აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by ნიმფა » 03 ოქტ 2009, 23:18

პირველი თოვლის სიმღერა
ირაკლი აბაშიძე

წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.

ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.

დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!

რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული...
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია,
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!



:)

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by tamuna_gudarexi » 05 ოქტ 2009, 01:42

ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს, მაინც მწვერვალებს ედება ქარი...

რატომ ამეკვიატე?
:roll:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by Archil » 05 ოქტ 2009, 10:46

რა საინტერესო რამეები იწერება აქ...

და როგორ იშლება მერე...

მიდი და წერე ამის მერე :P
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 05 ოქტ 2009, 10:48

:lol: :lol: :lol: :lol: :lol:


კი არა და


:( :( :( :( :( :(






ო ლა ლაა


გეკაიფებათ ცხოვრება?
გაეკაიფეთ თქვენც

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by Shanshika » 05 ოქტ 2009, 11:43

ნეტა ლოდინი ვინ მოიგონა ... :evil:

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 05 ოქტ 2009, 13:09

სიბრძნე სიკეთის ქმნაა მარტოდენ
სხვა ყველაფერი
სი
სულ
ელ


მაგრამ სიკეთე რაა ამ ქვეყნად
ვინ გაარკვია?


:roll:


კი არა და


მან სთქუა............ :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by Shanshika » 05 ოქტ 2009, 13:12

რამდენი რამე შეიძლება უნდოდეს ადამიანს ერთდროულად ?! ?! ?!...

:| :| :|

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by perwkli » 05 ოქტ 2009, 17:50

ლალალააააააააააა



პეტრის ფინჯნის ზემოთ შერხეული ერთი ღერი თმა ზოგჯერ ვიღაცას სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეს



რაკაია რომ ის ვიღაც მე არ ვიქნები :roll:



კიარადა

გეკაიფებათ წნევა?

გაეკაიფეთ თქვენც

:twisted:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 05 ოქტ 2009, 19:26

ხათო ხათო
ქა
ცვი

ეს
რა ქურქი
გა
ცვი



კი არა და


თვალებში ჰქონდა
ღი
მი
ლი



:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by LEVANIKO » 05 ოქტ 2009, 21:58

აუ ფეხბურთის სიაში ჩაეწერეთ რა :cry:
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 06 ოქტ 2009, 10:04

როცა ადამიანი
შენ
ში
სიმღერის მოთხოვნილების მოჭარებას
გრძნო

ეს ნიშნავს
რომ
ისა........... :roll:





კი არა და




პოლარული ღამეები ახლოდება
სადღაც
ჩემგან
ზემო ჩრდილოეთით



:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 06 ოქტ 2009, 11:06

შენი სახლი ხელიდან მტევანივით
გამივარდა
და
აქეთ იქით გაიფანტა
მისი
მარცვლები


მომიტევე



უნდა წამოვკრიფო მიტომ დავცქერი



კი არა და


ვაიჰხთ, სერაფიტა




ამ დროში
იმ დროის
ნარჩენები
მე
ნარჩენება
:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by Shanshika » 06 ოქტ 2009, 11:08

არ შეიძლება ფიქრების გათიშვა ???...

სუსუ ცოტა ხნით მაინც...

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by tamuna_gudarexi » 06 ოქტ 2009, 12:06

მომენატრეთ! ოღონდ მართლა!

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by tamuna_gudarexi » 06 ოქტ 2009, 13:39

წავაწყდი :) თუმც, ყველაფერს არ ვეთანხმები!

''ჩვენ წარმოგიდგენთ 20 წესს, რომლის შესრულება საჭიროა წარმატებისათვის.

1. იყავი ყურადღებიანი;
2. იყავი ფრთხილი;
3. იპოვე სხვაობა მათ შორის, თუ რა გინდა და რა გჭირდება;
4. შენი ემოციები არის მნიშვნელოვანი და შენ არ შეგიძლია მათი უარყოფა ან ჩახშობა;
5. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემოციებმა უნდა გმართონ, ხანდახან უნდა გაჩერდე, დაფიქრდე და შეწყვიტო ძიება;
6. იყავი შენი ცხოვრების უფროსი აწ და ყოველთვის;
7. სცადე იყო ბავშვი ბავშვური ქცევების გარეშე, ეს გამოიწვევს გაკვირვების ეფექტსა და დაგანახებს სამყაროს ახალი თვალით;
8. მეორე შანსი იშვიათობაა, ამიტომ გამოიყენე ყოველი არსებული;
9. სცადე მავნე ჩვევები შეცვალო კარგით. მაგალითად სიგარეტის მოწევა ჩაანაცვლე დილის ვარჯიშით;
10. გრძელვადიანი ბედნიერება და სიმშვიდე არის იშვიათობა და ის თავისით არ მოდის. სხვა ადამიანები მას ვერ შეგიქმნიან. თქვენ თვითონ უნდა გათვალოთ რა შედეგი მოჰყვება თქვენს გადაწყვეტილებებს.
11. ნამდვილი სიყვარული არის აგებული პატივისცემაზე. მართალია გატაცებებსა და ნებებში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ეს არასოდეს არ არის საკმარისი.
12. საუკეთესო რამ ცხოვრებაში არ არის უფასო, რადგან ფასდაუდებელია და მისი ყიდვა შეუძლებელია, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ფასი.
13. ნუ აგერევათ აგრესია და სიმკაცრე, პასიურობა და სისუსტე.
14. ნუ აიღებთ სხვის პრობლემებს, თქვენი საკუთარი პრობლემებიც თავისით გამოჩნდება და ის საკმარისზე მეტი იქნება.
15. სიამაყე ბევრ სადარდებელს გაგიჩენთ.
16. ისწავლეთ ცეკვა ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც გაგათავისებინებთ საკუთარ სხეულს;
17. ეცადეთ ამოიღოთ შაქარი თქვენი ყოველდღიური რაციონიდან, ასევე ცხიმი და აკონტროლეთ თქვენი ქოლესტერინის დონე, მოერიდეთ მარილსაც, უკვე ისედაც საკმარისად მიიღეთ;
18. თქვენი მზადყოფნის კიდევ ერთი ნიშანია, დააკავშიროთ ამბიციები და ენერგია; (” ნუ ჩაკბიჩავ იმაზე მეტს, ვიდრე შეძლებ შეჭამო”)
19. მითითებების გაცემა ლიდერობას არ გულისხმობს.
20. შეცდომები იქცევა წარუმატებლობად, როდესაც უარს იტყვით მათ გამოსწორებაზე.''

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]