დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 ივნ 2011, 19:42

Ketevan Guliashvili wrote:რამოდენიმე სიტყვას ჩავამატებ, მომიტევეთ თუკი გადამღერბა გამოვა:

რაზბორკა - საქმის გარჩევა.
დედოვშინა - ჩაგვრა (რომელსაც რომელსაც წვევამდელები ახორციელებენ ერთმანეთის მიმართ, კერძოდ უფრო ადრე გაწვეულები ჩაგრავენ მათ შემდგომ გაწვეულებს).
ბეზპრედელ - ზღვარდაუდებელი უსამართლობა.
ყოჩაღ, ქეთი, ყოჩაღ!
მახარებს, რომ შენთვისაც ძვირფასია მშობლიური ენა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
დავიცვათ ქართული ენა

Post by KSOVRELI » 18 ივნ 2011, 23:02

Ketevan Guliashvili wrote:რამოდენიმე სიტყვას ჩავამატებ, მომიტევეთ თუკი გადამღერბა გამოვა:

ბეზპრედელ - ზღვარდაუდებელი უსამართლობა.
უფრო განუკითხაობა (ყველა სიტყვა პირდაპირ არ ითარგმნება).

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 22 ივნ 2011, 18:10

რადგან მოიწონეთ კიდევ დავამატებ:)

ალექს, კარგი თარგმანია!:)

სანამ სერიოზულზე გადავიდოდეთ რამოდენიმე სიტყვა განწყობისათვის:

1. პროკლოვი - პროკურორი (მანგლისი)
2. ჟემიჩკა - მზესუმზირა (ამასაც მანგლისში მოისმენთ)
3. კაჩკა - ურიკა (ჯუგაანი)


არ ვიცი, ეს შეცდომები არის თუ არა განხილული, თუ არის მითხარით და წავშლი.
არასწორია - მართებულია
1. ადექვატური - ადევატური
2. ანეგდოტი - ანედოტი
3 ეხლა - ახლა (თუმცა სკოლაში მასწავლეს ორივე სწორია , ან ერთი იხმარე ან მეორეო)
4. მაშტაბი - მასშტაბი
Last edited by Ketevan Guliashvili on 26 ივნ 2011, 19:23, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ივნ 2011, 04:12

კონსტანტინე გამსახურდიას წერილი :როგორ ვწერ:, რომელიც ქუთაისური ლიტერატურული
გაზეთის "სიტყვა და საქმის" შეკითხვის გამო, 1933 წელს შეიქმნა.
გთავაზობთ შემოკლებულ ვარიანტს.

როგორ ვწერ?

ჰმ!

ძნელია ამის აწერა, თუ როგორ ვწერ. შემოქმედების ამბავი ჯერაც უაღრესის იდუმალებითაა მოცული, მეცნიერება დიდ მუშაობას ეწევა შემოქმედების პროცესის შესაცნობად. თეორიები მრავალია, მაგრამ რა?..

ამ ამბის გაცხადება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ყოველი მკითხველი წერას ისწავლიდა (და შეუძლებელი საქმე შეიქნებოდა ყოველივე ხელოვნება). მე არ მინდა იმ ევროპელ მოგვებს დამადარონ, მწიგნობრობას კასტის საუფლოდ რომ აცხადებენ. მწიგნობრობა, ლიტერატურა სხვაა, პოეზია კიდევ სულ სხვა. სამწუხაროა, დარვინისებური სელექციის კანონი ადამიანს რომ ვერ მიუყენეს.

ვეცდები ნაწილობრივად მაინც გიპასუხოთ. მე შემიძლია შემოქმედებითი მუშაობის გარეგნულ ვითარებათა გამო მოგითხროთ ზოგი რამ (ვინ იცის, ეგებ ვინმეს გამოადგეს ჩემი დაკვირვებანი). თუ ის ბალღები, ახლა რომ ქართველი დედების კალთაში, ან აკვნებში წვანან, ჩემზე უკეთ დაეუფლებიან ქართულ სიტყვას, ეს ფრიადაც გამეხარდება.

საერთოდ, ქვეშეცნეულად ვწერ. მეტწილად სათაურიდან გამოვდივარ: ვერ გეტყვით თუ როგორ ხდება ეს, როგორ გამოუდგება ერთს ან ორ სიტყვას, სათაურში გახმაურებულს, ათასი და ათი ათასი (როგორც ახლად გაჩენილ დედას - ნაყარი ფუტკარი). სათაურის დაწერიდან უკანასკნელ წერტილის დასმამდის შემდეგი პროცესებიც უნდა ვიგულისხმოთ. სამჯერ, ოთხჯერ, ხან მეათეჯერაც გადაწერა, მერმე მანქანაზე გადაბეჭდვა, გადანაბეჭდის კორექტურა, შემდეგ ანაწყობის მრავალკეცი შესწორება და შემოწმება. ჩემი ნაწერების კორექტურა უდიდეს სიხარულს მგვრის. წერისა და გადაწერის დროს მე დიდის სიყვარულით ვეთამაშები ქართულ ასოებს, გაოცებული შევსცქერი მათ. ანი ნამგლისათვის მიუმსგავსებია ქართველ ხალხს, ბანი ყელმოღერებულ ქართულ სურებს, დოქებს და ჭინჭილებს, განი ლაგვინებს და ქვევრებს ჰგავს. კბილიოანი ასოები ღ, ყ, ლ, დ, რაღაც ქვეწარმავალს მაგონებს, ზოგიც ხერხებს, სათლელ, სახლეჩ ან სატეხ ხელსაწყოებს. ძალიან მახარებენ ღერიანი ასოები, ისინი ხან ლელივით იკეცებიან, ხანაც ცხენოსანი ჯარის პიკეტებსავით წამოვლენ. განების, ყარების, დონების, ენების, ვინების ფეხები ხრმლებს, წერაქცულებს და წათებს მიაგვანან. ინები ცხენების ნალებს. ვინ იცის, ცხენოსან ერს თან მოეტანოს იგი მესოპოტამიის ხრიოკებიდან ომითა და ზათქით წამოსულს.

ყოველი ქართული ასო რაღაც უცნაური სიმბოლიკის აღმძვრელია ჩემს წარმოდგენაში. მე დიდის სიამოვნებით დავსწერდი ანბანთქებას.

როცა წერით დავიღლები, თვალს შევავლებ ხოლმე ასოებს, გაოცებული შევცქერი ბნელი საუკუნეების საშოში უთარიღოდ წარმოშობილ ფანტასტიურ იეროგლიფებს. თანაც მოშაინესავით მიხარია, რომ ლინგვისტები და ფილოლოგები ვერაჟამს ჩასწვდებიან მათთვის ჩათქმულ საიდუმლოებას.


XXX

ახლა ცოტა რამ სიტყვიერი მასალის მოხვეჭისათვის.

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მრავალგზის შევადარე ქართული ბიბლია, ოთხივე სახარება და ფსალმუნი გერმანულს, ინგლისურსა და ფრანგულს გამოცემებს. ეს შრომა გაწეული მაქვს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი მასალის ძებნაში.

პარალელურად ვმგზავრობდი მთელს საქართველოში, ვნადირობდი და ვთევზაობდი, რათა უშუალოდ გავცნობოდი ხალხის მეტყველებას. ამგვარად შედგენილი მაქვს საკუთარი იშვიათ სიტყვათა ლექსიკონი. დიალექტებიდან ნასესხებ სიტყვის ხმარებას ვერიდები (თუ გმირს არ ვალაპარაკებ). ვიდრე რომელიმე სარწმუნო ძეგლთან შევაწამებ. ცუდი ქართულით მოუბართ შეძლებისამებრ ყურს ვარიდებ. ცუდი ქართულით დაწერილ ლიტერატურას არ, ან ვერ ვკითხულობ.

როგორც უცხო ენებზე, ისე ქართულ დიალექტებზე ხანგრძლივად ლაპარაკს გავურბივარ, რადგნაც ვიცი: ეს ქართულ აქცენტს შემირყვნის უთუოდ.

მარტოობის ჟამს ხმამაღლა ვკითხულობ რომელიმე შერჩეულ ძეგლს ძველი ქართული მწერლობისას. დაძინებისას ძველ ქართულ შედევრებს ვათვალიერებ, რათა ქვეშეცნებაში განმიმკვიდრდეს თავისთავადი ენის კულტურის ნელსურნელება.

ასე და ამგვარად დღე და ღამ ვებრძვი ქართულ სიტყვას, როგორც კოჭლი იაკობი ებრაელთა მრისხანე ღმერთს.

1933 წელი



ეს წერილი ახლახანს :პრესა.გე-ზე: გამოქვეყნდა.
ამ ბმულზე მისი სრულია ვერსიის ნახვაა შესაძლებელი
http://www.presa.ge/new/?m=art&AID=6452
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 10 ივლ 2011, 17:40

დღეს ჩემაა უცხოელმა მეგობარმა, რომელმაც ქართული 2 წელიწადში შესანიშნავად შეისწავლა, ეს წერილი გამომიგზავნა. მთხოვა ამეხსნა დეტალები. გამეცინა, ის ქართულს სწავლობს და ჩვენ...



ილია ჭავჭავაძე
ქვათა ღაღადი
ნაწყვეტი
***
გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, როცა ჩვენს მთელს ერს დედაბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ, როცა ჩვენს მთხრელსა და მაგინებელს – ისიც გუნდს და არა მთელს ერს – ვიგერიებთ და იმის თვალთმაქცობას ვამხელთ. გამოდის, რომ ჩვენზე, თუნდ ერთს ცალკე გუნდზე, მართალი ძვირიც არა სთქვათო ჩვენის შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი აშფოთება, თქვენი წყენა აინუნშიაც არ მოგვდის, თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ და მთელი გუდა ტყუილებისა ზედ თავზე დაგაბერტყოთ თქვენის სახელის გატეხისათვისაო. ეს სადაური სამართალია, სადაური ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა, ეს მელა-ტურაობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის შეძვრენაა, კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა. პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო, ნათქვამია.

დეე, ამ ცრუპენტელა მწყობრმა ჭიანის ლიბერალობისამ ბალღებს პირი თევზსავით ამოუვსოს, – ჰა, ხმა, კრინტი არ დასძრათ ჩვენის მხილებისათვის, თორემ რეტროგრადის სახელით მოგნათლავთო, გონიერს კაცს-კი ვერ წაართმევენ პატიოსანს უნარს თავი გამოიდოს მართლის სარჩელისათვის და ტყუილის მხილებისათვის, როცა ამას ითხოვს განგებ შეგინებულ-გალანძღული გრძნობა ადამიანისა და ერის ღირსებისა. .აქ პატიოსანი, პირდაპირი დგომაა საჭირო, პირდაპირი მხილება და არა გაქცევა და უკუდგომა მხდალსავით და ლაჩარსავით.

სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა და სხვა ამისთანა-კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი, თუ მტყუანი. ეხლანდელ წვრილფეხობას-კი რომ უთხრათ, – შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრდულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და, რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება, – ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს, – მართალს თავისი საკუთარი ფასი აქვს, თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის.

კიდევ ვიტყვით, საქმე ის არის, რომ მხილება ავისა და ბოროტისა საფუძვლიანი და საბუთიანი იყოს და არა მოჭორილი, – და სამდურავისა, ან წყენის, ან შფოთის ატეხის შიშით ნურავინ გაიხეთქს გულს. განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმავოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ, როცა იგი ავი ჩვენ თავში გვცემს, ჩვენს არარაობას ჩვენდა სამარცხვინოდ საქვეყნოდ ჰღაღადებს. რად უნდა გავუჩუმდეთ? აქაო-და თქვენს ხმის ამოღებას ჩვენი წყენა მოჰყვება, წყენას ჩვენი გაშფოთებაო, და ეროვნულ შფოთის ატეხა ეხლანდელ დროში საკადრისი არ არისო, ნუთუ მართლა ამ ლათაიებს უნდა შევუშინდეთ და ენაც არ დავძრათ ჩვენის საკუთარის ვინაობის სარჩლისა და პატრონობისათვის.

თქვენი წკიპურტიც-კი გვწყჯნსო და ჩვენს პანღურს-კი ნუ იწყენთო. რა ნაბიჭვრები ჩვენა ვართ ამ წუთისოფლისა, რომ ამას გვეუბნებიან, ამით გვითათბირებენ. რას გვიქვიან აქ ლიბერალობა, ან რეტროგრადობა, როცა ჩვენს ვინაობას, ჩვენს თავ-ბედს ასე აბიაბრუებენ და ძირიანად სთხრიან! მარტო მხდალი და ლაჩარი ამისთანა ლათაიებს მიზეზად დაიხვევს ხოლმე ხელზე, როცა სხვისა ნაფურთხს ხმაამოუღებლივ ლოკავს და სხვის ლანძღვა-თრევას ხმაამოუღებლივ იტანს, რომ მერე გაქცევა, უკუდომა და ხმაამოუღებლობა ლაჩრობაში არ ჩამომართვანო. ჯერ სამაგისოდ, ღვთის მადლით, არა გაგვჭირებია-რა: გული იმოდენად კიდევ შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს ვინაობას ვუპატრონოთ და ქართველობის სახელი სალანძღავ-სათრევად არ დავანებოთ არავის."

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ივლ 2011, 20:49

ჯუთა-ჭაუხების2011 წლის თემაში რამდენიმე ბარბარიზმს წავაწყდი.
გთავაზობთ მათ ქართული შესატყვისებით:

ცინკი - თუთია
ბიჩოკი - ნამწვი
ლინკი - ბმული
პრიშიკი, პრიშჩიკი - ფერიჭამია
გრუპავუხა - ჯგუფური
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamari-ch. » 15 ივლ 2011, 20:53

პრიშიკი, პრიშჩიკი - ფერიჭამია
ფერიმჭამელი არის უგრი
პრიშიკი არის მუწუკი
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
დავიცვათ ქართული ენა

Post by nagli33 » 15 ივლ 2011, 23:07

წინა კვირას შევაკეთე მანქანის წინა სავალი( პერედოკი)
მაღაზიაში რომ მივედი ნაწილებისთვის სურვილი გამიჩნდა გამყიდველისთვის სისხლი გამეშრო და ყველა ნაწილი ქართულად მომეთხოვა, მაგრამ მეც არ ვიცი ზოგიერთი ნაწილის ქართული დასახელება
გთავაზობთ მძღოლურ-"შოფრულ" ბარბარიზმებს, იქნებ დამეხმაროთ თარგმანში

1. შარავოი
2. ნაკანეჩნიკი
3. ტიაგა, გლავნი ტიაგა, მარჯვენა-მარცხენა ტიაგა

4. რულავოი კალონკა

5. სუხოის რეზინები--- მშრალი ამორტიზატორის რეზინი
6. აპორნი დისკი
7. კალოდკა --- ხუნდა
8. შტანგა ---- ალბათ ხარიხა
9. კარობკა ---- გადაცემათა კოლოფი
10. პავაროტნიკი --- მაშუქი
11. ბენზინის ბაკი --- ბენზინის ავზი
12. გლუშიტელი ---- მაყუჩი
13. ბაკავინა
14. ლაბავოი --- საქარე მინა
15. შიტოკი,
16. კარტერის ზაშიტნიკი---- კარტერის დამცავი
17. ზეთის შუპი
18. კრილო --ფრთა
19. სტოიკა ---- საყრდენი სამაგრი
20. ბარდაჩოკი --- სათავსო
21. დორნიკები ----
22.
???
23.
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 16 ივლ 2011, 21:06

მილიონობით ევროპელი წერა-კითხვის უცოდინარია

ლონდონი, 24 მარტი. ევროკავშირის ქვეყნების ყველ მეხუთე მოზარდს უჭირს წერა-კითხვა. თუმცა როგორც იუწყება Helsingin Sanomat, ეს პრობლემა ზრდასრული ევროპელების 80%-საც ეხება. გამოდის ევროპელთა მესამედმა წერაცა და კითხვაც საწყის დონეზე თუ იცის.

ასე მაგალითად, იტალიაში 6-7 მილიონი წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანია. მათი უმრავლესობა მხცოვან ასაკშია.

ყველაზე დიდი პრობლემები ამ მხირვ ბულგარეთსა და რუმინეთშია.

ამასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. ამ უკანასკნელს მიზანად დაესახა მოსახლეობაში წერა კითხვის გაუმჯობესება.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევებმა გამოავლინა: 32 მილიონი ზრდასრული ამერიკელი, სწორედ იმის გამო რომ არც წერა იცის და არც კითხვა, სამსახურში მიღებისას პრობლემებს აწყდება.

საზოგადოებამ "პოლიტერასი", რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა ამერიკის კონგრესს თხოვნით მიმართა - პრობლემის მოსაგვარებლად ხერხი და ღონე არ დაენანათ და 825 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვადსხვა საგანმანათლებლო პროგრამა განეხორციელებინათ.

გარდა ამისა, სხვა სოციოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო - ახალგაზრდა ამერიკელთა უმრავლესობას არ შეუძლია ხელნაწერი ასოებით წერა. გარდა ამისა ფიქრობენ რომ ბეთჰოვენი - ძაღლია; მიქელანჯელო - კომპიუტერული ვირუსი; ხოლო ისეთი ქვეყანა როგორც ჩეხოსლოვაკია მსოფლიო რუკაზე არ არსებობს.

წყარო http://www.rosbalt.ru/main/2011/03/24/831879.html

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by arcivi9 » 19 ივლ 2011, 00:44

11. ბენზინის ბაკი --- ბენზინის ავზი
ავზიც და ბაკიც უცხოური სიტყვებია
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 19 ივლ 2011, 09:28

Ketevan Guliashvili wrote:დღეს ჩემაა უცხოელმა მეგობარმა, რომელმაც ქართული 2 წელიწადში შესანიშნავად შეისწავლა, ეს წერილი გამომიგზავნა. მთხოვა ამეხსნა დეტალები. გამეცინა, ის ქართულს სწავლობს და ჩვენ...



ილია ჭავჭავაძე
ქვათა ღაღადი
ნაწყვეტი
***
გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, როცა ჩვენს მთელს ერს დედაბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ, როცა ჩვენს მთხრელსა და მაგინებელს – ისიც გუნდს და არა მთელს ერს – ვიგერიებთ და იმის თვალთმაქცობას ვამხელთ. გამოდის, რომ ჩვენზე, თუნდ ერთს ცალკე გუნდზე, მართალი ძვირიც არა სთქვათო ჩვენის შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი აშფოთება, თქვენი წყენა აინუნშიაც არ მოგვდის, თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ და მთელი გუდა ტყუილებისა ზედ თავზე დაგაბერტყოთ თქვენის სახელის გატეხისათვისაო. ეს სადაური სამართალია, სადაური ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა, ეს მელა-ტურაობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის შეძვრენაა, კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა. პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო, ნათქვამია.

დეე, ამ ცრუპენტელა მწყობრმა ჭიანის ლიბერალობისამ ბალღებს პირი თევზსავით ამოუვსოს, – ჰა, ხმა, კრინტი არ დასძრათ ჩვენის მხილებისათვის, თორემ რეტროგრადის სახელით მოგნათლავთო, გონიერს კაცს-კი ვერ წაართმევენ პატიოსანს უნარს თავი გამოიდოს მართლის სარჩელისათვის და ტყუილის მხილებისათვის, როცა ამას ითხოვს განგებ შეგინებულ-გალანძღული გრძნობა ადამიანისა და ერის ღირსებისა. .აქ პატიოსანი, პირდაპირი დგომაა საჭირო, პირდაპირი მხილება და არა გაქცევა და უკუდგომა მხდალსავით და ლაჩარსავით.

სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა და სხვა ამისთანა-კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი, თუ მტყუანი. ეხლანდელ წვრილფეხობას-კი რომ უთხრათ, – შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრდულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და, რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება, – ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს, – მართალს თავისი საკუთარი ფასი აქვს, თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის.

კიდევ ვიტყვით, საქმე ის არის, რომ მხილება ავისა და ბოროტისა საფუძვლიანი და საბუთიანი იყოს და არა მოჭორილი, – და სამდურავისა, ან წყენის, ან შფოთის ატეხის შიშით ნურავინ გაიხეთქს გულს. განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმავოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ, როცა იგი ავი ჩვენ თავში გვცემს, ჩვენს არარაობას ჩვენდა სამარცხვინოდ საქვეყნოდ ჰღაღადებს. რად უნდა გავუჩუმდეთ? აქაო-და თქვენს ხმის ამოღებას ჩვენი წყენა მოჰყვება, წყენას ჩვენი გაშფოთებაო, და ეროვნულ შფოთის ატეხა ეხლანდელ დროში საკადრისი არ არისო, ნუთუ მართლა ამ ლათაიებს უნდა შევუშინდეთ და ენაც არ დავძრათ ჩვენის საკუთარის ვინაობის სარჩლისა და პატრონობისათვის.

თქვენი წკიპურტიც-კი გვწყჯნსო და ჩვენს პანღურს-კი ნუ იწყენთო. რა ნაბიჭვრები ჩვენა ვართ ამ წუთისოფლისა, რომ ამას გვეუბნებიან, ამით გვითათბირებენ. რას გვიქვიან აქ ლიბერალობა, ან რეტროგრადობა, როცა ჩვენს ვინაობას, ჩვენს თავ-ბედს ასე აბიაბრუებენ და ძირიანად სთხრიან! მარტო მხდალი და ლაჩარი ამისთანა ლათაიებს მიზეზად დაიხვევს ხოლმე ხელზე, როცა სხვისა ნაფურთხს ხმაამოუღებლივ ლოკავს და სხვის ლანძღვა-თრევას ხმაამოუღებლივ იტანს, რომ მერე გაქცევა, უკუდომა და ხმაამოუღებლობა ლაჩრობაში არ ჩამომართვანო. ჯერ სამაგისოდ, ღვთის მადლით, არა გაგვჭირებია-რა: გული იმოდენად კიდევ შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს ვინაობას ვუპატრონოთ და ქართველობის სახელი სალანძღავ-სათრევად არ დავანებოთ არავის."
ამ ვრცელი წერილის პირვანდელი სათაურია "სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი"

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 19 ივლ 2011, 10:12

საინტერესოა როდის და რა მიზეზით შეუმოკლეს წერილს სახელი. 1899 წლის ორივე გამოცემაში სრული სახელითაა. თ.სანიკიძის რედაქციით უკვე როგორც "ქვათა ღაღადი" გამოდის - 1994წ.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 19 ივლ 2011, 10:14

«ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს»...
რუსთველი

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 19 ივლ 2011, 11:17

მუსკატის კაკალი- Myristica fragrans Houtt - ჯავზი.

––––––––––––
არწივ, ბარემ მიაწერე ხოლმე სიტყვის წარმომავლობის და მნიშვნელობის შესახებ. შემჩნეული ხარ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებასა და მიმალვაში:)

სულხან-საბას სიტყვის კონის მიხედვით:

1. ავაზანი წყლის სადგური.
2. ავზჲ ავაზანი.
3. საბანელი აბანო, გინა ავაზანი, გინა ემბაზი.


1. ემბაზი საბანელი განსაწმედელი.


ნიკო ჩუბინიშვილის ლექსიკონის მიხედვით


ავაზანი აუზი, ისარნები, бассейн. თათ. ჰაუზ havuz (შავთ. 39).


ავზი - Turk. ჰაუზ, აუზ - L. პიშინა - Arm. ავაზან -ავაზანი.

ამ სიტყვამ საუკუნეების გამოცდას გაუძლო და დარჩა ქართულში, გადაქართულდა ერთგვარად. ქართულ ყურს მოერგო, თუ რომელიმე რუსული, ინგლისური, ან ფრანგული სიტყვა ასევე გადმოქართულდება და მოერგება ქართულს ენას ისიც დარჩება. ამიტომ სიტყვამ ერის "საცერში" უნდა გაიაროს, ასჯერ გადაისინჯოს ქართველის ყურით და მერე დაიმკვიდროს ადგილი.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 აგვ 2011, 04:26

nagli33 wrote:წინა კვირას შევაკეთე მანქანის წინა სავალი( პერედოკი)
მაღაზიაში რომ მივედი ნაწილებისთვის სურვილი გამიჩნდა გამყიდველისთვის სისხლი გამეშრო და ყველა ნაწილი ქართულად მომეთხოვა, მაგრამ მეც არ ვიცი ზოგიერთი ნაწილის ქართული დასახელება
გთავაზობთ მძღოლურ-"შოფრულ" ბარბარიზმებს, იქნებ დამეხმაროთ თარგმანში

1. შარავოი
2. ნაკანეჩნიკი
3. ტიაგა, გლავნი ტიაგა, მარჯვენა-მარცხენა ტიაგა

4. რულავოი კალონკა

5. სუხოის რეზინები--- მშრალი ამორტიზატორის რეზინი
6. აპორნი დისკი
7. კალოდკა --- ხუნდა
8. შტანგა ---- ალბათ ხარიხა
9. კარობკა ---- გადაცემათა კოლოფი
10. პავაროტნიკი --- მაშუქი
11. ბენზინის ბაკი --- ბენზინის ავზი
12. გლუშიტელი ---- მაყუჩი
13. ბაკავინა
14. ლაბავოი --- საქარე მინა
15. შიტოკი,
16. კარტერის ზაშიტნიკი---- კარტერის დამცავი
17. ზეთის შუპი
18. კრილო --ფრთა
19. სტოიკა ---- საყრდენი სამაგრი
20. ბარდაჩოკი --- სათავსო
21. დორნიკები ----
22.
???
23.
კგია, რომ ქართული სიტყვებით დაინტერესდი.
თუ მომხმარებელი არ იტყვის მას, ხელოსანი როგორღა ისწავლის.
1 რო ეტყვის იმავე ხუნდს, მე2, მე3, მე4, თავადაც დაამახსოვრდება.
შენ მიერ ჩამოთვლილ სიტყვებს ყველას აქვს შესატყვისი. გთავაზობ მათ, რაც ახლა ჩემთვის არის ცნობილი:

1. შარავოი - ბურთიანა, ბურთულა
2. ნაკანეჩნიკი - ბუნიკი
3. ტიაგა, გლავნი ტიაგა, მარჯვენა-მარცხენა ტიაგა
- საწევარა, (გლავნი ტიაგა -მთავარი საწევარა, უდარნი ტიაგა - დამრტყმელი საწევარა)
4. რულავოი კალონკა[/b] - საჭის (სვეტი?)
5. სუხოის რეზინები--- მშრალი ამორტიზატორის რეზინი
6. აპორნი დისკი -------------
7. კალოდკა --- ხუნდა
8. შტანგა ---- ხარიხა
9. კარობკა ---- გადაცემათა კოლოფი
10. პავაროტნიკი --- ციმციმა
11. ბენზინის ბაკი --- ავზი
12. გლუშიტელი ---- მაყუჩი
13. ბაკავინა -------------
14. ლაბავოი --- საქარე მინა
15. შიტოკი - წინა - ძარსაფარი, უკანა - საფარი
16. კარტერის ზაშიტნიკი---- კარტერის დამცავი
17. ზეთის შუპი ----------
18. კრილო -- ფრთა
19. სტოიკა ---- საყრდენი სამაგრი
20. ბარდაჩოკი --- უჯრა
21. დორნიკები - საწმენდი

მაგის გარდა, აქვე გთავაზობ ისეთი ბარბარიზმებსა და მათ ქართულ შესატყვისებს, რომლებიც შენს წერილში ნახსენები არ არის და მანქანასთან არის დაკავშირებული:

1. რული - საჭე
2. კუზაო - ძარა
3. ლიბიოდკა - ჯალამბარი
4. კაპოტი - ძრავსაფარი, ხუფი
5. პრაკლადკა - შუასადები (ძრავსაფარის)
6. სალნიკი - ჩობალი
7. შარნირი - სახსარი (წინა მარჯვენაც და მარცხენაც)
8. პაკრეშკა - საბურავი
9. კლაპანი - სარქველი
10. მოტორი (მატორი) - ძრავი
11. ბალკა - კოჭი
12. სტუპიცის პოდშებნიკი (პაჩებნიკი) - მორგვის საკისარი
13. კრესტავინა - ჯვარიანა
14. სტერჟინი - ღერო (სტაბილიზატორის)
15. რაზვალი - ნახარი, განშლა
16. სვეჩი - სანთელი
17. პილნიკი - სამტვერე, სამტვრე
18. დალნიკი - შორი შუქი (გრძელი შუქი)
19. ბლიჟნი - ახლო შუქი (მოკლე შუქი)
20. ტორმუზი - მუხრუჭი
21. ტორმუზნი ჟიტკოსტი - სამუხრუჭე სითხე


ახლა, ასე გვიან ბევრი არც მახსენდება.
დარწმუნებული ვარ, ყველამ რომ ისწავლოს, მშობლიურსაც წაადგება და კიდევ 1 ნაბიჯით დავშორდებით საბჭოთა რუსეთს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]