კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 17 მაი 2010, 10:33

რა ხდება მამისონის უღელტეხილზე?

რუსეთი მცოცავ ანექსიას განაგრძობს, საქართველოს ხელისუფლება - უძლურია

მამისონის უღელტეხილი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა და 6 მაისს ბლოკსაგუშაგოც გახსნა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ 18-20-კმ-ანი ზოლი საქართველოს არ დაუკარგავს და ქართველი მესაზღვრეები ადრინდელ სადისლოკაციო ადგილას იმყოფებიან. ექსპერტების განცხადებით, ქართველმა მესაზღვრეებმა მამისონის უღელტეხილიდან 20 კილომეტრით უკან დაიხიეს და ახლა შოვში არიან დაბანაკებულნი.
მამისონის უღელტეხილზე რუსული სასაზღვრო პოსტის გახსნას რუსული მედია საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ მოსკოვისა და ცხინვალის რეჟიმის შეთანხმების კონტექსტში აშუქებს. რუსული მედიის ინფორმაციით, "საზღვრის დაცვა" რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გასული წლის 30 აპრილს გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა მამისონის უღელტეხილზე, ყოფილ მეტეოსადგურზე საგუშაგოს გახსნამდე, 30 აპრილს ტერიტორია დაათვალიერეს და პოსტი 6 მაისს გახსნეს. პოსტზე სასაზღვრო სამმართველოს სპეცდანაყოფის ჯარისკაცები განთავსდნენ, რომლებსაც ყველა პირობა შეუქმნეს ფუნქციების შესასრულებლად.
ამ ინფორმაციას ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს. სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე კობა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე ამჟამად რამდენიმე მეტრის სიმაღლის თოვლის საფარი დევს და იქ რუსულ მხარეს არანაირი პოსტი არ გაუხსნია. "ეს თემა გარკვეულია... არავითარი პრობლემა არ არსებობს", - ამბობენ სასაზღვრო პოლიციაში.

იხ. სრული ვერსია
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 19 მაი 2010, 00:03

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 19 მაი 2010, 09:06

რუსეთ-საქართველოს გახსნილი საზღვარი სადავო საკითხად რჩება

18.05.2010
ავტორი ლელა კუნჭულია
მოხევეები ისევ აქტიურად ლაპარაკობენ საფრთხეზე, რომელიც ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობას უკავშირდება და რომლის უკანაც, მათი მტკიცებით, რუსეთის ბნელი გეგმა იმალება. სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობდნენ შეხვედრაზე, რომელიც 18 მაისს თბილისში, კინოს სახლში, გამართა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”სათემო კავშირი სტეფანწმინდა”. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უკეთ გააანალიზოს ყველა ის საფრთხე, რომელსაც არასათანადოდ დაცული ჩრდილოეთის საზღვრის გახსნა მოუტანს საქართველოს სახელმწიფოს.

კრემლის სცენარი, რომელზეც მოხევეები ლაპარაკობენ, უკავშირდება თრუსოსხეობელ ოსებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია რამდენიმე წლის წინ დატოვეს, მაგრამ კვლავაც აქვთ ქართული პასპორტები და ასევე აქვთ მიზანი, რომ დაიბრუნონ ქონება. კრემლი, ამ სარჩულით, საქართველოში თანდათან შემოუშვებს გარკვეულ ჯგუფებს, მოახდენს კონფლიქტის პროვოცირებას ყოფით ნიადაგზე და შემდეგ მათ დასაცავად შემოვა საქართველოში. ყოველივე ამის ფონს კი წარმოადგენს ისტორიის გაყალბების მცდელობა, კერძოდ, რუსეთის მიზანმიმართული პროპაგანდა, რომ სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს ეკუთვნის. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომელიც 18 მაისის შეხვედრას ესწრებოდა. მისთვის საფრთხეების არსებობა აშკარაა:

”ამის მიმანიშნებელი გახლავთ არა მხოლოდ აქტიურობა ჩრდილოეთ ოსეთში არსებული ნაციონალისტური ორგანიზაციებისა, რომლებიც ფინანსდებიან იმ მიზნით, რომ დაბინავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ არის სრულიად მკაფიო განცხადებები ჩრდილოეთ ოსეთის პირველი პირისა, რომელიც გარდუვალობად აფასებს ორი ოსეთის გაერთიანებას...”
[...]
”სათემო კავშირი სტეფანწმინდა” არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლების არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა არც ზრდის და არც ამცირებს რუსეთიდან მომავალი საფრთხის მასშტაბს და რომ რუსეთის ავი ზრახვების განხორციელებას ვერც ჩაკეტილი საზღვარი შეაკავებს. ამგვარ მიდგომას საპარლამენტო ოპოზიციიდან აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიან-დემოკრატები. ხსენებული პოლიტიკური პარტიის ინიციატივით, 2009 წლის 13 ნოემბერს ზემო ლარსის საკითხი უშიშროების საბჭოს საგანგებო გაფართოებულ სხდომაზეც კი იხილებოდა. ქრისტიან-დემოკრატები დღემდე თვლიან, რომ უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების ამოქმედების გარეშე რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა სერიოზულ პრობლემებს მოიტანს.
[...]
საეჭვოა, რომ მოხევეთა მოწოდებებმა ხელისუფლებას უკვე გადადგმული ნაბიჯების გადახედვისკენ უბიძგოს, რადგანაც ის, როგორც უკვე ვთქვით, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაში ვერანაირ დამატებით ხიფათს ვერ ხედავს. ხელისუფლება თვლის, რომ საქართველო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა მეზობელი სომხეთის სატრანზიტო ინტერესები. ამასთან, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთის მონაკვეთის გახსნა ყოველმხრივ წახალისებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. აქვე გავიხსენით, რომ ხსენებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოდერნიზება შეერთებული შტატების დაფინანსებით მოხერხდა და დანახარჯმა დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ის საელჩო გამოთქვამდა იმედს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო და ტურისტული კავშირების აღდგენას.

იხ. ასევე:
Участники телемоста Москва-Тбилиси-Ереван разошлись в оценке значения открытия КПП «Верхний Ларс»
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 19 მაი 2010, 11:00

ჯერ კიდე იყიდება საქართველო.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 19 მაი 2010, 15:02

მგონი თემიდან არ ვუხვევ, ეს ხომ ერთი დიდი თემაა. რა მნიშვნელობა აქვს, ომი სადაა, რა დროსაა, რა მაშტაბითაა და საერთოდ არის თუ არა.
„ინტერ რაოს” საქმიანობა საქართველოში კვლავაც საიდუმლოა

[...]
საქართველოს მთავრობის მიერ კომპანია „ინტერ რაოსთან“ გააფორებულ მემორანდუმს დღემდე გრიფი ”საიდუმლო” ადევს. დოკუმენტი ენგურჰესის მუშაობაში ამ კომპანიის ჩართვას ითვალისწინებს, თუმცა რა ფორმით, რა ვადით ან მხარეთა რა ვალდებულების საფუძველზე, უცნობია.
[...]
სახელმწიფო აცხადებს, რომ დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა და კომპანიას მისი საიდუმლოდ დატოვების მოთხოვნის უფლება აქვს. ამ განმარტებებს მოსარჩელე მხარე, გაზეთი ”რეზონანსი” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ორი ძირითადი მიზეზის გამო არ ეთანხმება. პირველი: კომპანია "ინტერ რაოს“ აქციათა ძირითად ნაწილს, ინტერნეტ ენციკლოპედია ვიკიპედიას მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო ფლობს, რაც, მოსარჩელეთა აზრით, უბრალოდ, რუსეთის მთავრობას ნიშნავს.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 19 მაი 2010, 15:07

უკავშირდება თრუსოსხეობელ ოსებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია რამდენიმე წლის წინ დატოვეს, მაგრამ კვლავაც აქვთ ქართული პასპორტები და ასევე აქვთ მიზანი, რომ დაიბრუნონ ქონება.
ეგენი არავითარ შემთხვევაში აქ არ უნდა შემოვუშვათ და დანარჩენი ოსებიც უნდა მივაბრძანოთ რუსულ საღორეში! სწორედ მაგათი ადგილი!
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 19 მაი 2010, 15:16

იარაღით ვაჭრობის დანაშაულის ექო საქართველოში

16.05.2010
ავტორი კობა ლიკლიკაძე

დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა ორგანიზაცია „ჯი-ენ-ესმა“, რომელიც ტელეკომპანია „კავკასიისათვის“ საგამოძიებო ჟურნალისტურ პროექტ „კვირის რეპორტაჟს“ ამზადებს, უკვე ოთხი სიუჟეტი მიუძღვნა შეერთებულ შტატებში დაწყებულ გამოძიებას, რომელიც იარაღით ვაჭრობაში მონაწილე ფირმებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციულ გარიგებას ეხება. სტატია ამ საქმის წინასწარ გამოძიებაზე ამერიკულმა ინეტრნეტგამოცემა“Main Justice”-მა გამოაქვეყნა.
[...]
ქართული კვალი იარაღით გარიგების კორუფციაში
ბრალდებაში ცალკეა მოყვანილი ცნობები, რომელშიც ნათქვამია, რომ ალვირეზის კომპანიასთან დაკავშირებული გაყიდვების ინკოგნიტო აგენტი ისრაელიდან 2008 წლის თებერვალში ალვირეზს საქართველოს მთავრობისთვის 14 მილიონი ერთეული საბრძოლო მასალის (M855) მიყიდვის თაობაზე დაუკავშირდა. ალვირეზმა იცოდა, რომ გაყიდვების აგენტი ისრაელიდან ქრთამს უხდიდა საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკებს, რათა მათ ხელი შეეწყოთ კონტრაქტის გაფორმებისთვის, – ამბობს სახელმწიფო ბრალდება.
სიუჟეტი შეერთებულ შტატებში დაწყებულ გამოძიებაზე ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით 14 მარტს გავიდა. სტუდია „ჯი-ენ-ესმა“ ყველა შესაბამისი დოკუმენტური მასალა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა და სთხოვა განმარტება, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ვარაუდები კორუფციულ გარიგებაში სამხედრო უწყების მაღალჩინოსანთა მონაწილეობის შესახებ და დაწყებულია თუ არა მოკვლევა.
სიუჟეტის ავტორმა, იმედა დარსალიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ამასობაში კი გადაცემა „კვირის რეპორტაჟმა“ მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ ორი თვის წინ საკმაოდ უხმაუროდ დააკავა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი 2008 -2009 წლებში გელა ბერძენიშვილი. როგორც იმედა დარსალია ამბობს, ოჯახის ახლობლებისგან „ფარული გზით მიღებული ინფორმაციით“, ბერძენიშვილის დაკავება სწორედ ალვირეზის ჩვენებას უნდა ეყრდნობოდეს.
„მეინ ჯასტისში“ დოკუმენტები 7 მარტს გამოქვეყნდა. დაახლოებით სამ დღეში, 10 მარტს, ჩვენი ინფორმაციით, გელა ბერძენიშვილს აკავებენ მის ახალ სამსახურში. იგი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ერთ-ერთ სამსახურს კურირებდა. ბერძენიშვილი პროკურატურის მუშაკებმა პირდაპირ თათბირზე აიყვანეს, როგორც მოწმე. თუმცა მოგვიანებით სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და დააკავეს კიდეც.“

მივა თუ არა კვალი უფრო მაღალ ეშელონებამდე?
სტუდია „ჯი-ენ-ესი“, რომელიც იარღის შესყიდვის პროცესში კორუფციის თაობაზე ვაშინგტონში დაწყებულ გამოძიებას ყურადღებით ადევნებს თვალს, დარწმუნებულია, რომ გელა ბერძენიშვილის სასწრაფო წესით დაპატიმრებით „საქართველოს მხარე შეეცდება პასუხისმგებლობა ააცილოს უფრო მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც წყვეტდნენ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საბრძოლო მასალისა და იარაღის შესყიდვის საკითხებს.“
[...]
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომამდე, საქართველოს მთავრობამ ორჯერ გაზარდა სამხედრო ხარჯები და წლის ბოლოს არმიის ანგარიშზე ძალიან დიდი თანხა - მილიარდ სამასი მილიონი ლარი - ჩაირიცხა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები, ძირითადად, საბრძოლო ტექნიკის, იარაღის და ტყვია-წამლის შესაძენად იხარჯებოდა. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ისრაელის ფირმები, რომლებისგანაც შესაბამისი გარიგებისათვის დენიელ ალვირეზი ქრთამის სახით საკომისიო თანხებს იღებდა. შეერთებულ შტატებში კი მკაცრი სასჯელი ემუქრებათ იმ კანონის დამრღვევ პირებს, რომელსაც "საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტი" ეწოდება.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 20 მაი 2010, 23:18

საქართველო: მარტო სახლში

Image

მართლაც გახდა საქართველო ვაშინგტონის საწყალი ნათესავი, რომელიც საათობით იცდის თეთრი სახლის მისაღებში, ვიდრე შიგნით წვეულებაა? ჟურნალ TIME-ის რეპორტიორი The Huffington Post-ში ასეთ დასკვნამდე მიდის და იმაზე მიანიშნებს, რომ ობამა და სხვა დასავლელი ლიდერები სააკაშვილის მოახლოებისას მობოდიშებით საათს უცქერენ და რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე გარბიან

რუსეთთან ბირთვულ საკითხებზე თანამშრომლობით დაკავებული ვაშინგტონი, ასო „ს“-ს (“G” Georgia – საქართველო) წარმოთქმას სულ უფრო მეტად გაურბის, ხოლო თუკი ის ამას აკეთებს, კონტექსტი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორსაც თბილისი ისურვებდა. მაგალითად 10 მაისს, ობამამ ღიად განაცხადა, რომ საქართველო აღარ წარმოადგენს „დაბრკოლებას“ აშშ-რუსეთის ბირთვულ თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის.

ისეთი ძველი მეგობრები, როგორებიც არიან სენატორი ჯონ მაკკეინი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ახლახანს საქართველოს თემის წამოწევას შეეცადნენ, მაგრამ იმ ცუდი მგლისგან ან დათვისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად, რომელიც საქართველოს სახლთან დათარეშობს, სწორედ თეთრი სახლი მიიჩნევა.

თეთრი სახლი კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებებს აქვეყნებს, თუმცა ბევრი ქართველისთვის ეს იგივეა, რაც Facebook-ის მეგობრის ფოტოზე კომენტარის მიწერა, მასთან მოსალხენად შეხვედრის ნაცვლად.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 21 მაი 2010, 09:28

ARCHILI

მიატოვა თუ არა ამერიკამ საქართველო?
ეჭვმა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა საქართველოს ინტერესებს აღარ ითვალისწინებს, მას შემდეგ იჩინა თავი, რაც პრეზიდენტმა ობამამ რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზით დაბლოკილი დოკუმენტი ხელახლა წარუდგინა კონგრესს. საუბარია რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებაზე, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის გამო რუსეთზე განრისხებულმა ჯორჯ ბუშმა გამოიწვია კონგრესიდან. ობამას მიერ გადადგმული საპირისპირო ნაბიჯი და ამ ნაბიჯის მისეული ახსნა ბევრმა სწორედ იმის აფიშირებად აღიქვა, რომ ამერიკამ საბოლოოდ უარი თქვა საქართველოს ინტერესებზე. მათ შორის არის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც 18 მაისს ნიქსონის ცენტრში გამოვიდა სიტყვით.

როდესაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებდა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა 18 მაისს, ნიქსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მაგალითიც მოიყვანა:

”გასულ კვირაში პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს ხელახლა წარუდგინა დასამტკიცებლად რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება და განაცხადა: ”სიტუაცია საქართველოში დაბრკოლებას აღარ წარმოადგენსო”... და მერე ზოგს მაინც უკვირს, თუ რატომ თვლიან ქართველები, რომ ვაშინგტონი ყიდის მათ რუსეთზე ”ხელახალი დატვირთვის ღილაკის” ფასად.”

ჯონ მაკკეინის მიერ ნახსენები ”ხელახალი დატვირთვის ღილაკი”, ერთგვარი სიმბოლური ღილაკი, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ურთიერთობის ხელახლა დაწყების სურვილით შესთავაზა, საკმაოდ ხშირად გამხდარა ეჭვების საფუძველი. ამ კონტექსტში არაერთხელ დასმულა შეკითხვები: რის ფასად დათბება ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის და ხომ არ შეეწირება ამ დამთბარ ურთიერთობას რომელიმე ქვეყნის - მაგალითად, საქართველოს - ინტერესები?
[...]
მიტოვებაზე ლაპარაკს ამ ეტაპზე გადაჭარბებულად მიიჩნევენ საქართველოში. მაგალითად, პოლიტოლოგი გია ნოდია ვარაუდობს, რომ ობამას განცხადებას შესაძლოა სულ სხვაგვარი აზრი ედოს საფუძვლად.
[...]
ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკამ საქართველო მიატოვა, არც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იზიარებს. საკითხის ამგვარად ფორმულირებას გაზვიადებულად თვლის, თუმცა პრეზიდენტ ობამას 10 მაისის განცხადებაში პოლიტოლოგი მაინც ხედავს სახიფათო ტენდენციებს. ხიფათი, მისი ლოგიკით, ამერიკასაც ემუქრება იმ ილუზიების გამო, რომელთაც ის თავად იქმნის რუსეთთან ურთიერთობის განახლების პროცესში:
”... რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთისადმი დათმობები, მთელი სერია დათმობების... რასაც მოჰყვა ის, რომ არა თუ დანარჩენი მსოფლიო, ევროპაც აღარ ცნობს ამერიკას ლიდერად.”
[...]
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონი რუსეთთან რბილი (ზოგის აზრით - გულუბრყვილო) თანამშრომლობის პოლიტიკას გააგრძელებს მანამ, ვიდრე კრემლისგან მწარე გაკვეთილს არ მიიღებს. ამ მოსაზრების ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკა დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ყოველთვის შეძლებს, მაგრამ რაც გვიან გააკეთებს ამას, მეტი სირთულის გადალახვა მოუწევს.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 21 მაი 2010, 09:33

აშშ თმობს რუსეთის მეზობლებს

17.05.2010
ავტორი დევიდ კრემერი

დაახლოებით თოთხმეტი თვის წინ ამ გაზეთის ფურცლებზე გამოვთქვი გაფრთხილება აშშ-სა და რუსეთს შორის „დიდი გარიგების“ იმ ნაწილის გამო, რომელიც გულისხმობდა ობამას ადმინისტრაციის მცდელობას მიეღწია რუსეთთან „გადატვირთვისათვის“ (სტატია „გარიგება, მაგრამ არა დიდი“ შარშან მარტში გამოქვეყნდა). ერთ-ერთი საკითხი, რაც მაწუხებდა, იყო ის, რომ ობამას ადმინისტრაცია პრინციპს „რუსეთი უპირველეს ყოვლისა“ მოსკოვის მეზობლების ხარჯზე გაატარებდა. მაგრამ რეალობა კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა: ახლა ადმინისტრაცია მოქმედებს პრინციპით „ მხოლოდ რუსეთი“ და ავიწყდება - მეტიც, თმობს - რეგიონის სხვა ქვეყნებს.

ამ ტენდენციის ყველაზე ცხადი მაგალითი ამ კვირაში გაჩნდა. თეთრმა სახლმა კონგრესში განმეორებით შეიტანა რუსეთთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა, რომელშიც პრეზიდენტი ობამა აცხადებს, საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ზღუდე“ კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზეო. ბუშის ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტს, სახელწოდებით „შეთანხმება-123“, ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში მოაწერა ხელი, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ უკან გაიტანა კონგრესიდან, რადგან იცოდა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო მას უარყოფდნენ. რუსეთის არმიას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც ღიად არღვევს ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. ორივე რეგიონში, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ბაზების მშენებლობა გრძელდება. სიტუაცია კვლავ დაძაბულია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხელახლა აფეთქდეს.

სხვა საქმე იქნებოდა, კონგრესში „შეთანხმება – 123“ ხელახლა შეტანილიყო იმის აღნიშვნით, რომ აშშ-ს რუსეთთან საქართველოს გამო სერიოზული უთანხმოება აქვს. ამის ნაცვლად „პირდაპირ“ ითქვა, რომ საქართველოში სიტუაცია ამიერიდან რუსულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარების გზაზე დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს და ამით ადმინისტრაციამ ქართველები მიატოვა, ხოლო რუსეთს საზღვრისპირა რაიონებში პროვოკაციული მოქმედებისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 26 მაი 2010, 11:22

ტანკები და მერის არჩევნები ნუგეშისთვის


მარკუს ბერნატი


„მიშა“ ბრუნდება: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველ პოლიტიკურ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გარანტირებული გამარჯვება ელის.

არამდგრადი ადამიანები, ხშირად უცნაური ჭორების წყაროს წარმოადგნენ. საქართველოს მეთაურზე მიხეილ სააკაშვილზე ახლა იმასაც ამბობენ, რომ ჯეიმს ბონდივით თავის საპრეზიდენტო ავტომობილში სავარძელს კატაპულტირების ღილაკი დაუყენა, რადგან მისი ახლო მოკავშირის, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული კატასტროფის შემდეგ, პილოტის შეცდომის ეშინიაო.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული აღლუმზეც, რომლის ჩატარებაზეც შარშან სააკაშვილმა უარი თქვა, უამრავი მითქმა–მოთქმა არსებობს: თითქოს სააკაშვილს, ეგვიპტელი ლიდერის ანვარ ელ–სადატის მსგავსად სურდა ტრიბუნაზე საკუთარი ჯარისკაცების მხრიდან ჩაცხრილვის საფრთხის თავიდან აცილება.

წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. 2009 წლის მაისის მუხროვანის ამბოხი, როდესაც რუსეთთან კაპიტულაციითა და ორი რეგიონის დაკარგვით იმედგაცრუებულმა სატანკო ბატალიონმა სახელმწიფოს მეთაურს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, სამართლებრივად კარგად შეიფუთა. მეთაურებს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე კი, წაგებული ომის შემდეგ პირველი პოლიტიკური გამოცდის დროს, სააკაშვილს თბილისში კვლავ ტანკები გამოყავს და ქართულ ხუთჯვრიან დროშებს ააფრიალებს. გზავნილი ასეთი: პრეზიდენტი კვლავაც მყარად ზის უნაგირზე.

კავკასიის რესპუბლიკაში დანიშული ვადამდელი მუნიციპალური არჩევნებით, კერძოდ კი დედაქალაქ თბილისში დაგეგმილი კენჭისყრით, სადაც მილიონი ამომრჩეველია და უდაოდ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, სააკაშვილი ქვეყანას 2008 წლის ომის მარცხის შემდეგ ახალ წესრიგს სთავაზობს. პრეზიდენტი, რომლის ქმედებებიც ხშირად გაუთვლელია, უკან დახევაზე უარს ამბობს. იმის მიუხედავადაც კი, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ შვეიცარელი დიპოლომატის ჰეიდი ტალიავინის მეთაურობით, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ მას დააკისრა. 2008 წლის 8 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალზე საარტილერიო შეტევა დაიწყო, რასაც რუსეთის არმიის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი და კარგად მომზადებული კონტრშეტევა მოჰყვა.

ომში მარცხი, დევნილების დრამა და სამხედრო დაუდევრობა საქართველოს დღემდე მძიმე ტვირთად აწევს. თუმცა, სააკაშვილმა როგორც ჩანს მის პოლიტიკურ ოპონენტებს შანსი მაინც არ დაუტოვა, პირველ რიგში კი ვაშინგტონსა და ბრიუსელში დიდად პატივცემულ საქართველოს ყოფილ ელჩს გაეროში ირაკლი ალასანიას. კვირას დანიშნული არჩევნების წინ კვლევები სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. თბილისის მერის პირდაპირ არჩენებშიც, თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა 30%–იანი ბარიერის გადალახვას მარტივად ახერხებს, რის გარეშეც მას განმეორებით კენჭისყრაში მოუწევდა მონაწილეობა. ალასანიას შანსები კი გამოკითხვის თანახმად 7%–ს აღწევს.

მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირება

თბილისში ოპოზიციაც არაერთსულოვანია, რომელიც შარშან რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩის საპროტესტო აქციებით ცდილობდა სააკაშვილის იძულებას, გადამდგარიყო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ყოფილ პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს საარჩევნო რბოლაში თავისი კანდიდატი – მემარჯვენე ნაციონალისტი ზვიად ძიძიგური ჰყავს. საარჩევნო მარათონშია ჩართული ლუდის მაგნატი გოგი თოფაძე, რომელიც ავსტრიის თვისუფლების პარტიის ლიდერის ქრისტიან შტრახეს მეგობარია. ყველა მათგანი სააკაშვილის შემდგომ პერიოდზე ფიქრობს, რომლის მანდატიც 2013 წელს სრულდება და მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების გზევს ეძებს.

:!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 ივნ 2010, 16:14

თბილისი ირანს ხიბლავს, ვაშინგტონი პროცესს აკვირდება

რეგიონში მრავალწლიანი ურთიერთობების შემდეგ ისეთ გიგანტებთან, როგორებიც აშშ და რუსეთი არიან, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც სჩანს ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ახალი მონაწილის – ირანის – შემოყვანა გადაწყვიტა

მაისის შუა რიცხვებში, საქართველოს და ირანის მაღალჩინოსნებმა ინიციატივების მთელი პაკეტის შესახებ განაცხადეს. იმ ირანელი მოქალაქეებისვთის სავიზო რეჟიმის შეცვლის გარდა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება სურთ, თეირანმა თბილისს ჰესის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელება და ელექტროენერგიის იმპორტი შესთავაზა. თბილისს კი ირანთან ქარის ენეგრეტიკის სფეროში სურს თანამშრომლობა. დღევანდელ დღეს ამ წინადადებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური განიხილავს. გარდა ამისა, თბილისმა საქართველოში ვაშინგტონის მოსისხლე მტერი, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დაპატიჟა. ივნისში ახალი თანამშრომლობის დეტალების დამუშავებისთვის საქართველოს შეიძლება ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაკი ეწვიოს.

ირანის სკანდალური ბირთვული პროგრამის ირგვლივ სულ უფრო მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, თბილისის განზრახვები, ერთი მხრივ დასავლელი მიმომხილველებისთვის შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს, მით უფრო რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ დიდი ხნის წინ და მტკიცედ დაიკავა პრო-ამერიკული კურსი.

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ გამორჩეულად მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოვება აინტერესებთ და დიპლომატიური მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამენ. ირანთან ურთიერთობების გაღრმავება „არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურს, რაც მოიცავს ევროკავშირში ინტეგრაციას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას (ევროკავშირთან) და ნატო-ში გაწევრიანებას“ – 24 მაისს განაცხად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავს ინიციატივებზე თბილისმა ვაშინგტონთან კონსულტაციები აწარმოვა. „ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, ისეთი როგორიც შეერთებული შტატებია“ – განაცხადა მან – „ჩვენ მათთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში ვართ… ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე ტიპის პრობლემებს შექმნის“.

როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა დაადასტურა, მსგავსი დიალოგი მართლაც მიმდინარეობს, თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის, სრულად დაუჭირა თუ არა მხარი ვაშინგტონმა ქართულ ინიციატივებს. დასავლელმა დიპლომატმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ თბილისს ურჩია გაეთვალისწინებინა ირანთან მისი კავშირების „უფრო ფართო პერსპექტივები“ და არ მოეხდინა კონცენტრაცია მხოლოდ იმაზე, თუ რისი მიცემა შეუძლია თეირანს თბილისისთვის ვაჭრობის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

ქართულ-ირანული ურთიერთობების ინიციატივების შესახებ კითხვებზე პასუხისას, აშშ-ს საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი კარენ რიბლი თავშეკავებული გახლდათ. მან აღნიშნა, რომ „სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს პრეროგატივაა“. იმავდროულად მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების სფეროს მდგომარეობა და ირანის ბირთვული პროგრამა ვაშინგტონს ძველებურად ძალიან აშფოთებს.

ერთ-ერთი ცნობილი ქართველი საგარეო პოლიტიკური ანალიტიკოსის თქმით, თბილისი რომელმაც ძალიან კარგად იცის ვაშინგტონის პრიორიტეტების შესახებ, მაინც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გადარჩეს იმ გეოპოლიტიკურ „ბერმუდის სამკუთხედში“, რომელსაც რუსეთი, შეერთებული შტატები და ირანი ქმნიან. „საქართველო ვერ მისცემს თავს იმის უფლებას თავი შორს დაიჭიროს მისი დიდი მეზობლებისგან ვინმეს გამო, მით უფრო ახლა როდესაც რუსეთი აგრესორად იქცა“ – ამბობს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი – „საჭიროა ვაჭრობა, ტურიზმი და კულტურული კავშირები“.

სხვა ეკონომიკური მოთამაშეების ფონზე ირანის უპირატეობას სამი ფაქტორი განსაზღვრავს: ადგილმდებარეობა, ადგილმდებარეობა და ისევ ადგილმდებარეობა. ირანისგან სამხრეთით 300 კილომეტრში მდებარე ქართული იმპორტის კალათის წილი დღეს საკმაოდ მოკრძალებულია, თუმცა ისიც მართალია რომ ირანის საქონლის შემოტანა ამ ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2008 წელს ირანიდან შემოტანილი საქონლის მოცულობამ, საქართველოს იმპორტის მთლიან მოცულობაში (საერთო თანხის, 6.3 მილიარდ დოლარზე) 0.8 % შეადგინა. საქართველოში სულ უფრო აქტიურად ყიდულობენ ირანულ ნედლეულს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სარეცხ საშუალებებს და ზოგიერთ ავტომობილსაც კი.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირი. მე-4 საუკუნიდან დაწყებული, დროის გარკვეულ მონაკვეთებში, საქართველო ნაწილობრივ ან სრულად ექვემდებარებოდა ხოლმე სპარსეთის კონტროლს. საქართველო, რომელმაც სპარსეთის თავდასხმების გამო დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, 1801 წელს საბოლოოდ შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

ცხადია ამ ქვეყნებს შორის არსებული კულტურული კავშირებიც. თანამედროვე ქართულ ენაში ფარსიდან ნასესხები ბევრი სიტყვაა. თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის აღმოსავლეთმცოდნის გიორგი ლობჟანიძის თქმით, ქართულ ენაზე თარგმნილია სპარსული ლიტერატურის ბევრი ძეგლი. ქართულ პოეზიაზე, ლიტერატურასა და არქიტექტურაზე გავლენის გარდა, „ირანის გავლენა იგრძნობა მთელ რიგ კულტურულ ტრადიციებთან მიმართებაში, მაგალითად სტუმრებისადმი უკიდურეს პატივისცემაში“ – აღნიშნავს იგი.

თუმცა იმის ნიშნებიც არსებობს, რომ თბილისთან ურთიერთობების გაღრმავებისადმი ირანის ინტერესი სავაჭრო-კულტურული ურთიერთობების ფარგლებს სცილდება. ბოლო დროს თეირანი აქტიურად იღწვის რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოვებისკენ, ასევე ეძებს ახალი სავაჭრო კავშირების დამყარების გზებს, ვიდრე გაერო ამ ქვეყნის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრების საკითხზე ფიქრობს.

ირანის დიპლომატიური საქმიანობა კავკასიაში მხოლოდ საქართველოთი როდი შემოიფარგლება. ადრე ირანმა უკვე გააუქმა სავიზო რეჟიმი აზერბაიჯანთან, ის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში საკვანძო პროექტებს ავითარებს სომხეთთან და ასევე აპირებს სარკინიგზო მაგისტრალის აშენებას, რომელიც ირანს ამ ორივე ქვეყანასთან დააკავშირებს. ირანი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ შუამავალი იქნება მთიანი-ყარაბახის ირგვლივ 22 წლიანი სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტის დარეგულირების საქმეში.

ახლა როდესაც ვაშინგტონის თბილისისადმი გულმხურვალე დამოკიდებულება პრაგმატულ ხასიათს იძენს, ხოლო რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაფუჭებულია, ირანის ხელისუფლებამ ამ ფონზე შესაძლოა საქართველოზე მისი გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა დაინახოს. „აშშ თქვენ არ დაგეხმარათ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდათ. ნამდვილი მეგობრები განსაცდელის დროს ვლინდებიან“ – განაცხადა ელჩმა საბერმა, იუწყება საინფორმაციო პორტალი Civil.ge

ქართველი ანალიტიკოსები, ისეთები როგორიც რონდელია, ვარაუდობენ რომ შესაძლოა ვაშინგტონს არ სურდეს, მაგრამ ის თეირანის და თბილისის ურთიერთობების გაღრმავებას დასთანხმდება. „ვაშინგტონი შესაძლოა ირანით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ პრაგმატულ დონეზე ამერიკელებს ესმით, რომ საქართველოს საკუთარ მეზობლებთან კარგი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს“ – აღნიშნავს რონდელი – „ირანი მეზობელია და თქვენ გეოგრაფიის იგნორირებას ვერ შესძლებთ“.

:!: :!: :!:
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 07 ივნ 2010, 22:16

ამ თემას ეხება:


"დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ"
”ვანო შემხვდა ამას წინათ, რას შვები-მეთქი - ვკითხე. - ვიჭერო. - არ იცი შენ ვინ უნდა დეიჭირო-მეთქი, ერთი ხუთი შენობა ვიცი, წამოდი და გადაადგი იმ შენობებს გალიები, ე, მაშინ იქნები კარგი დამჭერი-მეთქი. - გაეცინა, ჩემი შენობაც ხო არ შედის მაგაშიო...”

"კვირის პალიტრა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს უთმობს გვერდს, სადაც მოწვეულ რედაქტორს საშუალება ეძლევა, რედაქციის ჩარევის გარეშე გამოთქვას თავისი მოსაზრება ნებისმიერ თემაზე.
ნომრის სტუმარია მწერალი ოტია იოსელიანი
არ მიწყინოთ ახლა, უნდა ვიჩხუბო ამ გვერდზე და ჩხუბი ჩემს კილოზე გამომდის მხოლოდ, ამიტომ წერითაც ისე დავწერ, როგორც ვლაპარაკობ.

გვერდის რედაქტორისაგან:

ეროვნული გამოთაყვანება
ჩემო ქართველებო, მართალია დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა. ამ ბოლო დროს აღარ ვაკეთებ განცხადებებს, იმიტომ, რომ არავითარი აზრი არა აქვს. მე რა მინდა შენგან? ქვეყანას ნუ დააქცევ, შვილო, შენთვის გელაპარაკები ამას, მინდა საუკეთესო იყო და ქვეყანა იყოს კარგად, თუ ვხედავ შენს სიგლახეს და თვალს ვხუჭავ, მე ვცოდავ მაშინ. მოგიწოდებ გონიერებისკენ, გაფრთხილებ, არ გესმის თუ არ გინდა გეიგო? რომ გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა?

ახლა ამას რომ ვწერ, ვიცი, მაინც არ ექნება შედეგი, კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის, მიშველეთო, კი იცის ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის, დაღუპვის შიში აყვირებს, სწორედ ასე ვარ ახლა მეც, კი ვიცი, ამათ რომ არ ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს, ზოგიერთი ჩემი კოლეგა გაზეთის ფურცლებიდან პირდაპირ დედას აგინებს ხელისუფლებას, არც ამაზე აქვთ რეაქცია, გავგიჟდი კაცი. თუ ქვეყანას უზნეობა დაემართა, რაც უნდა ბევრი ტვინი გქონდეს, უზნეოდ გამოიყენებ მაინც, მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ვაზროვნებთ, გამოდის ჩემისთანა გამოთაყვანებული მოხუცი ტელევიზიით და მადლობას იხდის, რა მიუგდე ასეთი? დიდ ცოდვას სჩადიხართ ამით იცოდე. იმის იმედიღა დამრჩა, რომ ამ გაზეთს ასიათასობით კაცი კითხულობს და იქნება ამ ეროვნულ გამოთაყვანებას ბრძოლა მაინც დავუწყოთ.


ეკლესია...
თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ქართველს რწმენის გარეშე არასოდეს უცხოვრია, გარდა იმ 70 წელიწადისა. ახლა უფრო ძნელი მოსაქცევი ვართ, ვიდრე პირველ საუკუნეში ვიყავით. კერპი რომ გვყავდა, ის კერპი ჩვენი ღმერთი იყო, ერთი ღმერთიდან მეორეზე გადასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ქართველმა ეს შეძლო, იმიტომ, რომ ქრისტიანობა საკუთრად მიიღო. განმანათლებლები ცეცხლითა და მახვილით კი არ შემოსულან საქადაგოდ, მხოლოდ წიგნი ეჭირათ ხელში. ახლა რაც ხდება, დიდად საგანგაშოდ არ მიმაჩნია, კომუნისტების დროს მოიძებნა ეკლესიების დამანგრევლები და რა გასაკვირია, თუთბერიძეებისნაირები ახლაც მოიძებნონ. ღმერთმა კარგად მიმყოფოს პატრიარქი, მაგი ერთი კაცია, რო წვალობს რაცხას, ჰოდა, ვერ იტანს აგენი, ქვეყნიზა სხვა რომ წვალობს, ამიტომაა მასზე შეტევა, მეშინია, არ მომიკლან!

სოფლის მეურნეობა
პარლამენტში რომ გამევიდა აი თქვენი პრეზიდენტი, თუ ახსენა საერთოდ სოფლის მეურნეობა, არადა ეს დარგი იყო შენი გადამრჩენი, ვიღაცის პურით გვინდა ვიარსებოთ? ავსტრიაში ვიყავი აგერ ახლა სამკურნალოდ, აშენდა იმ კაცის ოჯახი, ვინცხამ გამიშვა (აკრძალული მაქ მისი ხსენება), თვარა მეტი არაა ჩემი მტერი, ეს დამეწერა. რო გადევიანგარიშე ჩვენ ფულზე, ათი ლარი ღირდა პური. კაკალაშვილი რომაა, ბიზნესმენი, მიშაიე რომ კითხულობს მის ლექსებს, იმას ვკითხე:

- კაცო, ავსტრიაში 10 ლარს აძლევ პურში და აქანა ლარად ყიდი? რომელ ყულაბაში ყრი ფულს, მაჩვენე? ეგ, ბატონო ოტია, ჩვენი ჯადოსნური საიდუმლოაო. კი ვიცი, რაცხა ჯადოსნური საიდუმლოა, რას ვჭამთ და რას ვსვამთ, კაციშვილმა არ იცის. გლეხი იყო მუდამ შემქმნელი "პური არსობისას", ეს გლეხი ჯერ კოლექტივმა მოსპო, მერე ამგენმა მიადგა.

გლეხის აკადემია არის მიწა, იმ მიწას რომ წაართმევ, მერე აღარაა ის გლეხი. სცადეთ აბა და გადით კვირკობის თვეში მზეზე, დაგარტყამს იმწუთას, გლეხი კი თოხს უბაყუნებდა იმ მზეში, უყვარდა მიწა და იმიტომ, ტრაქტორიზაციაო რომ თქვა, სადაა მერე? მიეცი გლეხს? თუ საჩვენებლად გინდა მხოლოდ? ახლა გაზაფხულია, არჩევნებზე კი არა, იმაზე უნდა ვიმტვრევდეთ თავს, რა ჩავთესოთ. სოფლის მეურნეობის პროდუქტს რომ თურქეთიდან შემოიტან, არ ხარ ამ მიწის ღირსი შენ! მინდა ამ გაზეთის ფურცლებიდან ვკითხო სოფლის მეურნეობის მინისტრს, კი ამბობენ, ახალგაზრდააო, მაგრამ მე არ დევეძებ მაგას, ტვინი თუ არ გაქ, 70 წლის რომ გახდები, არც მაშინ გექნება. ბაკურა, ბიძია, გამაგებინე რას უპირებ სოფლის მეურნეობას, შარშანდელზე ნაკლები მიწები დეიხვნება წელსო, რეიზა ხდება ასე, ამიხსენი...

ოპოზიცია
ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიცია მთავრობას აკვალიანებს, მარა იქ ოპოზიციას აქვს ხალხის ნდობა. ალასანიამ დამირეკა ამას წინათ, თბილისში დამპატიჟა, ნაოპერაციები ვარ-მეთქი. მაშინ მე ჩამოვალო. მე საერთოდ პოლიტიკოსებს სახლში არ ვუშვებ და ვუთხარი კიდეც, შენ მიმართ უნდობლობა მაქვს-მეთქი. რას მერჩიო, გაუკვირდა. რო ჩამოდი ამერიკიდან და მიშაიას ათი დღის ვადა მიეცი, ვიფიქრე, რაცხა ძაან დიდი ძალითაა ჩამოსული-მეთქი და მემეცა იმედი. გევიდა 10 დღე, რა ქენი მერე? შენს სიტყვას ხო დაუკარგე ფასი? რომ მოგიშვა ჩემთან, ხო მეტყვი რაცხას? გონია, დაგიჯერებ? იმ ოპოზიციაში მე სიტყვის კაცი ვერ დავინახე. მახსოვს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე თორთლაძემ დამირეკა, მაშინ არ იყო ასე წყალწაღებული, მოვდივარ შენთანო. მთამსვლელი კაცია და ვაფასებ მე მთამსვლელობას. მოვიდა და მოჰყვა ხიდაშელის ქალი და გაჩეჩილაძე. სად დაწანწალობთ-მეთქი, ვკითხე.

ხალხში დავდივართო. ვაი თქვენს პატრონს-მეთქი, ვუთხარი, მაგ თქვენს ნაგროვებ ხმებს მოუყრის ერთად თავს მიშაიე და ჩეიყრის ყუთში. გაჩეჩილაძეს ვუთხარი მაშინ, რაის პრეზიდენტობა გინდა, ბიჭო, შენ-მეთქი. არაო, პრეზიდენტის პოსტი მინდა გავაუქმოო. მაგი მართლა კი არის გასაუქმებელი, არ გვყავს ჩვენ საპრეზიდენტო კაცი. ახლა კიდე ნოღაიდელიო, გაიძახის ყველა არხი.

რომელი ნოღაიდელია მაგი, ხომ ვერ მეტყვი, ბატონო პრეზიდენტო? მე რომ მეთქვა, მილიონები იშოვაო, მეტყოდი, დამტკიცება უნდა მაგასო, შენი პირით რომ თქვი, ჩემი პრეზიდენტობის დროს იშოვა მილიონებიო, რას მივაწეროთ მაგი? ამ დაქცეულ ქვეყანაში კაცმა მაგდენი იშოვა და რო გოუშვი, სად გოუშვი? ან ის უნდა დაგეჭირა, ან შენი თავი! გამოწველილ თხასავით რო იყურება და მოსკოვში რო დადის, ეტყობა, ის ანდაზა ახსოვს, "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო", მე მაგ ანდაზას ჩემებურად დავუმატებ: "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახე, მარა მამად არ გაიხადო".

პრეზიდენტი და პარლამენტი
გიჟები ბევრი ყოფილა და ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ სათავეში კი არ უნდა დასვა ხელშეუხებლად? რომ გამოდიხარ, ხალხს უნდა ჰკითხო, როგორაა საქმე, ჩემო ხალხო, ვქენი რამე სასარგებლო თქვენთვის? ხო არ შემეშალა რამე? თარგამაძემ რომ მიახალა ცხვირ-პირში რაც სათქმელი იყო და სწორი კითხვები დოუსვა, გეეცი პასუხი? ამან, თარგამაძე აბაშიძესთან იდგაო, შენ ვისთან არ იდექი, მითხარი ერთი?!

რო მეუბნები, ეკონომიკა წინ მიდისო, მე აგერ ვხედავ, ბაზარში, რაცხა წინ მიდის ეკონომიკა, 70-თეთრიანი შაქარი 3 ლარი გახდა, რაფერ ფიქრობ, ვერ ვხვდები განსხვავებას 70 თეთრსა და 3 ლარს შორის?

ოკუპანტია რუსეთიო, გადეირია რუსი, კაცო, რაც გავჩნდი, მას მერე მეტი არაფერი მიკეთებია და ახლა მიხვდი შენო? რუსი შტერია თუ ჭკვიანი, დამპყრობლის ინსტინქტი მოჰყვება მაინც. გამოსავალი რა იქნება, ის მითხარი, თვარა რუსი რაცხაა, ვერ მასწავლი. დასავლეთი დემეხმარება ომშიო, ჩამიწყვიტა ანგელოზივით საჯიშე ბიჭები, დეგეხმარა? თუმცა კი დეგეხმარა, პუტინს უთხრა, არ ქნა მაგიო, პუტინმა თქვა - არა, უნდა ვქნაო. თუ უნდა ქნა, კაი მაშინ, მე ხელებში ხო არ გეცემიო. მოთავდა ამით შენი დასავლეთი.

ეუთოა თუ რაცხა ტატყანა ორგანიზაცია, საწყლად თხოვა, შემომიშვი ოსეთშიო, იმან არაო, კაი მაშინო, დეიხურა ქუდი და წევიდა სახლში. ბარსელონაში მიმიწვია იქაურმა ქართველებმა, დიდებული დახვედრა მომიწყვეს, 20 ათასი ქართველი ჩაწერილია იქ უკვე. ეკლესიას ვაშენებთო, გამახარეს, სალოცავიც ექნებათ მალე და რაფერ ფიქრობ, დაბრუნდება იგენი სახლში? რომ მომიწოდებ ქუდზე კაციო, სადაა ქუდზე კაცი? აქ ვინც დარჩა, ვიზები არ აქვთ, თორემ ესენიც გეიქცევა. ამნაირი პარლამენტი რო გყავს, არ გრცხვენია? დამტკიცებულია, ნორმალური ორი კაციც კი არ აზროვნებს ერთნაირად და ამ 150 კაცს რაფერ აქ ერთნაირი აზროვნება, ამიხსენით ვინმემ? რომ აწევ და დაწევ ხელს, არ უნდა თქვა, რატომ შვები ამას?!

დასავლეთი ჩვენ გვთვლის განვითარებად ქვეყნად. ეს რას ნიშნავს? გამოდის, არ ვართ განვითარებული. ახლა რომ ამბობ, შეცდომა იყო განათლების რეფორმაო, ვინც გიკარნახა ეგ რეფორმა, იმას თუ უთხარი მაგი? ვერ ხვდები, სხვანაირად რომ გვიყურებს უცხოელი? ჩვევები უნდა გასწავლოთო და გვასწავლის: ქვა არ უნდა ვისროლოთ და გამოსაჩენ ადგილას გინება არ უნდა ატეხოთო, ესაა ადამიანური ჩვევები და ამას მასწავლი? უმად ჭამდი შენ ნადირის ხორცს, მე რომ ვიცოდი მაგი ჩვევები.

არჩევნები
ცნობიერება რომ ვახსენე ზემოთ, მაგი ცნობიერება არჩევნებშია მთავარი. "ქართული აკადემია" იყო ჩემთან მოსული, მიმიწვიეს, ვეუბნები, ჯერ ცნობიერება უნდა დავამკვიდროთ ხალხში. ცნობიერება რომ არ გვაქვს, იმიტომაცაა, ის კაცი იმარჯვებს, ვინც შაქარს, ფქვილს და ზეთს არიგებს. ჩერჩილი ამბობდა: კი ვიცი არჩევნები რაცხა უბედურებაა, მაგრამ უკეთესი ჯერ არ მოუგონებიათო. დედაბერი რომ შევა არჩევნებზე და იკითხავს, სად ჩავაგდო, დია, აი ქაღალდიო, ასე გინდა კარგი არჩევნების ჩატარება?

შინაგან საქმეთა სამინისტროზე ცოდვას ვერ ვიტყვი, მართლა კი მუშაობს სხვაზე მეტად, მარა მაინც მაქ სასაყვედურო. ვანო შემხვდა ამას წინათ, რას შვები-მეთქი, ვკითხე. ვიჭერო. არ იცი შენ, ვინ უნდა დეიჭირო-მეთქი. ერთი ხუთი შენობა ვიცი, წამოდი და გადაადგი იმ შენობებს გალიები, ე, მაშინ იქნები კარგი დამჭერი-მეთქი. - გაეცინა, ჩემი შენობაც ხო არ შედის მაგაშიო.

ცუდ დღეშია ახალგაზრდობა, წიგნი არ უნდა არავის, ესაა ყველაზე დიდი საშინელება, კაცობრიობა რაც გაჩნდა, მას შემდეგ ფიქრობს, ტანი რაფერ შეიმოსოს, აგენმა ახლა დეიწყეს გახდა!

ფეხბურთი
მხოლოდ იმას გავყვირით მთელი 20 წელია, რა ეშველება ქართულ ფეხბურთსო. ვერ მიხვდით, რომ არაფერი ეშველება? 15 წლის ფეხბურთელი რომ იყიდება აზერბაიჯანში და რუსეთში, რაის ფეხბურთელს აღზრდი შენ? არის ქვეყნები, სადაც აკრძალეს 25 წლამდე ფეხბურთელის გაყიდვა, შენ რატო არ აკეთებ ასე? ამას წინათ დამპატიჟეს თბილისში, არველაძის გაცილებაა და წამობრძანდითო. სად თამაშობდა-მეთქი, ვიკითხე. ჰოლანდიაშიო. კი ყოფილა აბა გაცილებული და მეტი რაღა გაცილება უნდა-მეთქი.

"მოდელირებული იმედი"
მაგენისგან ყოველგვარ სისულელეს ველოდი, მაგრამ ამნაირს არა. გადარიეს ხალხი, კაცო. მაგი შეიძლებოდა ვინმეს პრეზიდენტის გარეშე გაეშვა ეთერში? ჯერ ერთი, ჟურნალისტი ვერ ისულელებდა მაგდენს, მიშაიეს ტვინი ურევია მაგაში, ამდენი ხანია ვფიქრობ, რატო გააკეთეს და ვერ მივხვდი, ანდა რაფერ მივხვდები, ჭკვიანი რომ აკეთებს რამეს, შემიძლია რაცხა დასკვნა გავაკეთო და ვიფიქრო: ჭკვიანია და შეიძლება ასე იფიქრა და ასე უნდა თქვას შეფარვითო, მაგრამ გიჟი რას აკეთებს, რაფერ გინდა გეიგო?! ნაპოლეონი რო იბრძოდა, ყველაზე მეტად ეშინოდა სულელი სარდლების, ჭკვიანის ნაფიქრს გამოვთვლი, სულელი კი რას იზამს, რა ვიცი მეო და არ უპირისპირდებოდა ის კაცი. დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ.

დამიფარა ღმერთმა და მე არ მიყურებია მაგ სისულელისთვის. რას ერჩიან ამ გასაცოდავებულ ხალხს? ვინც მაგი გააკეთა, ტელევიზიაში უნდა ამუშავო კი არა, ტელევიზორს არ უნდა აყურებიო. ნოღაიდელი და ბურჯანაძე რას იზამს, რა ჩემი საქმეა? ეგ თქვენ გაარკვიეთ ჩუმად, მე რას მზაფრავ? ხომ ვამბობ ზევით, დაღუპულები და განწირულები ვართ, გიჟები კი არიან აგერ ხონში, მაგრამ არავის არაფერს უშავებენ, აგენი გვღუპავს და კაცი არაა პატრონი. გამევიდა ვინცხა უცხოელი და გვირჩია, ფსიქოლოგები მიიყვანეთ ხელისუფლებაშიო, რად მინდა მაგის რჩევა, მე არ ვიცი რა მჭირს? ფსიქოლოგი კი არაა მაგენთან მისაყვანი, მაგენია ფსიქიატრიულში მისაყვანი.

პატივისცემით, გვერდის რედაქტორი
ოტია იოსელიანი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2010, 00:58

2-3 დღეა, დასავლური მედია-საშუალებები გვამცნობენ, რუსი მილიციელები უკანონოდ როგორ იყენებდნენ სმოლენსკში
თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულ პოლუნელთა პლასტიკურ ბარათებს.
რუსეთის მედიამ ეს ფაქტი თავიდან უარყო, შემდეგ კი, ეჭვმიტაანილ მილიციელებს სასამართლომ
წინასწარი სასჯელი გამოუტანა და ჟურნალისტებს დამალვის მიზეზი აღარ ჰქონდათ.

ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი ამბობენ, რომ 2008ის ომში ქართული სამხედრო ბაზების გაქურდვა-გაძარცვისას
რუსმა ჩექმოსნებმ ხელს ნაცვამი წინდები და ფეხსალაგები გააყოლეს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]