კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 05 აგვ 2010, 02:08

qvevri wrote:ლეონტი
а какда ани на нас нападали весело бЫло леонтионок???
весело?
лично для меня нет, кувшынчик, но рестораны ведь все у нас в те дни без перебоя работали , ты сам свидетель.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 05 აგვ 2010, 10:27

qvevri wrote:აგვისტოა :!: ეს თვე ხომ არაფერს გეუბნებათ :?:
როგორ არ მეუბნება

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 აგვ 2010, 10:38

არ გინდათ, ბაატონებო ეს სიხარული იმის გამო, რომ თუნდაც ჩვენი აუგი მეზობელი იწვის.
ჩემი აზრით, არაა სწორი სხვისი უბედურების გახარებას.
ამასთან, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხანძრები მხოლოდ ქვეყანას კი არა, დედამიწას უქმნის სერიოზულ საფრთხეს.
ტორფრნარის ჩაქრობა რთულია.
ის შიგნიდან იწვის. ცხელი კლიმატიც ხელს უწყობს.
1-1 გამოსავალია ყინვა და დიდი თოვლი, რაც უბედურების ზონაში გიორგობისთვემდე მოსალოდნელი არ არის.
რუსეთში მოსალოდნელია სტიქიის გაძლიერება და თანმდევი პრობლემების ზრდა.
თუმცა, ეს ყველფერი სულაც არ მახარებს.
ამ დროს ქართველები ამბობდნენ ხოლმე, ისეთი უბედურებაა, მტერსაც რომ არ ვუსურვებო.
დიახ, რუსეთი ჩვენი მტერია, ის გვართმევს ტერიტორიებს, გევბრძვის, გვასუსტებს,
მაგრამ ხანძრებით გამოწვეული მისი უბედურება სულაც არ მახარებს.
ეს ზოგადასაკაცობრიო ტრაგედიაა, არამხოლოდ რუსეთის...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 10:42

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:არ გინდათ, ბაატონებო ეს სიხარული იმის გამო, რომ თუნდაც ჩვენი აუგი მეზობელი იწვის.
ჩემი აზრით, არაა სწორი სხვისი უბედურების გახარებას.
ამასთან, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხანძრები მხოლოდ ქვეყანას კი არა, დედამიწას უქმნის სერიოზულ საფრთხეს
+1
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 აგვ 2010, 10:51

საინტერესო ინტერვიუ საქართველო-რუსეთის ურთი1ობებზე, ამ ქვეყნების პოლიტიკაზე
რუს ჟურნალისტთან, გაზეთ “კომერსანტის” მიმოხილველ, პაველ შერემეტისთან:


14:22 22.07.2010, ავტორი ნათია ნოდია.
წერილი გამოკიდულია პრესა.გე-ზე
პაველ შერემეტი: “რა აზრი აქვს ახალ ომს? ბურჯანაძე რომ გაპრეზიდენტდეს?”


– ლუკაშენკო აღიზიანებს მოსკოვს. რა თქმა უნდა, იგი აშანტაჟებს კიდეც მოსკოვს, მოთმინებიდან გამოჰყავს. ბელორუსისთვის ეს ამბავი ცუდად დამთავრდება. თუმცა ამ დაძაბულ ვითარებაში ქართული მხარის პოზიციაც მაოცებს: ხუთი წლის წინ, ქართველები აქტიურ მონაწილოებას იღებდნენ იმაში, რომ ბელორუსში რეჟიმი არ გამყარებულიყო. მაშინ თარგამაძე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბელორუს ოპოზიციონერებთან. ქართველები იქ აქტივისტებს აგზავნიდნენ. ახლა, უკვე სააკაშვილი აქტიურად მეგობრობს ლუკაშენკოსთან.
სულ ახლახანს, მაისში, საქართველოში ვიყავი. საუბარი მქონდა მერაბიშვილთან, ისიც ამბობდა, რომ არ ვიყავით მართლები ბელორუსთან, დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ, გვრცხვენია, რომ 5 წლის წინ, იქ დემოკრატიის მოწყობას ვაპირებდითო, მე ამგვარი დამოკიდებულებები შოკში მაგდებს - იმეგობრო ფაშისტთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდს უკეთებს შენს მტერს, ეს არ არის სწორი.
- რატომ თვლით ლუკაშენკოს ფაშისტად?
– იმიტომ რომ, ბელორუსში იკარგება ხალხი. იმიტომ რომ ადამიანის უფლებები მეტისმეტად არის შეზღუდული.
- რუსეთში ანალოგიური არ ხდება?
– იცი, ეს საკითხის არასწორი დაყენებაა. მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ბელორუსი და რუსეთი, იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება. მე ვამბობ, ლუკაშენკო ფაშისტია და ბელორუსში იკარგება ხალხი და იმაზე რომ, სააკაშვილი მეგობრობს კაცთან, რომელიც კლავს თავის პოლიტოპონენტებს, ხოლო თქვენ რუსეთის თემაზე მესაუბრებით.
მოდი, მაშინ, რუსეთი განვიხილოთ. აბსოლუტურად სხვა და სხვა ცნებებია - სააკაშვილი ებრძვის პუტინს. დაე, იომოს და ჩვენ გვესმის მოტივაცია – სააკაშვილი იცავს სამშობლოს, თუმცა თავისი შეცდომებით ტერიტორიების მესამედი დაკარგა და უკვე ვერასოდეს დაიბრუნებს. თუმცა, ის დემოკრატია და ებრძვის ჩეკისტ-კაგებისტებსო. ეს ერთი ისტორიაა, ხოლო როცა დემოკრატი სააკაშვილი 5 წლის წინ ცდილობდა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩამოგდებას, ან კიდევ ხელს უწყობდა ბელორუსში ოპოზიციას, ახლა კი ლუკაშენკოს მეგობარი ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი დემოკრატი არ არის. კაცი, რომელიც ფაშისტებთან მეგობრობს, დემოკრატი ვერ იქნება.
- რუსეთში როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები, როგორც ვიცი, ჟურნალისტები არც თუ უსაფრთხოდ ხართ, მოდი ამაზეც ვისაუბროთ.
– ხშირად მიწევს ბელორუსში ჩასვლა. იქ, რა თქმა უნდა, გვიჭირს ჟურნალისტებს. ისე, ბელორუსთან შედარებით რუსეთში, გაცილებით ლიბერალურ პირობებში ვართ. ამის შედარებაც არ შეიძლება. იქ საერთოდაც არ არსებობს დამოუკიდებელი მედია. ბელორუსში მოხვედრილი ჟურნალისტი უკვე იატაკქვეშა პირობებში მუშაობს. ყველა პარტიზანია. ყოველ წუთს ველოდებით დაპატიმრებებს, კომპიუტერების ჩამორთმევას, ყოველ წუთს ცემას მოველით. მოკლედ, მიდის ომი მედიის წინააღმდეგ. რუსეთში უფრო განსხვავებული ვითარებაა: შემორჩა თავისუფალი მედია, გაზეთები, ზოგიერთი რადიოსადგური. რუსეთში კონტროლირდება ტელევიზია, ვინაიდან ყველაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებაა. თუმცა საქართველოშიც ხომ კონტროლდება ტელევიზია. ახლა, არ მითხრათ, “რუსთავი-2” დამოუკიდებელი ტელევიზიააო.
აქ არავის სურს “რუსთავი-2”-სთვის ინტერვიუს მიცემა, იმიტომ რომ, ყველამ იცის, გადმოაქართულებენ და სხვა ტექსტს ჩადებენ. ამიტომ, შესაძლებელია საქართველოში რაღაც დოზით მეტი თავისუფლებაა გაზეთებში, იქ შეიძლება თავისუფლად წეროთ, მაგრამ რას იზამთ ტელევიზიაში? თუ პატარა არხია, როგორიც “მაესტროა”, კიდევ შეიძლება განსხვავებული აზრის მოსმენა. თუ ტელესივრცეა, მაშინ უკვე ძალიან ჰგავს რუსეთის ვითარებას. საქართველოში ყიდულობენ ჟურნალისტებს, ბელორუსში ტყვიით ებრძვიან, საქართველოში – ოქროთი. საქართველოში გაჩუმებისთვის ფულს სთავაზობენ. რუსეთშიც ძალიან მძიმე დღეშია მედია, ამას არავინ მალავს. ამიტომ ვიბრძვით დამოუკიდებელი მედიისათვის.
თუმცა სანამ ნავთობი ძვირია, მანამ არაფერი შეიცვლება, როგორც კი ნავთობი 30 დოლარს ქვევით ჩამოვა, მაშინ ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდება. დაიწყება ეკონომიკური კრიზისი უფრო სერიოზული, ვიდრე დღესაა, მაშინ პუტინი დაკარგავს ძალუფლებას. ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესების შემთხვევაში პოლიტსისტემის შეცვლის შანსი გაჩნდება. კიდევ ერთ სკანდალზე მინდა გავამახვილო ყურადღება – “პირველ კავკასიურზე”. ეს არხი ყველა საზღვარს გაცდა.
- რას გულისხმობთ?
– ეს რუსულენოვანი არხი პროვოკაციულია, სიახლეები სპეციალურად არის გაკეთებული რუსეთის გასაღიზიანებლად. თუ თქვენ გინდათ, რომ თეთრმა დათვმა ისევ ჩაგცხოთ თავში, მაშინ გააღიზიანეთ, თუკი ამაში რაიმე აზრს ხედავთ და თუ მშვიდობა გინდათ, მაშინ იქნებ უარი თქვათ ასეთ პროვოკაციულ ტელევიზიაზე. რა აზრი და შედეგი აქვს საქართველოსთვის რუსეთის გაღიზიანებას? რატომ ხდება საქართველოს მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიელი “ბოევიკების” ამბოხებულებად შეფასება? რა გინდათ ბოლოს და ბოლოს? თუ რუსეთი დაიშლება, ნუთუ საქართველოსთვის უკეთესი იქნება გაუკონტროლებელ ჩეჩნებთან, გაუკონტროლებელ ადიღეელებთან და აფხაზებთან ცხოვრება?
ზოგიერთი ქართველი ლიდერი თვითდაჯერებულია და ყოველთვის გასაკონტროლებელია, იმიტომ რომ, სიკეთეს არ მოგიტანთ. ხშირად მაგონდება აგვისტოს ომის მიწურულს კეზერაშვილთან საუბარი: “სამხრეთ ოსეთის ასაღებად 3 საათი, აფხაზეთისთვის 3 დღე გვინდა”. ყოველთვის გამახსენდება. ნუთუ 200 წლიანმა ისტორიამ ქართველებს არაფერი ასწავლა. რატომ აღიზიანებთ დათვს? რისთვის ხდება ეს პროცესები?
- რაც შეეხება ცხინვალს და აფხაზეთს, რამდენად ეთანხმებით პუტინის გამოსვლას, ვისთვის ოკუპაცია, ვისთვის გათავისუფლებააო, თანაც იმ მოვლენების ფონზე, როცა საქართველოში სულ ახალხან მყოფმა ევროდელეგაციამ ეს ტერიტორიები ოკუპირებულად აღიარა?
– დიდ შეცდომად მიმაჩნია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედროების შეყვანა, ეს უზარმაზარი შეცდომა იყო, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ოსეთი. აფხაზეთში ძალიან დიდი უკმაყოფილებაა ქართველების მიმართ. ისე, არც ქართველებმა იციან სრული სიმართლე და ამ ვითარებას ბევრჯერ წავაწყდი. ქართველები ცხოვრობენ მითებით, რომ მათ ელოდებიან აფხაზეთში. ეს შედომაა. კარგად დაიმახსოვრეთ – არავინ გელოდებათ აფხაზეთში.
- აბა, ვის ელოდებიან აფხაზეთში?
– აფხაზები არავის ელოდებიან, აფხაზები თავიანთი ინტერესებისათვის იყენებენ რუსებს, ხოლო ქართველებს ვერ იტანენ. ბევრი მეგობარი მყავს ქართველებშიც და აფხაზებშიც. როცა აფხაზეთში ვიმყოფები სულ ვეწინააღმდეგები ჩემს აფხაზ მეგობრებს, რომლებიც ვერ იტანენ ქართველებს. როცა თბილისში ვარ, ყოველთვის მიხდება კამათი ქართველებთან, რადგან თვლიან, რომ აფახაზებთან პრობლემა მხოლოდ რუსების გამო აქვთ. ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, ქართველებმა იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ წარმოუდგენელია, რა უნდა გააკეთონ წარსულის გამოსაწორებლად.
1992-93 წლები მაქვს მხედველობაში, როცა ქსენოფობიამ იფეთქა თქვენში, 1998-99 წლებში, რასაც ქართველი პარტიზანები ამზადებდნენ. ბოლო ომის დროინდელი შემთხვევებზეც ვამბობ და იმაზე, რაც ომამდე შიგადაშიგ ხდებოდა და ა.შ. და ა.შ.
აფხაზებს არ უყვართ ქართველები. ფიქრობენ, რომ მათი განადგურება და ასიმილაცია გსურთ. თუ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ, მაშინ დავინახავთ, ქართულ პოლიტელიტაში, ქართულ საზოგადოებაში არის ბევრი ადამიანი ვინც ოცნებობს აფხაზეთზე აფხაზების გარეშე. ამ ოცნებას არასოდეს მალავენ, საქვეყნოდ აცხადებენ და ამით აფხაზებს აშინებენ.
- რას ამბობთ?! პირველად მესმის, რა ხალხზე საუბარი, ვინ არიან პოლიტიკოსები, თუ რა კატეგორიაა?
– არაპოლიტიკოსები. გახსოვთ, თამაზ ნადარეიშვილი რას ამბობდა? ჯოხით, იარაღით, რაც გინდა საშუალებით დავბრუბნდები აფხაზეთშიო. ასე და ამგვარად, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. რუსებმა,რა თქმა უნდა, შეცდომა დაუშვეს, როცა ასე უხეშად შეიჭრნენ აფხაზეთში, კომპრომისები უნდა მოეძებნათ, თუმცა სიტუაცია მარტივი არ არის. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ხვალ დაუშვათ ქართველები შევიდნენ. აუცილებლად იქნება ომი. უბრალოდ, ქართველები დარწმუნებულები არიან, თუ რუსეთი არ შეუშლით ხელს, აფხაზებზე გაიმარჯვებენ.
- სხვა გზით, დიპლომატიური მეთოდებით არ გვაქვს შანსი დავიბრუნოთ დაკარგული ცხინვალი და აფხაზეთი?
– ახალ უკვე აღარ. ვითარება იმდენად გართულდა, შანსი აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივებში. მინდა ხაზგასმით დაწეროთ, რომ მე ამ ომის წინააღმდეგი ვიყავი, ყოველთვის ვამბობდი, ქართველებთან კომპრომისი უნდა გამოვძებნოთ-მეთქი, ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი. თუმცა უკვე დიპლომატიური გზითაც შეუძლებელი იქნება ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი. იქნებ, 10 წლის შემდეგ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ საქართველო აყვავებული და მდიდარი იქნება, ხოლო აფახაზეთი – ასეთივე ნახევრად დანგრეული და ღარიბი. აი, მაშინ იქნება საშუალება რაღაც პოლიტვაჭრობისთვის, მაშინ შესაძლებელი გახდება პირობები უკარნახოთ, თუნდაც რუსეთს და იქნებ, მან უკან დახევაც შეძლოს. ამას გარდა, რუსეთის პოლიტრეჟიმიც უნდა შეიცვალოს, სანამ იქ პუტინ-მედვედევია, ხოლო საქართველოში სააკაშვილი, არანაირი დიალოგი არ იქნება. ეს უკვე გამორიცხულია.
- ჩვენთან კი ამბობენ, სააკაშვილის შეცვლის შემთხვევაში კონფლიქტის მოგვარების შანსები იზრდებაო...
– თუ პრეზიდენტი უგულავა გახდება, ხოლო პრემიერი – სააკაშვილი, რუსეთის ახლანდელი ხელისუფლების ასლს მიიღებთ. სხვათა შორის, მედვედევიც არჩევნების გზით მოვიდა. არ ვიცი, რა იქნება რუსეთში 2012 წელს. ვინ იქნება პრეზიდენტი პუტინი, თუ მედვედევი, ან იქნებ არცერთი. არ ვიცით, ვინ იქნება სააკაშვილის შემდეგ, ახლა, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, ზუსტად ის ვიცი, რომ სანამ მედვედევ-პუტინი რუსეთშია, ხოლო სააკაშვილი საქართველოში, დიალოგი უპერსპექტივოა.
- ამ ბოლო დროს საქართველოში პრორუსული პოლიტიკოსები გაჩდნენ, რა დამოკიდებულებაა რუსეთში მათ მიმართ?
– დიახ. რა თქმა უნდა, ბურჯანაძე, ნოღაიდელი. დიახ. ეს რუსეთის სუსტი თამაშია.
- იქნებ, ქართულ-რუსული ერთობლივი თამაში?
– კი, შეიძლება ასეც ითქვას. ნოღაიდელს უნდა რესურსები, ბურჯანაძესაც ჭირდება პოლიტრესურსები. ამისთვის რაღაც უნდა გაკეთდეს. ქართველი ერი მაინცდამაინც არ არის რუსეთთან დაუსრულებელი ომის მომხრე და ვინც კრემლთან შეარიგებს, ის პოლიტდივიდენდებსაც მიიღებს. მოსკოვში თვლიან: რაკი ყველა მოკავშირე დავკარგეთ, მოდი, ვესაუბროთ, ნოღაიდელს, ბურჯანაძეს. თუმცა, ვფიქრობ, რუსეთი რეზულტატით განიხიბლება. როგორც კი გაიმარჯვებს ბურჯანაძე, ის პრინციპულ საკითხებში, რაც თუნდაც აფხაზეთს და ოსეთს შეეხება, ზუსტად იგივე გახდება, როგორც საკაშვილია. ამიტომ უაზრო პოლიტიკაა.
სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლება ძალიან ძლიერია, თუ სააკაშვილი არ იქნება, სულ მინიმუმ 2-3 წელი ეს უკვე ჩამოყალიბებლული პოლიტელიტა სრულად გააკონტროლებს ხელისუფლებას. უგულავა, მერაბიშვილი, ბოკერია… ამას გარდა, კიდევ სხვა ახალგაზრდები, ვინც მთავრობაში ადგილები დაიკავეს, ხელისუფლებას ასე იოლად არ დათმობენ. ისინი ძალიან ტექნიკურები და სხვათა შორის, განათლებულები არიან, თუმცა პუტინის სამწუხაროდ უნდა ითქვას და არ ვიცი, ვის საბედნიეროდ, იქნებ ობამას, ან ჯორჯ ბუშის, უნდა გქონდეს ამ ხალხთან ურთიერთობა, შეგეძლოს მათთან საუბარი.
მეორე მხრივ, მათთან საუბარი ძალიან რთულია, იმიტომ რომ, ყველანი ბოლშევიკები არიან, რადიკალიზმით გამოირჩევიან. იმდენად რომ, ხშირად მათთან დიალოგი ჭირს. ამიტომ ვამბობ – ვერ ვხედავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების ვერანაირ შანსებს.
ნოღაიდელის მხარდაჭერას აზრი არ აქვს, იგი საქართველოში არავის უყვარს, შეიძლება ბურჯანაძის მხარდაჭერა, თუმცა არ წარმოადგენს არანაირ ძალას. დიდი იმედები ჰქონდათ ალასანიასი ამერიკანიზებული”კრასავჩიკის”, თუმცა მან რატომღაც ძალიან ცუდად წარმოაჩინა თავი, უფრო სწორად, საერთოდ ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. ასე რომ, ქართველი პოლიტიკოსების მოსყიდვის ძველი მეთოდები უკვე აღარ მუშაობს. ამას პრინციპში, ჩვენი ხელისუფლებაც ხვდება, უბრალოდ, მოსკოვი ახალი საქართველოსგან უარყოფით იტანჯება, ისევე როგორც იტანჯება კავკასიის დაკარგვის გამო. რეგიონში ვერავის დაეყრდნობა, ვერც საქართველოს, ვერც აზერბაიჯანს, ლოკალური მიზანი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახით მიღწეულია, ხოლო გლობალური დამშვიდების საბაბს ეს ფაქტორები არ იძლევა. ამიტომ ცდილოებენ ეძიონ რაღაც ვარიანტები, კონტაქტები, მაგრამ – დაწყებული ისეთი წვრილმანისგან როგორიც ქართული ღვინოა, ვითარება არც თუ სანუგეშოა.
აი, მე სულ ახლახანს ვიყავი მინსკში ერთი ყუთი ქართული ღვინო შევიძინე და თავისუფლად შემოვიტანე რუსეთში. იმიტომ რომ ბელორუსში, უკრაინაში და ყაზახეთში ქართული ღვინო იყიდება, ხოლო რუსეთში არ იყიდება, საბაჟო არ კრძალავს. ასეთი აბსურდის თეატრია.
მეორე მხრივ, უკვე ვხედავ – ბელორუსშიც ჩააღწია ფალსიფიცირებულმა ქართულმა ღვინომ. დიდი ხანია ვიცნობ საქართველოს. როგორც იცი, ხშირად ჩამოვდივარ, შემიძლია განვასხვავო რომელია კარგი ღვინო და რომელი საეჭვო. ადრე 2-3 წლის წინ, როცა ის-ის იყო ვარდების რევოლუციონერები მოვიდნენ მხოლოდ კარგი ქართული ღვინო იყო, ცნობილი ფირმები ბრენდებს აწარმოებდნენ. ახლა ისევ წამოვიდა ის მასა, როგორც თქვენი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ამბობდა, აი, მინსკში ვარ და ვხედავ, დგას 4 ბოთლი, კარგი ღვინოა, რომელიც შემიძლია თბილისში ვიყიდო და მეორე ოთხი მაინც ფალსიფიცირებულია. ღვინოსაც უნდა მიხედვა. “ბორჯომი” ბელორუსში იყიდება, ნაბეღლავი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 05 აგვ 2010, 11:15

რუსეთის გვალვა ხანძრის კრიზისი ალბათ ჩვენც შეგვეხება ძალზე მწვავედ:
ბურღულეული, ფქვილი, რძის ფხვნილები და მრავალი სხვა, რაც იქიდან მოდის, ძალზე გაძვირდება.
ვაჭრები ფასებს აწევენ და დააბრალებენ კრიზისს.
რუსეთში უკვე იწევს ფასები.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 05 აგვ 2010, 15:04

GAMARJOBA SAKARTVELO
არ გინდათ, ბაატონებო ეს სიხარული იმის გამო, რომ თუნდაც ჩვენი აუგი მეზობელი იწვის.
ჩემი აზრით, არაა სწორი სხვისი უბედურების გახარებას.
ამასთან, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხანძრები მხოლოდ ქვეყანას კი არა, დედამიწას უქმნის სერიოზულ საფრთხეს.
ტორფრნარის ჩაქრობა რთულია.
ის შიგნიდან იწვის. ცხელი კლიმატიც ხელს უწყობს.
1-1 გამოსავალია ყინვა და დიდი თოვლი, რაც უბედურების ზონაში გიორგობისთვემდე მოსალოდნელი არ არის.
რუსეთში მოსალოდნელია სტიქიის გაძლიერება და თანმდევი პრობლემების ზრდა.
თუმცა, ეს ყველფერი სულაც არ მახარებს.
ამ დროს ქართველები ამბობდნენ ხოლმე, ისეთი უბედურებაა, მტერსაც რომ არ ვუსურვებო.
დიახ, რუსეთი ჩვენი მტერია, ის გვართმევს ტერიტორიებს, გევბრძვის, გვასუსტებს,
მაგრამ ხანძრებით გამოწვეული მისი უბედურება სულაც არ მახარებს.
ეს ზოგადასაკაცობრიო ტრაგედიაა, არამხოლოდ რუსეთის...
+1 ! :)




ისე მოკრძალებულად შემოგაპარებთ, რომ არსებობს ასეთი სიბრძნე: გიყვარდეს მტერი შენი. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 05 აგვ 2010, 15:30

GAMARJOBA SAKARTVELO
საინტერესო ინტერვიუ საქართველო-რუსეთის ურთი1ობებზე, ამ ქვეყნების პოლიტიკაზე
რუს ჟურნალისტთან, გაზეთ “კომერსანტის” მიმოხილველ, პაველ შერემეტისთან
შენ ნუ გეწყინება და საკმაოდ შტერული იტერვიუა. :D მაგას მგონი ისევ არჩილის მიერ დაპოსტილი ექსტრემალური პესიმიზმით(უფრო საშინელი ტერმინი ვერ მოვიფიქრე ამ წუთას :D ) გაჟღენთილი სტატიების კითხვა სჯობია მგონი. :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by qvevri » 05 აგვ 2010, 16:30

ვისაც ტვინი ბევრით თუ არა ცოტათი მაინა აქვს ნაღრძობი ყველამ სტატიები რომ არ წეროს არ შეიძლება :?: მე გოგას დადებულ სტატიაზე არ ვსაუბრობ, რადგან ჯერ დრო არა მაქვს რომ წავიკითხო.
Wanderer
რაც შეეხება რუსების სიყვარულს, გიყვარდეს რამდენიც გენებოს, მე ვერაფერში გამოგადგები :D
ლეონტი
იქნებ ამის მერე მაინც დაიწყოს ჩვენში სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის აღორძინება.
მაგალითად ღვინის ემბარგოზე კარგი და სანატრელი ქართული გაპარტახებული და მორალურად გაკახპებული მეღვინეობისათვის უკეთესი არ შეიძლებოდა მომხდარიყო. დღემდე ღმერთს ვმადლობ, რომ ქართული ღვინის გატანა რუსეთში შეწყდა, თუმცა ეს "მარგებელი ჭირი" ჩვენ მთლად სწორედ ვერ გამოვიყენეთ სოფლის მეურნეობის ეს დარგი მაინც არასწორედ ვითარდება...
დაბოლოს მე არ მიხარია ხანძრები, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მტების ქვეყანაში, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ იქ, სადაც წერია - გიყვარდეს მტერი შენიო ისიც წერია, რომ გიყვარდეს მოყვასი შენიო :!:
ზოგადად ჩემი აზრი კი ასეთია- დასაწვავი რაც მალე დაიწვება ყველასთვის უკეთესია :!:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 05 აგვ 2010, 16:42

ამ დროს ქართველები ამბობდნენ ხოლმე, ისეთი უბედურებაა, მტერსაც რომ არ ვუსურვებო.
დიახ, რუსეთი ჩვენი მტერია, ის გვართმევს ტერიტორიებს, გევბრძვის, გვასუსტებს,
მაგრამ ხანძრებით გამოწვეული მისი უბედურება სულაც არ მახარებს.
მე მახარებს...
:D

ბოროტი ვარ..
:lol:

ეს ხუმრობით - სერიზულად კი:
აი მეტი რითი უნდა დავამარცხოთ რუსეთი?
ომს ვერ მოვუგებთ, ევროპა ვერაფერს უშვრება, ამერიკამ ჯერ ჯერობით
ვერ დაიყოლია საქართველოს საკითხზე?
მეტი რითი უნდა დავამარცხოთ თუ არა ასეთი კატაკლიზმებით?
ესეც აღარ გამიხარდეს?
მიხარია იმიტომ რომ გაპარტახებული რუსეთის დაყოლიება - დაგვანებოს თავი -
დასავლეთს უფრო გაუადვილდება, ვიდრე მაძღარის
და ასეთ დღეში ჩავარდნილებს იუჟნაი ისეტიას და აფხაზეთის თავი აღარ ექნებათ.

არაფერი ხდება შემთხვევით...
ეს პოსტ სკრიპტუმ
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by guruli » 05 აგვ 2010, 16:52

რუს ჟურნალისტთან, გაზეთ “კომერსანტის” მიმოხილველ, პაველ შერემეტისთან:
რა ავადმყოფი ერია რა, მაგათი საშველი არ იქნება! არც ქსენოფობი ვარ, არც - რასისტი და კაცთმოძულე, მაგრამ რეალობა ასეთია - სხვის თვალში ბნექწვს ხედავენ და საკუთარში - დირეს ვერაო, მაგათზე ნათქვამი. სხვაში ხედავენ ფაშისტებს, ცუდებს, დამწიოკებლებს, თვითონ კი ანგელოზები არიან! რეალობას მოწყვეტილი საზოგადოებაა, რომელსაც ხელისუფლებაში პუტინისნაირები მოჰყავს და მხარს უჭერს დამპყრობლურ ომებს. მაგ ავადმყოფობის გამოა, 21-ე საუკუნეშიც კი დაპყრობით ომებზე რომ ფიქრობენ. არც მე მივესალმები რიგითი ადამიანების ამობუგვას, მაგრამ იქნებ კაცობრიობისთვის ჯობდეს კიდეც მაგათი გაჟუჟვა.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 05 აგვ 2010, 17:08

ეს ნახეთ?


ლელა კაკულია 1994 წელი, 1 დეკემბერი, დილის 10 საათი.

აფხაზეთი? მაინც ომით ვიბრუნებთ! ვინ შევა, ამას არა აქვს მნიშვნელობა! რუსეთი უკვე საკმაოდ დასუსტებულია, რათა შეძლოს აკონტროლოს საკუთარი ტერიტორიაც კი! ველოდები ასრულებებს. ახლა წინასწარმეტყველება, თუკი რამეს დავწერ, ჰგავს ანალიზებს.

გაზი… გართულება ელექტროენერგიაზე რუსეთის ნამოქმედარია. ბოლომდე სურთ საქართველოს დაცემა, მაგრამ ისეთი ცეცხლი წაეკიდებათ მომავალში, რომ ნამდვილად მეცოდებიან! ჩეჩნეთი – საწყისი სარწმუნოებრივი ომისა… როგორც ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს, ერთი პერიოდი რუსეთი თითქოს ჩააქრობს ამ ომს, მაგრამ ვერაფერს მიაღწევს, კავკასიის ომი გრძელდება ყარაბაღის ომივით!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 17:59

Tamari-ch. wrote:ეს ნახეთ?


ლელა კაკულია 1994 წელი, 1 დეკემბერი, დილის 10 საათი.

აფხაზეთი? მაინც ომით ვიბრუნებთ! ვინ შევა, ამას არა აქვს მნიშვნელობა! რუსეთი უკვე საკმაოდ დასუსტებულია, რათა შეძლოს აკონტროლოს საკუთარი ტერიტორიაც კი! ველოდები ასრულებებს. ახლა წინასწარმეტყველება, თუკი რამეს დავწერ, ჰგავს ანალიზებს.

გაზი… გართულება ელექტროენერგიაზე რუსეთის ნამოქმედარია. ბოლომდე სურთ საქართველოს დაცემა, მაგრამ ისეთი ცეცხლი წაეკიდებათ მომავალში, რომ ნამდვილად მეცოდებიან! ჩეჩნეთი – საწყისი სარწმუნოებრივი ომისა… როგორც ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს, ერთი პერიოდი რუსეთი თითქოს ჩააქრობს ამ ომს, მაგრამ ვერაფერს მიაღწევს, კავკასიის ომი გრძელდება ყარაბაღის ომივით!
წარმოვიდგინე დაშლილი რუსეთი....
და წარმოვიდგინე კიდევ ამ დაშლის შედეგად წარმოქმნილი ნახევრად სამხედრო დაჯგუფებები, მოთარეშე კაზაკები, ჯიჰადის იდეით გადარეული ფანატიკოსები, ვაჰაბისტები. ყარაბახის ტიპის ომის სხვადასხვა კერები....
კაკულიამ ხომ არ იცის რა ელის ამ პირობებში საქართველოს? მშვიდობა?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 05 აგვ 2010, 18:11

Nephros
ჰკითხეთ თუ გაინტერესებთ..
მოთარეშე ელემენტები კი საქართველომ უკვე ნახა 90-იან წლებში -
თუმცა დღეს მათ უკვე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები მოუვლიან

კიდევ საინტერესო ინფო

ყველას გახსოვთ კაჩინსკის ტრაგედია
იმ დღეს უცებ ჩამოწოლილი ნისლი დაჯდომამდე.

ეს ნახეთ

Сергей Шойгу сообщил, что сейчас в район Сарова перебрасываются дополнительные силы "с самым современным оборудованием, которое только начали внедрять". " Мы собрали его со всех подразделений в Москве и Московской области и направили туда", - отметил глава МЧС.
Днем в Саров прибыла колонна спецтехники, в том числе четыре роботокомплекса, установка для создания искусственного тумана и мобильная установка пожаротушения.

მოკლედ ბუნებამაც კი ხელი შეუწყო იმას, რომ ეს ტრაგედია გაიხსნას...
ახლა ხომ ვეღარ იტყვიან - ხელოვნური ნისლი არ გვაქვსო.
იმასაც ხომ ვერ უარყოფენ, რომ იმ დღეს ნისლი უცნაურად სწრაფად ჩამოწვა?
სანამ კაჩინსკის თვითმფინავი დაჯდებოდა- მანამდე კიდევ ერთი იაკი დაჟდა აეროპორტში
არსებობს ჩანაწერი - "ვიბროს ზაკონჩილო"
ვიბრო ჩეგო?
ნისლის კაფსულები ჩამოყარა?

ესეც ძველი
http://www.regnum.ru/news/polit/1303078.html
Польша просит США узнать: можно ли было создать искусственный туман под Смоленском?
Last edited by Tamari-ch. on 05 აგვ 2010, 19:19, edited 3 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by guruli » 05 აგვ 2010, 18:11

Nephros
და წარმოვიდგინე კიდევ ამ დაშლის შედეგად წარმოქმნილი ნახევრად სამხედრო დაჯგუფებები, მოთარეშე კაზაკები, ჯიჰადის იდეით გადარეული ფანატიკოსები, ვაჰაბისტები.
ეგ მართლაც საშიში პერსპექტივაა. ვინატროთ, რომ ჩრდილო კავკასიაში რადიკალ-პატრიოტები მოვლენ სათავეში და არა რადიკალ-ფუნდამენტალისტები. თუმცა ვინც უნდა მოვიდეს, თავი და თავი ისაა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს სახელმწიფო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერები, ვერაფერსაც ვერ დაგვაკლებს ვერავინ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]