგ იდეით ცხოვრობს. დღესაც კი მტერი ელანდფებათ ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ეგ არახალია - მეფის რუსეთშიც მასეთი იდეოლოგია იყო - მტრებით ვართ გარემოცული, ყველას ჩვენი განადგურება უნდა და რა ვქნათ, უნდა ვიომოთო...

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 12:48
by MIRANDA
ერთმა ნაცნობმა გამომიგზავნა :roll:

Image

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 12:58
by ლეონტი
ერთმა ნაცნობმა უკვე დადო ეგ ფოტო 92 გვერდზე.რასაც მოყვა აი ლაქლაქი.

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 13:41
by MIRANDA
ლეონტი
უი... ბოდიშს ვიხდი... მომავალში წინა გვერდებსაც გადავიკითხავ ხოლმე ... :roll:

ისე... მე არ მიხარია მათი ამბავი.. გულწრფელად ვამბობ..

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 13:49
by arcivi9
GAMARJOBA SAKARTVELO
რუსების ფსიქიკა შეიცვალოს
და რანაირად უნდა მოხდეს ეს სასწაული?

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 13:55
by guruli
ისე, მჩხიბავების და ლელა კაკულიასი არც მე მწამს რამე, არც მაგისი გაზეტი მიყიდია ოდესმე, ახლა გამახსენდა - ტელევიზორში გასული მაგის რეკლამებიდან დამამახსოვრდა, დიდ ხანძარს ვხედავ რუსეთშიო... :roll: :roll: შეიძელაბ სიტყვათა წყობა არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ხანძარზე კი აქცენტი გაკეთებული. :roll:

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 15:16
by Tamari-ch.
Image

2008 წლის აგვისტო, ნიქოზის დამწვარი რეზიდენცია. დედა-ღვთისმშობლის ხატი

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Posted: 06 აგვ 2010, 15:19
by Wanderer
GAMARJOBA SAKARTVELO
რუსეთის დასუსტება თურქეთის მადას გაუზრდის, კავკასიაში იმპერიად დამკვიდრდეს.
რა უცნაურია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი "დიად ანალიტიკოსებს" რატომღაც მუდამ გამორჩებათ ხოლმე. :) თითქოს საქართველოს სამხრეთით დაუსახლებელი უდაბნო იყოს... :D

არა და მანდ მარტო კავკასიაზე(ხმელეთზე) კი არა შავ ზღვაზეც არის ლაპარაკი, რომლის გასაღები ისედაც თურქეთის ხელშია...



მაგ ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლებელია ბოლოდროინდელი უკრაინის ამბების და რუსეთ-საქართველოს ომის საკმაოდ განსხვავებული და საინტერესო ინტერპრეტაცია. ;)