კარვული, უფროს სწორედ კარველების მონაწილეობით სულ 2 სიზმარი მაქვს ნანახი, ორივე საკმაოდ ... არა პიკანტური არა

_ საკმაოდ დამაფიქრებელი შინაარსის.
1. დაახლოებით ორი თვის წინ (მაშინ ბაქო VS ერევანიის იდეა არ იყო კარავზე).
ვითომ ერევენაში ვიყავით "ლაშქრობაზე" შვინდისფერი მინიბასით. სადღაც ცენტრალურ ქუჩაზე დიდი საცობი იყო, გავიჭედეთ, ზოგნი გამოვედით რაღაც - რაღაცეებს ვყიდულობდით. იქვე ეზოში შესასვლელი დიდი "არკა" იყო და იქ შევედი, როგორც მახსოვს ყავა უნდა დამელია, მერ სადღაც სარდაფის მაგვარ კაფეში ჩამიძღვენენ ვიღაცეები, რაღაც ლაბირინთები მატარეს და ბილოს როგორც იქნა დაგიდასთან დამსვეს სადაც ის ყავა მომართვეს. მივირთვიდა მალევე წამოვედი. როცა ისევ იმ ეზოში გამოვედი რამოდენიმე შაოსანი ქალი დამედევნა იმ კაფედან და მითხრეს რომ 1000 ლარი მქონდა ვალი იმ 1 ფინჯანი ყავისა. გამიკვირდა... რომელია, პრავების კაჩავი დავიწყე ისინიც გინდა თუ არა ასეა, ბოლოს როგრც იქნა დავბრინდი იმ ადგიზე სადაც ჩვენი მინიბასი მეგულებოდა მაგრამ ეეჰ, უჩემოდ წასულიყო.
ძალნ ცუდ ხასიათზე დავდექი _ მარტო ამ სომხეთში აგერ კიდე ნაგლი მევალეები , ხო წარმოგიდგენიათ რა შვება ვიგრძენი რომ გავიღვიძე?!
2. ესეც სადღაც 1,5 თვის წინ.
თითქოს კარველები მესტუმრენ შინ ...ბლოომად იყვნენ. მიარ-დამირიეს სახლი, ჩეი წიგნები და ეს განსაკუთრებით მაბრაზებდა. მერე პურის ჭამისათვის დავიწყეთ მზადება, სუფრა იშლებოდა. აღმოჩნდა რომ საკმარისი პური არ მქონდა სახლში ამიტომ იძულებული შევიქენი სტუმრები დამეტოვებინა და პურის მოსატანად წავსულიყავი. ვიყდე, საბრძოლო ვერტმფრენივით დატვირთული დავბრუნდი. კარები კი დაკეტილი დამხვდა, ტყუილად ვაკაკუნე და ვაბრახუნე _ კარ იმაინც არავინ გამიღო, სახლიდან კი ღრიანცელის და ხორხოცის ხმა გამოდიოდა, გულაობდნენ რა ჩემს სახლში და მე არ მიშვებდნენ. ასე ოკუპანტებივით მომექცენ სიზმარში სტუმრები
ამ "მოვლენების" ანლიზის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე რომ :
1. "კარავთან" ერთად ერებანში არ წავალ არასოდეს;
2. სახლში ჯგუფურად არსოდეს მივიწვევ კარველებს, მხოლოდ ცალ-ცალკე და პურზეც თუ რამე თავად უნდა ჩავიდეს
