საინტერესოა

იქნება ტექსტებიც მოიტანო და მერე შევადაროთ?
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ARCHILI wrote:არ შეიძლება ეს თემა თვალშისაცემი იყოს?
რა დაიწვა არც ეგ ვიცი?? მე ვიცი რომ თვითონ დაიდეს ლოდები თუ რაღაც ეგეთიteo- wrote:tavadi
ეგ ამბავი იმის მერე მაინტერესებს რაც მაგ ცამეტი ბერის გამოიქვაბულში მეძინა, როგორც ვიცით მანდ დაიწვა ყველა
Archil wrote:კოპალა
ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, მთელი არაგვის ხეობა დევებით ყოფილა დასახლებული. იმდენად გამრავლებულან დევები, რომ ხალხი, შიშით, კარში ვეღარ გამოდიოდა, მთავარი ციხე-სიმაგრე ხევსურეთის ერთ მთაზე ჰქონიათ, ამ მთას დღესაც ციხეგორი ჰქვია. ციხეგორაში ჰყოლიათ თავიანთი უფროსი ცხრათავიანი დევი, სახელად ბაჭიჭაური.
ერთხელ, ერთი ქვრივი ქალი ტყეში ფიჩხზე წავიდა და თან თავისი პატარა ბიჭი კოპალაც წაიყვანა. დევებმა დედა შვილი შეიპყრეს და ბაჭიჭაურს მიჰგვარეს. მან დედა უცებ გადასანსლა, ბიჭი კი ცოცხალი დატოვა, ჯერ გაიზრდოს და მერე შევჭამო.
ჩავარდა ამ დღიდან კოპალა დევების ხელში. რა ექნა? პატარა იყო და დევების თავგასულობასაც ითმენდა. დიდი ტანჯვა-წვალებით გაიზარდა და თვალტანადი ვაჟკაციც დადგა. დღე და ღამე სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა. ერთ უკუნეთ ღამეს კოპალა ციხეგორიდან გაიპარა. გადაიარა მთები, ტყეები, ხევები და ერთ მონასტერში მივიდა. დადგა ბერებთან. ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, ღონე მიეცა მისთვის დევების დასამარცხებლად.
ღმერთი თავადაც განრისხებული იყო დევთა თავგასულობის გამო. სულ დევებისგან შეწუხებული ხალხის მუდარა ესმოდა მიწიდან და შეისმინა კოპალას ვედრება. მისცა სამოცი უღელი ხარის ღონე და ერთი ცეცხლისმფრქვეველი ლახტიც უბოძა.
იგრძნო თუ არა კოპალამ მკლავში გასაოცარი ძალა, მონადიურულად გადაიცვა და ციხეგორს მიადგა. დევებმა ვერ იცნეს მათთან გაზრდილი ბიჭი, უცხო მონადირე ეგონათ და საკბილოს დანახვამ კიდეც გაახარა ისინი.
მეორე დღეს დევებმა, ჩვეულებისამებრ, ორმოცფუთიანი საჯილდაო ქვა მოიტანეს და ერთმანეთს გაეჯიბრნენ, ვინ უფრო შორს მოისროდა ქვას.
კოპალა მივიდა მათთან და განგებ, მორიდებით, სთხოვა ბედს მეც ვცდიო. დევები სიცილით დაიხოცნენ: შენი ნასროლი ქვა რა უნდა იყოსო.
დევებში ხუთი ძმა მჭედელი იყო, იმათ მოუტანეს კოპალას რკინის გრდემლი და ერთი ნაჯღანი ცული და უთხრეს:
_ თუ ამ ცულით ამ რკინის გრდემლს ნაფოტს ააძრობ, ქვასაც გასრლინებთო.
რა იცოდნენ დევებმა რომ კოპალა ერთი Eშემოკვრით ფუტუროსავით გახლეჩდა იმ გრდემლს?
შეკრთნენ დევები, ფერი ეცვალათ: ეს ჩვეულებრივი კაცი არ უნდა იყოსო.
კოპალამ უშიშრად განუცხადა დევებს - ეს ადგილები დღეიდან ჩემი საკუთრებაა და აქედან უნდა აიყაროთო
_შევეჯიბროთ და ვინც აჯობოს ციხეგორიც იმას დარჩესო, უთხრეს დევებმა კოპალაც დათანხმდა. მისი ნასროლი ქვა სამოცი ნაბიჯით შორს დაეცა. ვერც ძალით აჯობეს დევებმა და ვერც ეშმაკობით თუმცა ქაჯები ბევრს ეჯაჯგურნენ კოპალას ნასროლ სახლისხელა ქვებს რომ როგორმე დევების ნასროლ ქვებზე უკან გადმოეგორებინათ, მაგრამ რას გასწვდებოდნენ? დევების გაიძვერობით განრისხებულმა კოპალამ ცეცხლისმფრქვეველი ლახტი გადაუჭირა დევებს და სულ ერთიანად ამოჟუჟა.
იმ დღიდან კოპალა დამკვიდრდა ციხეგორში და სადაც კი დევებს დაიგულებდა, თავის ლახტით მუსრს ავლებდა.
ციხეგორელი დევების გარდა კართანელი დევები ყოფილან მომძლავერებულნი ხალხს არ ინდობდნენ თურმე. კართანში ყველაზე ღონიერი და განთქმული სამი ძმა ყოფილა შავშალიკ, ავთანდილი და მიგრი, ისინი ძალიან ემტერებოდნენ კოპალას. რადგან ვერ პატიობდნენ ციხეგორელი დევების ამოხოცვას, მაგრამ კოპალას ცეცხლისმფრქვეველმა ლახტმა არც კართანელი დევები დაინდო.
ერთხელ შავშალიკა მისულა ციხეგორას, კოპალა სანადიროდ ყოფილა წასული. აუღია შავშალიკას ბიძამისის, ბაჭიჭაურის საჯდომი ქვა, წამოუკიდია ზურგზე და გამოუტაცებია შურისგებით.
დაბრუნდა კოპალა ნადირობიდან, ხედავს, ქვა არასად არის, მიხვდა ვისი ოინიც იქნებოდა და კვალზე მიყვა დევს. დაუნახავს თუ არა შორიდანვე უსვრია ცეცხლისმფრქვეველი ლახტი. ლახტმა დევს თავზე გადაუარა, კლდეს მოხვდა და უზარმაზარი გამოქვაბული გააკეთა. მიხვდა დევი, კოპალა მიმდევსო, დააგდო ქვა და გაქცევა დაპირა, მაგრამ მოასწრო კოპალამ, სტყორცნა ლახტი და ადგილზევე სული გააფრთხობინა. ის ქვა დღესაც არაგვისიპირზე გდია, იქვე ახლოს კი ერთ მოგრძო გორაკს დღესაც დევის საფლავს ეძახიან.
კოპალამ ქვა იქვე დატოვა და დევების ციხესთან ავიდა. ციხის ნარზე შავშალიკას დედა იჯდა. წინ ჯარა ედგა და მშვილდის გასაბმელ ბაწარს გრეხდა.
ჯარა ხვიოდა და მისგან ატეხილი ქარით მთელი ტყე ბალახივით ილასტებოდა.
დევების დედამ კოპალას დაცინვით ჩამოსძახა:
_ რა მოსულხარ ეს ბუზისტოლა? მოდი, კალთაში შემომეფარე, ან ჯარამ არ აგიხვიოს, ან ჩემმა შვილებმა არ ამოგასწრონ, თორემ კბილის საჩიჩქნად არ ეყოფიო.
კოპალამ ჩაიცინა:
_ გატყობ, დევების დედას, შვილებით თავი მოგწონს, მაგრამ გაფრთხილდი, ისე არ გაგიხდეს საქმე, Aთავი რომ მოგძულდესო.
სად იყო და სად არა, ავთანდილ-დევიც გამოჩნდა. ცალ მხარზე ირემი ეკიდა, ცალზე მშვილდი და შინისკენ მოალაჯებდა. კოპალამ ლახტი ესროლა და სული გააცხებინა. წამოვიდა თავქვე სრიალ-სრიალით და იმის ჩამონაცურზე ღელე გაჩნდა. უცებს ჰაერში რაღაცამ გაიშხუილა და კოპალას გვერდით ტოტებგაშლილი ჭადარი ჩაესო მიწაში წვერით. კოპალამ ახლაღა დაინახა რომ მოპირდაპირე მხრიდან მესამე ძმა მიგრი გადმომდგარიყო და მეორე ჭადარს ამზადებდა სასროლად. კოპალამ აღარ აცალა, დასცეცხლა ლახტი და მიგრიც უფროსი ძმების გზას გაუყენა. მერე კართანის ციხეში შეუვარდა დევებს და ქვა ქვაზე არ დატოვა.
დაბრუნდა ციხეგორაში და დაიწყო მშვიდობიანი ცხოვრება. ხალხს თვალფხიზლად დარაჯობდა და ხევსურეთის მიწა-წყალზე დევებს არ აჭაჭანებდა.
რაკი დევები თვითონ ვერაფერს გახდნენ კოპალასთან, ეშმაკები მოიხმარეს, შეიკრიბნენ და გადასწყვიტეს: არაგვი დავაგუბოთ, ფშავ-ხევსურეთი წყალს ჩავახრჩოთ და კოპალაც თან ჩავაყოლოთო.
მოზიდეს უზარმაზარი ლოდები და დაიწყეს ხეობის ამოვსება. ერთადერთი ლოდიღა რომ დარჩათ ჩასაგდები, სწორედ მაშინ მოუსწრო კოპალამ.
დასცეცხლა ლახტი და ფშავ ხევსურეთო დაღუპვას გადაარჩინა, ის ლოდები დღესაც იქ ყრია. ამიტომ არის არაგვის ხეობა იმ ადგილას ყველაზე ვიწრო.
ამდენ ბრძოლაში კოპალას ისრის პირები შემოელია და უკანაფშავს, მჭედელ პირქუშთან წავიდა. ის ადგილები უწინ დევებს ეჭირათ და პირქუშმა სწორედ კოპალას შემწეობით იგდო ხელთ ყველაფერი. მაგრამ შურმა წასძლია პირქუშს, რად აქვს კოპალას ამხელა ძალა და სახელიო და დახმარებაზე უარი უთხრა. წამოვიდა კოპალა უკან ნაწყენი. როგორც კი დევებმა მათი დამდურება შეიტყვეს, პირქუში დაატყვევეს და ქუშხევს, ციხე-სიმაგრეში წაიყვანეს.
კოპალას გულმა არ მოუთმინა და პირქუშის საშველად გაეშურა.
კოპალამ იცოდა ერთი დევისგან, რომ როცა მზე შუა ცაზე წამოვიდოდა და ხეებს თავიანთი ჩრდილები გაუსწორდებოდათ, დევები ისადილებდნენ და ბანგიან ღვინოს დალევდნენ. მერე კი ისე ღრმად ეძლეოდნენ ძილს, რომ ციხეში შეღწევაც ადვილად შეიძლებოდა. დევების ხვრინვით ქუშხევის ციხე-სიმაგრის კედლები სულ ზანზარებდა ხოლმე დაელოდა კოპალა დევების ძილქუშს და ციხეში ადვილად შეაღწია. მერე ისეთი დასჭექა ერთიანად წამოყარა ისინი და ლახტით გაავლო მუსრი. პირქუშს შერცხვა თავისი საქციელის გამო. მოუბოდიშა კოპალას და ღვთის ფიცი მისცა სიკვდილამდე ერთგულებისა. იმ დღის მერე კოპალასა და პირქუშს არასდროს მიუტოვებიათ ერთმანეთი, დევებისგან გაწმინდეს ყველა ხევი და მთა. ყველგან ხალხი დაამკვიდრეს. ხალხმაც შეიყვარა თავიანთი მშველელი და მოამაგე გმირები და მათ სახეებს დღემდე იხსენიებენ ლოცვითა და რწმენით.
ეს ზღაპარი-თქმულება გადამუშავებულია ხალხში დღემდე არსებული ანდრეზთა მიხედვით ღთისშვილთა შესახებ. კოპალას სახელზე დღემდე დგას ფშავ-ხევსურეთში სალოცავი ნიშები.
რედაქცია ეკუთვნის
ს. ქეთელაურს
qvevri wrote:გვალდა
ცოტა დაიბნა ხალხი.... "გივარგის" მაგივრად "მიხეილ" ჩასვი და ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას.